ნაფიცების ვერდიქტი, უზენაესი სამართალი, ფილარმონიის გეურკვეველი ბედი და დეპორტაციის მსჯავრი

      ისევ წვიმა, ისევ სიცივე, ნაცრისფერი ამინდი და ნაცრიფერივე განწყობა მთელს ქალაქში. ქვეყანაზე ამას ვერ ვიტყვით, დასავლეთში გამოიდარა. რაც შეეხება პოლიტიკურ სარბიელს, რა თქმა უნდა, ნატოს მდივნის სტუმრობა უპასუხო არ დარჩენილა. დღეს ისევ ისმოდა სოც. მუშაკების ხმა, ასევე სამართლისა და სასამართლოს ამბები. ვრცელი იყო ფილარმონიის გამგებლობის თემაც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 26 მარტი, 2019/

      ასამაღლებელი ჟენევა ანუ როგორ ვესაუბროთ რუსეთს და სტოლტენბერგის ვიზიტის უკუკავშირი („ფიდბექი“) - სალომე ზურაბიშვილი - ჟენევის დისკუსიების ფორმატი უფრო მაღალი დონის დიპლომატიური დაპოლიტიკური დიალოგით უნდა შეიცვალოს. პრეზიდენტის აზრით, აუცილებელია, რომ ჩვენი პარტნიორები რუსეთს ყოველდღიურად ახსენებდნენ ვალდებულებებს და მოუწოდებდნენ მათი შესრულებისკენ. ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო უწყება“ სტოლტენბერგის განცხადებებზე - ამგვარი განცხადებები საქართველოს ხელმძღვანელებს მოლოდინებს უჩენს და მილიტარისტურ განწყობებს აღვივებს. მიხეილ ბენიძე სტოლტენბერგის განცხადებაზე - ცალსახად მითითება იყო, რომ ბოლო არჩევნები ნატო-სთვის არ იყო იმ სტანდარტის არჩევნები, რასაც ელოდებიან. სოფიო კილაძე - არ იგეგმება და არც სალომე ზურაბიშვილს უთქვამს, რომ ჟენევის ფორმატი უნდა გავაუქმოთ.

      კობაურის და სმიტების საქმე - სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. მალხაზ კობაურის დედა - მე სამართალს ვერ ვიპოვი, სანამ ესენი მეფობენ. ღმერთმა იცის, რომ ეს მახოს გაკეთებული არ არის. მალხაზ კობაურის ადვოკატი ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პროკურორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა უნდა განუსაზღვროს. სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატიურებაში მსჯავრდებულ მალხაზ კობაურის საქმეზე სასჯელის დანიშვნის სხდომა 27 მარტს გაიმართება. მალხაზ კობაურის და - უბრალოდ კარგად დადგმული მკვლელობა იყო.

      ხალათგაუხდელი კანდიდატი და საარჩევნო სამზადისი - ლადო კახაძე - პარტიასთან შეთანხმებული მაქვს, რომ ექიმის ხალათს არ გავიხდი. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - ვეთანხმებით საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს რეკომენდაციებს, მათი შესრულება მნიშვნელოვანია. ცესკოს შუალედური არჩევნების ჩატარება 5 მილიონამდე ლარი უჯდება. „სამართლიანი არჩევნები“ პროკურატურისგან ითხოვს, დროულად და საფუძვლიანად გამოიძიოს ზუგდიდის მე-6 სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების ფაქტი. ირაკლი კობახიძე „სამართლიან არჩევნებზე“ - ამ ორგანიზაციისგან უსაფუძვლო განცხადებებს მიჩვეული ვართ. ცესკო შუალედური არჩევნებისთვის ყველაზე მეტ თანხას ზუგდიდის მერის არჩევნებისთვის, ყველაზე ნაკლებს კი გურჯაანში დახარჯავს.

      ეროვნული მნიშვნელობის ხორბალი - ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის სტატუსი მიენიჭა.

      პარლამენტის პირველი პირის გამოსვლები - ირაკლი კობახიძე - ეკა ბესელიას ხელი უნდა გავუწოდოთ, რომ გამოვიდეს იმ რთული მდგომარეობიდან, რომელშიც არის. - ბიძინა ივანიშვილი კი არ დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ვდგავართ მის გვერდით იმიტომ, რომ ის არის პარტიის ლიდერი. - დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება ხელისუფლების პრიორიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა. - არავის მოგვეწონა, რა გარემოშიც საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა - საპარლამენტო არჩევნები ბევრად უკეთესი უნდა იყოს. - მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის დასრულება საგაზაფხულო სესიის ბოლომდე გვინდა. - თუ ვინმე დაასახელებს ევროკავშირის თუნდაც ერთ ქვეყანას, სადაც მოსამართლეების შესახებ ასეთი ღია პროცედურაა წარდგენილი, შეგვიძლია ჩვენი კანონპროექტი გავიწვიოთ. ეკა ბესელია - კობახიძის გამოწვდილ ხელს არასდროს მივიღებ, კობახიძე მაშინ დავასრულე, როგორც პარტიის თავმჯდომარემ ხელჩაკიდებული მოიყვანა და მისი ბოდიში არ მივიღე.

      უზენაესი სამართალი - ლევან კობერიძე - თუ არ ვაღიარეთ, რომ იუსტიციის საბჭოში პრობლემაა, არანაირი კანონპროექტის მიღებას აზრი არ ექნება. გიორგი მიქაუტაძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე კანონპროექტი ჩვენი მითითებით არ დაწერილა - სიცრუეა, რასაც ამასთან დაკავშირებით ეკა ბესელია ამბობს. ლევან მურუსიძე არასამთავრობოებს - იყავით უფრო კომპეტენტურები, კეთილგონიერები და როდესაც სასამართლო სისტემა პატივს გცემთ, თქვენც ანალოგიურად მოეპყარით. ლევან მურუსიძე - კლანზე საუბარი გამორიცხულია - ეს არის სასამართლო კორპუსი, რომელმაც იგრძნო, რომ არის დამოუკიდებელი ხელისუფლება. გიორგი მიქაუტაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს.

      გაფიცული მუშაკები - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სოციალურ მუშაკებთან დაკავშირებით მოსმენა იგეგმება. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ბათუმში პროტესტის ნიშნად კარავი გაშალეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ორგანიზაციის თანამშრომლების პროტესტი გაგრძელდა დღესაც. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ბათუმის სხვადასხვა კლინიკის ექიმების მიერ გამართულ აქციას გამოეხმაურა. მთავრობის ადმინისტრაციასთან გაფიცული სოციალური მუშაკების აქცია განახლდა. ბექა ნაცვლიშვილი - მხარდაჭერას ვუცხადებ სოციალურ მუშაკებს სამართლიან და მნიშვნელოვან ბრძოლაში. ჯანდაცვის სამინისტრო - სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის-ცენტრები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ბენეფიციარებს სერვისები მიეწოდება.

      განათლება მშობლების ნებართვით - სოფიო კილაძე - სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით იქნება დასაშვები.

      საბავშვო ძალადობის მასშტაბები - სოფო კილაძე - სამწუხაროდ, ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობამ წარმოუდგენელი მასშტაბები მიიღო.

      მცხეთის გენგეგმის ჯგუფი - მცხეთის გენგეგმას დარგობრივი სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი შეიმუშავებს - ხელშეკრულება გაფორმდა ამხანაგობა „აქოლისთან“, რომელიც მულტიდისციპლინარული ჯგუფია და დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო კომპანიას აერთიანებს.

      სტუს უნიკალური ლაბორატორია - ტექნიკურ უნივერსიტეტში ამიერკავკასიის მასშტაბით უნიკალური ლაბორატორია გაიხსნა.

      შეფერხებული ავტობუსები - „ჯი თი გრუპმა“, თბილისის ავტობუსების ტენდერში მონაწილე კომპანიამ, რომელმაც ქალაქს „ისიზუს“ მარკის უახლესი მოდელი ISUZU Novo City Life შესთავაზა, „ფორბსის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად ეს ავტობუსები პოლონეთის ქალაქ ლოდზში (LODZ) მოინახულა. პოლონელებმა „ისუზუს“ მარკის ოცდაოთხი, ახალი ავტობუსი ლოდზისთვის 2018 წლის აგვისტოში იყიდეს. „ისუზუს“ ახალი მოდელი გამართულად ემსახურება ამ ქალაქის მაცხოვრებლებს და ქალაქის მუნიციპალიტეტიც წარმატებულად იყენებს ახალი მოდელის გაზრდილ უსაფრთხოებას, კომფორტს და ეკოლოგიურ უპირატესობებს, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის უახლეს მოთხოვნებს. თუმცა, მიუხედვად „ისუზუს“ავტობუსების წარმატებებისა, თბილისელებისთვის ახალი საზოგადოებრივი ავტობუსების მიწოდების გადაწყვეტილება კვლავ არ არის მიღებული! ტენდერი, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 220 ახალი ავტობუსის შესყიდვაზე 2018 წლის 1-ელ ნოემბერს გამოაცხადა, ამ დრომდე გამარჯვებულის გარეშეა.

      ფილარმონია გაურკვეველი პატრონით - ქონების სააგენტო - ფილარმონიის მმართველ კომპანიასთან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ეტაპზე ხდება იმ მიზეზების განხილვა, რის გამოც თბილისის საკონცერტო დარბაზის მმართველმა კომპანიამ ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო. ამასთან, 2019 წლის 4 იანვარს გაგზავნილი წერილით „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ „ინტერნეიშენალ ივენთი“ გააფრთხილა, ხელშეკრულების ცალმხრივად შესაძლო შეწყვეტის შესახებ, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება შეწყდა. სამინისტროს პასუხი - კულტურის სამინისტროს ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მე პირადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორკესტრის ხელმძღვანელმა მანტია მოისხა დაჩაგრული, გაუბედურებული ხელმძღვანელისა და ორკესტრის, რომელზეც არავინ ზრუნავს, თუმცა მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი მენეჯმენტის პირობებში პირველად ორკესტრის ისტორიაში, მათ გამოეყოთ 250 ათასზე მეტი მხოლოდ პროექტის, ახალი შენობის პროექტის შესაქმნელად, თუმცა მესამე წელია ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა და თავი ვერ მოაბა ახალი პროექტის შექმნას, ორკესტრისთვის 15 მილიონი ლარი მხოლოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული 2019-2021 წლებისთვის, თუმცა თუ პროექტი არ არსებობს, ეს თანხაც ვერ იქნება გამოყენებული. ამ პერიოდში სანამ პროექტი შეიქმნებოდა, იმისთვის, რომ ორკესტრი ასეთი დაჩაგრული და გაუბედურებული არ ყოფილიყო, დამატებით სამინისტრომ 150 ათასი ლარი სხვადასხვა სივრცეების დაქირავებისთვის გამოუყო ორკესტრს. როგორც ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა, ორკესტრი იმსახურებს, რომ მუდმივი სარეპეტიციო ადგილი ჰქონდეს, სადაც შეძლებს საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტების ჩატარებას. სულხან სალაძე - ფილარმონიის მმართველ კომპანიას მიხეილ გიორგაძე ლობირებს. მიხეილ გიორგაძე ვალდებულია, დადგეს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და იმ იდეების გვერდით, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით, - ამის შესახებ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა.

      მსჯავრდებული რუსეთი - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთის ფედერაციას 2006 წელს რუსეთიდან კოლექტიური გამოძევების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების, მათ შორის „საიას“ დაცვის ქვეშ მყოფი 8 პირის, სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

საზღვარგარეთულები:

      სამხედრო არეულობა ისრაელში - ბენიამინ ნეთანიაჰუ - საჭიროების შეთხვევაში, ისრაელის არმია ღაზას სექტორის ტერიტორიაზე შევა.

      მილიარდიანი კედელი - პენტაგონმა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 1 მლრდ დოლარი გამოყო.

      აია სოფიას მომავალი - საბერძნეთის მთავრობა აღშფოთებულია თურქეთის პრეზიდენტის წინადადებით, აია-სოფიას ტაძარი მეჩეთად გადაკეთდეს.

      ბოდიში 5 საუკუნოვან შეცდომებზე - მექსიკის პრეზიდენტმა ესპანეთის მთავრობასა და რომის პაპს მიმართა, 500 წლის წინ დაშვებული შეცდომების გამო, ბოდიში მოიხადონ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 140

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters