თბილისური სახლები და ტაქსების აქცია, ოცნება ბესელიას გარშემო, ატვირთული საიდუმლო და აია სოფია მეჩეთად

      ერთდღიანი გამოდარება გვქონდა, რადგან სინოპტიკოსები ისევ წვიმების მიყოლებას წინასწარმეტყველებენ (პროგნოზირებენ). პოლიტიკური გამონათება კი არ გვეღირსა - ისევ გაურკვეველი, უკვე მობეზრებამდე მისული შიდაპარტიული დაპირისპირებაა ოცნებაში. პირადი კადრები ბესელიას გარშემო, ვერა და ვერ დასრულდა, სოც. მუშაკები ისევ გაფიცულები არიან, კალაძეს დღეს ტაქსისტებმაც მოუწყეს აქცია. ერდოღანმა აია სოფია მეჩეთად გადაკეთდებაო!

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 27 მარტი, 2019/

      ბესელია, ოცნება და მომიჯნავე თემები - გედევან ფოფხაძე - ბიძინა ივანიშვილმა მე, პაპუაშვილს და ქანთარიას გვითხრა: ირაკლი კობახიძე მთხოვს, რომ თქვენს გარდა, გავრიცხო რომან კაკულია, ლევან კობერიძე და დავით ჭიჭინაძე. სოფო კილაძე ადასტურებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიას საარჩევნო სიაში ჩასმას ეწინააღმდეგებოდა. ეკა ბესელია - მივმართავ ივანიშვილს, ეს პატარა კაცები, რომლებსაც არაერთხელ გავაწანი პოლიტიკური სილა, შეიბრალოს და მიხედოს - რამდენჯერ უნდა გავაწნა სილა, მებრალებიან უკვე. ეკა ბესელია - არავის რეკომენდატორობა არ მჭირდებოდა, ვიქნებოდი თუ არა ჩემს პარტიაში. დავით მათიკაშვილი - ორი დღეა ეკა ბესელიას მხრიდან ზღვარგადასული, ძალადობით გაჯერებული ტერმინოლოგია ისმის. თამარ ჩუგოშვილი დეპუტატებს შორის დაპირისპირებაზე - ამ ძალიან გამაღიზიანებელ დაპირისპირებაში ჩართვის და კომენტარების კეთების სურვილი არ მაქვს. ანრი ოხანაშვილი - გამოცდილი, სტაჟიანი პოლიტიკოსებისგან ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილი 2016 წლის საარჩევნო სიაში ეკა ბესელიას ჩაწერის მომხრე არ იყო. დავით ჭიჭინაძე - ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს ბოდიში მარტო ეკა ბესელიასთვის კი არა, ბიძინა გეგიძისთვისაც მოახდევინა.

      რელიგიური შეუმწყნარებლობა - 2013-2018 წლებში რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლის სამართლებრივი დევნა 38 პირის მიმართ დაიწყო.

      პირადი კადრები - შსს - სამინისტრო სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით რეაგირებას ახდენს. ჟურნალისტი ელისო კილაძე, პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების თაობაზე შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა. ნინო ლომჯარიას შეფასებით, სახელმწიფო უძლურია დაადგინოს, ვინ დგას პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის უკან. ეკა ბესელია - შს სამინისტრომ უნდა თქვას, თუ ვერ იძიებს ფარული ჩანაწერების საქმეს, რა არის ამის მიზეზი? ელისო კილაძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების თაობაზე გამოძიებას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა. პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ვიდეოჩანაწერის „იუთუბიზე“ ატვირთვის ფაქტზე მოზარდია დაკავებული.

      კირკიტაძის სასამართლო - დავით კირკიტაძის საქმეზე გურჯაანის სასამართლოში პროცესი გაიმართა. დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე ადვოკატმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. დავით კირკიტაძე მოსამართლეს - როგორ უნდა ვირწმუნო თქვენი, როდესაც ყოველ პროცესზე ირღვევა ჩემი უფლებები. დავით კირკიტაძის მორიგი სასამართლო პროცესი 3 აპრილს ჩაინიშნა.

      ჯანდაცვა და სოც. მუშაკები - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს 50 სოციალური მუშაკი დაემატება - 2020 წელს სოციალური მუშაკის ხელფასი 1200 ლარამდე გაიზრდება, 2022 წელს - 1500 ლარამდე. ქუთაისში გაფიცული სოციალური მუშაკები ქალაქის მერს შეხვდნენ. სოციალური მუშაკების მოვალეობას დროებით ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ასრულებენ, უწყებას შტატგარეშე თანამშრომლებიც აჰყავს. დღესვე ცნობილი გახდა ჯანდაცვის სამინისტროს 4-პუნქტიანი გეგმის დეტალები, რომლითაც უწყება სოცმუშაკების პრობლემების გადაჭრას გეგმავს. გაფიცული სოცმუშაკი - ჯანდაცვის სამინისტროს 4-პუნქტიანი შემოთავაზება აბსურდულია.

      უვაკანსიო მძღოლები - ქალები, რომლებმაც ავტობუსის მძღოლობის სურვილი გამოთქვეს და შესაბამისი გადამზადება გაიარეს, ვაკანსიების არარსებობის გამო, ამ ეტაპზე ვერ საქმდებიან.

      გაძარცვული მინისტრი - გიორგი ქობულია მისი სახლის გაძარცვაზე - ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება და უფლებას ვიტოვებ, ამ საკითხზე არ გიპასუხოთ.

      თბილისური სახლები და თბილისური ცხოვრება - კახა კალაძე ტვერელის სახელობის ეკლესიის მიმდებარედ მშენებლობაზე - არანაირ მაღალსართულიან კორპუსებზე საუბარი არ არის, იქნება 2-3 სართულიანი სახლები. საცხოვრებელ სახლებთან ელექტროდამტენების დამონტაჟების მოთხოვნით თბილისის მერიაში ამ ეტაპზე 59 განაცხადია შესული. „ნაცმოძრაობის" წევრის განცხადებით, მერია ტვერელის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის საკითხის გადახედვას არ აპირებს. თბილისის მერია ექსპლუატაციაში შეუსვლელ კორპუსებთან დაკავშირებით ერთჯერად ამნისტიას გამოაცხადებს. ირაკლი ხმალაძე - დავით მესხიშვილის კრიტიკას ვერ მივიღებ, რადგან ზონალურ პარკირებაზე საპილოტე პროექტს მას შემდეგ ვიწყებთ, რაც ავტობუსები თბილისში შემოვა. ირაკლი ხმალაძე - მთავრობის სხდომაზე ლევან ხაბეიშვილის დაშვება იმის გამო არ მოხდა, რომ წინა სხდომაზე ცირკი და კლოუნადა მოაწყო. მძღოლების ნაწილი ტაქსის მანქანების თეთრად გადაღებვის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. თბილისის მერია - მოვუწოდებთ ყველას, სანიტარული ჭრების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოებას შეცდომაში ნუ შეიყვანენ. ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. კახა კალაძე - ტურისტულ ზონებში ბოშების საკითხი მერიის თემა არ არის, თუმცა მზად ვართ, პრობლემის მოგვარებაში მივიღოთ მონაწილეობა. კახა კალაძე მზად არის, ტაქსის მძღოლებს შეხვდეს და რეფორმის ნებისმიერი პრობლემური საკითხი მათთან ერთად განიხილოს.

      მთელი ბიჭის საქმე - პროკურორი - მალხაზ კობაური ბოლომდე ცდილობდა შეცდომაში შეეყვანა გამოძიება და ნაფიცი მსაჯულები - ერთადერთი სასჯელი, რომელსაც ის იმსახურებს, უვადო თავისუფლების აღკვეთაა. მალხაზ კობაურის დედა და დეიდა, რომლებიც მსჯავრდებულისთვის უვადო პატიმრობის შეფარდების შემდეგ შეუძლოდ გახდნენ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მალხაზ კობაურის ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ამერიკის კონსული - სასჯელი სამართლიანია, სმიტების ოჯახი სამუდამო პატიმრობას უჭერდა მხარს.

      კომპენაცია მერაბიშვილს - ნათია მიქელაძე - ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ ვანო მერაბიშვილს კომპენსაცია 2018 წლის 22 თებერვალს გადაუხადა.

      აუცეკვებელი უსუფაშვილი - დავით უსუფაშვილი - ვერ მოგართვით „მიშისტებო“ და „ბიძინისტებო“, რომ თქვენს დაკრულზე ვიცეკვო.

      შსს-ს საქმეები - ნათია მეზვრიშვილი - მოძალადეების კონტროლის მიზნით იქმნება ბაზები - მკაცრდება კანონი სქესობრივ დანაშაულებებზე. ნათია მეზვრიშვილი - იზოლატორების მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ 2019 წელს სამართალდამცავების მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტები პრაქტიკულად აღარ ფიქსირდება.

      ტყვია სისხლში - პირებს, რომლებსაც კვლევის შედეგად სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა დაუდგინდებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფასო კონსულტაციას გაუწევს.

      ტელევიზორი ციხეში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის სახელზე შემოვიდა პატიმრების მორიგი საჩივარი, რომლითაც აპროტესტებენ რუსული მტრული არხების ტრანსლირებას პენიტენციურ დაწესებულებებში და მოითხოვენ „რუსთავი2“-ის მაუწყებლობის დაუყოვნებლივ ჩართვას ციხეებში.

      ორკესტრი ფილარმონიაში - ეკონომიკის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ფილარმონიაში დაბრუნდეს.

      ნატოს მოწოდება რუსეთს - ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - მოვუწოდებთ რუსეთს, მის მიერ აღიარებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალები გაიყვანოს.

საზღვარგარეთულები:

      ვეტოების დაძლევა ამერიკაშიც - აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ტრამპის ვეტო ვერ დაძლია. კენჭისყრამდე წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობის შემოღებით კონსტიტუცია დაარღვია.

      რუსები ვენესუელაში - ხუან გუაიდო - ვენესუელაში რუსი სამხედროების ჯგუფის ჩამოსვლა იმაზე მეტყველებს, რომ ნიკოლას მადურო საკუთარ ჯარისკაცებს არ ენდობა. დონალდ ტრამპი - რუსეთი ვენესუელადან უნდა წავიდეს.

      ერდოღანის პასუხი ამერიკას - ერდოღანი - აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება პასუხია ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად, გოლანის მაღლობებზე კი ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 198

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

ლაშა: მარტი 27, 2019||11:45pm

ასეთი არ დანაშაული უნდა გქონდეს, რომ ციხეში, კიდევ „რუსთავი 2“ მოითხოვო გამოსასყიდად ))

ლაშა: მარტი 28, 2019||10:41am

რა კრიტერიუმით უნდა ვწყალობდე, თორემ კი ))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters