სინოპტიკოსები კარგს არაფერს ამბობენ მომავლის ამინდებზე, პირიქით, საქართველოში ამინდი გაუარესდებაო გვეუბნებიან, თუმცა თოვლი არა - უფრო წვიმა, მეტწილად. დღეს კი მთავარი ამბავი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში სხვადასხვა უნებართვო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და დემონტაჟის გარშემო არეულობა, დაპირისპირება, დაპატიმრებები, ავადმყოფობები იყო. ასევე ვაშაძის საოცარი წასვლა ენმ-ს რიგებიდან. კოვიდი ჯერ კიდევ საომარია - სტატისტიკა - 194900 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 164786, გარდაცვლილი - 1883, კარანტინში - 969. ერთი დოლარის ღირებულება 3.2905 ლარია.
#Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 3837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1461 თბილისში, 263 - აჭარაში, 646 კი იმერეთში დაფიქსირდა. 44 ადამიანი დაიღუპა. კახი კავსაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების" თავმჯდომარის განცხადებით, გაერთიანებაში შექმნილი მულტიდისციპლინური კლინიკური ეთიკის კომიტეტი იქნება სამედიცინო შემთხვევის რეცენზირების პროცესის წარმმართველი ძირითადი ორგანო. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 863 ფაქტი გამოავლინა. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის განცხადებით, კითხვის ნიშნის ქვეშაა, რამდენი რესტორანი შეძლებს მუშაობის გაგრძელებას შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. გია გრძელიძე - პრემიერთან შეხვედრებმა, დაწესებულ შეზღუდვებთან ერთობლიობაში შედეგი გამოიღო - დარწმუნებული ვარ, ყველა სპეციალისტი იტყვის, რომ შეზღუდვები დღის წესრიგში უნდა დარჩეს. „ნიუვიჟენ ჰოსპიტლის“ დირექტორი - გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება წინასაახალწლო დღეებში შესაძლოა, მაგრამ სრული თავისუფლება ისევ გაზრდის ინფიცირებულების რაოდენობას.
უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი - თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. დემონტაჟს, სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში დაპირისპირებაზე - ვიდრე მე ვარ ქალაქის მმართველი, არ დავუშვებთ იმას, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ დატაცება მოხდეს. აფრიკის დასახლებაში, სადაც სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა, ერთ-ერთი ადგილობრივი შეუძლოდ გახდა. საია მოუწოდებს ქალაქის მერიას, აფრიკის დასახლებაში შეაჩეროს დემონტაჟის პროცესი და გაატაროს მხარდაჭერის პოლიტიკა. აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო, ელენე ხოშტარია მივიდა. კახა კალაძე - კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში სახარბიელო სოციალური ფონი კვლავ არ არის, თუმცა სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება და მოპარვა ჩემი მერობის პირობებში წახალისებული ვერ და არ იქნება. რევაზ სოხაძე აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟზე - მუნიციპალიტეტი კანონის ფარგლებში მოქმედებს. ფიქრია ჩიხრაძე - არჩევნები დამთავრდა და ხელისუფლებამ დაიწყო თავისი ნამდვილი სახის გამოჩენა. აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებულები გაათავისუფლეს. თბილისის მერიასთან მოქალაქეები აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლების მხარდასაჭერად აქციას მართავდნენ. ლევან ხაბეიშვილი - აფრიკის დასახლებაში ფეხშიშველა დადიოდა სოზარ სუბარი თეა წულუკიანთან ერთად, ოღონდ „ოცნებამ“ გაიმარჯვოს და დაგიკანონებთ ყველაფერს, 1 ლარად გადმოგცემთ საკუთრებაშიო. სოზარ სუბარი აფრიკის დასახლებაში განვითარებულ პროცესებზე - ვერავის ვერაფერს დავპირდებოდი, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე - არასაკუთრებაში არსებულ მიწაზე უნებართვოდ ნაგებობის აშენება, წახალისებული ვერ იქნება. კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟზე - საფუძვლიანი ეჭვია, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები და მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ უბიძგებენ. ლომჯარია აფრიკის დასახლებაზე - ზამთარში დემონტაჟი წარმოშობს არაადამიანური მოპყრობის რისკებს. ელისაშვილი კალაძეზე - თავის ძმაკაც წულაიას დაუნგრიოს რამე მახინჯი კორპუსი, თუ მაგარია. TI აფრიკის დასახლებაზე - ხელისუფლება უგულებელყოფს უსახლკარო პირების უფლებებს. კალაძე - აბა, მიგვეშვა ეს მშენებლობები, დაამთავრებდნენ და მერე გამოგვეყარა ამ სიცივეში? არც ერთი სახლი იყო დასრულებული, იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ. ლევან ხაბეიშვილი - მის ნათელ მირონს, ბატონ წულაიას 1 ლარად მისცა 16 მილიონის ქონება ამავე რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში. ამის გასაჯაროების შემდგ, მათი სუს-იც კი იძულებული გახდა გამოძიება დაეწყო.
საოცრად წასული ვაშაძე - უმორჩილესი თხოვნა მაქვს ჩვენს პატივცემულ ჟურნალისტებთან - არ მაიძულოთ ტელეფონის გამორთვა. არ ვაპირებ ინტერვიუების ან კომენტარების გაცემას, არც თოქ-შოუებში მონაწილეობას. პარტიის წევრებს ვემშვიდობები სიყვარულით, და ვუსურვებ მათ ძალიან მალე მიეღწიოთ ნანატრი გამარჯვებისთვის. გია ხუხაშვილი - გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის შემდეგ დიდ რყევებს არ ველოდები - ვიღაც შეიძლება წავიდეს ან წამოვიდეს, მაგრამ „ნაცმოძრაობა“, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“, ერთ ადამიანზეა აგებული. ხატია დეკანოიძე - ვწუხვარ, რომ პოზიციების დაახლოება ვერ მოხერხდა პარტიასა და თავმჯდომარეს შორის, თუმცა ცვლილებები ხდება და ყველაფერს ადამიანურად უნდა შევხედოთ. შეცდომაა გრიგოლ ვაშაძის განცხადება, რომ პარტია ელჩებს თავს ესხმის - არც ერთ განცხადებაში, არც ერთი ლიდერის მიერ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმა არ ყოფილა. კახა კუჭავა - გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია "ნაცმოძრაობაზე" ვსაუბრობთ, მათ, არათუ სტრატეგია არ გააჩნიათ, რეალურად ანტიდასავლურ ძალად ყალიბდებიან. მურმან დუმბაძე გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებაზე - პოლიტიკური პარტია ცოცხალი ორგანიზმია, ვიღაც შემოვა და ვიღაც გავა. რომან გოცირიძე - გრიგოლ ვაშაძემ პარტიაში მოიტანა ბევრი რამ და არ წაუღია არაფერი - პარტიიდან მისი წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის - არა. ნიკოლოზ სამხარაძე - ბატონმა ვაშაძემ, რომელიც ყველაზე გამოცდილი დიპლომატია ოპოზიციურ სპექტრში, გადაწყვიტა, რომ ხომალდი, რომელიც იძირება, დროზე ადრე დატოვოს. სალომე სამადაშვილი - გრიგოლ ვაშაძე დიდი დანაკლისია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა მესმის მისი გადაწყვეტილების და წარმატებებს ვუსურვებ. ნუგზარ წიკლაური - გრიგოლ ვაშაძის წასვლა, ამ განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო. გრიგოლ ვაშაძის მხრიდან იმაზე ლაპარაკი, რომ არ გვქონდა ის, რაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა გაეკეთებინა, პირველ რიგში, ღიმილისმომგვრელია. მაკა ბოჭორიშვილი - გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება არ მგონია, რომ ოპოზიციის პოზიციებს ასუსტებს. მამუკა მდინარაძე გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლაზე - ეს ნიშნავს მათი დაშლის ერთ-ერთ წინაპირობას. ლევან იოსელიანი - გრიგოლ ვაშაძე არ არის მარტო „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინც თვლის, რომ შეთანხმება საუკეთესო გამოსავალია.
ახალი რაუნდების მოლოდინი - ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის მზად არის. დავით ჭიჭინაძე - ბრძოლაში იბადება გამარჯვება და ამ უსამართლო ბრძოლაში „ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება. გიგა ბოკერია - სასურველია, ივანიშვილის რეჟიმი სწრაფად მოეგოს გონს და შეეგუოს იმას, რომ სტატუს-კვოს შენარჩუნება შეუძლებელია. გიგა ბოკერია აფრიკის დასახლებაში განვითარებულ პროცესებზე - ეს ცინიზმი, სიცრუე, გადაგდება და კანონის უზენაესობის აბუჩად აგდება, ივანიშვილის რეჟიმის სამარკო ნიშანია. ეკა ბესელია - შეიძლება, უცებ ისე შეიცვალოს ვითარება და პოლიტიკური სურათი, რომ არჩევნები იყოს გაზაფხულზეც - არ მგონია, რომ ეს შემოდგომაზე გვიან მოხდეს. დავით ბაქრაძე - მინდა, ელჩებს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემი დაფასება და მადლიერება იმ როლის გამო, რომელსაც ისინი ასრულებენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. კარლ ჰარცელი - რაც შეეხება ელჩებზე თავდასხმას, მე არ ვარ ამაზე შეშფოთებული, მე უფრო შეშფოთებული ვარ, თუ როგორ აისახება ეს მოლაპარაკებების პროცესზე, სადაც ერთიანობის მიღწევას ვცდილობთ. კელი დეგნანი - ჩვენს შესახებ გარკვეული მოსაზრებები გამოითქვა, ფაქტი ის არის, რომ ამერიკაზე უკეთესი მეგობარი საქართველოს არ ჰყავს.
<უცვლელი მთავრობა - ირაკლი კობახიძე - მთავრობის შემადგენლობა არსებითად იგივე რჩება - რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის ჯანდაცვის ნაწილში, არ ველოდებით.
ფულების განმკარგველი - ივანე მაჭავარიანი - დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების სისტემა ეკონომიკური ეფექტით უთანაბრდება მოგების გადასახადის რეფორმას. მთავრობის ვალის მაჩვენებელმა მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-იან ნიშნულს მიაღწია და აუცილებელია მისი თანდათანობით შემცირება. იმ ფონზე, რომ მოქალაქეები პანდემიის გამო გასართობ ღონისძიებებში ვერ მონაწილეობენ, ქალაქის განათება აუცილებელია. საგადასახადო შეღავათები ეკონომიკისთვის ცუდია. პანდემიის დაწყების დღიდანვე, საგადასახადო ადმინისტრირება მაქსიმალურად ორიენტირებული იყო გადასახადის გადამხდელებისთვის წარმოქმნილი სირთულეების შემსუბუქებაზე. უპრეცედენტოდ მაღალი დახმარებები გამოწვევებზე მთავრობის სწორმა პასუხებმა და ეკონომიკურმა რეფორმებმა განაპირობა.
საზღვარგარეთულები:
#WorldCorona2020 - სომხეთში კორონავირუსის 438 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 26 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 26 689 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 577 პაციენტი დაიღუპა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 41 პაციენტი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება.
ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მოულოცა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია