აფრიკელების ამბავი, სოფელი და ეკონომიკა, ბოიკოტელები და ამნისტიის მუხლები

      რამდენადაც სახლების ნგრევის ამბავი გახდა ინტერნეტ-ვირუსული, ასევე გავირუსდა იმ ცნობილ ფოტოზე აღბეჭდილი მამა-შვილისთვის სახლის ჩუქების ამბავიც - კალაძემ, გვიან ღამით, იფიქრა და ოჯახს სახლი აჩუქა. დღეს აქციები ისევ იყო მერიასთან, სამგორის თვითმართველობასთან და მცირე შეხლა-შემოხლებიც. დღის მთავარი ამბავის სტატუსი ასევე სოფლისა და ეკონომიკის თითქმისმინისტრების გამოსვლებმაც დაიმსახურეს. თუმცა ამნისტია ერთ-ერთ მთავარ განსახილველად ჩანს. კოვიდის სტატისტიკა - 198387 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 167281, გარდაცვლილი - 1922, კარანტინში - 622. ერთი დოლარის ღირებულება 3.2811 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 დეკემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 3487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1477 თბილისში, 280 - აჭარაში, 533 კი იმერეთში დაფიქსირდა. 39 ადამიანი გარდაიცვალა. თამარ გაბუნია - ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას. დილის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით 700-მდე საწოლი იყო თავისუფალი. კორონავირუსის წინააღმდეგ ყველა ტიპის ვაქცინის ჩატარება იქნება შესაძლებელი და ვაქცინაციასთან დაკავშირებით ექიმებიც გადამზადდებიან. ამირან გამყრელიძე - მოსახლეობას მინდა მივმართო, მაქსიმალურად ჩაიტარონ ყველა მსუბუქი შემთხვევების შემთხვევაში ტესტირება. შეიძლება ითქვას, რომ სიტუაცია სტაბილიზირდება, თუმცა ეს დინამიკა დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვართ ძალიან რადიკალური - ჩვენ მომხრე ვართ შეზღუდვების ძალიან მინიმალური შემსუბუქების. გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ, არ გვინდა დიდი დღესასწაულები! არ გვინდა, ხალხმრავალი წვეულებები.

      კოვიდ ჯარიმები - შსს-მ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 712 ფაქტი გამოვლინა. ვახტანგ მეგრელიშვილი გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისა და მართვის მოწმობის უქონლობის გამო, 2500 ლარით დააჯარიმეს. ბექა ფერაძის განცხადებით, გასულ 24 საათში ზედამხედველობა 195 ობიექტზე განხორციელდა, საიდანაც ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება 119-მა ობიექტმა მიიღო.

      რა ხდება კახის თბილისში? - კახა კალაძე - აფრიკის დასახლებაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ასევე, მიტაცებულ მიწებზე აქვთ აშენებული სახლები, მაგრამ მათ არ შევხებივართ - იმ ობიექტების დემონტაჟი განხორციელდა, სადაც მშენებლობები მიმდინარეობდა. სახლების დაკანონება საარჩევნო დაპირება იყო, თუმცა ეს ეხება იმ სახლებს, სადაც ოჯახები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და დაკანონებას გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდნენ. ყველა უნდა ვეცადოთ, რომ საახალწლო განწყობას კოვიდი ვერ და არ მოერიოს - ჩვენ გვინდა სოლიდარობით სავსე თბილისი. სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგებლები აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ. 17 დეკემბერს აინთება ჩვენი ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე, მინდა მივმართო ყველას, რომ მოემზადონ და ტელეეკრანებიდან ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ ნაძვის ხის ანთება. კალაძემ ვიცე-მერს დაავალა, მომდევნო სხდომაზე წარმოადგინოს საშეღავათო პირობები, თუ როგორ შეძლებს მერია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერასა და თანადგომას. “ბ” კატეგორიის მარჯვენასაჭიან ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთი წლის ვადით ექნებათ შესაძლებლობა საქმიანობა გააგრძელონ.

      აფრიკელების ამბავი - სამგორის რაიონის გამგეობასთან აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა. სამგორის რაიონის გამგებელი აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლებზე - ვისაც დახმარება სჭირდება, აქვს სოციალური სტატუსი, არ აქვს ქონება, უნდა მოვიდეს და განაცხადი გააკეთოს. მიხეილ სარჯველაძე აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟზე - გუშინ რაც ვიხილეთ, ეს სამართლადღვევის აღმოფხვრისთვის გატარებული ღონისძიებები გახლდათ. დავით სერგეენკო აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟზე - ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო, თუმცა, როგორც ჩანს სხვა გამოსავალი არ იყო დარჩენილი. სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებსა და აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შორის შეხვედრა დასრულდა. დავით ჭიჭინაძე - დარბეული ადამიანების მიწების ღირებულება ახლოს ვერ მივა იმ საახალწლო განათება-კონცერტებთან, რასაც „ოცნება“ აწყობს და არავინ იცის ვისთვის! აფრიკის დასახლებაში, სადაც გუშინ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა, ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. თბილისის მერიასთან აქცია „სოლიდარობა აფრიკის დასახლებას“ მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები თბილისის მერიის შენობაში შესვლასა და კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი მივიდა, რომლის გამოჩენასაც აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და უკმაყოფილება მოჰყვა. აქციის მონაწილეები მოუწოდებდნენ ლევან ხაბეიშვილს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა დედაქალაქის მერიასთან მიმდინარე აქცია.

      ცესკო და არჩევნების უარმყოფელები - ცესკო - „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან, ბიულეტენების სიჭარბეზე აპელირება, რაც მათი განცხადებით, საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა, ოფიციალური მონაცემებით არ დასტურდება. გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი, რომელიც პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, შეურაცხყოფას პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველს აყენებს. ხათუნა სამნიძე - მანდატების დათმობაზე განცხადების ჩაბარება არ გამოიწვევს მოლაპარაკებების შეწყვეტა. თამარ კორძაია - მოლაპარაკებების კარი „ქართულმა ოცნებამ" ჩაკეტა - ჰკითხეთ კობახიძეს რატომ არ დანიშნა მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი? ლევან ბეჟაშვილი გამორიცხავს, რომ გრიგოლ ვაშაძის შემდეგ პარტია სხვებმაც დატოვონ. გივი მიქანაძე - მანდატებზე უარის თქმის გადაწყვეტილება იმ უპასუხისმგებლობას გამოხატავს, რაც ოპოზიციის ნაწილს გააჩნია. კახა კუჭავა - ჩვენ მივიჩნევთ, რომ მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და შეთანხმებები, რომლებიც თუნდაც აქამდე მიღწეული იყო, შენარჩუნდეს. არჩილ თალაკვაძე - მსურს ოპოზიციაში ჯანსაღ ძალებს საპარლამენტო პროცესში მონაწილეობისკენ მოვუწოდო - დიალოგით შევთანხმდეთ არა კატეგორიულ მოთხოვნებზე, არამედ იმაზე, თუ რა სჭირდება დღეს ქვეყანას და საზოგადოებას. ნატო ჩხეიძე - გაყალბებული არჩევნები უნდა მოისპოს და ამ მოსპობის საფუძველია მანდატებზე უარის თქმა. ნიკა მაჭუტაძე - ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, მათ შეუძლიათ დათმობებზე წამოსვლა და მოლაპარაკებების პროცესის აღდგენა. კოტე კემულარია - ბიულეტენების ჩაყრის ქართული მოდელი მსოფლიოს გავლენიანი გამოცემების მსჯელობის საგანი ხდება. გია ვოლსკი - რის საფუძველზე უნდა მიიღოს სახელმწიფომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება? - ასე უნდა სააკაშვილს და ამიტომ? „ნაციონალური მოძრაობისა" და "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებმა პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართეს. მათ შეუერთდნენ „ევროპული საქართველოს” და „ლელოს“ წარმომადგენლებიც. კარლ ჰარცელი - მე არ დავიწყებ პარტიების გადაწყვეტილებების განსჯას, თითოეული თავად უნდა მივიდეს სწორ დასკვნამდე, მაგრამ ყველამ მხედველობაში უნდა მიიღოს, რომ დრო იწურება. არჩილ თალაკვაძე - იმედი მაქვს და საფუძვლიანი მოლოდინიც, რომ უახლოეს მომავალში არაერთი პარტია პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვება.

      ეკონომიკოსა - ნათია თურნავა - სამთო-სათხილამურო კურორტებზე გაჩერებულია ნებისმიერი სასტუმროს საქმიანობა - რაც შეეხება კერძო სახლებს და ბინების გაქირავებას, სახლში თუ ვინმე ავა, ამის კონტროლი შეუძლებელია. უფრო მკაცრი შეზღუდვებიც გამართლებულია, თუმცა შეზღუდვის ასეთ მოდელს არ განვიხილავთ. არასასურსათო ვაჭრობის ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრა მექნება, მათთან ვისაუბრებთ როგორ უნდა მართონ რიგები, რომ წყალში არ ჩაგვეყაროს ეს მონაპოვარი. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და უცხოელი ინვესტორებისთვის.

      სოფლისა ამბავი ასეა - ლევან დავითაშვილი - ქვეყანაში არ ყოფილა შეფერხება და დახლზე არ ყოფილა სიცარიელე. სიღარიბე 100%-ით არ დაგვიძლევია, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. პანდემიამ გააჩინა მრავალი უარყოფითი ფაქტორი, რომელიც აგრარული წარმოების შეფერხების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო, ამიტომ კომპლექსური ღონისძიებების გატარება დავიწყეთ. შეღავათიანი აგროკრედიტის მეშვეობით, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში 300 მლნ ლარზე მეტის მობილიზება იქნა შესაძლებელი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა გრძელდება. სახელმწიფო მხარდაჭერის შედეგად, 280 ათასზე მეტი ტონა ყურძენი სრულად დაბინავდა. აგროდაზღვევის პროგრამით დაზღვეული ფართობი 31%-ითაა გაზრდილი. ჩვენ არ ვამტკიცებდით, რომ თონეში პური არ გაძვირდებოდა - ჩვენ ვამბობთ, რომ სამრეწველო პური არ გაძვირდება. 2020 წელს, მიუხედავად პანდემიით შექმნილი კრიზისული ვითარებისა, რეკორდულად მზარდია ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები. 2020 წელს პარკების მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დაილუქა და კონფისკაციას დაექვემდებარა 2 142 450 ერთეული პლასტიკის პარკი. ბოლო 5 წლის განმავლობაში დარეგისტრირდა უფრო მეტი მიწა, ვიდრე წინა 25 წლის განმავლობაში. 2021 წელს აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებები გაგრძელდება.

      „ამნისტია - არჩილ თალაკვაძე - ამნისტიის კანონპროექტი არ არის ინიცირებული იმისთვის, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციას რაიმე ჟესტი გაუკეთოს. ამნისტიის შესახებ“ პროექტის გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში), 122-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), 123-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით), 124-ე მუხლით (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით), 170-ე მუხლის (შრომის დაცვის წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება) პირველი ნაწილით, გარდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღებისა ან გასაღების მიზნის არსებობისა, 197-ე მუხლის (ფალსიფიკაცია) პირველი ნაწილით, 197/1 მუხლით (ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება), 203-ე მუხლის (პროფესიული სპორტული შეჯიბრების ანდა კომერციულ-სანახაობითი კონკურსის მონაწილის ან ორგანიზაციის მოსყიდვა) პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილებით, 206-ე მუხლით (საბუღალტრო წიგნის წარმოების წესის დარღვევა გადახდისუუნარობისას), 207-ე მუხლით (გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების შეუტანლობა გადახდისუუნარობისას), 214-ე მუხლის (საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 2201 მუხლის (გულგრილობა) პირველი ნაწილით, 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვა), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 239-ე მუხლის (ხულიგნობა) პირველი ნაწილით, 240-ე მუხლის (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 240/1 მუხლის (ელექტროან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა) პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის (სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 261-ე მუხლით (ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება), გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა, 271-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონოდ მოხმარებისათვის ბინის ან სხვა სადგომის დათმობა) პირველი ნაწილით, 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება), 273/1 მუხლის (მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღება) პირველი-7 ნაწილებით, 274-ე მუხლით (იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება), 281-ე მუხლის (ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევა) პირველი ნაწილით, 287/1 მუხლის (სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევა) პირველი ნაწილით, 300-ე მუხლის (უკანონო თევზჭერა) პირველი და მე-2 ნაწილებით, 301-ე მუხლის (უკანონო ნადირობა) პირველი ნაწილით, 356-ე მუხლის (წვევამდელის მიერ სამხედრო ან ალტერნატიული შრომითი სამსახურისათვის თავის არიდება) პირველი და მე-2 ნაწილებით, 388-ე მუხლის (სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება) პირველი და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის (დეზერტირობა) პირველი ნაწილით ან/და 398-ე მუხლით (სამხედრო ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანება ან განადგურება) გათვალისწინებული დანაშაული; სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინასისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის (ქურდობა) პირველი ნაწილით ან/და 236-ე მუხლის (სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული; დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის: 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება), გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, 126-ე მუხლით (ძალადობა), გარდა ოჯახური დანაშაულის ჩადენის შემთხვევისა, 219-ე მუხლის (მომხმარებლის მოტყუება) პირველი ნაწილით ან/და 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მე-2 ან მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული; დაზარალებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის (თაღლითობა) პირველი ნაწილით, 182-ე მუხლის (მითვისება ან გაფლანგვა) პირველი ნაწილით, 185-ე მუხლის (ქონებრივი დაზიანება მოტყუებით) პირველი ნაწილით ან/და 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ან განადგურება) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული; დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინასისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით), გარდა იმ შემთხვევისა, თუ ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 208-ე მუხლით (კრედიტის უკანონოდ მიღება) ან/და 211-ე მუხლით (ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებული დანაშაული. - სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) პირველი-მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული; - უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, უვადო თავისუფლების აღკვეთა გარდაექმნება ვადიან თავისუფლების აღკვეთად და ის სასჯელისაგან გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად მოიხდის თავისუფლების აღკვეთის 20 წელს. ამნისტიის აქტი გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. ამასთან, გათვალისწინებულია იმ ჯარიმებზე ამნისტიის გავრცელებაც, რომელთა ამსახველი სასამართლოს აქტები მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის აღსრულება ამ დროის განმავლობაში არ მომხდარა ან არასრულად მოხდა. ასეთ შემთხვევაში, ამნისტია გავრცელდება ამნისტიის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც არ არის აღსრულებული. გარდა ამისა, ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომელზეც გავრცელდება კანონის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად აღუდგება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. ამ კანონის მოქმედება გავრცელდება იმ პირზე, რომელმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინა.

      სახლები დევნილებს - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სახლს კიდევ 160 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის.

      გაზრდილი ხელფასი - საქსტატი - მესამე კვარტალში საშუალო ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8 პროცენტით გაიზარდა და 1 239.5 ლარი შეადგინა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - გერმანიაში დღეიდან კარანტინი გამკაცრდა, სკოლები და ბიზნეს ობიექტები დაიხურა. გერმანიაში კორონავირუსს ერთ დღეში 952 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. სომხეთში კორონავირუსის 1 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 27 ადამიანი გარდაიცვალა. ლონდონმა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების უმაღლეს დონეზე გადაინაცვლა. აშშ-ში კორონავირუსის 198 357 შემთხვევა დადასტურდა და 3 019 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 26 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 596 პაციენტი დაიღუპა. გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 140 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 43 პაციენტი გარდაიცვალა. ურსულა ფონ დერ ლეიენი - ევროკავშირის 27-ვე წევრ სახელმწიფოს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყება ერთსა და იმავე დღეს სურს.

      ირანის აღფრთოვანება - ჰასან რუჰანი - ბაიდენის მოსვლით არცთუ ძლიერ აღფრთოვანებულები ვართ, მაგრამ ტრამპის წასვლით ძალიან ბედნიერები ვართ.

      სიკვდილით დასჯა - CNN - ამერიკელი კონგრესმენები ჯო ბაიდენს სთხოვენ სიკვდილით დასჯის გაუქმება ნომერ პირველ პრიორიტეტად დაისახოს. საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ბაიდენის დაპირება იყო ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯის გაუქმება. თუმცა პოლიტიკოსებს სურთ, რომ ბაიდენმა ყველა შტატი დაარწმუნოს სრულად თქვან უარი ამ პრაქტიკის გამოყენებაზე.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 58

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters