ჯერ კარგი ამბავი და მერე სხვა დანარჩენი - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ქართული გამოდგა - ლუკა მაისურაძემ ლაშა ბექაური დაამარცხა და ოქრო-ვერცხლი ძმურად გაინაწილეს. უვიზო ევროპიდან უვიზო რუსეთამდე - ასეთია ბოლო ორი დღის ცენტრალური ამბავი. მას შემდეგ რაც 9 მაისის აღლუმი ჩაიბარა ვლადიმირ ვლადიმირისძე პუტინმა, მეორე დღეს უვიზო მიმოსვლებს დაგვპირდა რუსეთში. ამას ბუნება ძალიან განაწყენებული შეხვდა, რადგან როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, ხვალიდან მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლჭყაპი, შესაძლებელია სეტყვა. ამასობაში დოლარმა მოიმატა და დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5458 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 11 მაისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მაისი

      სამკურნალო პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - პოლონელ ექიმებზე კვლავ უძრაობაა - სამწუხაროდ, როგორც ევროპელები გვეუბნებიან, ისინი მწარედ მოატყუეს და ყველა ჯერზე აბსურდულ ახალ მოთხოვნას და კრიტერიუმს უწესებენ. მიხეილ სააკაშვილი - გრძელდება წონის კლება და უკვე ყოველდღე ხდება სისხლის პლაზმის გადასხმა საჭირო - ადვოკატებს აფერხებენ ჯანმრთელობის იმ დოკუმენტაციის მოპოვებაში, რათა ვერ შევძლოთ საბუთების დროულად წარდგენა სტრასბურგში.

      უვიზო რუსეთი და კომენტარები - ფინანსთა მინისტრი რუსეთის გადაწყვეტილებაზე - როგორც ჩაკეტვაზე, ისე გახსნაზე გადაწყვეტილება ცალმხრივად იყო მიღებული. მიხეილ დაუშვილი - ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის გადაწყვეტილება ჰუმანურად წარმოაჩინოს - საქართველო ყოველდღიურად შორდება დასავლეთს და მადლობებს იღებს რუსეთისგან. ალუდა ღუდუშაური - მე არც წასვლას ვაპირებ, არც ამ ფრენებით სარგებლობას - ძნელად წარმომიდგენია ადამიანი, რომელმაც გაიგო რომ ვიზა არ სჭირდება, ადგება და რუსეთში ტურისტულად იმოგზაურებს. პაატა ზაქარეიშვილი - რუსეთში ხედავენ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროპისკენაა გადახრილი, ამიტომ ქართველ ხალხს კარს უხსნიან, რათა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რუსეთში წავიდეს და მათი „სიყვარული“ მოიპოვონ. იაგო ხვიჩია რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენაზე - ხაფანგს გვიგებენ და გვეუბნებიან: აგერ ყველი მოგაწოდე - ყველის წინააღმდეგი არ შეიძლება იყო, უბრალოდ, უნდა გვესმოდეს, რომ ის ხაფანგშია - პუტინს ცეკვაში არ უნდა აჰყვე. ანა ნაცვლიშვილი - რუსეთმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩემიანია - საქართველოს მოქალაქეებისთვის ახლა არის მორიგი მომენტი, როცა გვმართებს დავაფიქსიროთ, სად დგას დღეს ქართული საზოგადოება. რომან გოცირიძე - ეს ფაქტობრივად, არის საქართველოს შეთრევა რუსეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში - საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც რუსეთისთვის ცა გახსნილია. პეტრე ცისკარიშვილი - ხელისუფლება ჩადის ბრიუსელში, ამბობს, რომ ევროპაში გაწევრიანება უნდა, მეორე ხელით კი ბრუნდება და რუსეთთან პირდაპირ ფრენებს იწყებს, ეს იქნება კატასტროფული საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. ლევან ბეჟაშვილი - ვფიქრობ, რუსეთის მიერ საქართველოსთან ფრენების აღდგენა პუტინის ლოგიკური გადაწყვეტილებაა - მას დღეს საქართველოში „ქართული ოცნების“ სახით ვასალური რეჟიმი ჰყავს. მამუკა მდინარაძე - რუსების მიერ დაწესებული სასჯელი მოეხსნა საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენი ოპოზიცია თვითსანქცირებას ითხოვს - მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა. გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად, პუტინის „ედინაია რასიას“ შეუერთდა - კობახიძე ოლაფ შოლცს ასწავლის, რა არის ევროპა და ევროპული ღირებულებები და ტაშს უკრავს პუტინს, ზახაროვას და კალაშნიკოვს. თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნება“ რუსეთის მხარეს იკავებს და სერიოზული კონფლიქტი აქვს კონსტიტუციით დეკლარირებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსთან. ირაკლი კობახიძე - არავითარი კავშირი ფრენების აღდგენას, სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის არაა - ეს რომ ასე იყოს, აშშ-ს აქამდე ექნებოდა დაწესებული პირდაპირი ფრენები ან გაუმარტივებდა ჩვენს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს. ელჩი - დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ პუტინი ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე - უცნაურად ჩანს სისხლიანი რეჟიმის ამ ჟესტის მიღება, რომელიც იმას უკეთებს ახლა უკრაინას, რაც საქართველოს 15 წლის წინ გაუკეთა. ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი - ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში და ყურადღებით იყოს სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობაზე. პრეზიდენტი - უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა! მიხეილ სააკაშვილი - პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს - გუშინდელი მისი ნაბიჯით, ის ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ თბილისში ჯარის შემოყვანისთვის ამზადებს საფუძველს. ხათუნა სამნიძე - სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენაზე მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებაა, მოიპოვოს გავლენები და ქვეყნის ევროპული არჩევანისთვის პრობლემების შესაქმნელად რბილი ძალა გამოიყენოს. გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნება“ გამოიქცა ევროპიდან და უვიზოდ შეფრინდა რუსეთში - ხელისუფლების მიერ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვება საბოლოო განაცხადია, რომ მას ევროპასთან საერთო არაფერი დარჩა. ანა წითლიძე - თუ ვინმე ფიქრობდა, რომ საქართველოს პროევროპული ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა, მათ დღეს ამაზე მკაფიო პასუხი მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილი - თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ, გახსნან სხვა პირდაპირი რეისები ამერიკიდან - უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში, ჩინეთში. ფრენები, მითუმეტეს არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი. სანქცირებული თვითმფრინავებით ფრენები, არ შესრულდება - მინდა ჩვენი ნამდვილი მეგობრები ევროპაში და ყველგან დავამშვიდო, დავაწყნარო, ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები. რასაც ევროკავშირი ვაჭრობს 4 დღეში რუსეთთან, ჩვენ ვვაჭრობთ 1 წელიწადში; თითქმის 300 მლრდ დოლარი შეუვიდა რუსეთს შარშან, გაგანია ომის დროს, ბიუჯეტში შემოსავლების სახით ევროკავშირისგან. 2008 წელს, რუსეთთან მომაკვდინებელი ომი რომ იყო, რატომ არ დაიწყეს ან ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, ან ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთთან პოლიტიკის გადახედვის ან სანქციების დაწესების კამპანია? ვინმემ რამე სანქციები დაუწესა რუსეთს?! რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები - ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობაც, ამისკენ მიისწრაფოდა წინა ხელისუფლება და ყველაფერს აკეთებდნენ. 1 მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მიმოსვლა - ეს არის დადებითი ფაქტი და გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილი აღმასრულებელ პოლიტიკას არ წარმოადგენს, აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე - ვიღაც რომ ამბობს: „რუსეთის დაკრულზე ცეკვა“ და რაღაცები, ერის შეურაცხყოფაა. კახა გოგოლაშვილი - რა არის ვიზის გაუქმებასა და ფრენების აღდგენაში ცუდი? - ეს არის რუსეთთან ურთიერთობების დათბობა - აქტორთან აბამ "ფლირტს", რომელიც ანადგურებს იმ ევროპას, რაზეც შენი მომავალია დამოკიდებული? უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი - რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს, ხოლო ეშმაკთან გარიგებაში, როგორც ცნობილია, ეშმაკი იმარჯვებს. დიმიტრი პესკოვი სავიზო რეჟიმის მოხსნასა და ფრენების აღდგენაზე - ეს არის ჰუმანიტარული გადაწყვეტილება - განსხვავებული რეაქცია იყო თბილისისგან: იყო უარყოფითი, იყო თავშეკავებულიც.

      ხანგრძლივად დასაკვირვებელი - ამერიკის სენატორები, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრაციას, 2024 წლის არჩევნებისთვის, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ. ხალხის ძალა - გურამ მაჭარაშვილი - შაჰინი და მისი მომხრეები ამბობენ, ჩვენ რასაც ვიტყვით, ის უნდა მოხდეს 2024 წელს და მანამდეცო - ეს არის ვასალური დამოკიდებულება. თინა ბოკუჩავა - საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის სენატორ რიშს და შაჰინს კარგად ესმით, რომ 2024 წლის ან ნებისმიერი არჩევნები, რომელიც შეიძლება ჩატარდეს, იქნება გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის, ის განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსს.

      სანამ შენ გამიშვებ, ჩემით წავალ ამბავი - „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. „ქართული ოცნება“ „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ტოვებს. ირაკლი კობახიძე - იმედი გვაქვს, გამოჩნდება ევროპული ოჯახი, რომელთანაც ჩვენ ვიქნებით დაკავშირებული ორი ასპექტით - პოლიტიკური ლოიალობა და ღირებულებითი თავსებადობა. ირაკლი კობახიძე - „ევროპის სოციალისტური პარტიის“ მხრიდან გვჭირდებოდა განსაკუთრებული მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე, ეს მხარდაჭერა მათი მხრიდან უზრუნველყოფილი არ იყო. ხათუნა სამნიძე - „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ორგანიზაციამ, ევროპულ ოჯახს ზურგი აქცია! გიგა ბოკერია - გვყავს რეჟიმი, რომელიც დასავლეთის ყველა ძირითადი პოლიტიკური ოჯახისგან არის იზოლირებული. შალვა პაპუაშვილი „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვებაზე - ეს იყო შედეგი იმ დამოკიდებულების, რასაც „სოციალისტები“ იჩენდნენ "ქართული ოცნების" და მთლიანად, საქართველოს მიმართ.

      მკვლევარი ორგანიზაციები - კელი დეგნანი - „ქართული ოცნება“ IRI-სგან მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია - IRI და NDI დიდ როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში. ირაკლი ღარიბაშვილი - ბევრი კვლევა ტარდება ქვეყანაში, მაგრამ საბოლოო კვლევები არის მაინც არჩევნები. შალვა პაპუაშვილი - გამოჩნდა, რომ ქართველმა ხალხმა შეაფასა ოპოზიციის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში აწარმოებენ.

      საერთო სასამართლო - ანა ნაცვლიშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე - ეს არის კიდევ ერთი დივერსია ევროკავშირის გზაზე - „ქართულმა ოცნებამ“ ვენეციის კომისია მოატყუა.

      საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დონეზე მიღწეულია შეთანხმება საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულების თაობაზე. ფინანსთა მინისტრი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ფარგლებში, აღინიშნა საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე - არ ველით, რომ დიდი არასტაბილურობა გვექნება - ვფიქრობთ, რომ ლარის კურსი წელს გამყარებული დარჩება.

      სანქციების აღსრულება - ფინანსთა მინისტრი - არ გვინახავს დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, რის გამოც, შესაძლებელია, ეჭვი გასჩენოდა ვინმეს, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება საქართველოში ჯეროვნად არ მიმდინარეობს.

      დემოგრაფია - ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს სხდომა გაიმართა.

      აფხაზური ოპოზიცია 30 მაისს „სახალხო მიტინგს“ აანონსებს.

საზღვარგარეთულები:

      რუსეთმა უკრაინაში ერთ დღეში 600-ზე მეტი ჯარისკაცი და 14 საარტილერიო სისტემა დაკარგა. დიმიტრი პესკოვი - რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ ძალიან რთულია, მაგრამ გაგრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას კონტრშეტევისთვის მეტი დრო სჭირდება. ოლექსი დანილოვი - უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან მხოლოდ საკუთარი პირობებით დაჯდება - ის, ვინც ამბობს, რომ პუტინი ტერორისტი არ არის, სრულ ჭკუაზე ვერ არის. CNN - ბრიტანეთმა უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები გადასცა. დიმიტრი პესკოვი უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემაზე - ეს ჩვენი სამხედროებისგან ადეკვატურ პასუხს მოითხოვს.

      თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ერთმა ოთხიდან, მუჰარემ ინჯემ არჩევნებამდე 3 დღით ადრე კანდიდატურა მოხსნა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 54

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The franchise's inception for the use of both the FC 24

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 5:23am 0 კომენტარი

There is always going to be excitement over playing with one of the highest-rated players in FC 24 Coins. Sports fans and gamers alike can unite in being giddy about somebody that has statistics that puts them in a league above the others.

While OVR might tell a general story, it's actually what composes OVRs that make the big difference. A high OVR defender might have a bad tackle rating or a low OVR center might have otherworldly…

გაგრძელება

Diablo 4's Season 5 Poised for Major Updates: MMoexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 4:25am 0 კომენტარი

Diablo 4 gold players can look forward to an exciting period ahead, as Blizzard has announced a series of significant updates and the highly anticipated Season 5. The development team has been actively addressing player feedback and working to continuously enhance the Diablo 4 experience.
The forthcoming mid-season patch will introduce several noteworthy changes. One key update is an overhaul of the loot respawn system.…
გაგრძელება

Pennsylvania Qualifications

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 25, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Pennsylvania Qualifications Checks are completed to investigate the background of the candidates who apply for work in various private and non-private worries. These background checks are done to validate If your applicant has the needed qualification for their Careers and likewise whether they are reliable, honest and don't have any prison fees against them. Pennsylvania Qualifications Checks generally validate the personal identification record, instructional…

გაგრძელება

How To eliminate Ants in Seattle

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 24, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







You’re hectic at perform, at your home, and also you definitely do not need time to determine how to get rid of ants in the Seattle residence yourself. You could possibly even be tempted to ignore the challenge with the hopes that it's going to all just magically disappear By itself. Ants won’t just disappear, but we’re in this article to aid.



We have been here to supply assurance and help you just take again your home which means you, Your loved ones, and your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters