კონსერვატორების კონფერენცია და ორბანთან მეგობრობა, ნატოს წრთვნა და უცნობი დრონი

      ორი დღის ჯამში ძალიან დატვირთული ამბავნარი გამოვიდა. გუშინ პრესის თავისუფლების დღე იზეიმეს, დღეს კი პრემიერის უნგრული ვიზიტი ყველაზე განხილვადი თემა იყო. ორბანთან შეხვედრა და კონსერვატორების კონფერენციაზე ვრცელი მოხსენება ღარიბაშვილის კომენტატორებში ფართოდ განიხილებოდა. დღის სხვა ამბავი იყო ფინანსური ამბები, NDI-ის ვრცელი კვლევა, ნატოს წრთვნები და აფეთქებული დრონი კრემლის თავზე. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4858 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 4 მაისი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მაისი

      პრესის თავისუფლება საზეიმოდ - ირაკლი ღარიბაშვილი - პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ჟურნალისტს, ვინც კეთილსინდისიერად და ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას. აშშ-ის საელჩო - პატივს ვცემთ საქართველოში პრესის წევრებს, რომლებიც მუშაობენ საზოგადოების ინფორმირებისა და ინსტიტუციების ანგარიშვალდებულებისთვის, მიუხედავად მათზე ძალადობის, მუქარის, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, პატიმრობისა თუ სხვა ზეწოლის. შალვა პაპუაშვილი - ვულოცავ ყველა ჟურნალისტს და მედიაში ჩართულ პირს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ პროფესიას და თავისი წვლილი შეაქვს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში. გაერო-ს წარმომადგენლობა - თავისუფალი პრესა დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედია და ცრუ ინფორმაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ჩვენი მთავარი მოკავშირე - პრესის თავისუფლება - ჩვენი თავისუფლებაა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა - პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე გვახსენებს, რომ პრესის თავისუფლებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

      თავდაცვის კოდექსი - იაგო ხვიჩია - თავდაცვის კოდექსის პროექტში ბევრი უაზრო, ორი კი, ამორალური ჩანაწერია - თუ ოპოზიცია 21:00 საათამდე დარჩება დარბაზში, ძალიან გაუჭირდება „ოცნებას“ 350-მუხლიანი კანონის მიღება. ვინც დეზერტირობაზე ოცნებობს, მისი ადგილი ჯარში არ არის. ჩვენ გვინდა ქართულ ჯარში იყვნენ ის ადამიანები, ვისაც ეს ნებაყოფლობით უნდა.

      ფინანსური „ნიუსფიდი“- საქართველომ ოფიციალურად გადაიბარა 2024 წლის ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი - ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება არის მნიშვნელოვანი აღიარება იმ პროექტებისა და იმ რეფორმების, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს აზიის განვითარების ბანკთან ერთად. ფინანსთა მინისტრი - ანაკლიის პროექტში ერთ-ერთი ინვესტორი, შესაძლოა, "აზიის განვითარების ბანკი" იყოს - ასეთი ინტერესი არსებობს. აზიის განვითარების ბანკმა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით ინტერესი დაადასტურა. აზიის განვითარების ბანკს ჯამში 4.5 მლრდ დოლარის ინვესტიცია აქვს გაკეთებული, საიდანაც 1.9 მლრდ დოლარის ინვესტიცია მიმდინარე პროექტებშია - მათ აქვთ გადაწყვეტილი, უფრო აქტიურები იყვნენ კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით.

      ოპოზიციის ფიქრები - ელენე ხოშტარია - თუ კანდიდატის სტატუსი მოგვცეს და „ქართულ ოცნებას“ წინაპირობები არ წაუყენეს, ავტორიტარიზმი გამყარდება - მოსაძიებელია ფორმულა, რომელიც კარს არ დახურავს, თან „ოცნებას“ ავტორიტარიზმის გაძლიერებაში არ დაეხმარება. ლევან ხაბეიშვილი - ვყალიბდებით იმაზე, რა გზით უნდა იაროს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს და საბოლოოდ, რუსი ოლიგარქის რეჟიმის დამარცხებას მივაღწიოთ.

      პრემიერი ბუდაპეშტში - პრემიერი - მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო - ამ რთული ვითარებიდან ვერავინ შეძლებს, მარტომ იპოვოს გამოსავალი, საჭიროა ერთიანობა, გლობალური თანამშრომლობა ახალი, უფრო სამართლიანი წესრიგისათვის. ნახევარი საუკუნეა ამერიკული კონსერვატიული კავშირის მიერ ინიცირებული მოძრაობა იბრძვის ტრადიციული ფასეულობების განმტკიცებისათვის, დღეს შევიკრიბეთ, რათა გამოწვევებით აღსავსე ეპოქაში დავადასტუროთ, რომ ერთად ვდგავართ. ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია - რასაკვირველია, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს და რომელიც ყველას გვეხება - დღესაც, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველა ჩვენგანის მიზანი და ამოცანა - მშვიდობის უზრუნველყოფაა. ის, რაც მთელ მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში ხდება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისტორიაში ალბათ ყველაზე დრამატული მოვლენებია. 1921 წლის კონსტიტუციამ, მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა, ხმის უფლება მიანიჭა ქალებს, უზრუნველყო ეროვნული უმცირესობების უფლებები - ასე რომ, თანასწორობა, სხვისი ღირსების პატივისცემა - ჩვენი ტრადიციებია. როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას - უმრავლესობაზე, ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი - ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა - ქალია, მამა კი - კაცი. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს! ჩვენ ვფლობთ სუპერძალას - ეს არის რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, ფასეულობები, ამ ძალთა გაერთიანებით შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას. ძველ თბილისში ერთმანეთის გვერდით არის მართლმადიდებლური ტაძარი, სომხური და კათოლიკური ეკლესიები, მეჩეთი და სინაგოგა, რაც ქვეყნის ისტორიულ ტოლერანტობაზე მიანიშნებს - ტოლერანტობა ქართველი ხალხის უნიკალური ტრადიციაა. ვიქტორ ორბანი - შეგვიძლია ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. ანა ბუჩუკური ბუდაპეშტში ღარიბაშვილის გამოსვლაზე - ეს არის ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილი - პროპაგანდა უმცირესობებთან დაკავშირებით, ანტიდასავლური პროპაგანდის გაღვივებას ემსახურება. სულხან სიბაშვილი - ღარიბაშვილი დღეს დადის ევროპაში ფონის შესაქმნელად, ვითომ მისაღებია ევროპაში, თუმცა, ეს ნამდვილად ღიმილის მომგვრელია მისი ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე. გიგა ბოკერია ღარიბაშვილზე - ყველაფერს აკეთებს ივანიშვილის ძალაუფლებისთვის და არაფერს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. იაგო ხვიჩია - მგონი, ორბანი ქართველ პოლიტიკოსებს ცუდად აქვს დაცდილი, 2012-ში იყო ჩამოსული მიშას აქციებზე და ცოტა ხანში იმ ხელისუფლებამ არ დაამთავრა კარგად - ამ თვალსაზრისით, ვურჩევდი ფიქრს ბატონ ღარიბაშვილს. პაატა მანჯგალაძე - თაობები შეეწირა იმას, რომ საქართველო რუსეთის ჩრდილქვეშ არ ყოფილიყო - ღარიბაშვილი გვთავაზობს რუსეთის ჩრდილს, ჭაობს და რუსული გავლენის გაზრდას საქართველოში. ირაკლი ქადაგიშვილი - როცა ლაპარაკია უმცირესობის მხრიდან ძალადობაზე, უნდა ვიგულისხმოთ პროპაგანდის თავსმოხვევა და ისეთი ფასეულობების დამკვიდრება, რომელიც ამ საზოგადოების ფასეულობასთან რეალურად შემხებლობაში არ არის. ალუდა ღუდუშაური - დიახ, დედა ნამდვილად დედაა, მამა ნამდვილად მამაა და თუ ეს ძალადობის წახალისებაა, ნებისმიერს გიწვევთ და გაგცემთ პასუხს - ბუდაპეშტში ვნახეთ ღირსეული ქვეყნის ღირსეული პრემიერ-მინისტრის გამოსვლა.

      ბიზნესი ევროკავშირის წევრობისთვის - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ცხრა ბიზნესასოციაციამ ხელი ერთობლივ განცხადებას მოაწერეს.

      მიშას ამბები - ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს. ზურაბ ჩხაიძე - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ გართულებები მოსალოდნელია, თუ ისევ გაგრძელდება უარის თქმა მკურნალობაზე, კალორაჟი შემცირდება და შერჩევით მოხდება საკვების მიღება. შალვა ხაჭაპურიძე - რკინის მაგიდა რკინის მილებისგანაა დამზადებული და ეს მაგიდა პირველი დღიდან არსებობს, რაც სააკაშვილი კლინიკაში შეიყვანეს - სააკაშვილი სიმართლეს ამბობს, ზურაბ ჩხაიძის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება. ლევან ხაბეიშვილი - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ არის ვიწროპარტიული საკითხი და დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ მომავალთან. მიხეილ სააკაშვილი - ვადასტურებ, რომ დავკარგე გონება და თავი დავარტყი რკინის მაგიდას, გაუგებარია რაში სჭირდება კლინიკის დირექტორს ტყუილები - ჩემს პალატაში ექთანი და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები მასულიერებდნენ. მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე - სტატიებისთვის სჭირდება საფუძველი, რომ თავი ჩამოარტყა, საერთაშორისო გამოცემაში ახალი სტატია უნდა დაიბეჭდოს - ამაში ბევრი ფულია გადახდილი და საქართველოს წინააღმდეგ ამანაც უნდა იმუშაოს.

      უკვე მომზადებული კანონის რე-მომზადება - ფრიდონ ინჯია - მოვამზადებთ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდავს ლგბტ პროპაგანდას - პროპაგანდაა, რომ გამოდიხარ დროშებით და დარბიხარ. ირაკლი ზარქუა - მომწონს თუ არ მომწონს, არ აქვს მნიშვნელობა, ანტიდისკრიმინაციული კანონი ფუნქციონირებს - ოპოზიციონერ რადიკალებს ახლა უნდათ ლგბტ თემზე დაყრდნობით დაძაბულობა შემოიტანონ. მამუკა მდინარაძე „ლგბტ პროპაგანდის“ შეზღუდვის ინიციატივაზე - „ქართულ ოცნებაში“ ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება - შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი. ელენე ხოშტარია - „ალტ-ინფოს“ კანონპროექტი არის პირდაპირი და მორიგი საბოტაჟი ჩვენი ევროპული კანდიდატობის სტატუსის - „ქართული ოცნება“ მორიგი ანტიევროპული და ანტიდასავლური კანონის დარეგისტრირებისთვის პასუხს მიიღებს. თეონა აქუბარდია „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე - ეს იქნება მორიგი ანტიდასავლური ქმედება. გერმანიის ბუნდესთაგის წევრი „ლგბტ პროპაგანდის“ შეზღუდვის ინიციატივაზე - თუ ასეთი კანონი მიიღება, ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე.

      მოუწესრიგებელი ნიუსები - გედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებაზე“ - ისინი ხელისუფლებას ინარჩუნებენ მხოლოდ სუს-ის და „რაშისტული“ მართვის მოდელის პირობებში. დაავადებული ცხენის ხორცით დამზადებული პროდუქციის რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტებზე საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში სამი პირი მისცა. „საქსტატი“ - 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში - 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7% შეადგინა. საპარტნიორო ფონდი საქართველოს განვითარების ფონდით შეიცვლება.

      მშობლების აქცია - აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები - ჯანდაცვის სამინისტროსგან დოკუმენტი გვჭირდება, რომ ჩვენი შვილები სექტემბრიდან მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობას დაიწყებე. ანა ნაცვლიშვილი - ღარიბაშვილს ოჯახზე, ბავშვებზე ბუდაპეშტიდან საუბარს, ურჩევნია 20 ნაბიჯი ჩამოიაროს მისი კაბინეტიდან და შეხვდეს დედებს, რომლებიც შვილების გადასარჩენად, მეორე კვირაა იქ ღამეს ათევენ.

      NDI-ის კვლევა - ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა. გასულ წელთან შედარებით, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია. მთავრობის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი შემცირებულია - გამოკითხულთა 30%-ის მიერ პრემიერ-მინისტრის საქმიანობა კარგად ფასდება, ხოლო პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად 17% აფასებს. მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა. საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია. გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობას ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან სურს. ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. თინა ბოკუჩავა - მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რეპრესიების მსხვერპლია - NDI-ის კვლევა მეტყველებს, რომ ოპოზიციურად განწყობილი ნაწილი საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებას თავისუფლად ვერ აფიქსირებს, გამჟღავნების ეშინია. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 47 % მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს - კიდევ უფრო მეტი ადამიანი, 61 % იმავეს ამბობს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 20% დაუჭერდა მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5%, სხვა პარტიებს ჯამურად კი 6% მისცემდა ხმას. გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ საქართველოში არ არსებობს ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. ირაკლი ნადირაძე - NDI-ის კვლევებიდან ჩანს, რომ ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვებაა და არ არსებობს ოჯახი, რომელსაც ემიგრანტი არ ჰყავს. პასუხი NDI-ს კვლევას - არჩილ თალაკვაძე - წინა ხელისუფლების მმართველობის დროს უვიზო რეჟიმი რომ ჰქონოდა საქართველოს, ალბათ, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დარჩებოდნენ ქვეყანაში. მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევაზე - თუ საზოგადოებას არწმუნებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ 20% აქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფიქსირდა ცდომილების რეკორდი - 40%-იანი ცდომილება

      დედაქალაქური ამბები - ტაქსი QR გახადით - 22 მაისიდან მოქალაქეებს ტაქსით მგზავრობისას გადაადგილების საფასურის გადახდა უნაღდო ანგარიშსწორებით, QR კოდის გამოყენებითაც შეეძლებათ. აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირებას შეძლებენ, 15 მაისიდან ამოქმედდება. კახა კალაძე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე - ძალიან დიდი სურვილი მაქვს, სამშენებლო კომპანიების მხრიდან დიდი ინტერესი იყოს - მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა, რომ მიიღოთ მონაწილეობა.

      ნატოს დღის წესრიგი და ჩამორჩენა-დაწინაურება - ჯეიმს აპატურაი - შემიძლია სრულიად ნათლად და დარწმუნებით ვთქვა, ნატოს დღის წესრიგში საქართველო ძალიან მაღლა დგას. ნატო და საქართველო უსაფრთხოების ახალ გამოწვევებთან ბრძოლისთვის სამეცნიერო თანამშრომლობას აძლიერებენ. ჯეიმს აპატურაი - ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც სამხედრო გზით თავდაცვის შესაძლებლობა კიდევ უფრო გადაუდებელი და მნიშვნელოვანი გახდა - ასე რომ, მე უბრალოდ წავახალისებდი მაქსიმალურ თანამშრომლობას წვრთნებში. - ყურადღება უნდა გამახვილდეს და გაგებულ იქნას ის რთული ვითარება, რომელშიც საქართველოა და საჭიროება, რომ ვითარება არ გაუარესდეს ქართველებისთვის, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია, უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერა. პოლიტიკური პოლარიზაცია ზოგიერთ არსებითი მნიშვნელობის რეფორმას აფერხებს. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, აშშ-მა და საქართველომ ერთობლივად გადაწყვიტა, რომ რესურსები ქვეყნის შიდა, მრავალეროვნულ სწავლებებზე ყოფილუყო მიმართული.

      Facebook-მა საქართველოს მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ყალბი ანგარიში და გვერდი წაშალა - რომელიც „ფეიკ“ ანგარიშებით იმართებოდა და მათზე იყო დამოკიდებული. ასეთი ყალბი ანგარიშებიდან „დაპოსტვით“, „დალაიქებით“ და დაკომენტარებით, კონტენტი უფრო პოპულარული ჩანდა, ვიდრე რეალურად იყო.

      ევროკავშირის საბჭომ საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

საზღვარგარეთულები:

      ომიანობიდან - გამთენიისას რუსეთში, კრასნოდარის მხარეში ნავთობსაცავი იწვოდა. ÖGfE - ავსტრიელთა დაახლოებით 51% მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძონ მაშინ, როდესაც 36% საპირისპიროს ფიქრობს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, მათ ანექსირებული ყირიმის რუსული ადმინისტრაციის ლიდერებზე თავდასხმა აღკვეთეს. POLITICO –კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, კიევი საგაზაფხულო კონტრშეტევის დეტალებს მოკავშირეებისგან მალავს. უკრაინის პრეზიდენტი ჰელსინკში ჩავიდა. ტელეგრამ არხზე გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს როგორ ფეთქდება კრემლში, პრეზიდენტის სასახლის თავზე დრონი. კრემლი - კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატით, კრემლზე, პუტინის რეზიდენციაზე იერიში სცადა. უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი - კრემლზე ე.წ. თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს - რაც მოსკოვში მოხდა, აშკარად 9 მაისისთვის ვითარების გამწვავებაა, მოსალოდნელი ხრიკი ჩვენი მოწინააღმდეგეებისგან. ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს თავს არ დავსხმივართ, ტრიბუნალს დავუტოვებთ. დიმიტრი მედვედევი - ზელენსკის ლიკვიდაციის გარდა, სხვა გზა აღარ რჩება. ანტონ გერაშენკო - გააუქმებს თუ არა რუსეთი 9 მაისს აღლუმს? - თუ დაელოდებიან დრონს? ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ხერსონის დაბომბვის შედეგად დაღუპულია 21 და დაჭრილია 48 ადამიანი. რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე - კონტრშეტევის შესახებ კიევის იდეების წახალისება კონფლიქტის შემდგომ ესკალაციას და სისხლისღვრას გამოიწვევს. რუსეთის ელჩი - კრემლზე თავდასხმის მცდელობა იყო ზელენსკის რეჟიმის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი და რუსეთი ამას უპასუხებს - როგორ მოიქცეოდნენ ამერიკელები, თეთრ სახლს რომ დრონი დასჯახებოდა? ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგაში - ჩვენ ყველას გვინდა აქ სულ სხვა ვლადიმერის ნახვა, იმის, ვინც იმსახურებს განაჩენს დანაშაულებრივი ქმედებებისთვის - დარწმუნებული ვარ, ამას დავინახავთ, როცა გავიმარჯვებთ. ჟოზეფ ბორელი - მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს კრემლზე სავარაუდო თავდასხმა ომის ესკალაციისთვის. დიმიტრი პესკოვი კრემლზე დრონით თავდასხმაზე - გადაწყვეტილებებს მსგავს ქმედებებზე და მსგავს ტერაქტებზე არა კიევში, არამედ ვაშინგტონში იღებენ. ვოლოდიმირ ზელენსკი - გვესმის, რომ ომის დროს ნატო-ში არ შევალთ, მაგრამ მკაფიო სიგნალი გვსურს. ჯონ კირბი - პესკოვი უბრალოდ იტყუება - ნამდვილად არ ვკარნახობთ უკრაინელებს პირობებს, რომლითაც თავს იცავენ.

      თურქეთის თავდაცვის მინისტრი - პარასკევს, სტამბოლში შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის განსახილველად, უკრაინის, რუსეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მოადგილეების შეხვედრა გაიმართება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 33

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters