შემოდგომის მზიანი და ცივი დღეა, ბუნება ყვითელმა ფერმა მოიცვა. ირგვლივ ყველაფერი დადუმებულია, მყუდროებას მხოლოდ ფოთლების შრიალი არღვევს... მე კი ვდგავარ და ვუსმენ მათ საამო შრიალს, თითქოს ვცდილობ გავარკვიო თუ რისი თქმა სურთ... წამით გაირინდა ყველაფერი და ვხვდები რომ ეს სიჩუმე კარგს არ უნდა ნიშნავდეს... და აი, ამოვარდა საშინელი და ძლიერი ქარი და თითქოს ყურში გარკვევით ჩამჩურჩულებს: "ის წავიდა და აღარასოდეს დაბრუნდება", ვდგავარ ერთ ადგილას გაშეშებული, მინდა ვიყვირო, ვიტირო, მაგრამ ვდგავარ და ვერ ვინძრევი, თითქოს ცხოვრება იმ წამს დასრულდა, ჩემ თვალწინ დასრულდა ყველაფერი... ფოთლები, რომლებსაც საშინელმა ქარმა ერთი ამოქროლვით მოუსპო სიცოცხლე და მოსწყვიტა თავის სამყოფელს, ცდილობენ მანუგეშონ, მათ ხომ ისევე მოუსპეს სიცოცხლე, როგორც მე, ისინიც ჩემსავით მოტყუვდნენ. ქარი სიყვარულს ეფიცებოდა საბრალო ფოთოლს, ბოლოს კი მიატოვა სადღაც კუთხეში და დატოვა მარტო... ჩვენ გვესმის ერთმანეთის და ვცდილობთ ვანუგეშოთ ერთმანეთი, მაგრამ ტკივილი რჩება ტკივილად...

თ. გოგინაშვილი

ნახვა: 376

ტეგები: Qwelly, Qwellyland, ბლოგი, თამუნა, უიღბლო, შემოდგომა

ლაშა: ნოემბერი 5, 2012||12:26am

ტკივილი გამქრალი ურთიერთობის და არა სიყვარულის...

ქარმა თუმც მიმოყარა ფოთლები აქეთ-იქით და მიატოვა, მას ფოთლებისთვის სიყვარული არ წაურმევია... 

თამუნა გოგინაშვილი: ნოემბერი 5, 2012||12:38am

გამქრალი ურთიერთობა ხომ თავისთავად სიყვარულის გაქრობასაც ნიშნავს და ორივეს დაკარგვითაა გამოწვეული ტკივილი

ლაშა: ნოემბერი 5, 2012||12:42am

ურთიერთობა სიყვარულის გამოხატვაა... სიყვარული კი გამოჩნდება ადამიანში, რჩება და მუდამ ფეთქავს, თუ ამ სიყვარულს სულ მცირედი მაინც სცხია ზენაარი სიყვარულისა... ;) :)

არ გეკამათები, ვინაიდან ეს უინდივიდუალურესი რამაა, უბრალოდ მე ასე მგონია :*

თამუნა გოგინაშვილი: ნოემბერი 5, 2012||12:51am

მე ზოგადად სიყვარულზე არ მიწერია,აქ კონკრეტულ ადამიანთან  ურთიერთობის დასასრულზე და მისადმი სიყვარულის გაქრობაზე მაქვს ლაპარაკი,თორემ სიყვარული ყოველთვის არსებობს ყველა ადამიანის გულში

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

მქარგავი ფუტკრები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 20, 2019.
საათი: 3:19pm 1 კომენტარი

      ამჯერად ერთობლივი თანამშრომლობა უნდა გაგიზიაროთ. როგორც წესი ფუტკრებს არ სჭირდებათ დამატებით დახმარება იმისთვის, რომ ოჯახები შექმნან, სახლები აიშენონ, თაფლი მოაგროვონ და გამოიკვებონ ახალ…

გაგრძელება

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 2 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 7 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters