- იცი რა მაფიქრებს? აწი მეც რომ ტურისტად ვივლი აქ, ასე გაშინაურების შემდეგ.

- ორი მარმარილოს ფილა ამოაძრე საიდანმე და წამოიღე!

არც ნოსტალგიურ განწყობაზე ვარ, არც ცრემლებით მევსება თვალები და არც უკან მიხედვის მეშინია. არც რომელიმე ამის მსგავსი ბანალურობა მჭირს, უბრალოდ მინდა გადავავლო თვალი ჩემი ცხოვრების ერთ ოთხწლეულს, ერთ ეპიზოდს და მინდა დავწერო. დავწერო, რადგან ჩემი გულმავიწყობის პატრონს არასოდეს დამავიწყდეს, ის რაც გამოვიარე, საიდან - სადამდე.

ყველაფერი დაიწყო ისტორიის გამოცდაზე, 2010 წლის ზაფხულში.

ბილეთი (ნომერი უკვე არ მახსოვს)

1. ბაგრატ III_ის რეფორმები

2. გიორგი ბრწყინვალე

3. ეროვნულ და ნიჰილისტურ მოძრაობებს შორის დაპირისპირება XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში;

პირველი საკითხი საშუალოდ ვიცი, მეორე საკითხი კარგად, მესამე საკითხი... რა ჯანდაბაა ეს ნიჰილიზმი... რაზე უნდა ვილაპარაკო აქ საერთოდ? ვითომ ილიას და გრიგოლის დაპირისპირებაზე? არადა... ორი საკითხით, თან ასე ცუდად მოყოლილით 6_იანს მივიღებ, კატეხიზმოში 8 მყავს, ქართულ ენაში 7, მინიმუმ 8 ან 9 მჭირდება რომ ბარიერი გადავლახო.

ამ ფიქრებში ვარ გართული, როცა გამომცდელთან აღმოჩნდა ერთი ბიჭი, სახელი არ მახსოვს, გვარი მგონი ქოთილაიძე ჰქონდა, მერე ჩემი ჯგუფელიც იყო ცოტა ხნით, რომელიც იდგა და თავისი, კახური შემართებით იძახდა:

"რანაირი ბილეთია, ერთი საკითხი ვიცი, რის მიხედვით არის შედგენილი, ვერაფერი გავუგე. აი დაიტოვეთ ბილეთი მომავალ წელს მოვალო."

ამის შემდეგ ისტორიკოსი გამომცდელი ქალბატონი ბევრი ეცადა, მაგრამ მაინც ვერ დაარწმუნა ეს ბიჭი. "რომ მოგიყვეთ და გამოძრომა მინდოდეს, კი დავრჩებოდიო, მაგრამ არ ვარ მაგის კაცი. რაც ვიცი ვამბობ, რაც არადა არ დავიბრალებო". დადო ბილეთი და გავიდა.

ამის შემდეგ, ერთი წვერიანი ბიჭი მიუჯდა ისტორიის სამსჯავრო მაგიდას, ბევრი იწვალა, ხან იქიდან მოუარა, ხან აქედან მოუარა და როგორც იქნა 7_იანი გამოსტყუა გამომცდელს. როცა ეს გავიდა, იმ ქალბატონმა კარგი ლექცია წაიკითხა კაცობაზე, მეობაზე, სიამაყეზე, იმ კახელ ვაჟკაცზე და ამ წუწუნა (წარმოშობა არ მახსოვს) აბიტურიენტზე. მოკლედ, იქამდე ილაპარაკა, ვიდრე კიდევ ერთმა ნაკლებცოდნიანმა სტუდენტობამოწყურებულმა არ უთხრა: "მეც არ ვიცი და აბა მომავალ წელს წარმატებები მისურვეთო". ეს უკანასკნელი მე გახლდით. შეგულიანებული და ილიაუნდაბევებული, პიროვნული სიამაყითა და ამპარტავნებით სავსე ბილეთს ვდებ და ჩემს ბავშვობის მეგობარს წარმატებებს ვუსურვებ. გამოვდივარ და ფიქრებისგან თავიდან აცილებისთვის ჩვეულ მეთოდს - სიმღერას მივმართავ. ღიღინით ჩავუყევი სემინარიის კიბეებს და გარეთ, სიონის წყალსალევთან დაველოდე გიორგის.

მერე ყველაფერი ჩვეულებრივ, როგორც ჩაჭრილ აბიტურიენტებს სჩვევიათ ისე მიდიოდა, ვიდრე ერთ-ერთი კვირის ქადაგებაზე, უწმინდესმა არ სთხოვა აკადემია-სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ყველა აბიტურიენტი, რომელმაც საბუთები შემოიტანა, ჩავრიცხოთ და ვასწავლოთო, მაგათი იმედი მაქვსო, იქნებ კეთილ გზას დაადგნენ და ეგებ ეშველოს ამ ქვეყანასო.

ეს ბოლო რამდენიმე სიტყვა მე მივამატე, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი ის იყო რომ საღმრთისმეტყველო ინსიტუტის, ფსიქოლოგია-რელიგიათმცოდნეობის, სამების ჯგუფის სტუდენტი გავხდი და დაიწყო უცნაური სტუდენტობა.

800_ზე მეტი ჩარიცხული და ოცკაციანი აუდიტორიები აკადემია-სემინარიისა, ნამდვილად დიდ შეუსაბამობაში მოდიოდნენ ერთმანეთთან, ამიტომ ეს ყველა ერთიანად მიღებული სტუდენტი აღმოჩნდა სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე, ხარების ტაძრის შესავლელთან, ახალგაზრდული ცენტრის მიმდებარე დარბაზ-დერეფნებში. შედიხარ და ერთ დიდ აუდიტორიაში, თუკი შეიძლება ასე ეწოდოს, გაშლილია დიდრონი სუფრები, ოღონდ იქ არც გოჭია, არც ტაბაკა, არც მწვადს მოარბენინებს ვინმე და არც ღვინით ჩაგიკოკლოზინებს ყელს - წიგნები, რვეულები, კალმები, დაბნეული დიდრონი თვალები და ყველას გაოცება - სკოლის კლასების შემდეგ, ამხელა საკლასო ოთახი ძალიან უცნაურია.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, 800 ბავშვი იქაც არ დაეტეოდა, ამიტომ სწავლა ორცვლიანი იყო - ადრემაღვიძართა და გვიანდამძინებელთა, პირველი ცვლა 9 საათიანები და მეორე ცვლა 2 საათიანები. ლექტორები იგივე, საგნებიც იგივე, სტუდენტები სხვა.

ჩემი ბედი რომ ექნება კაცს, ქვემოთ, გამოცდაზე მიღებული 21 ქულით (ჩაჭრა უდრიდა 5 ქულას), დილის, ანუ ადრეგაღვიძებულთა რიგებში ყოფნა მიწევდა, მაგრამ ილიაუნის პირველ კურსელობაც მელოდა და ამიტომ ვითხოვე მეორე ცვლაში გადასვლა, ერთი მოპუტკუნებული ბიჭი ისმენდა ჩემს თხოვნას დეკანატში, მოდი ძმაო მე მეორეში ვარ და დილით გაღვიძება მირჩევნიაო, ავდექით და შევენაცვლეთ ერთიმეორეს.

პირველი თვე, ლექტორების მოვალეობა იყო 400 სტუდენტი გაეჩუმებინათ და ლექციის 45 წუთის ბოლოს, საკუთარი საგნის შესახებ მოსაყოლად რამდენიმე წუთი შემოენახათ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ადვილად მიიპყრეს სტუდენტების ყურადღება და საჩინონიცა და გულისა სასმენელიც. მერე ყველაფერი კალაპოტში ჩაჯდა. გოგოებთან პრანჭიაობაც, ფლირტიც, სწავლაც და მეცადინეობაც. თითქმის სამი წელი ცალკე ავტონომია მქონდა, ჩემი ავლა-დიდება იყო ორი სკამი - ერთი დასაჯდომად, მეორე საწერად. ლექციებზე გვიან მივდიოდი და ადრე ვბრუნდებოდი - რას ვიზამთ, ილიაში 13:50_ზე მიმთავრდებოდა, სამებაში 14:00_ზე იწყებოდა, თბილისში კიდევ ფრანგული ტაქსები არ დადიან, მითუმეტეს ჯიბეგაფხეკილი პირველკურსელებისთვის. საღამოს 7_ზე მთავრდებოდა ლექციები, ამდენ ხანს იქ ვინ გაჩერდებოდა.

4 წელი გავიდა, მაგრამ კადრები კარგად მახსოვს. თავდაპირველად ათვალწუნებული ლექტორ-სტუდენტები მერე დაახლოვნენ, ვინც კარგი და ჩემიანი მეგონა - გაღმა ნაპირზე გავიდა, ვისაც გადავყევი ისინი დავკარგე და ვისაც ყურადღებას არ ვაქცევდი, ისინი ამომიდგნენ გვერდში. მოკლედ, ჩვეულებრივი, სტანდარტული და ყველა ასაკნანახ ადამიანს რომ გამოუვლია, ისეთი ცხოვრება იყო. ნამდვილი ადამიანები და ნამდვილი სასწავლებელი. ჰო, მაშინ მართლა ერქვა სასწავლებელი, იდეა მაინც იყო სასწავლებლის, როგორც ერთი ჩემი კეთილისმსურველი ყვება ხოლმე გულდაწყვეტით - წარმოიდგინე, 800 ქრისტიანი, 800 მორწმუნე და თან განათლებული, ნაკითხი, ნასწავლიო, მთელს მსოფლიოს შეცვლიდითო. კაი ხანია ამის წარმოდგენაც კი მიჭირს, მაგრამ ახლა უკვე აღარაფერი ეშველება.

800_დან 400_ზე ჩამოვედით, ზოგი უსწავლელობით, ზოგი უსულგულობით, ზოგი ურწმუნოებით, ზოგი ამაოებით და ამჩემფეხებობით წავიდა და დატოვა სასწავლებელი, ვინც შემორჩა კიდევ ქრისტიანობა-რწმენა-განათლებიდან, მუყაო-მელანი-ბეჭედის სტატუსამდე დავედით და ასე გაქრა ის წარმოსადგენი ლამაზი ოცნება, სასწავლებელი დაწესებულად, შემდეგ კი კანტორად იქცა, პიროვნებების კანტორად. ჰო, გული ნურავის დაწყდება, მაგრამ ბოლო ხანები ასეც ვეძახდი - კანტორა, სადაც ყველა ცდილობს რომ ერთმანეთს აჩვენოს ვსწავლობთ აბა რას ვშვრებითო, სადაც ყველამ იცის სინამდვილე, მაგრამ ყველა მალავს ამას და არამც და არამც არ იტყვის პირველი! მათ შორის როგორც ხედავთ არც მე მითქვამს.

დამთავრდა სწავლა... 2014 წელია...

რა მომიტანა? ცოდნა? კი, ამაზე ვერ ვიტყვი რომ არაფერი მისწავლია იქ, ბევრიც ვისწავლე და ბევრიც ვინერვიულე, ცოტა ვიშრომე, მაგრამ მაინც დარჩა და შეემატა გონებას ბევრი რამ...

მომიტანა მოგონებები, ტკბილი და მწარე, ცივი და ცხელი, წვიმისწყლიანი-მოუწესრიგებელი და ხანდახან დალაგებულ დასუფთავებული, აღნიშვნები და დასვენებები, გამოცდებზე ცრუ ნერვიულობები, ერთ წელიწადს გარიცხვა და მერე აღდგენაც კი...

ჰო, კიდევ www.qwelly.com მომიტანა. ქართული სტერეოტიპის მიხედვით, სასულიერო სივრცეში კომპიუტერები და ყველაფერი რაც ტექნიკას უკავშირდება ბნელეთთან ასოცირდება, მეორეს მხრივ ვინც კომპიუტერს მოიხმარს მათ სასულიერო ადამიანების კომპიუტერიზაცია, დასაცინად არ ყოფნით, მაგრამ ფაქტია რომ ქართული სოც. ქსელი, საუნივერსიტეტო, შემეცნებითი სოციალური ქსელი პირველად სწორედ სასულიერო სივრცეში, საღმრთისმეტყველო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის შეიქმნა. ასეა და ნურავინ დაიკვეხნის ამას სხვაგან, საზღვრებს შიგნით ან მის მიღმა. როგორ გამოიყენეს ეს სხვა თემაა, მაგრამ ყველა თვითონ ჭედავს თავის ბედს და ყველას ხელი მოუმართოს გამჩენმა უფალმა.

კიდევ მომიტანა სამებამ რაღაც, მაგრამ იყოს... იმას ჩემთვის შევინახავ, სადაც დაიბადა იქ დავტოვებ! ♥

წამოვედი და მთელი გზა ამას ვღიღინებდით მე და ჩემი სეკუნდუსი, ეს მუსიკაც სამების მოსაგონრად დარჩება, გამოცდებზე კახას ტელეფონიდან გაისმოდა მოსამზადებლად შეკრებილ "სასტავებში".

გული მწყდება?! კი, გული მწყდება იმიტომ რომ ყოველ მისვლაზე უფრო ვშორდებოდი იმას, რაც ასე კარგი უნდა ყოფილიყო... გული მწყდება რადგან მეტი შეიძლებოდა, მაგრამ არ ვივიწყებ საუკუნოვანი ბედნიერების სიტყვებს და თან, ჩემნაირი კაცის გულჩათხრობა სად გაგონილა?!

ცალ-ცალკე მოგონებებს მერეც მოგიყვებით, კომენტარებში! არ მგონია დავივიწყო მნიშვნელოვანი დეტალები ♥

ნახვა: 1000

ტეგები: Qwelly, ბლოგი, დიპლომი, თეოლოგია, კანტორა, მეგობრობა, მოგონება, საღმრთისმეტყველო, ქრისტიანობა

makuna: ივნისი 13, 2014||7:59pm
როგორ,როგორ ძლიერ მტკივა გული,რომ ეს სასწავლო ხანა დამთავრდა:(.ასე მგონია,რომ მომავალი სექტემბერიდან,კვლავ უნდა მივიდე სამების სასწავლებელში-მეთქი.:)
ლაშა: ივნისი 13, 2014||8:00pm

maka განუგეშებდი, გეტყოდი მიხვალ მეთქი, მაგრამ ტყუილი გამომივა... :) 

Ann: ივნისი 13, 2014||8:41pm

ლაშა "მეიშორე მაი კურცხალი და ისე ილაპარაკე" :d:D მიხარია რომ ვსწავლობდი აქ... ძალიან ბევრი კარგი რამის გახსენება შემიძლია და გულდასაწყვეტიც ბევრი რამე იყო.. ყველაფერი ჩავლილია.. შენი არ ვიცი ლაშა, მაგრამ როცა ეს პოსტი წავიკითხე ნოსტალგიურ განწყობაზე დავდექი... :'(

mariami: ივნისი 13, 2014||8:43pm

ბევრ რამეზე მწყდება გული, მართალი ხარ გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ამ ოთხ წელს უკვალოდ ნამდვილად არ ჩაუვლია ჩემს ცხოვრებაში, ”ჩემი სამება” ყოველთვის ძალიან მომენატრება :)

natia: ივნისი 13, 2014||9:48pm

ჩემი თვალები მლაშე სითხით ამოივსო:( ამ 4 წლის განმავლობაში ჩემი იმედები იმდენჯერ ჩამოეკიდა უიმედობის მარწუხებით სახრჩობელაზე... მაგრამ ბოლომდე მოვედი და არასოდეს არ ვინანებ რომ აქ ვსწავლობდი.

ლაშა: ივნისი 13, 2014||10:18pm

natia ეს ძალიან კარგი რამ დაწერე! :) ნამდვილად არ უნდა ვნანობდეთ... 

mariam მეც ასე ვფიქრობ - 4 წელი არ ჩავლილა კვალის გარეშე და კიდევ ბევრჯერ გამოჩნდება ეს ნაკვალევი ჩვენს ცხოვრებაში :) 

ანა მზარელუა კაი ახლა, არ ამატირო ამხელა კაცი :D :D 

mariami: ივნისი 13, 2014||10:23pm

"მეც არ ვიცი და აბა მომავალ წელს წარმატებები მისურვეთო". ეს უკანასკნელი მე გახლდით. შეგულიანებული და ილიაუნდაბევებული, პიროვნული სიამაყითა და ამპარტავნებით სავსე ბილეთს ვდებ და ჩემს ბავშვობის მეგობარს წარმატებებს ვუსურვებ. გამოვდივარ და ფიქრებისგან თავიდან აცილებისთვის ჩვეულ მეთოდს - სიმღერას მივმართავ. ღიღინით ჩავუყევი სემინარიის კიბეებს და გარეთ, სიონის წყალსალევთან დაველოდე გიორგის." .......როგორი გულის ამაჩუყებელია ხაააააააააააააალხნოოო

mariami: ივნისი 13, 2014||10:28pm

"კიდევ მომიტანა სამებამ რაღაც, მაგრამ იყოს... იმას ჩემთვის შევინახავ, სადაც დაიბადა იქ დავტოვებ! ♥"  უკომენტაროდ ამ წენადადებას მარტო გაღიმებული სახით ვუყურებ ისეთი ხელშეუხებელი და საყვარელია:)

ლაშა: ივნისი 13, 2014||10:36pm

mariam, პირველი ციტირება ასეთი გულისამაჩუყებელი თუ იყო არ ვიცოდი :D :D :D 

khatuna zitanishvili: ივნისი 14, 2014||12:47am

 თქვენ ყველაზე დიდი - ერთმანეთის სიყვარული შეიძინეთ, რაც ყველაზე აღმატებულია...

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Even though the sport’s get away

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 7:21am 0 კომენტარი

MMOexp VIDEO OF THE DAYSCROLL TO preserve WITH content material

With its darkish fantasy placing and a gameplay loop that blends elements of dungeon crawlers and battle royale video games, Dark and Darker speedy stuck the eye of some Dark And Darker Gold gamers seeking out a damage from the glut of military-themed shooters.

Even though the sport’s get away from Tarkov-motivated motion drew rave critiques from many…

გაგრძელება

MMOexp: The Forester is one of the attenuate examples

გამოაქვეყნა AventurineLe_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 6:37am 0 კომენტარი

Pros Is able to activity adjoin the majority of PvE enemies about absolutely safely. Can annihilate an adversary afterwards them alike actuality able to acknowledge with the appropriate Ability bureaucracy and complete aim. Is able to add accession band of aberration to opponents block them application their traps. Has acquiescent healing with the Acreage Ration Ability Is a chic with abundant alternation acceleration acceptation doors, campfires, animate shrines, and accessories all actuate… გაგრძელება

MMOexp: Sincere extra critical part of Diablo 4's lore

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 5:50am 0 კომენტარი



The Comeback of the Horadric dice in Diablo 4? Examples of Diablo 4 runes. Effect Runes and situation Runes. No longer very last versions.

Snowstorm has determined that the franchise can be returning to its well-known Diablo 4 roots in the approaching call. While heaps of that is innovative and tale-driven exalternate, snowstorm furthermore discovered that runes and runewords from Diablo 4 are being reintroduced. This makes it very possible that Horadric cube should make a…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters