ტერორისტი სამეგრელოში და არჩევნებამდე ერთ კვირაზე ცოტა მეტი

      რთული და დაძაბული იყო ზუგდიდის ტერორისტული აქტი - საქ. ბანკში შევარდნილმა 4 მილიონი ჩაიდო და წავიდა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეს დიდი ხანია ამდენი არცერთ თემაზე არ უხუმრია რაც გუშინდელმა ტერაქტმა გამოიმუშავა. დღის მთავარია ამბავი დღესაც ეს იყო, კორონა უკვე 1500-ზეა ასული და არჩევნებამდე 10-ზე ნაკლებ დღეში, მხოლოდ ურთიერთბრალდებებია დარჩენილი. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 22803, გამოჯანმრთელებული - 9401, გარდაცვლილი - 178, კარანტინში - 4408. ლარის ამბავი - აშშ დოლარის ფასია 3.2181 ლარი.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 22 ოქტომბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 1595 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან. 563 თბილისში, აჭარაში - 389, იმერეთში - 335. 6 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 398 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გიორგი გახარია - იმ შემთხვევაში თუ ჩვენი მოქალაქეების 90% ატარებს პირბადეს, ინფიცირების გავრცელება 70%-ით შემცირდება. ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, 25 ოქტომბერს ქვეყანაში გრიპის დამატებით 77 ათასი ვაქცინა შემოვა. ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ PCR ტესტების ბაზა გაუქმდა. არ ვმალავ, რომ ინფიცირება გაიზრდება, სამაგიეროდ ვისწავლეთ ინფექციის უკეთ მართვა, რისიც გვეშინოდა გაზაფხულზე. ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული პროგნოზით, ვირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში დადგება და დღიურმა მაჩვენებელმა შესაძლოა, 4-5 ათას მიაღწიოს. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

      ტერორისტი ზუგდიდში - გუშინდელი ნიუსრუმი მთლიანად ზუგდიდის ტერორისტულმა ამბავმა განსაზღვრა - საქართველოს ბანკში კბილებამდე შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა, ნახევარი მლნ აშშ დოლარი მოითხოვა და გვიან ღამით, როცა ფული მიიღო, მძევლებიც გაათავიუფლა და შინ მშვიდობით წავიდა თავისი ოთხი მილიონით (როგორც ჩანს, 3.5 ლიმონი ბანკში დახვდა). არსებული ინფორმაციით, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ოთხი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა. ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ პირი, რომელიც ზუგდიდში ბანკს თავს დაესხა, ე.წ. საზღვარს ვერ გადაკვეთს. დავით ბერძენიშვილი - სამხარეო პოლიციის უფროსის როლი რა იყო, ვიცით? ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, ტყეში ტერორისტის მიყვანა და გაშვება უბრძანეს თუ? საქართველოს ბანკი - აუცილებლად ვიპოვით გზას, რომ თითოეულის ცხოვრება მალე დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს. მადლობა გულშემატკივრობისთვის. რომან გოცირიძე - კაცმა დაგეგმა სპეცოპერაცია, გაძარცვა ბანკი, უმსხვერპლოდ მიაღწია მიზანს და ტყეში მიიმალა - ისეთ რამეს შევესწარით, რაც მხოლოდ ფილმებში თუ გვინახავს. ანრი ოხანაშვილი - შსს-ს მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა, პოლიციელი გმირია! ავთანდილ გალდავა გმირია. დე ფაქტო უშიშროების სამსახური - რუსეთთან ერთად ყველა საჭირო ზომა იქნება მიღებული, რომ ბანკზე თავდამსხმელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მოხვდეს. ამირან სალუქვაძე - ბოროტმოქმედს ეტყობოდა, რომ გავლილი აქვს მომზადება, სამხედრო იყო თუ სპეცსამსახურებიდან არ ვიცი, მაგრამ იარაღთან მოპყრობით, ის გარკვეულ უნარ-ჩვევებს ფლობს. ირაკლი ალადაშვილი - ხელისუფლებამ არ გარისკა და ეს აბსოლუტურად სწორი იყო - თავდამსხმელის აღჭურვილობა მიუთითებს იმაზე, რომ ის არ არის დილეტანტი. სერგი კაპანაძე - კარგია, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დამთავრდა, მაგრამ ცუდია, რომ საქართველოში ადამიანს შეუძლია შევიდეს ბანკში, მოითხოვოს ფული, ხალხი მძევლად აიყვანოს. მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის მოვლენებზე - სახელმწიფო პრაქტიკულად გაანადგურეს - საქართველოში არის ბიუჯეტის ქურდებისა და კრიმინალების ჰიბრიდი. გიორგი ვაშაძე - აღმაშფოთებელია, რომ დამნაშავეს ასე უბრალოდ შეუძლია ნახევარი მილიონით ხელში მიმალვა. „თავისუფალი დემოკრატები“ - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ძალოვან სტრუქტურებს, დაუყოვნებლივ მოხდეს ბოროტმოქმედის დაკავება, რათა თავდასხმას არ მიეცეს შემდგომი წახალისების მუხტი. ეკა ბესელია - ეს ნორმალურია, რომ ამდენი საათი გავიდა და საზოგადოებას არც ერთი ოფიციალური უწყება ბანკზე თავდამსხმელი ვინ იყო არ ეუბნება? სერგეი შამბა - თუ ბანკზე თავდამსხმელმა საზღვარი გადმოკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს. ირაკლი ჩიქოვანი - დღესაც მრავალი ოპერატიული ღონისძიებაა დაგეგმილი, დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა მოხდება. ირაკლი კვარაცხელია - თავდამსხმელი 40 წლამდეა, ძირითადად ქართულად საუბრობდა, ვეცადეთ, რომ კომუნიკაცია გვქონოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა. ვახტანგ გომელაური - პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის ადამიანის სიცოცხლის საფასურად არანაირი თანხა არ არსებობს. მთავარი ამოცანა იყო, მძევლები არ დაშავებულიყვნენ, ამ საქმის მეორე ეტაპი დამნაშავის პოვნა და დასჯაა. გიგი უგულავა მძევლების ჩანაცვლებაზე - მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი ? რა არის აქ საღლიცინო და საპოპულიზმო. ირაკლი კვარაცხელია - „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელისგან 9 ადამიანის გათავისუფლება ავთანდილ გალდავას დამსახურებაა. გიგა ბოკერია ზუგდიდის მოვლენებზე - „პოლიტიკურ კლოუნს“, კობახიძეს არ ესმის, რომ ასეთი ამბები არის წახალისება მომავალი დანაშაულის, რაც კატასტროფაა. გიორგი გახარია - ყველას უნდა გვესმოდეს, რომ შსს-სა და სამართალდამცავ სტრუქტურას დღეს ამოცანა აქვს უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი, უმოკლეს ვადებში დააკავოს. ხათუნა ლაგაზიძე - ხელისუფლების განზრახვა იყო ზუგდიდში მომხდარი ფაქტის ავტორად ოპოზიციის გამოყვანა, თუმცა ეს სპეცოპერაცია ჩავარდა. შს მინისტრი კითხვაზე, მძევლებს შორის შეიარაღებული პირის თანამზრახველი იყო თუ არა - გამოძიება მიმდინარეობს, არ შეიძლება წინასწარ ბრალდებები ადამიანების მიმართ. გიგი უგულავა - თუ ტერორისტი მიიღებს იმას, რაც სურს, ეს არის მსგავსი ქმედებებისთვის „მწვანე შუქის“ ანთება - სპეცოპერაციის წარმატებაზე საუბარი არის უსინდისობა. თანხა, რომელიც თავდამსხმელს გადასცეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ იყო და ის „საქართველოს ბანკმა“ გადაიხადა. როდესაც აყვანილია მძევალი, არსებობს მსოფლიო სტანდარტი, ამ გეგმით ვიმოქმედეთ - ახალი არ მოუგონია არც გომელაურს, არც საქართველოს. ირაკლი კვარაცხელია - როცა თავდამსხმელმა ტელევიზიით გაიგო, რა კამპანია იყო ჩემს მიმართ, მითხრა: „შენ ძმაო, მაგრად „დაგერხა“, ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო“. თინა ხიდაშელი - ერთმა კალაშნიკოვიანმა კაცმა მთელ სახელმწიფო სისტემას აჯობა, როგორ დაეკარგათ, უბრალოდ, წარმოუდგენელია ყველაზე მდაბიო რეჟისურის ფილმებშიც კი - ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს.

      საარჩევნო ამბავი - დიმიტრი შაშკინის განცხადებით, დმანისში ერთმანეთს ცეცხლი „ქართული ოცნების“ წევრებმა გაუხსნეს, რადგან „მათ შტაბიდან გამოგზავნილი ფული და ბენზინი ვერ გაიყვეს“. სერგი კაპანაძე - მედია, რომელიც არ ატარებს სამთავრობო ხაზს და არ ზის სამთავრობო ტალღაზე, ივანიშვილისთვის მიუღებელია. რატი იონათამიშვილი - დმანისში, “ქართული ოცნების” ოფისში შეიჭრნენ ადამიანები, რომელთა მიზანი მხოლოდ პროვოკაცია იყო. NDI ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო შეფასების შემდგომ ეტაპს იწყებს. გიგი უგულავა - ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ აქვს ერთი ხაზი, დამუნათება და მორალური ტერორი ოპოზიციის მიმართ. კელი დეგნანი - არჩევნების სკრუპულოზური მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ლეგიტიმური არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი ენდობა. მერაბ ჭიქაშვილი - „ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაცია და გადარჩენა არ მოხდება!“ თომა ხაბეიშვილი - „პატრიოტთა ალიანსი" პირველი პარტიაა, რომელიც გამარჯვებისკენ სწორი ხედვებით მიისწრაფვის!“. არჩილ ბენიძე - „ამომრჩეველზე სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს!“

      ქობულეთში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარედ, ინკასატორი გაძარცვეს, არსებული ინფორმაციით, წაღებულია 75 ათასი ლარი.

      შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი - საბა გოგშელიძე მზად არის ბრალი აღიაროს. შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 8 სრულწლოვნის საქმეზე პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევებმა მილიონს გადააჭარბა. აშშ-ში კორონავირუსის 62 735 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1124 ადამიანი გარდაიცვალა. ბრაზილიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირების მონაწილე გარდაიცვალა. ინდოეთში კორონავირუსის 55 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რუსეთში კორონავირუსის 15 971 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 290 პაციენტი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 2 306 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 ადამიანი გარდაიცვალა. პოლონეთში კორონავირუსის 12 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 168 ადამიანი გარდაიცვალა. ირანში კორონავირუსის 5 471 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 304 ადამიანი გარდაიცვალა.

      ალექსანდრე ლუკაშენკო - ამ შეშლილ სამყაროში ბელარუსსა და რუსეთს ცოტა მეგობარი ჰყავთ.

      აზერბაიჯანულ-სომხური დაპირისპირება - სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანის ხელისუფლების ბრალდება სომხეთის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ აბსოლუტური სისულელე და ცინიკური სიცრუეა. ილჰამ ალიევი - სომხური ფაშიზმის ხერხემალში გადატეხვით ჩვენს რეგიონს დიდი უბედურების და ტრაგედიისგან გადავარჩენთ. იენს სტოლტენბერგმა სომხეთს და აზერბაიჯანს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა. ილჰამ ალიევი - გილოცავთ დასახლება აღბენდზე სრულ კონტროლს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 165

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

George: ოქტომბერი 22, 2020||11:31pm

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

The franchise's inception for the use of both the FC 24

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 5:23am 0 კომენტარი

There is always going to be excitement over playing with one of the highest-rated players in FC 24 Coins. Sports fans and gamers alike can unite in being giddy about somebody that has statistics that puts them in a league above the others.

While OVR might tell a general story, it's actually what composes OVRs that make the big difference. A high OVR defender might have a bad tackle rating or a low OVR center might have otherworldly…

გაგრძელება

Diablo 4's Season 5 Poised for Major Updates: MMoexp

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 27, 2024.
საათი: 4:25am 0 კომენტარი

Diablo 4 gold players can look forward to an exciting period ahead, as Blizzard has announced a series of significant updates and the highly anticipated Season 5. The development team has been actively addressing player feedback and working to continuously enhance the Diablo 4 experience.
The forthcoming mid-season patch will introduce several noteworthy changes. One key update is an overhaul of the loot respawn system.…
გაგრძელება

Pennsylvania Qualifications

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 25, 2024.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







Pennsylvania Qualifications Checks are completed to investigate the background of the candidates who apply for work in various private and non-private worries. These background checks are done to validate If your applicant has the needed qualification for their Careers and likewise whether they are reliable, honest and don't have any prison fees against them. Pennsylvania Qualifications Checks generally validate the personal identification record, instructional…

გაგრძელება

How To eliminate Ants in Seattle

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივლისი 24, 2024.
საათი: 12:00am 0 კომენტარი







You’re hectic at perform, at your home, and also you definitely do not need time to determine how to get rid of ants in the Seattle residence yourself. You could possibly even be tempted to ignore the challenge with the hopes that it's going to all just magically disappear By itself. Ants won’t just disappear, but we’re in this article to aid.



We have been here to supply assurance and help you just take again your home which means you, Your loved ones, and your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters