მეორედ ათასეულს ზემოთ ანუ 1186 ახალი შემთხევა 24 საათში და რა გასაკვირია, რომ დღის მთავარი ამბავი სწორედ კოვიდ19-ია. მთავრობის განცხადებები, გამოსვლები, გადაწყვეტილებები და კრიტიკა ცუდ მენეჯმენტზე. ამას ემატება კარზე მომდგარი არჩევნები და საარჩევნოდ ხმების მოსაგროვებლად გაკეთებული მრავალი განცხადება და თავის ქება-სხვების ლანძღვა. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 18663, გამოჯანმრთელებული - 8338, გარდაცვლილი - 143, კარანტინში - 6407. რაც შეეხება ჩვენი ეკონომიკის მეტრს - აშშ დოლარის ფასი 3.2117 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 ოქტომბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 7 პაციენტი გარდაიცვალა. ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 278 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად ამ დროისთვის 972 საწოლია თავისუფალი. 469 თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში - 360. დეპუტატ ნინო წილოსანს და გენადი მარგველაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. საპატრულო პოლიცია მეტროსადგურების როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს. კლინიკებში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს არჩევნებში ხმის მიცემა შეეძლებათ. გიგი წერეთელი - მთელი ეს მითი, არჩვეულებრივ მზადებასა და მენეჯმენტზე, ამ შედეგებით აბსოლუტურად გაბათილებულია. ნათია მეზვრიშვილი - მთავრობამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა შეასრულონ მოქალაქეებმა, ორგანიზაციებმა, ბიზნესმა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, დღეიდან ყოველდღიურ რეჟიმში გაიმართება. ექსპერტი - ჩვენ გვღუპავს ზედმეტი აჟიოტაჟისკენ მიდრეკილება და ხიბლი, რომ გავიმარჯვეთ და საუკეთესოები ვარ, როდესაც არაფერი გამოგვივლია - გადავრჩით, რომ ვირუსის პირველმა გამოჩენამ არ წაგვლეკა. პრემიერის განცხადებით, ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებაში პანიკის დათესვას უწყობს ხელს. სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ მისცენ ხმა ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებში, საკარანტინო სივრცეებსა და სახლში. ხარვეზებს ჩვენც კარგად ვხედავთ, ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ხარვეზები სისტემური არ იყოს და სწრაფად გამოსწორდეს. პასუხისმგებლობას ჩვენ ვგრძნობთ და პირბადეს არ ვიხსნით ზოგიერთებისგან განსხვავებით. მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს? იქნებ იდეა შემომთავაზოთ? რამდენიმე გასართობმა დაწესებულებამ მუშაობის გაგრძელება პოლიტიკური შეფერილობით სცადა, თუმცა, ყველა მათგანი დაჯარიმდება. როცა მოქალაქეს არ აქვს ბოლომდე გათვითცნობიერებული რისკი, ამით მანიპულირება და შეტყუება კლუბებში, ღამის რესტორნებში, მიუღებელია - ეს კონკრეტული კომპანიების პასუხისმგებლობაა და უმკაცრესი პასუხი მოეთხოვებათ. ჯანდაცვის მინისტრი - ვაქცინის იმ რაოდენობით, რომელიც საქართველოს აქვს შესყიდული, ძალიან ბევრი მოქალაქის გადარჩენას შევძლებთ. არ დავუშვებთ იმას, რომ ვირუსის იმგვარი გავრცელება მოხდეს, როდესაც ადამიანური რესურსის არქონიდან გამომდინარე დაგვეღუპებიან პაციენტები. თვითიზოლაციის საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაეცემა. ოჯახის ექიმები თავიანთი უბნების მიხედვით იქნებიან კავშირზე პაციენტთან. ამირან გამყრელიძე - ინფიცირების მაჩვენებლით, ევროპის ქვეყნებს შორის შუაში ვართ. კვირაზე მეტია გრიპის ვაქცინა გვაქვს, თუმცა ათვისების ტემპი დაბალია. ქვეყანაში დღეს 2500-დან 3000-მდე ოჯახის ექიმია. ნინო ლომჯარია მთავრობას - მოსახლეობას განუმარტეთ, კოვიდით დაინფიცირების დროს, როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა. კოვიდინფიცირებული მამუკა ხაზარაძე ბოჭორიშვილის კლინიკაში გადავიდა. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში საქართველოში 6 000-ზე მეტი საწოლის რესურსი არსებობს. ბინაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის მკურნალობის გარკვეული პაკეტი მუშავდება. ლევან რატიანი - ინფიცირება არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ჰოსპიტალიზაცია გვჭირდება - დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება. ახალციხეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

      საარჩევნოდ მოსაგები ამბები - გიორგი გახარია - არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდება და არ გადაიდება - ზოგიერთ სავაჭრო ცენტრსა და მაღაზიაში შესვლა უფრო სახიფათო იქნება, ვიდრე საარჩევნო უბანზე მისვლა. არმაზ ახვლედიანი - დღეს ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მაგრამ თავისუფლება ვერა და ვერ მოვიპოვეთ. ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი - ვიტყოდი, რომ არსებობს პოლარიზაციის გარკვეული ხარისხი. დავით ჭიჭინაძე - „ქართული ოცნების“ ხელში ქვეყანა ამ ზამთარს უბრალოდ ვერ გადაიტანს! სერგი კაპანაძე - მთავარი, რაც კვლევებით ჩანს, არის ის, რომ „ქართული ოცნება“ მარცხდება. სერგი კაპანაძის განცხადებით, ავტომანქანების მსვლელობა „დაუპიპინე ბიძინას“, თბილისის გარდა ყველა ქალაქში გაიმართება. ალეკო ელისაშვილის პარტია ინიციატივით გამოდის, საპარლამენტო არჩევნები ორი დღის განმავლობაში - 30 და 31 ოქტომბერს ჩატარდეს. გიორგი გახარია - მოქალაქეების იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ, არანაირი კვლევა არ გვჭირდება. გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა 30-დღიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს, რომელსაც პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შეასრულებს. კახა კალაძე - „ქართული ოცნება“ ერთადერთია, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოიპოვოს გამარჯვება და კოალიციური მთავრობა არ დასჭირდეს. ვასო ურუშაძე - პარტიების სასარგებლოდ გაკეთებული შემოწირულობების დიდი ნაწილი „შავი ფულია“. ლევან თარხნიშვილი - კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩატარების წესს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს. კახა კალაძე - არსებობენ პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც დიდი პასუხისმგებლობა აქვთ მოსახლეობის წინაშე, ასევე არსებობენ პარტიები, რომლებსაც არაფერი აინტერესებთ გარდა საკუთარი მიღწევებისა. კახა კალაძე - საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის დრო, რომ განსხვავებული მოსაზრების გამო, ვინმე სამსახურიდან გააგდონ ან დასაჯონ. დიმიტრი მედოევი - საქართველოში არსებული სიტუაცია და ოპოზიციის შეუნიღბავი ზრახვები, არ აღიაროს არჩევნების შედეგები, ახალი ქართული რევოლუციის საფრთხეს ქმნის. ოთარ კახიძე - ჩვენ გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები ჩაფლავებული მთავრობის სახლში მალე გასაშვებად. გიორგი კანდელაკი - მთავრობას არ სურდა ემიგრანტების არჩევნებამდე დაბრუნება, სწორედ ამიტომ უშვებენ ტესტით შემოსვლას არჩევნების შემდეგ. გიორგი ვაშაძე - გახარიამ თავისი თავი ამოწურა, წერტილი. რომან გოცირიძე - ნეტავ, მთავრობა თვითიზოლაციაში იყოს, შედეგები უკეთესი იქნება.

      სწავლა და კოვიდ - „თავისუფალი საქართველო“ განათლების სამინისტროს მოუწოდებს, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა არ დაიწყოს. გიგი უგულავა უნივერსიტეტების დისტანციურ რეჟიმში სწავლების შესახებ ინფორმაციის მხოლოდ გუშინ საღამოს გავრცელებას „თაღლითობას“ უწოდებს. პრემიერი - სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გარემოებებიდან გამომდინარე უნდა გადაწყვიტონ, როგორ გააგრძელებენ სწავლას, დისტანციურად თუ აუდიტორიებში. პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს ტრანსპორტირების ხარჯები დაუფინანსდებათ.

      ბათუმის განახლებულ ავტოპარკს ელექტროავტობუსები შეემატა.

      ღალატის საქმე - გიორგი მშვენიერაძე - მელაშვილისა და ილიჩოვას მომზადებული რუკა არათუ ჩიჩხიტურის ან უდაბნოს მონასტერს, არამედ ბელჩუმის მონასტერსაც კი საქართველოს შემადგენლობაში აქცევდა. ანრი ოხანაშვილი დავით გარეჯის საქმეზე - კითხვის ნიშნები საერთაშორისო პარტნიორებისგან არ მომისმენია.

      გელათის გადახურვა - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო - გელათის დროებითი გადახურვის პროექტი სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებულ გამოწვევებს სრულად პასუხობს.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - ენტონი ფაუჩი - დონალდ ტრამპის დაინფიცირება არ გამკვირვებია. სომხეთში კორონავირუსის 766 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 15 982 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 179 პაციენტი გარდაიცვალა. ანგელა მერკელი - გთხოვთ, როდესაც შესაძლებლობა გაქვთ, დარჩით სახლში! აზერბაიჯანში კორონავირუსის 331 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა.

      ჩილეში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობებსა და ორ ეკლესიას ცეცხლი წაუკიდეს.

      ემანუელ მაკრონი - ისლამისტები საფრანგეთში მშვიდად ვერ დაიძინებენ.

      თურქეთის ელჩი - საქართველოს ყარაბაღის კონფლიქტში სწორი პოზიცია აქვს. ნიკოლ ფაშინიანი - მზად ვარ მოსკოვში ჩავიდე და ილჰამ ალიევს შევხვდე. ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ მზად არის სომხურ მხარესთან შესახვედრად არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ ნებისმიერ ადგილას.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 122

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters