დავირუსებულები კლებულობს და შესაბამისად, დღის ამბებში უკვე შეზღუდვების შემსუბუქება ისმის. ამ შემსუბუქებასთან ერთად, ეკონომიკის პრობლემებიც წინა ხაზზე მოდის. დღეს ასევე საგამოძიებო კომისიაზე მსჯელობდნენ და ახალი ოპოზიციური ფრაქციაც წარადგინეს. პალესტინა-ისრაელი კვლავ მსოფლიოს ცხელი წერტილია. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.4283 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 13 მაისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 510 ფაქტი გამოავლინა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 31 982 ტესტი ჩატარდა. 16 ადამიანი გარდაიცვალა. ვახტანგ კალოიანი - „სინოვაკთან“ დაკავშირებით ბევრი კითხვაა - ვაქცინის მკაცრ ანალიზს და შეფასებას დაველოდებოდი, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რომ ის უსაფრთხოა და ეფექტური. გიორგი ღიბრაძე - როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, ცხადია მოხდება რეგულაციების შემსუბუქება. კახა კახიშვილი - ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დროულად დარეგისტრირდნენ ვაქცინაციაზე. ამირან გამყრელიძე - თუ რაღაც პირობების გამო, ადამიანი ვერ შეძლებს „სინოფარმის“ მეორე დოზაზე მისვლას 21-28 დღის ფარგლებში, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ მეორე დოზა შესაბამისად მიიღონ. 15 მაისს დამთავრდება „ფაიზერით“ მეორე დოზით აცრები და დარჩენილი დოზები გამოყენებული იქნება ჯგუფებზე, რომლებსაც იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტს. დიდი ალბათობით, ქვეყანა „სინოფარმის“ დამატებით 250 ათას დოზას ივნისის დასაწყისში მიიღებს. ჩინურ ვაქცინა „სინოვაკს“ სხვა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისგან განსხვავებით ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს და ჯანმოს ექსპერტთა პირველადი შეფასებაც საკმაოდ კარგია. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამა უმოკლეს ვადებში კარგად გააზრებული გეგმის მიხედვით უნდა განხორციელდეს. ნათია თურნავა - უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როცა კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ. სახმელეთო საზღვრების გახსნა იგეგმება, მაგრამ ვადებში ეს მესამე ტალღის დასრულებას უნდა დაემთხვას. ანა ნაცვლიშვილი - მთავრობას აქვს მიტაცებული მთელი ძალაუფლება, ადგენდეს წესრიგს პანდემიის პერიოდში - ეს უფლება პარლამენტმა უნდა დაიბრუნოს. იაგო ხვიჩია - ნებისმიერ პატიმრობას უნდა ჰქონდეს ვადა, შეიძლება მოსახლეობის 6 თვე ციხეში გამოკეტვა ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნდეს?

      საგამოძიებო კომისია - შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციისთვის საგამოძიებო კომისია არის ტესტი - რასაც 6 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, ახლა აქვთ შესაძლებლობა თავად იყვნენ ამ საქმის მოსამართლეებიც და გამომძიებლებიც. იაგო ხვიჩია - არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას მხარს არ ვუჭერ, მის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან აბსურდი მგონია. ალეკო ელისაშვილი - დროებითმა საგამოძიებო კომისიამ აქტუალობა აბსოლუტურად დაკარგა. არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ გივი მიქანაძე აირჩიეს. ალუდა ღუდუშაური - საგამოძიებო კომისია ეფექტური იქნება, მიუხედავად იმისა, ვინ შემოუერთდება, ვინ უარი თქვა და ვინ სპეკულაციის გზა აირჩია. დავით ბაქრაძე - საგამოძიებო კომისია „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა როგორც ფიქცია, რომლის ამოცანა იყო უკანონო არჩევნების „გაპრავება“. სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - არ გვჭირდება თქვენს მიერ, თქვენივე მოპარული არჩევნების მერე გასალამაზებლად შექმნილი რაღაც საგამოძიებო კომისია - გითხრეს თქვენ, როგორი არჩევნებიც ჩაატარეთ. მამუკა მდინარაძე - მინდა ჩვენს ოპონენტებს მივულოცო, რომ გადალახეს ბარიერი, თავის თავში იპოვეს ძალა და ფრთხილად, მაგრამ მაინც აღიარეს არჩევნების ლეგიტიმურობა. არჩევნების შემსწავლელ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდა.

      ანგარიში - შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მომდევნო კვირაში საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტი ვენეციის კომისიაში განმეორებითი დასკვნისთვის გაიგზავნება.

      ამნისტია - ლელა ქებურია - ამნისტიის კანონზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ხელმომწერი ოპოზიციაც.

      ბენზინის ფასი - ალეკო ელისაშვილი - ძვირფასო „ქართულო ოცნებავ“, მთავრობავ, თქვენ კი სახელმწიფოს ხარჯზე ისხამთ ბენზინს, მაგრამ ძალიან ურტყამს რიგითი მოქალაქეების ჯიბეს საწვავის ასეთი ფასი.

      ამბები ოპოზიციიდან - „ლელო“ სალომე სამადაშვილთან, არმაზ ახვლედიანთან და შალვა შავგულიძესთან ერთად ახალ ფრაქციას ქმნის. დავით ბაქრაძე - პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებ როგორც უპარტიო, უფრაქციო, რიგითი, დამოუკიდებელი პარლამენტარი. მამუკა ხაზარაძე - ყველა ხვდება იმ კვალიფიკაციას და დიდ ენერგიას, რომლითაც ჩვენ შემოვედით პარლამენტში, რომ ბოლომდე მივიყვანოთ შარლ მიშელის დოკუმენტი. სალომე სამადაშვილი - მომავლისთვის უნდა დავხუროთ წარსული და გავერთიანდეთ საერთო გეგმების გარშემო - დროა, მოქალაქეებმა მიიღონ ის, რაც აირჩიეს. ბადრი ჯაფარიძე - არ მივცემთ მოსვენებას მთავრობის არც ერთ წევრს, ვიდრე არ დავინახავთ მათგან ადეკვატურ ნაბიჯებს. „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ შეთავაზება არ გაგვიკეთებია - ჩვენ ვიცით, რომ ამ პარტიის წარმომადგენლები ზრუნავენ თავიანთი ფრაქციის შექმნაზე. არ ვერთვებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, რადგან ვიზიარებთ აშშ-ის სენატის შეფასებას, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურობის ზღვარზე. დავით უსუფაშვილი - ჩვენ არ გვიმტყუნებს ნერვები, წყობიდან ვერ გამოგვიყვანს განცხადებები, რომლებიც გამიზნულია, რომ ჩაიშალოს და ვერ შედგეს შეთანხმება. დავით ბაქრაძე - რურუას და მელიას გამოშვება იყო ის ზღვარი, სადამდეც მე არ ვმონაწილეობდი პარლამენტის მუშაობაში და რომლის შემდეგაც ვუბრუნდები პარლამენტს მიშელის დოკუმენტის შესაბამისად. გიორგი რურუა - დროა, „ნაციონალური მოძრაობა“ შეუდგეს პარლამენტში მუშაობას. ჟიგიმანტას პავილიონისი - მე და ნიკა მელია შევთანხმდით მზიან საქართველოში შეხვედრაზე, როგორც კარგი მეგობრები, რომლებსაც უყვართ თავისუფლება. არმაზ ახვლედიანი - შემთხვევით ამ დარბაზს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ხომ არ ჰქვია? თუ საკანონმდებლო ორგანოა, რატომ არ ვსვამთ კითხვას, რატომაა დღეს ასეთი აღვირახსნილი უკანონობა ქვეყანაში. ნიკა მელია - „ქართული ოცნება" ინდულგენციის მოპოვებისთვის იბრძვის ამნისტიის ფარგლებში - მე არც ერთი ოპონენტის ციხეში გამწესება არ მომინდება, როცა ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით. კოლეგა მეგობრებს, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში და ფრაქცია შექმნეს, წარმატებას ვუსურვებ. ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით "წითელი ხაზი" ჩემთვის ნამდვილად არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თავს ამ პარლამენტში ვერ ვხედავ. მამუკა მდინარაძე - ნიკა მელიას თავმოყვარეობაზე გაიარეს, ხანდახან გულწრფელი თანადგომაც კი მიჩნდება ხოლმე, იმდენად დააკნინეს მისი, როგორც პოლიტიკოსის როლი. ზაალ უდუმაშვილი - ჩემი პოზიციაა, რომ დღეს არსებული მოცემულობით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს. ნიკა მელია - 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. იაგო ხვიჩია - მნიშვნელოვანია დიდი ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შემოსვლა - რა გახდა ასეთი სამსჯელო, რომ ეს სერიალი არ დაამთავრეს.

      ჩვენი სიმშვიდე - თავდაცვის მინისტრი - არსებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია და უსაფრთხოების საერთო მიზნების გარშემო გაერთიანება. ჩვენთვის საამაყოა, რომ გვყავს ღირსეული და პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც მზად არიან დადგნენ ყველგან, სადაც ქვეყანას სჭირდება. თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების ათწლიანი გეგმა გვაქვს. მიმდინარე წლის ბოლომდე ჩვენ მივიღებთ საჰაერო თავდაცვის „რაფაელის“ მოდერნიზებულ სისტემებს. ახალი ქართულ-ებრაული საწარმო „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს. მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინების“ დამატებითი პარტიის შეძენა. მე დაგპირდით, რომ მალე ვიხილავდით ექსპლუატაციაში საკუთარი ძალებით გარემონტებულ პირველ სუ-25, რომლის წარმატებული სატესტო ფრენა ჩვენ ყველამ ვიხილეთ. დელტას ბაზაზე, უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსებაზე სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. თავდაცვის ძალების სიძლიერისა და ბრძოლისუნარიანობისათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარება. ჯარის უწყვეტი და ხარისხიანი მომარაგების მიზნით, მნიშვნელოვანია სამხედროების ადგილობრივი წარმოების უნიფორმით უზრუნველყოფა. თანამედროვე ჰიბრიდული გამოწვევების გასამკლავებლად დაზვერვისა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს. 2021 წელს სრულდება ნატო-ს მისია ავღანეთში, რომელსაც თავაწეულები დავტოვებთ. გვაქვს ყველა საჭირო პრაქტიკული მექანიზმი ნატოში გაწევრიანებისთვის. თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად უმნიშვნელოვანესია ეფექტიანი და ქმედითი ეროვნული რეზერვისა და სამობილიზაციო სისტემის ჩამოყალიბება. ჯარში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მაქსიმალურად შევზღუდეთ კორონავირუსის გავრცელება. თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა. ალეკო ელისაშვილი თავდაცვის მინისტრს - როდემდე უნდა ვიცხოვროთ იმ სირცხვილში, რომ სამშობლოსთვის თავგანწირვა 22 ლარი ღირდეს? ვეტერანების დახმარება იცით, რომ არის 3 კოლოფი „პაპიროსის“ ექვივალენტი თანხა?

      პრეცო - დავით ზალკალიანი - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ საქართველოს საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, დაფიქსირდა ტერმინი „ოკუპაცია“.

      2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.8 პროცენტით გაიზარდა.

      მერია - თბილისის მერია, გარე რეკლამების განთავსებაზე აუქციონის გამოცხადებას გეგმავს. კახა კალაძე - 18 მაისიდან დედაქალაქის მოსახლეობას წარედგინება ერთგვარი ანგარიში იმის შესახებ, თუ რა პროექტები განხორციელდა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადობრივი ტრანსპორტის შესაბამისი ხსნარებით ყოველდღიური დამუშავება გაგრძელდება.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 267 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 19 პაციენტი გარდაიცვალა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-15 წლის ასაკის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა. რუსეთში კორონავირუსის 8 380 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 392 ადამიანი გარდაიცვალა.

      ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენი მიზანია, სომხეთის სუვერენული ტერიტორია ხელშეუხებელი დარჩეს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები თავდაპირველ პოზიციებს უნდა დაუბრუნდნენ.

      ომი - ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა. დავით ზალკალიანის განცხადებით, ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. ისრაელის არმია - ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა ისროლეს. BBC - ისრაელი ჯარს ღაზას საზღვართან აგზავნის. ბენიამინ ნეთანიაჰუ - არაფერი ამართლებს ებრაელების მიერ არაბების ლინჩის წესით გასამართლებას და არც არაბების მიერ ებრაელების ლინჩის წესით გასამართლებას. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა. კელი დეგნანი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე - ძალიან რთული და სერიოზულია ვითარება - ჩვენი მიმართულება იმისკენაა, რომ პროცესების დეესკალაცია მოხდეს. ღაზას სექტორიდან ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმა განახლდა, დაშავებულია 4 ადამიანი. ისრაელის მედია - პალესტინელების სამიზნეს „რამონის“ საერთაშორისო აეროპორტი წარმოადგენდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვლადიმერ პუტინმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე იმსჯელეს. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ „ჰამასის“ სადაზვერვო ცენტრი დაბომბა, სადაც ათობით საიდუმლო აგენტი იმყოფებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან დღეს 160 რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს. ილია მეორე - წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია. პალესტინის მონაცემებით, ისრაელის მხრიდან იერიშებს 93 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 22 ბავშვია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 74

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A highlight of the Affliction expansion

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 8, 2024.
საათი: 4:33am 0 კომენტარი

In conclusion, the introduction of the dodge roll mechanic in Path of Exile 2 marked a significant milestone in the evolution of the ARPG genre. It not only revolutionized combat mechanics but also redefined player engagement and immersion. For me, it was a revelation—a moment that transformed skepticism into belief POE currency trade and paved the way for an unforgettable gaming experience in the world of…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters