ეპისტოლე, დანატოვარი და პროკურატურის ანგარიში - ხელოვნური ინტელექტი გამოძიებაში

      როცა მრავალთათვის მთავარი პიროვნება ხარ სამმართველოში, წასვლა და მოსვლა მარტივი არ არის. ბიძინას წავსლის მეორე სერია, წასვლიდან მეორე დღესაც აქტუალური იყო, დატოვებული კობახიძეც კი მრავალთა განხილის მიზეზი გახდა. დღეს აქტუალური იყო პროკურატურაც და მთავარი პროკურორი შოთაძეც. რაც შეეხება ვირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 241637, გუშინ დილის შემდეგ - 1857; გამოჯანმრთელებული - 227208, ბოლო 24 საათში - 993; გარდაცვლილი - 2820, გუშინ დილის შემდეგ - 24; კარანტინის რეჟიმში - 514. დოლარის ფასი ლარში - 3.3012

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 12 იანვარი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 795 ტესტი ჩატარდა. 24 პაციენტი გარდაიცვალა. პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 716 ფაქტი გამოავლინა. დიმიტრი ხუნდაძე - ვაქცინის მწარმოებლების მოთხოვნაა, ზიანის დადგომის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ქვეყნებმაც გაიზიარონ - საქართველოც უზრუნველყოფს, ეს პასუხისმგებლობა აიღოს და აიყვანოს საკანონმდებლო დონეზე. საქართველო მხოლოდ იმ ვაქცინით დაინტერესდება, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული. ქვეყანას მინუს 70-გრადუსიან პირობებში, დაახლოებით 100 ათასი მოქალაქისთვის საკმარისი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვის საშუალება აქვს. აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 10 თებერვლამდე გახანგრძლივდა. ვახტანგ კალოიანი - ჩინური ვაქცინა ჯერჯერობით არაფერ საიმედოს არ გვეუბნება, გარდა ფასისა და შენახვის პირობებისა. ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი. თამარ გაბუნია - „ფაიზერის“ ვაქცინა შეიძლება გახდეს პირველი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, შემდეგ ამას „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მოჰყვება. ბიძინა კულუმბეგოვი - ჩვენთან უხარისხო ვაქცინა არ შემოვა - თუ იქნება არასაკმარისი სარწმუნოობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიოს ჩინურ ვაქცინას გამოსაყენებლად არ მისცემს. პანდემიის გამო დადგენილი შეზღუდვების დარღვევისთვის, მარტიდან ნოემბრის ჩათვლით, 39 ათასზე მეტი ჯარიმა დაიწერა.

      ბიძინას დანატოვარი - მთავარ ამბებში დღე მეორე. ბიძინა ივანიშვილმა ფონდ „ქართუს“ ჯამში 26 ობიექტი გადაუფორმა, 2 კი გადაფორმების პროცესშია. არმაზ ახვლედიანი - თავი არავინ მოიტყუოს, უგვირგვინო მეფე შორს არ მიდის! მისი მახვილი თვალი ყველას და ყველაფერს ხედავს, რადგან ივანიშვილი ბოლომდე ვერავის ენდობა. გიგლა მიქაუტაძე - სიღარიბეს ივანიშვილმა ობიექტური რეალობა უწოდა და ფაქტობრივად, მასთან შეგუება გვირჩია. ხათუნა გოგორიშვილი - ბიძინა ივანიშვილის წერილი, დაწყებული ფორმით და დამთავრებული შინაარსით უტიფარი, მატყუარა ადამიანის აზრების გამომზეურებაა. მიხეილ სარჯველაძე - უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვსაუბრობთ ბიძინა ივანიშვილის განხორციელებულ ქველმოქმედებაზე. ბექა დავითულიანი - ბიძინა ივანიშვილის ლიდერობა ჩვენთვის ფუფუნება იყო, რადგან მას ჰქონდა ავტორიტეტი, რესურსები და გუნდის სხვა წევრებს ხელისუფლების მოპოვებისთვის იმდენი ბრძოლა არ უწევდათ. გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა უფრო შეამცირებს მმართველი პარტიის მხარდაჭერას და გაზრდის ოპოზიციურ ელექტორატს. ნოდარ ხარშილაძე - ივანიშვილი არსად წასულა და სად უნდა დაბრუნდეს? - ირაკლი კობახიძის პირით აჟღერებდა ყველაფერს, რაც უნდოდა ეთქვა და ასეც გაგრძელდება. სერგო ჩიხლაძე - ბიძინა ივანიშვილის მიერ განხორციელებული ქველმოქმედება ქონების მარჯვენა ჯიბიდან მარცხენა ჯიბეში გადადებას ჰგავს. დიმიტრი ხუნდაძე - არ უნდა ვეძებოთ ყველგან შეთქმულების თეორია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე კითხვის ნიშნები არ უნდა არსებობდეს. ეკატერინე ტიკარაძე - ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველ ხალხს და მსოფლიოს, თუ როგორ ტოვებს ძლიერი ლიდერი ხელისუფლებას. ნინო ბურჯანაძე - ყველაფერი, რაც ივანიშვილმა გააკეთა, გამოიყენა პოლიტიკური აქტიურობისთვის, ამიტომ მე არ მჯერა მისი ქველმოქმედების - ეს უფრო ჰგავს ქონების დაცვას. დავით ზალკალიანი - დარწმუნებული ვარ, ისტორია და ქართველი ხალხი სათანადოდ დააფასებს ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს. გიგი უგულავა - ივანიშვილი კომფორტის ზონაში წავიდა თუ ლეთარგიულ ძილში, ფაქტია, რომ მას მოუწია უკან დახევა - მისი ამ ნაბიჯით ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებს უფრო მიუახლოვდა. გიგი უგულავა - რატომ გვგონია, რომ ფონდი „ქართუდან“ ივანიშვილს ფულის ხარჯვა არ შეუძლია? აკაკი ბობოხიძე - ბიძინა ივანიშვილი არ წავა - თუ ეს მართლა ასე იქნება, გაგვიადვილდება „ივანიშვილის“, როგორც სისტემის მიმართ ბრძოლა. ნინო ბურჯანაძე - ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას იცავს შესაძლო სანქციებისგან, რომელიც არ არის გამორიცხული, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ დააკისროს. იაგო კაჭკაჭიშვილი - „ოცნების“ „დაისი“ ახლოვდება, ივანიშვილმა დაასწრო მისი, როგორც დამარცხებული ლიდერის როლში ყოფნის პერსპექტივას და წასვლით ერთგვარად თავი დაიზღვია. ხათუნა გოგორიშვილი - ბიძინა ივანიშვილის წერილი, დაწყებული ფორმით და დამთავრებული შინაარსით უტიფარი, მატყუარა ადამიანის აზრების გამომზეურებაა.

      ოცნების უფროსობა - თორნიკე შარაშენიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ კობახიძის წარდგენაზე - როგორც ჩანს, ასეთი ადამიანი სჭირდებათ, უცხოელებთან კონტაქტი და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკება რომ შეეძლოს. გია ვოლსკი - ირაკლი კობახიძეს აქვს ყველა თვისება, რომ პარტიის თავმჯდომარედ მხარდაჭერა ჰქონდეს. გიგი უგულავა - რომ არა ივანიშვილის დატოვებული სიტყვა, კობახიძეს უმრავლესობიდან გააგდებდნენ - ნებისმიერი „ქოცი“ ამომრჩევლის თვალში გახარია ტიპია, ხოლო კობახიძე ღლაპი. თინა ხიდაშელი - ადამიანი, რომელიც ივანიშვილმა მემკვიდრედ დატოვა, ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პირია „ქართულ ოცნებაში“ - ირაკლი კობახიძე, მოახერხებს იყოს კალაძის ან გახარიას ლიდერი? ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილის გარეშე დარჩენილი „ქართული ოცნება“ აღარაფერია, ამ პარტიაზე შეგვიძლია უკვე, წარსულში ვისაუბროთ. გიგი უგულავა - მინდა მივმართო არჩილ თალაკვაძეს, პარლამენტის დე ფაქტო თავმჯდომარე არის ირაკლი კობახიძე და ის უბრალოდ კაბინეტს იკავებს თუ რეალური თავმჯდომარეა? - გაგვცეს პასუხი!

      დიდთოვლობა - კორშა-შატილის მონაკვეთზე, გოდერძის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხაიში-ლახამულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

      ამნისტიის რიცხვები - „ამნისტიის შესახებ“ კანონი ძალაში შევიდა. სარჯველაძის ინფორმაციით, ამნისტია 1500-ზე მეტ პატიმარს შეეხება, 10 ათასმდე პატიმარი, ვინც პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებს. რაც შეეხება 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს, სარჯველაძის თქმით, დაახლოებით 4000-ზე მეტ მსჯავრდებულს შეხება ამნისტია.

      პროკურატურა - ირაკლი შოთაძის განცხადებით, 2020 წელს სისხლის სამართლებრივი დევნა 15 625 პირის მიმართ დაიწყო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 18,3 %-ით ნაკლებია. ჩატარდება კვლევები, რის გამო შემცირდა პროკურორების აღკვეთის ღონისძიების დაკმაყოფილების მაჩვენებელი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში არსებული ერთ-ერთი მთავარი მიღწევა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებების ეფექტური გამოყენებაა. 2020 წელს განაჩენი 13 099 პირის მიმართ დადგა, საიდანაც საქმეების 63% საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეებზე ეფექტიან გამოძიებას აწარმოებენ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არჩევის უფლება დაცვის მხარის მიერ 2020 წელს 26 საქმეზე იქნა გამოყენებული. კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ პროკურატურის მიერ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ხორციელდება. 2020 წელს არასრულწლოვნების მიმართ გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა. ნარკორეალიზატორების მიმართ პროკურატურა მკაცრ სისხლისამართლებრივ პოლიტიკას ახორციელებს. მოკლე დროში ჩვენ შევძელით და დავნერგეთ არაერთი ციფრული პროდუქტი და ჩავატარეთ საკმაოდ პროდუქტიული ანალიტიკური კვლევები. 2020 წლის მიღწევები პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგია. პროკურორებისა და მოსამართლეების შრომის ანაზღაურება უნდა გაიზარდოს, თუმცა, ეს პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დროს შეუძლებელია. არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც ოჯახური კონფლიქტების რაოდენობა საკმაოდ დიდი პროცენტით არის მომატებული. 2020 წელს ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნა 4633 პირის მიმართ დაიწყო. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პრობლემების გამო, ხშირ შემთხვევაში სასამართლოები არაგონივრულად ჭიანურდება - შექმნილია ჯგუფი, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებებზე უნდა იმუშაოს. ნათია მერებაშვილი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს. ბოლო წლებში გაზრდილია სპეციალიზებული პროკურორების მიერ სისხლის სამართლის საქმეებში შეუწყნარებლობის მოტივის გამოკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ხარისხი და ეფექტიანობა. ბაკურ აბულაძე - 2020 წელს გამოძიების დაწყების მაჩვენებელი შემცირებულია. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებულმა ცვლილებამ შექმნა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ეფექტიანი და სამართლებრივად სწორი მექანიზმი. საქართველოს პროკურატურამ გამოძიების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყო.

      გვირაბობანა - რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე უკვე მე-6 ახალი გვირაბი გაიჭრა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - აშშ-ში კორონავირუსის 204 652 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 731 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 22 934 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 531 ადამიანი გარდაიცვალა. ანგელა მერკელი - მკაცრი ზომები კიდევ 8-10 კვირით გვჭირდება.

      აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობას ტოვებს.

      ბაქოში, მეტალურგიულ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 55

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბილბორდების ბედი, საიას სარჩელი და ფარული საქმის კომისია

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2021.
საათი: 11:20pm 0 კომენტარი

      სანამ არჩევნები არ ჩატარდება, მოგვიწევს ასეთი ამბები ავიტანოთ - ჩანაწერები და მიყურადებები, კომპრომანტების გამოქვეყნება და მერე მათზე კომენტარები, ახალი გამოძიებები და ასე წრეზე სიარული. დღეს ბილბორდების თემაც აქტუალური იყო - ე.წ. სისხლიანი ბილბორდები. ასევე მეგის ქარდავა და საიას სარჩელი. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1099 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 20 სექტემბერი,…

გაგრძელება

თითებზე ასხმული ქალაქები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2021.
საათი: 10:24pm 1 კომენტარი

      დიდი ხანია ოქრომჭედელი არ ყოფილა ჩვენი ბლოგის სტუმარი. დღეს ოლა შეხტმანი (Ola Shekhtman) უნდა გავიცნოთ. ოლას უყვარს მოგზაურობა და მოგზაურობისას, ამა თუ იმ ქალაქის სუვენირების შეგროვება. ერთხელაც გადაწყვიტა რომ თავად შეექმნა მუდმივი თანამგზავრი სუვენირი. ქალაქში ჩასვლისას, ოლა ფართო პეიზაჟებს აკვირდება, სწავლობს, ხატავს და ერთ სიბრტყეზე გადააქვს. შემდეგ იწყება ყველაზე რთული. თითოეული მისი ბეჭედი ხელით არის დამუშავებული, დახერხილი,…

გაგრძელება

ექსტრადირების ამბავი, კოკაინი და მიყურადება

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      ნელ-ნელა იწყება კოვიდის მეხუთე ტალღაზე საუბარი და შესამზადებლად ვაქცინაციის წახალისება. დღის მთავარ ამბებში კვლავ საარჩევნო „სისუფთავეა“, ასევე ფარული ჩანაწერები ნელ-ნელა გამომზეურება მტყუან-მართლის გარკვევის პარალელურად. მეგის ქარდავას ექსტრადაცია განხორცილდება. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1129 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 სექტემბერი, 2021…

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, სექტემბერი

გაგრძელება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროტესტები საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: სექტემბერი 16, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს დაანონსებული წვიმები მხოლოდ ქობულეთს აუხდა მძიმედ - ძლიერმა წვიმამ სახლები დაიტბორა, რამდენიმე სოფელში კი მეწყრული პროცესები განვითარდა. ქვეყანაში ისევ მოსმენების ამბავია აქტუალური და კვლავ სუს მიმართ ისმის კითხვები და პროტსტები. ცხადია, ყველაფერი არჩევნებს უკავშირდება და მის გარშემო ტრიალებს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1141 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 16…

გაგრძელება

Qwelly World

free counters