როცა ქვეყანას ორი ახალი წელი აქვს ნაბახუსევი უფრო დიდხანს გრძელდება და დღის ამბები ცოტა უინტერესო ხდება. დღეს ზეიმის დღე იყო მრავალი მიმართულებით - ბასილი დიდი ხსენების დღე, დროშის დღე, თეატრის დღე და ბითლზის დღეც კი. ჩოხატაურში კი რელიგიური არეულობაა. რაც შეეხება კორონავირუსს - დადასტურებული შემთხვევა - 244612, გუშინ დილის შემდეგ - 1357; გამოჯანმრთელებული - 228359, გუშინ დილის შემდეგ - 748; გარდაცვლილი - 2867, გუშინ დილის შემდეგ - 21; კარანტინის რეჟიმში - 469. დოლარის ფასი ლარში - 3.2935

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 14 იანვარი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 15 891 ტესტი ჩატარდა. 21 პაციენტი გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძემ კორონავირუსი დაამარცხა. მარიამ ქვრივიშვილი - საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე ქვეყანაა პენიტენციურ დაწესებულებებში კორონავირუსის წარმატებულად მართვის კუთხით.

      რელიგიური არეულობა ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში - მუსლიმი თემის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ მუსლიმურ სამლოცველოში ლოცვის საშუალება ჰქონოდათ. მათი ინფორმაციით, აღნიშნულს ადგილობრივი ქრისტიანული მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა. შემოქმედელი მიტროპოლიტი - სამღვდელოება ჩავიდა ბუკნარში ქრისტიანი მოსახლეობის დასამშვიდებლად, რათა მონაწილეობა არ მიეღოთ მოსალოდნელ დაპირისპირებაში - საუბარმა შედეგი გამოიღო, მეორე დღეს მოხდა შერიგება. სოფიო შამანიდი - ბუკნარში მომხდარი ფაქტი პირდაპირ მიგვითითებს „ქართული ოცნების” მართვის მახინჯ ფორმებზე და რელიგიის საკითხთა სააგენტოს არსებობას ეჭვქვეშ აყენებს. დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი ბუკნარის მოვლენებზე - არანაირი ძალადობა არ შეიძლება, ქრისტიანმა და მუსლიმმა მრევლმა ერთად უნდა შეძლონ თანაცხოვრება. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის კუთხით მდგომარეობა ქვეყანაში მკვეთრად გაუარესდა. ბექა დავითულიანი ბუკნარში დაპირისპირებაზე - ყველამ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის მრწამსს, ერთმანეთის რელიგიურ გრძნობებს. ჩოხატაურის მერიის წინ მიმდინარე აქციაზე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. ჩოხატაურის მერი ბუკნარში დაპირისპირებაზე - ყველაფერი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ამისთვის ყველა რესურსი იქნება გამოყენებული!

      დროშისა და თეატრის დღე - გიორგი გახარია - ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, საქართველოს დროშა, თითოეულ ჩვენგანში პატრიოტულ სულისკვეთებას და უდიდეს სიამაყეს აღძრავს. მიხეილ ჩხენკელი ქართული თეატრის მოღვაწეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფოს დროშის დღეს აივნებიდან დროშების გადმოკიდების ინიციატივას მიესალმება. არჩილ თალაკვაძე - ქართული დროშის ქვეშ იბრძოდნენ თაობები თავისუფლებისთვის და ეს ბრძოლა ახლაც გრძელდება - მწამს, რომ ამ შრომის შედეგად, ქართული დროშა ამაყად იფრიალებს ევროპულ სახელმწიფოთა დროშებს შორის. საქართველოს პრეზიდენტი - სახელმწიფო დროშის სიმბოლოში თავმოყრილია ჩვენი წარსული და ძალა ჩვენი მომავლისა!

      პარლამენტში ოპოზიციის მანდატები ისევ ვაკანტურია - „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობა. ხატია დეკანოიძე ალეკო ელისაშვილზე - მგონი, დროა უკვე შევიდეს პარლამენტში, ყველა დავიღალეთ! იაგო ხვიჩია - ვთავაზობთ ასეთ გამოსავალს - ახალი არჩევნები მოვითხოვოთ მაშინ, თუ ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს. ბექა დავითულიანი - სიამოვნებით დაველოდებით ელისაშვილის პარტიას და „გირჩსაც“ პარლამენტში. ხატია დეკანოიძე - გიორგი ვაშაძეს ვურჩევდი, თვითონ შეეცადოს მოიპოვოს ის მხარდაჭერა, რომელიც აქვს სააკაშვილს - საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლაა საჭირო და არა სხვისი გაწევა-გამოწევა. შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ „მოქალაქეების“ წარმომადგენლებს, რომ შემოვიდნენ პარლამენტში. ალეკო ელისაშვილი - ბოკერიას აზრი არ გვაინტერესებს, უმანდატო ხალხთან ლაპარაკს, მითუმეტეს ამრევებთან, აზრი არ აქვს - დანარჩენების აზრი გვაინტერესებს, აქვთ თუ არა გამბედაობა, თამამი გადაწყვეტილება მიიღონ. ზურაბ ჯაფარიძე - რამდენიც არ უნდა ვთქვათ, კარგი იქნება თუ ივანიშვილი და სააკაშვილი გაიწევიან პოლიტიკიდან, ასე არ ხდება, ზღაპარში ხომ არ ვცხოვრობთ?! - ჯერჯერობით დაღლის არაფერი ეტყობა არც ერთს და არც მეორეს. იაგო ხვიჩია - ოპოზიციასთან ასეთი წინადადება გვაქვს, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ. ანა ნაცვლიშვილი - ვისაც უნდა პარლამენტში შესვლა, უნდა თქვას: „მინდა შესვლა და შევდივარ“, ეს უფრო გულწრფელი იქნება, ვიდრე ილუზიის შექმნა, რასაც ელისაშვილი აკეთებდა, რომ რაღაცას გამოსტაცებს „ქართულ ოცნებას“. ვახტანგ მეგრელიშვილი - ვაპირებ, დაველაპარაკო „ევროპული საქართველოს“ იმ წევრებს, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ და არა მენეჯმენტს, მათი აზრი არც ვიცი, როგორც ჩანს, მათ ადამიანებად არ თვლიან. ლევან იოსელიანი იაგო ხვიჩიას განცხადებაზე - გვგონია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ამაზე ლაპარაკის რესურსი არსებობს.

      ძველი საქმეების ამოღება - პროკურორის განცხადებით, ე.წ. ოქროს მოწმემ, იაკობ ბრეგვაძემ სასამართლოში, წინა სხდომაზე დეტალურად აღწერა ბრალდებულების მხრიდან განხორციელებული ძალადობა. ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის განცხადებით, შაქარაშვილის საქმეზე ჩვენება არ შეუცვლია. ადვოკატის განცხადებით, იაკობ ბრეგვაძეს ბრალდებულების სახელები და გვარები არ დაუსახელებია, უბრალოდ, ისაუბრა იმაზე, თუ ვინ რა მოქმედებას ასრულებდა. გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი - როგორც იქნა, დღეს იაკობ ბრეგვაძემ სიმართლე ილაპარაკა, მისი მიცემული ჩვენებით კმაყოფილი ვარ. ადვოკატი - ჩემთვის საგულისხმოა, საღამოს საათებში პროკურატურაში იაკობ ბრეგვაძის გუშინდელი ვიზიტი - დარიგებული რომ არის, ეს ნათელია, სულ არიგებენ, მაგრამ ეს ბიჭი ვერანაირად ვერ დაარიგეს.

      მოჭიდავეების წინსვლა - კატარში გამართულ ტურნირზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 5 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.

      პური - „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" თავმჯდომარე - სახელმწიფომ დაადასტურა, რომ არ დაუშვებს პურის გაძვირებას.

      ანანიაშვილის თანამდებობა - ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი - მე ნინო ანანიაშვილს ვთხოვე: ჩემთვის პრინციპული საკითხია, რომ ის რუსი ბალერინაა, მან დიდხანს იფიქრა, მაგრამ ბოლოს მოვილაპარაკეთ და დოკუმენტებს ხელი მოაწერა. იაგო კაჭკაჭიშვილი - მიკვირს და გაბრაზებულიც ვარ, როგორ შეიძლება ნინო ანანიაშვილმა ქართველად ყოფნის საკუთარი იდენტობა თუნდაც პროფესიულ ასპარეზზე დაგმოს და გადააგდოს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 12 პაციენტი გარდაიცვალა. გერმანიაში კორონავირუსის 25 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1244 პაციენტი გარდაიცვალა. აშშ-ში - 224 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3848 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 24 763 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 570 ადამიანი გარდაიცვალა. პოლონეთში მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ, „ვაქცინაციის პასპორტს“ მიიღებენ. აზერბაიჯანში კორონავირუსის 380 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 ადამიანი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 37

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, იანვარი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

არქიტექტურული კაზუსები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მაისი 15, 2021.
საათი: 10:51pm 0 კომენტარი

      იმდენი საუკუნეა არქიტექტურა ხელოვნების ერთ-ერთი მოწინავე დარგია რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო რთულდება რაიმე განსაკუთრებულის შექმნა ან ხილვა. ქველზე, პირადად ჩემს ბლოგში, არაერთი სანიმუშო არქიტექტურის ფოტო-ბლოგია (იხ. ტეგი არქიტექტურა), მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, რომლებიც გვაოცებენ თავიანთი განსაკუთრებული სისულელით. ტვიტერ ანგარისმა, რომელიც სპეციალურად ამ „დაწყევლილ არქიტექტურას“ აგროვებს, 50 საუკეთესო სისულელე ამოკრიფა, რომელთაგან,…

გაგრძელება

ინტერნეტიზაცია, ორჭოფობა და ცესკოს უფროსობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 14, 2021.
საათი: 11:27pm 0 კომენტარი

      ჩამოცხა. ისე კარგად დათბა, რომ სიხალათე ადვილად შესამჩნევი გახდა ქალაქში. დღის მეინსტრიმული ამბები ასე გამოიყურებოდა - ნაციონალების შესვლა ან არ შესვლის საკითხი და ჯერ შიდა გაურკვევლობაც კი, ასევე საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რომელსაც ხელმოწერილი დოკუმენტი გვავალდებულებს, ცესკოს თავმჯდომარეობა და ინტერნეტიზაციის პროექტი. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.4186 ლარია.

საქართველოს და…

გაგრძელება

ახალი ფრაქცია, ქვეყნის სიმშვიდე და ომი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 13, 2021.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

      დავირუსებულები კლებულობს და შესაბამისად, დღის ამბებში უკვე შეზღუდვების შემსუბუქება ისმის. ამ შემსუბუქებასთან ერთად, ეკონომიკის პრობლემებიც წინა ხაზზე მოდის. დღეს ასევე საგამოძიებო კომისიაზე მსჯელობდნენ და ახალი ოპოზიციური ფრაქციაც წარადგინეს. პალესტინა-ისრაელი კვლავ მსოფლიოს ცხელი წერტილია. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.4283 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 13 მაისი,…

გაგრძელება

ევროპა, მელიას ფენომენი და სარჩელები, მწვავე ხაზი ისრაელში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 12, 2021.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

      დღეს საეკლესიო და საერო დღესასწაული აღინიშნა - ანდრიაობა და წილხვდომილობა, ამიტომ საჯარო პოლიტიკაც ისვენებდა, თუმცა გარკვეული ამბები მაინც გამეინსტრიმდა. უპირველესყოვლისა მელიას გამოშვების, გირაოს, ევროკავშირისა და ქართული ოპოზიციონერების ამბები, ამასთან, სტრასბურგში ჩივილი და პროცესის დაწყება. დღეს პრემიერი სომხეთშიც იყოს და მისი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მსოფლიოს თვალი მაინც ისრაელისკენ არის მიმართული. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.4271…

გაგრძელება

Qwelly World

free counters