მცხუნვარე დღე საღამოს წვიმამ შეცვალა, მაგრამ აიმნდის ასეთი ცვლილება, ქვეყნის ზოგად სიახლეებზე დიდად არ ასახულა. მთავარი თემა იყო გუშინდელის კუდი - ქართული ოცნების შიდაკულუარული ამბები, ვინ ვის გუნდშია და ა.შ. ამასთანავე, დღეს განაკუთრებით გააქტუალურდა Freedom House-ის და მედიადამოუკიდებლობის თემა. და სირიაში სულ უფრო იძაბება ვითარება.
უმრავლესობაზე ჭორაობებიდან და მთავრობის სხომებიდან - გია ხუხაშვილი - უმრავლესობის ზოგიერთ წევრს ჰგონია, ფეხების ბაკუნით, გაბუტვებით, ბაბუას დავუძახებ, მამას მოვიყვან, დედასთან გიჩივლებ - კეთდება პოლიტიკა. გიორგი კვირიკაშვილი მინისტრებს - მთავრობის სხდომის შემდეგ გთხოვთ, ჩაბრძანდით და მედიის ოთახში კომენტარები გააკეთეთ. გედევან ფოფხაძე - პრემიერის თხოვნა ანგარიშგასაწევია, დანარჩენი ერთმანეთში უნდა დავილაპარაკოთ. გედევან ფოფხაძე - ჟურნალისტებსა და ჩვენს შორის შუამავლობის ფორმატი უნდა დამთავრდეს და ყველა საკითხი ერთმანეთში ამოვწუროთ. გია ვოლსკი - ვფიქრობთ, რომ გუნდი გავაძლიეროთ და გარკვეული თამაშის წესები შემოვიღოთ, რომლებსაც ყველა უნდა მიყვებოდეს. შოთა შალელაშვილი - არიან პარლამენტარები, რომლებიც ათმაგ საქმეს აკეთებენ და უმრავლესობის უმრავლესობა უფუნქციოდ დარჩა. დავით ჭიჭინაძე - "ქართულ ოცნებაში" ვერ ვხედავ ისეთ ადამიანს, რომელიც კვირიკაშვილს გაუწევს კონკურენციას - გახარია იქნება თუ სხვა, არ გააჩნია ის რესურსი, რომ ამ ხალხის გაერთიანება შეძლოს. შოთა შალელაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატთა ფართო ჯგუფი უნდა შემოიკრიბოს და არა ის ვიწრო წრე, რომელიც ჰყავს შემოკრებილი და მათ იქეთ ვერავის ხედავს. დავით ჭიჭინაძე - პარტიიდან ვინმემ გაგვრიცხოს, როგორ წარმოგიდგენიათ? დაგვაყენებენ კუთხეში, გამოვა ვინმე და იტყვის, რომ გარიცხულები ხართო? - გამორიცხულია. სოზარ სუბარი - გედევან ფოფხაძეს უმრავლესობის დატოვებაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო - მოხარული ვიქნები, თუ ის გადაიფიქრებს. ზაქარია ქუცნაშვილი - უმრავლესობაში დაპირისპირების ნიშნები სახეზეა და ამ ნიშნებს მკურნალობა სჭირდება. ირაკლი კობახიძე - არსებობს იმის რესურსი, რომ უმრავლესობაში ურთიერთობები დალაგდეს, მაგრამ ბუნებრივია, იქნება შესაბამისი წინაპირობები. მამუკა ბახტაძე - „ქართულ ოცნებაში“ დაძაბულობა და დაპირისპირება, როგორც ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ გააშუქა, რეალობას არ შეესაბამება. ირაკლი კობახიძე - პარლამენტში ნამდვილად არსებობს ჯგუფი, რომელიც ჩემი საყრდენია, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს არც ეჭვიანობის და არც არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი. ირაკლი კობახიძე - “ქართული ოცნების“ ყრილობა, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში გაიმართება, სადაც პოლიტსაბჭოსა და სარევიზიო კომისიას ცვლილებები შეეხება. გიორგი კვირიკაშვილი - არანაირი ჩემი თუ სხვისი დაჯგუფება არ არსებობს. ირაკლი კობახიძე - უმრავლესობის თითოეული წევრი მიესალმება პოლიტიკურ პროცესებში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას. ირაკლი კობახიძე - პარლამენტში ხუთი დეპუტატიც არ არის, ვინც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების ინიციატივით გამოვა.
თბილისური მმართველობა - სამგორის რაიონის გამგებელმა დავით კერესელიძემ თანამდებობა დატოვა. დავით კერესელიძე - კახა კალაძის გუნდში კი მოვიაზრები, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი გამიჭირდა. მაია ბითაძე - სამგორის გამგებელს გარკვეული ჩამორჩენები ჰქონდა, რის გამოც მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მაია ბითაძე - მერიაში და საკრებულოში ხედავთ რაიმე დაპირისპირებას? მე ეს არ შემიმჩნევია.
რთულ მსოფლიოში საქართველო - ლევან ბოძაშვილი - მსოფლიოში რთული სიტუაციაა, ეს არ არის ის ვითარება, რომელიც საქართველოს გვერდს აუვლის. თინა ხიდაშელი - მოთმინებით ველოდები, რომ ოდესმე, ჩემი ქვეყნის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებთან გადაწყვეტს საუბარს,რას ფიქრობენ სირიის საკითხზე აშშ-რუსეთის დაპირისპირებაზე.
თავისუფალი მედია - მიხეილ ჯანელიძე მედიის თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს. მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ Freedom House-ის დასკვნა არ შეესაბამება იმ რეალობას, რაც დღეს საქართველოშია. ირაკლი კობახიძე Freedom House-ის ანგარიშზე – ავტორები ვერ მალავენ უარყოფით დამოკიდებულებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც საქართველოში დემოკრატიული გარდატეხის მთავარი შემოქმედია. ირაკლი კობახიძე - შემაშფოთებელია Freedom House-ის ანგარიშში განცხადებები, რომ სააკაშვილის შესაძლო პატიმრობა საქართველოს ურთიერთობას ევროპასთან და აშშ-სთან გაართულებს. ირაკლი კობახიძე - Fredoom House-ის ანგარიში იმეორებს „რუსთავი 2“-ისა და სააკაშვილის მეგობრების მიერ ჩამოყალიბებულ ხელოვნურ სურათს. ირაკლი კობახიძე - Freedom House-ის ანგარიშში აშკარად იკვეთება მათი ავტორების მიკერძოება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ანა ნაცვლიშვილი - იმ საკითხებზე, რაზეც საუბარია Freedom House-ის ანგარიშში და შეფასებულია უკუსვლად, პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ იყო საუბარი. სოზარ სუბარი Freedom House-ის ანგარიშზე - დამრჩა შთაბეჭდილება, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ფაქტებისგან შორს მდგომი და ძალიან ტენდენციურია. გიორგი კვირიკაშვილი - Freedom House-ი კარგად უნდა დაფიქრდეს როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს.
პანთეონელის გარდაცვალება - ლეილა აბაშიძე დღეს საბურთალოს პანთეონში დედის გვერდით დაკრძალეს.
ანტიპათია რუსულპროპაგანდას - “ევროპული საქართველო” რუსული პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტის შემუშავების ინიციატივით გამოდის.
მრავალი მილიონი ევრო ჩვენ - ევროკავშირის საბჭომ საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
მარშის ახალი ომი - სანდრო ბრეგაძე - თუ ომი უნდათ, მიიღებენ.
ეკონომიკური განვითარების დატორმუზება - ფინანსთა მინისტრის შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია. მამუკა ბახტაძე - ჩვენ ვხედავთ, რომ ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა შანსს ბიზნესის დაწყების. გიორგი ბეგაძე - ვფიქრობ, ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაარტყა ათიანში. ანდრია გვიდიანი - დაანონსებული პროგრამა, რომელიც დღეს ფინანსთა მინისტრისგან მოვისმინეთ, რეალური ეკონომიკის სექტორების დაფინანსების თვალსაზრისით წამახალისებელი იქნება. რაკლი ლექვინაძე - მთავრობის ახალი ინიციატივა ბიზნესსაც და ზოგადად, საბანკო სექტორსაც პოზიტიურად შეეხება.
ამერიკაზე დარდი? - ირაკლი კობახიძე - არსებობენ ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს, ეკლესიას და ასევე შესაბამის ღირებულებებს აშშ-ში.
ძაღლების მფარველი და ქველმოქმედი, საზოგადოებაზე განაწყენებული თამაზ ელიზბარაშვილი - შსს-მ თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო. თამაზ ელიზბარაშვილი - ხან რომელ პარლამენტარს უთაქებენ თავში, ხან ნიკა მელია ჰყავს გაგდებული ბორჯომის გამგებელს, თუმცა, საზოგადოებამ მხოლოდ მე გადამიარა.
ცოტა ადრე მოუვიდა ამას - განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰაშიშის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
საზღვარგარეთულები:
ჯეიმს მატისი - პენტაგონი მზადაა სირიაზე დარტყმისთვის ვარიანტების წარმოსადგენად. The Telegraph - დიდი ბრიტანეთის პრემიერმა სირიისკენ ბრიტანული წყალქვეშა ნავების გაგზავნის ბრძანება გასცა. გენერალი იური ევტუშენკო - სირიის არმიამ ქალაქ დუმაზე სრული კონტროლი დაამყარა. The Times - დიდი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალები სირიაში შესაძლო დარტყმის განსახორციელებლად საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან. თურქეთის საგარეო უწყება - სტოლტენბერგის ვიზიტისას, სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ინჯირლიკის ბაზის გამოყენების საკითხი იქნება განხილული. დონალდ ტრამპი - არასოდეს მითქვამს თუ როდის განხორციელდება დარტყმა სირიაზე, ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მალე, ან არც თუ ისე მალე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოკავშირეებს ჯერ არ მოუმართავთ სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ემანუელ მაკრონი - ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ სირიაში ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ანგელა მერკელი - გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებს. პაოლო ჯენტილონი - იტალია სირიაში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, მოკავშირე ძალების ლოჯისტიკურ მხარდაჭერას განაგრძობს. ჯეიმს მატისი - ამერიკელ ჯარისკაცთა ქიმიური იარაღისგან დაცვა საკმარისი საფუძველია, რათა პრეზიდენტმა სირიაში ძალის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღოს.
რუსეთ-ამერიკა - ვლადიმირ შამანოვი - რუსეთის საჰაერო თავდაცვის შენაერთები და დაზვერვა სრულ მზადყოფნაშია. ვლადიმერ პუტინი - რუსეთი იმედოვნებს, რომ მსოფლიოში ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს. ვლადიმერ პუტინი - რუსეთი კვლავაც თანმიმდევრულად გამოვა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი - რუსეთთან მიმართებაში რბილი პოლიტიკის დრო გავიდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - „ისლამური სახელმწიფო“ ერაყში სწორედ ამერიკელების ინტერვენციის შედეგად წარმოიშვა.
ახალი არჩევნები იგივე პრეზიდენტით - ილჰამ ალიევი მოსახლეობას - წინ, ახალი გამარჯვებებისკენ! გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს.
პირქუში აღმოსავლეთი - მევლუთ ჩავუშოღლუ - შუა აღმოსავლეთში შექმნილმა პირქუშმა სურათმა არ უნდა დაჩრდილოს ის რეალობა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია.
მშიერი პატიმარი - ნადეჟდა სავჩენკო - გავაგრძელებ შიმშილობას, ვიდრე არ გავთავისუფლდები.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია