სამი ოპოზიციის ბლოკი, ბაბილოვის მავნებლობა და ომი აღმოსავლეთში

      ცოტა უინტერესო დღე გამოვიდა. ქვეყნის შიგნით, კოვიდ ამბები იყო აქტუალური და ასევე, სამი ოპოზიციის ბლოკი - პირველი ნაცები, მეორე ევრონაცები და მესამე ახალი ოპოზიცია, ანუ გახარიას გუნდის წევრობა როგორც ახალი არჩევანი. სიახლეებია ამინდის პროგნოზში - მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში, საქართველოში ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს. ქვეყნის გარეთ კი ომიანობაა შუა აღმოსავლეთში. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.4271 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 11 მაისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 28 532 ტესტი ჩატარდა. 31 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 276 ფაქტი გამოავლინა. გიორგი ღიბრაძე - მოქმედებს ცხელი ხაზი - 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს საშუალებას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩასატარებლად, ტელეფონით დარეგისტრირდნენ. თამარ გაბუნია - სავარაუდოდ, 2000 უნდა იყოს ის მაჩვენებელი, რაც პიკურ პერიოდში უნდა შევინარჩუნოთ, შემდეგ უნდა დაიწყოს კლება, ასეთი მოლოდინი გვაქვს. კარგია ის, რომ დღეში ჩატარებული აცრების რაოდენობა მიუახლოვდა 5 ათასს. პიკურ მდგომარეობაში ვართ, რაც სავარაუდოდ, 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება - კორონავირუსით 31 გარდაცვალებაა, რაც 2 კვირის წინ შემთხვევების მატების ეფექტია. მაისის ბოლოსთვის იქნება კონკრეტული პაკეტი, თუ რა შემთხვევაში და როგორ მოხდება ვაქცინირებული ადამიანების წახალისება. „ასტრაზენეკასთან” მიმართებაში შესაძლოა, ასაკის გარკვეული მოდიფიცირება მოხდეს. ჯანდაცვის სამინისტრო იკვლევს, რატომ შეფერხდა თეკლა თორდიას ჰოსპიტალიზაცია იმის მიუხედავად, რომ ექიმებმა მისი კლინიკაში გადაყვანა რამდენჯერმე მოითხოვეს. ახლა პიკში ვართ და არ არის გამართლებული, რომელიმე შეზღუდვის შემსუბუქებაზე, მათ შორის ე.წ. კომენდანტის საათის გადავადებაზე ვისაუბროთ. ქვეყანაში „ინდური შტამი“ ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. მიმდინარეობს შეთანხმება „ფაიზერთან“ დამატებითი დოზების მობილიზებაზე. იმუნიზაციისა და ვაქცინაციის გაფართოებული საბჭო „სინოვაკის“ შედარებით ადრეულ გამოყენებას მთავრობასთან განიხილავს. „ნოვოვაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა „კოვაქს პლატფორმიდან“, სავარაუდოდ, ივლისში შემოვა. „სინოფარმის“ ვაქცინის 40 000-მდე დოზა უკვე გამოყენებული ან დარეზერვებულია, 10 000 დოზა კი სტრატეგიულ ჯგუფებს მოხმარდება. „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, ინფიცირებული მძიმე ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობა გაიზარდა. ამირან გამყრელიძე - ჩვენ პიკში ვართ, თუმცა თუ წესებს დავიცავთ და არ გავლაღდებით, ალბათ, ორი კვირის ფარგლებში ინფექცია თანდათან დაიწყებს უკუსვლას. ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები დამშვიდების საშუალებას არ იძლევა. თენგიზ ცერცვაძე - ჩემი აზრით, მაისის ბოლოსთვის „კომენდანტის საათიც“ მოიხსნება.

      ახალგამოსული მელია და ოპოზიციური ინფო - ზაალ უდუმაშვილი - ნიკა მელია შეხვდება ყველა ოპოზიციონერ ლიდერს - დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია კვლავ შეძლებს შეთანხმების მიღწევას, რომ საერთო სტრატეგიით გავიდეთ არჩევნებზე. გიგი უგულავა - ოპოზიციას ეს 43% „ბუღალტერიასავით შეგვეტენა“ - თუ მელია ერთიანი კანდიდატი იქნება, პირველ ადგილზე გავა, თუ ოპოზიციას ბევრი კანდიდატი ეყოლება, გაიმარჯვებს კალაძე. ნიკა მელია - მინდა დავრწმუნდე, რომ ეს კამპანია, რომელიც კარს მომდგარია, იქნება გამარჯვების - არ მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში თუ ეს არ იქნება კამპანია, რომელმაც შედეგი უნდა მოიტანოს. ვეცდებით, ერთ კვირაში მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელსაც საზოგადოება ელოდება. ყოველთვის იყო ძირითადი ბრძოლა ოპოზიციურ პარტიებს შორის, ხელისუფლება ხშირად გვავიწყდებოდა - ერთადერთი ერთობის შანსი 2020 წელს გვქონდა და ესეც ვერ განხორციელდა. ალეკო ელისაშვილი - არჩევნებზე არანაირი შანსი არ ექნება მელიას - ჩვენი პარტია სერიოზულად ფიქრობს, რომ კანდიდატი გვყავდეს, შესაძლოა, მე ვიყო კანდიდატი. სოზარ სუბარი - ნიკა მელია შეცდენილი ადამიანია, რომელიც მიშა სააკაშვილმა შეაცდინა. ნიკა მელია - მიკვირს, როდესაც ვინმეს აქვს განცდა, რომ ხვალ ან ზეგ მოვაწერო დოკუმენტს ხელი - კონსენსუსის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, მაღალი ალბათობით, ჩატარდება კენჭისყრა. კახა კოჟორიძე - მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ ამნისტია დღის წესრიგიდან საერთოდ უნდა მოიხსნას, რადგან შეთანხმების ტექსტში ამნისტია, როგორც ალტერნატივა ისე წერია. მაიკლ გალერი - მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ენმ-დან, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და შევიდნენ პარლამენტში. თინა ბოკუჩავა - ჩემი პირადი პოზიციაა, რომ უნდა გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, მათ შორის საპარლამენტო - ქუჩა არ გამორიცხავს საპარლამენტო მუშაობას და საპარლამენტო მუშაობა არ გამორიცხავს ქუჩას. ხატია დეკანოიძე - ჩემი პირადი პოზიციაა, რომ საპარლამენტო საქმიანობის როგორც იარაღად გამოყენება, პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პაატა ზაქარეიშვილი - "ნაციონალურ მოძრაობას" სისხლი წურწურით ჩამოსდის - თუ ოპოზიცია ალტერნატივად "ნაცმოძრაობას" მთავაზობს, ერთი მანკიერის გაშვება მეორე მანკიერის მოყვანით, ჩემთვის მიუღებელია. ანდრიუს კუბილიუსი - საქართველოს სჭირდება ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია, რათა მთავრობის კონტროლი გახდეს ეფექტური, ევროპაში ასე მუშაობს დემოკრატია. ირაკლი კობახიძე - მელია შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პოლიტკრიმინალია - საერთოდ არ გვაინტერესებს „ნაცმოძრაობა“ იქნება თუ არა პარლამენტში. თუ მელია იქნება ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი, მინიმუმ 2/1-ზე მოვიგებთ არჩევნებს, რაც დაახლოებით 65%-ს ნიშნავს. პეტრე ცისკარიშვილი - პარლამენტში შესვლას მხარს დავუჭერ - თუ ეს ყველაფერი ხელიდან გამოგვეცლება, პარტია დასუსტდება. ალეკო ელისაშვილი - ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას ყველა სიტყვაზე პასუხისგება მოუწევს, მასთან ანგარიშები მაქვს და გავარკვევ - ღირსები არიან ნაგვის ყუთები თავზე დავამხოთ.

      უგულავას სასამართლო და მოსაზრებები - გიგი უგულავა - რა დილა თენდება, 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს - ესტაფეტა გადაცემულია, ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე. გიგი უგულავა - ძიუდოისტი დამეცა თავზე აეროპორტში და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მე ვცემე - ამას ჰქვია „ძიუდოისტი ჩამიდეს“. ზაალ უდუმაშვილი - არ გამკვირვებია, რომ გიგი უგულავას საქმე წამოწიეს, არ გამოვრიცხავ, პოლიტიკური ლიდერების მიმართ კიდევ ახალი საქმეები გაცოცხლდეს - ეს ივანიშვილის მართვის სტილია. ბექა დავითულიანი - პოლიტიკური ცირკის ერთი ნაწილი დასრულდა, ახლა ცდილობენ ახალი გააჩინონ - უგულავას ეს საქმე საცირკო წარმოდგენის ნაწილი ალბათ, იმ დოზით ვერ გახდება. ალეკო ელისაშვილი - არარაობაა ჩემთვის გიგი უგულავა და არც მის სასამართლო პროცესზე არ მაინტერესებს არაფერი. გიგა ბოკერია - შეცდომა იყო შეთანხმების დიდ, ეროვნულ გარღვევად გამოცხადება, ეს ასე არ არის და სასამართლოში გიგი უგულავას საქმის გაგრძელება ამის დადასტურებაა. ანრი ოხანაშვილი - ვინმე ურჩიოს, რომ უგულავას გარშემო არ ბრუნავს დედამიწა, ის არ აინტერესებს არც ევროკავშირს და არც მიშელს - ნუ ჰგონიათ, რომ ვინმემ პანიკა უნდა ატეხოს.

      გახარიას გუნდი - გორის მერის ორი მოადგილე თანამდებობას ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება. გორის მერის განცხადებით, ორი მოადგილე თანამდებობიდან თავად გაათავისუფლა, რადგან ისინი გიორგი გახარიას გუნდის სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდნენ. სოზარ სუბარი გახარიას გუნდზე - თავიდან სხვა რიხით დაიწყეს, ბოლო პერიოდში კი რეგიონებში დადიან და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ისინი არიან „ქართული ოცნების" ვარიანტი ბ, ივანიშვილის ალტერნატიული გეგმა. ალექსანდრე მოწერელია - “ქართული ოცნება” აგონიაშია, ძალიან ეშინიათ ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების და პოლიტიკური ნიშნით დევნა დაიწყეს. ირაკლი კობახიძე - როცა პოლიტიკური ნიშნით განმწესებული პირი ტოვებს თანამდებობას, ეს ზეწოლა არ არის, პოლიტიკური პროცესია - ჩემი რჩევაა, ჩაჯდნენ ერთიან "მესიჯბოქსში".

      ოკუპაციის პრობლემა - მედიის ინფორმაციით, ანატოლი ბიბილოვმა საქართველოსთან ე.წ. დელიმიტაციის და დემარკაციის კომისია შექმნა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ბორის ჯონსონი - ჩახუტებისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ - მე ვისაც ჩავეხუტები, გარწმუნებთ, ამას თავშეკავებით გავაკეთებ. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 243 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 8 115 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 329 ადამიანი კი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 514 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 15 ადამიანი გარდაიცვალა.

      სერგეი ლავროვის განცხადებით, პუტინსა და ბაიდენს შორის შეხვედრაზე მოსკოვს იარაღის კონტროლისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვა სურს.

      ილჰამ ალიევი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოგვარებულია, აზერბაიჯანში არ არსებობს ტერიტორიული ერთეული, სახელად მთიანი ყარაბაღი.

      იაპონიაში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, დაშავებულია 4 ადამიანი.

      ომის გაცოცხლება - ევროკავშირი - ღაზას სექტორიდან ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით რაკეტების სროლა სრულიად მიუღებელია. საქართველოს საელჩო ისრაელში - ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი, მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები. „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა.

      ყაზანის ერთ-ერთ სკოლაზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას ადამიანი ემსხვერპლა. დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინმა ყაზანის სკოლაში მომხდარი სროლის შემდეგ იარაღის გამოყენების შესახებ წესების გამკაცრების განკარგულება გასცა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 26

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

Kakha: მაისი 12, 2021||2:04pm

ღაზადან ბევრი რაკეტა უსროლიათ (

Kakha: მაისი 12, 2021||7:55pm

სარაკეტო სისტემა Iron Dom_ის დრო მორჩა, ვერ უმკლავდება ჰამასის შეტევებს ( 

ლაშა: მაისი 12, 2021||9:39pm

არადა, ჰამასი იხვეწება, დავზავდეთო. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

ჰესით პარალიზება შუაგულ თბილისში, ამნისტიის პოლიტიკური ამბები და მინსკი სკანდალში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 24, 2021.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters