დაიწყო ახალი კვირა და როგორც ჩანს, აღდგომის დღესასწაული მიულოცეს ოპოზიციას - დღეს ნიკა მელია გაათავისუფლეს. გირაო ევროკავშირმა გადაიხადა. დღეს ასევე პრესკონფერენცია გამართეს ჭყოდიდში - მეუფე სტეფანემ და მამა ანდრია ჯაღმაიძემ და ეპარქიის პრობლემებზე ისაუბრეს. ოკუპაცია კვლავ გრძელდება, ცესკოში კვლავ რეფორმები და ცვილებების მოლოდინია. ეროვნულ ვალუტას და მის ლაკმუსს დოლარს რაც შეეხება, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4174 ლარი გახდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 10 მაისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - სულ დადასტურდა - 322468, გამოჯანმრთელდა - 302428, გარდაიცვალა - 4305. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 535 ტესტი ჩატარდა. 24 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, ამჟამად 82 298 მსურველია დარეგისტრირებული. შსს-მ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევის 1 000 ფაქტი გამოავლინა. მეუფე დიმიტრი „სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.

      ძალადობის გმობა - მეუფე დიმიტრი - ძალადობა დასაგმობია - დარწმუნებული ვარ, მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს.

      პრესკონფერენცია ჭყონდიდში - ანდრია ჯაღმაიძე - მეუფე შიოს კურთხევით მივეხმარები მეუფე სტეფანეს პრესკონფერენციის წარმართვაში, ჩვენ დღეს მივიღეთ განსაკუთრებული ზომები, რომ მშვიდი გარემო ყოფილიყო. მეუფე სტეფანე ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებს განმარტავს და აცხადებს, რომ ვერავინ დაუმტკიცებს, „ვინმესთან აგრესიულად მივიდა“, ან მისგან იყო პროვოცირებული რამე აგრესია. მეუფე სტეფანე - მე მღვდელმთავარი ვარ, მომხრეები არ მყავს, მე მრევლი მყავს. მასმედიის ნაწილი აშუქებს, თითქოს ორ მხარეს შორის დაპირისპირებაა, ამ დროს ანტიკანონიკური მოქმედებებია ერთი მუჭა ამბოხებული სასულიერო პირების მხრიდან, რომლებიც პატრიარქს აგინებენ. მეუფე სტეფანე აცხადებს, რომ დედა სოსანამ სპექტაკლები დადგა.

      მელია თავისუფალია - ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართა. პროცესამდე განცხადებები - რატი იონათამიშვილი - ევროკავშირმა გირაოს გადახდით დაადასტურა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სწორი იყო და მას როგორც პოლიტპატიმარს არ აღიქვამს. გიგი წერეთელი - პროცესი დაემსგავსა ტყვეთა გაცვლის პროცედურას, როდესაც თითოეულ დღეზე და საათზეც კი ვაჭრობა მიდის. გიორგი ამილახვარი - ციხეს რომ ჰქონდეს უკანა კარი, დიდი ალბათობით, ნიკა მელია იქიდან გაიპარებოდა - პოლიტიკური პროექტი, რომ გმირად გამოსულიყო საპატიმროდან, დასრულდა. გიორგი ვაშაძე - აუცილებლად შევხვდები ნიკა მელიას - ოპოზიციურ ფლანგზე უნდა ვითანამშრომლოთ, იმედი მაქვს ის გინების რიტორიკა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში იყო, წარსულს ჩაბარდება. ადვოკატი - ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა რამდენიმე წუთში დასრულდება. პროკურორი - შუამდგომლობით მოთხოვნილია ნიკა მელიას პატიმრობის შეცვლა გირაოთი - არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა. ნიკა მელიას საქმის პროკურორი - საკითხი ეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას, ამით ბუნებრივია, საქმე არ სრულდება და გაგრძელდება. სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატი - ნიკა მელია დაუყოვნებლივ გათავისუფლდება. ადვოკატი - ჰოი საოცრებავ, მოსამართლის გადაწყვეტილება დაემთხვა პროკურატურის შუამდგომლობას და იმ თანხას, რომელიც ევროკავშირმა გადმორიცხა ნიკა მელიას დასახსნელად. გიორგი ვაშაძე - გილოცავთ, კიდევ ერთი პოლიტპატიმრით ნაკლები გვეყოლება - ყველაფერი კარგად იქნება და „ქართული ოცნებაც“ ხელისუფლებას ჩამოშორდება. ნიკა მელია კარლ ჰარცელს, შარლ მიშელს, კელი დეგნანს და ჟიგიმანტას პავილიონისს მადლობას უხდის. ნიკა მელია პარლამენტში შესვლაზე - ახლა ცალსახა პასუხს ვერ გეტყვით, გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული და რაციონალური - პარტიაში ხვალიდან გაიმართება კონსულტაციები. ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვერ ვიქნები, რადგან პოლიტიკური ციხე დავტოვე - სამწუხაროდ, კიდევ ვიღაც მოხვდება ამ ციხეში. ანზორ მელია - ეს გირაო კი არა, ეს არის ჩემი შვილის ივანიშვილის ტყვეობიდან გამოსასყიდი. ანრი ოხანაშვილი - ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა და გადაიხადა გირაო. მიხეილ სააკაშვილი - ნიკა მელიას გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი, ახალი ეტაპი. გიორგი რურუა - ნიკა მელიას გამოსვლა ოპოზიციის შიგნით სიტუაციას დააწყნარებს და ვფიქრობ, პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტის შიგნით უნდა გადავიდეს. დავით ბაქრაძე - ნიკა მელიას უკომპრომისო ბრძოლამ და ვაჟკაცობამ შედეგი გამოიღო - დღეს არის ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულება სურს. იაგო კაჭკაჭიშვილი - ნიკა მელია ნაკლები პოლიტიკური დანაკარგებით გამოვიდა ციხიდან - მას აქვს გარკვეული ზეპარტიული ლიდერის შარმი, გამოდის უფრო საშიში! ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა. ვიოლა ფონ კრამონი - ნიკა მელიას გათავისუფლებით 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნა მიღწეული. ნიკა მელია - პრაქტიკულად სახურავიდან გადმომაძვრინეს, რომ ეს აურზაური მომხდარიყო. თუკი რამეზე ნაკლებად მიფიქრია აქ, მიფიქრია მერობის კანდიდატობაზე. არავინ მოვატყუოთ ხალხო: პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება მოპოვებული არ გვაქვს - უნდა ვიყოთ გულწრფელები საზოგადოებასთან, მაინტერესებს ვინმემ მიზანი ხომ არ შეიცვალა? ორი გამოსავალია: ან კრიმინალი დაიხსნა ცივილიზებულმა სამყარომ ჩემი სახით ან - პოლიტიკოსი, ორივე შემთხვევაში, ამ ხელისუფლებისთვის საფრთხე ვიქნები. თუ პარლამენტში შევედი, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ემოციურად. არავინ იფიქროს ოლიგარქის სამსახურში, რომ შეიძლება ამნისტიის წინააღმდეგი არ ვიყო, გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე - 20 ივნისი ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს, ყველა დაიწვება. გიგი უგულავა - ოპოზიციას სამსჯელო ძალიან ბევრი გვექნება, ბევრი რამ გაჟეჟილია და რაც გამთელებას ექვემდებარება, უნდა გამთელდეს - ნიკა მელიას შეუძლია გამაერთიანებლის როლი ითამაშოს. იაგო ხვიჩია - ნიკა მელიასთან შეხვედრა მოგვიწევს - ჩვენი შეხვედრის სეირის მომლოდინეს იმედი გაუცრუვდება, არ ვართ მაგ ხასიათზე.

      ოკუპაცია არ მორჩენილა - ლანა გალდავა მთავრობას მიმართავს, სოფელ გორაკას მახლობლად „ოკუპანტების უკანონო ბორდერიზაციის პროცესი შეაჩეროს”.

      სამადაშვილის პარტნიორები - სალომე სამადაშვილი - ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებად მოვიაზრებ „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და იმ პროდასავლურ პოლიტიკურ აქტორებს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ჩვენ არავისთან გავბუტულვართ - ხელმომწერებმა თავი გავდეთ ხიდად იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოსვლა დაგვეწყო, მაგრამ დაუმსახურებელი კრიტიკის ობიექტები გავხდით.

      ცესკოს ამბები - რატი იონათამიშვილი კითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა თამარ ჟვანია - კონკრეტულ პიროვნებებზე ჯოხის გადატეხა ძალიან უსამართლო იქნება. ვახტანგ მეგრელიშვილი - თამარ ჟვანიას პოსტზე დარჩენა არაადეკვატური იქნება, მაგრამ გადადგომა არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი - ვერ მოსთხოვს ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ამის აუცილებლად გაკეთებას. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმა ისტორიული და რევოლუციურია, ამიტომ ამის „თამარ ჟვანიამდე დახურდავება და დაყვანა არასწორია“. გიორგი ვაშაძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ 40-მდე ცვლილებაა შესატანი. შევთანხმდით, რომ არჩევნებში მონაწილეობა ძველი პირადობის მოწმობებით აღარ იქნება, იქნება მხოლოდ ID ბარათებით.

      ეკონომიკის მინისტრის ამბავნარი - ნათია თურნავა - დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება - პარალელურად მთავარია ვაქცინაცია წავახალისოთ. ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ - მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება, ჩვენ ვმოქმედებთ კანონმდებლობის და გაცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში. ნათია თურნავას განცხადებით, მოიჯარეები, იმ მიწების გამოსყიდვას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებენ, 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, უახლოესი კვირის განმავლობაში 63-ვე მუნიციპალიტეტში შერჩეულ პროექტებზე ყველა ტენდერი გამოცხადებული იქნება.

      ატენის ხეობაში საავტომობილო გზის ნაპირების გასუფთავების სამუშაოები დილიდან განახლდა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ინდოეთის სამედიცინო ასოციაცია ხელისუფლებას სრული „ლოქდაუნის“ გამოცხადებისკენ მოუწოდებს. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 15 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 8 465 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 321 ადამიანი კი გარდაიცვალა. პოლონეთი ვაქცინების დოზების მიღების ინტერვალს ამცირებს. აზერბაიჯანში კორონავირუსის 371 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 ადამიანი გარდაიცვალა. Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინის 1,29 მილიარდზე მეტი დოზაა გაკეთებული.

      არეულობა ალ-აქსასთან - პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება“ - ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი შეტაკების შედეგად 300-ზე მეტი პალესტინელი დაშავდა.

      რუსეთის პრობლემა - გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რუსეთი ხდება უფრო აგრესიული არა მხოლოდ სამეზობლოში, არამედ ევროკავშირის შიგნითაც.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 50

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters