ივნისი აგრძელებს არამდგრად ამინდებს. ამჯერად ივნისის მესამე დეკადა იქნება წვიმებით სავსე. რაც შეეხება იქამდელ პერიოდს, დღეს ისევ მარში და ანტიმარში გამოსვლები და ლოზუნგები ისმოდა, იყო ასევე თბილისის მერიის და ეკონომიკის მინისტრის მსხვილი ბლოკები. ცხადია, მართლმადიდებლობის ანსამბლეასაც მოჰყვა ხმაური რუსი სტუმრების გამო.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 ივნისი, 2019/

      ახალი ფოთი - „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ - ფოთში ახალი ნავსადგურის განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ.

      ტელეფონების ქურდობა - „აიპლიუსის” გენერალური მენეჯერი - წაღებულია 30-მდე ტელეფონი, ზარალი 50 000 ლარამდეა.

      ბათუმის სტუმრობა - „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისები დაინიშნა.

      პენსიონერი პედაგოგები - საქართველოს სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია.

      გასხვისებული ქარის წისქვილები და ეკონომიკა - ეკონომიკის მინისტრი - გორის ქარის ელექტროსადგური თვენახევრის ვადაში გასხვისდება. ნათია თურნავა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ტემპის შემცირებაზე - წლის განმავლობაში უნდა ვნახოთ, როგორი იქნება ტენდენცია. ნათია თურნავა - უშუქო სოფლების პრობლემას სრულად და საბოლოოდ მოვაგვარებთ. პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, რეგიონებში მცხოვრებთათვის განვითარებისა და კეთილდღეობის ამაღლების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ჩვენი ამბიციური გეგმის შედეგად, საქართველოს 85 პროცენტი გაზიფიცირდება. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზების ელექტრონული სერვისი მომავალი წლის პირველ ნახევარში დაინერგება.

      მარში - ლევან ვასაძე - ძვირფასო მეორეხარისხოვანი ევროპის ელჩებო, რომლებიც ასრულებთ ამერიკელი პატრონების დავალებას, დაგვანებეთ თავი - ჩემმა მტერმა იარა თქვენი გზით, რომლითაც ბოლო 30-40 წელია დადიხართ. მინდა ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში. გიორგი მშვენიერაძე - გახარიას განცხადებით, შსს-ს ფუნქციაა, გამოხატვის თავისუფლებასა და სტაბილურობას შორის ბალანსის პოვნა, რაც ამ უწყების ფუნქცია არ არის. სახალხო დამცველი - ლევან ვასაძის არაეთიკურ განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ - ამ ტიპის ადამიანებთან და დაჯგუფებებთან ურთიერთობა სამართალდამცველების კომპეტენციაა. დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ვინმე, იქნება ეს ლევან ვასაძე თუ სხვა, ძალადობრივ ქმედებას ჩაიდენს, კანონის წინაშე აგებს პასუხს. სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ ლევან ვასაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. „თავისუფალი საქართველო“ - ლიბერალური ძალები დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას ეწევიან. ლევან ვასაძის თანამოაზრეები და სასულიერო პირები „თბილისი პრაიდის“ ოფისთან გამაფრთხილებელ აქციას მართავენ. გურამ ფალავანდიშვილი - „თბილისი პრაიდი“, როგორც მავნებელი ორგანიზაცია, უნდა დაიხუროს. ლევან ვასაძე - მე და გიგა ბოკერია ჩაგვსვით ორკაციან კამერაში და ნუ შემოიხედავთ ცოტა ხანი. „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი - ვინც მარშში აპირებს მონაწილეობას, ვეტყვით, რომ რისკები არსებობს და გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. საპატრიარქო - ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისგან. გიგა ბოკერია ლევან ვასაძის განცხადებაზე - პროგრესი მაქვს - ადრე ჩემს დაჭერას ითხოვდნენ. სულხან სალაძე „თბილისი პრაიდის“ ჩატარებაზე - მიუხედავად იმისა, რა პოზიცია აქვს შსს-ს, ეს არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მას კანონით აკისრია. ლევან ვასაძე - მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დააპატიმროს ექსტრემისტები. აშშ-ს საელჩო საკუთარ წარმომადგენლებს ურჩევს, „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინონ და მსვლელობაში მონაწილეობას მოერიდონ. ლევან ვასაძე - შეადარეთ დუგინის განცხადებები 2015 წლამდე და მის შემდეგ, თვითონ გააკეთეთ დასკვნა, შევძელი თუ არა ერთმა პატრიოტმა კაცმა ამ კონსერვატორი ფილოსოფოსის შემოტრიალება. გიორგი მარგველაშვილი - დავინახე, რომ იყო მცდელობა ლევან ვასაძის დემონიზაციის, 40 წელი ერთად გავატარეთ და მას ცხოვრებაში არავინ დაუჩაგრავს.

      მერიის ამბები - თბილისის განვითარების ფონდს და ურბანულ სამსახურს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. თბილისის მერია უკვე დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს. ადამიანების ცხოვრება იმ შენობა-ნაგებობაში, რომელიც ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, ისევ კანონით აიკრძალება. გალაკტიონის ხიდიდან ლაგუნა ვერემდე გზის საფარი შეიცვლება. ზოგიერთი სამშენებლო დარღვევა ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში გადადის. არჩილ თალაკვაძე - კახა კალაძის ინიციატივას მხარს დავუჭერთ - ახალ მშენებლობებში, ექსპლუატაციაში მიღების გარეშე, შესახლება არ უნდა მოხდეს. ირაკლი ხმალაძე - 2018 წლის მარტიდან დღემდე, სამშენებლო კომპანიები დარღვევებისთვის ჯამში 34 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ. დიმიტრი ცქიტიშვილი - სამშენებლო მიმართულებით ცვლილებები იმ კომპანიის ინტერესს მოემსახურება, ვინც სტანდარტებს დაიცავს, დანარჩენისთვის, შეიძლება გაკოტრების საფუძველიც გახდეს.

      მართლმადიდებლური ანსამბლეა - სერგო რატიანი - მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოში არ უნდა ჩატარებულიყო. სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან აქციის მონაწილეები საქართველოში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებენ. რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი - არანაირი დისკომფორტი არ მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა. საქართველოში უკრაინის ელჩმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლისას, პროტესტის ნიშნად სახელმწიფო ცერემონიების სასახლე დატოვა. ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მეზობელი მართლმადიდებლური სახელმწიფოს ხელმძღვანელობის საქმიანობის შედეგია. ზაქარია ქუცნაშვილი რუს დეპუტატ გავრილოვის გარშემო აჟიოტაჟზე - დიპლომატიური ქაჯობა ვუწოდე ამას, იმიტომ, რომ მართლმადიდებლობის ასამბლეის წევრია ქვეყანა და არა გავრილოვი. სერგეი გავრილოვი - არასოდეს გავრილოვს არ მიუღია მონაწილეობა არანაირ საბრძოლო მოქმედებებში აფხაზეთში. თამარ ჩუგოშვილი - მერჩივნა, საქართველოში არ ჩატარებულიყო ეს საპარლამენტო ასამბლეა, რადგან იქ რუსი დეპუტატებიც არიან და მათი საქართველოში აღმოჩენა სპეკულაციის საგანი გახდებოდა.

საზღვარგარეთულები:

      თვალახვეული ესკორტი - პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა.

      დააკავეს და გამოუშვეს - მიშელ პლატინი საპატიმროდან გაათავისუფლეს.

      გაეროს სტატისტიკა - გაერო-ს კვლევის თანახმად, წელს ლტოლვილთა რაოდენობამ 70 მილიონს გადააჭარბა.

      ნარკოტიკის ფული - ფილადელფიაში მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კოკაინი ამოიღეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 111

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Exploring the Viridian Wildwood

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 23, 2024.
საათი: 4:33am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to POE currency trade deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters