დუმის რიგითი დეპუტატობიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლამდე - პროტესტების დღეები

      რუსი დეპუტატი იჯდა პარლამენტის თამვჯდომარის სავარძელში და ამ ფაქტს აპროტესტებს დღეს პოზიციაც, ოპოზიციაც, მთავრობაც, პარლამენტიც, დიდი და პატარა ყველა, მაგრამ დამნაშავე კაცმა არ იცის ვინ არის. დღის მთავარი თემა სწორედ ეს არის და ამ წუთებშიც მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 ივნისი, 2019/

      ხმაურიანი ანსამბლეა და რუსი დეპუტატი თავმჯდომარის ამპლუაში - პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან. თამარ ჩუგოშვილი - რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა. გიორგი კანდელაკი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე სერგეი გავრილოვის ყოფნა, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების და სახელმწიფო სიმბოლოების წაბილწვაა. თინა ხიდაშელი - ერთადერთი ოფიციალური პირი, რომელსაც სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა აღმოაჩნდა, უკრაინის ელჩი იყო და არა საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი. ელენე ხოშტარია - არავინ დაუშვებს გავრილოვის პარლამენტის დარბაზში ყოფნას - ჩვენ მას ფიზიკურად არ შემოვუშვებთ. „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომლებიც სპიკერატში იმყოფებოდნენ, აცხადებდნენ, რომ გავრილოვს სასესიო დარბაზში დაბრუნების საშუალებას არ მისცემენ. სალომე ზურაბიშვილი - რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომლებიც პარლამენტში რუსი დეპუტატების ყოფნას აპროტესტებდნენ, აცხადებდნენ, რომ რაც დღეს ხდებოდა სირცხვილია. მამუკა მდინარაძე პარლამენტის ოპოზიციონერი წევრების სპიკერატიდან გაყვანას ცდილობდა. სერგო რატიანი გავრილოვზე - პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასვეს კომუნისტი, რომელსაც თავი მართლმადიდებელთა მფარველად მოაქვს - ეს დიდი სირცხვილია და ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ელენე ხოშტარია - სამწუხაროა, რომ კამათია თემაზე - უნდა იჯდეს თუ არა პარლამენტის დარბაზში მკვლელი და ოკუპანტი გავრილოვი. აკაკი ბობოხიძემ რუსი დეპუტატების მიმართულებით პარლამენტის ტრიბუნიდან წყალი გადაასხა. პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში ემზარ კვიციანი ოპოზიციონერ დეპუტატებს დაუპირისპირდა. ზაზა გაბუნია - მოვითხოვ, ასამბლეის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და რუსი დეპუტატების პარლამენტის დარბაზიდან და ქვეყნიდან დაუყოვნებლივ წასვლას. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა აღარ გაგრძელდა, დელეგატებმა პარლამენტის შენობა დატოვეს. სამოქალაქო პირები ზაქარია ქუცნაშვილს - მოღალატე და მონა ხარ. მამუკა მდინარაძე - ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს, რომ გავრილოვი მოხვედრილიყო პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, პასუხი მოეთხოვებათ. პარლამენტის შენობასთან შეკრებილები ითხოვდნენ, რუს დელეგატებს ტერიტორია დატოეტოვებინათ და ასამბლეა შეჩერებულიყო. გიორგი კანდელაკი - წაბილწეს ჩვენი პარლამენტი! პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა ბატონი გავრილოვი. სალომე სამადაშვილი - ვითხოვთ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დასრულდეს რეზოლუციის მიღებით, რომელიც მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. არჩილ თალაკვაძე - რუსი დეპუტატების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის - დუმის წევრებმა პარლამენტი და საქართველო უნდა დატოვონ! ზაქარია ქუცნაშვილმა სამოქალაქო აქტივისტებს ბანერი დაუხია, რომელზეც „სირცხვილი მთავრობას“ ეწერა. ვატო შაქარიშვილი - „კობახიძე = გავრილოვს"! პარლამენტის უღირსი თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს - ის ალბათ, მდინარაძის კაბინეტში ყავას სვამს. სოფო კილაძე - ყველაზე საშინელ კოშმარშიც გამიჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რომ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს დაიკავებდა. აკაკი ზოიძე - მიუღებელია, რაც პარლამენტში ხდება - ვგრძნობ ჩემს წილ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. ნიკა მელია - ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე ვეღარ იქნება და სასესიო დარბაზში ვეღარ შემოვა. კახა კალაძე - კატეგორიულად მიუღებელია, რაც პარლამენტში ხდება, რუს დელეგატებთან შეხვედრა აუცილებლად უნდა გადაიდოს - ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. დავით ბაქრაძე - დღეს დავინახეთ, რომ ყოველგვარი ტანკის და ჯარის გარეშე მოხდა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია. პარლამენტის შენობაში დეპუტატ ემზარ კვიციანსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადვოკატი - გურამ ფალავანდიშვილის ადგილსამყოფელი ჩემთვის უცნობია. ზაქარია ქუცნაშვილი - თუ საჭიროა, მე ვიქნები პასუხისმგებელი პირი. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. ირაკლი ღარიბაშვილი - რა საჭირო იყო ამ ფარისევლური კონფერენციის პარლამენტის დარბაზში ჩატარება და მითუმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის დასმა პარლამენტის სპიკერის სკამზე? პარლამენტის შენობასთან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული. დავით ბაქრაძე - ირაკლი კობახიძეს მოვუწოდებთ, აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტზე და გადადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურას. მამუკა ბახტაძე - უმძიმესი სანახავია პარლამენტის ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა! მივმართავ ორგანიზატორებს, დაუყოვნებლივ განუმარტონ საზოგადოებას მომხდარის მიზეზები. პარლამენტის ფოეიში, მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, დეპუტატი სალომე სამადაშვილი შეუძლოდ გახდა. „რედისონისკენ“ მიმავალი აქციის მონაწილეების ნაწილმა რუსთაველზე საავტომობილო გზის ნაწილი დაიკავეს. სერგეი გავრილოვი - რადიკალებმა სხდომა შეგვაწყვეტინეს! წყალი შემასხეს და დოკუმენტების წართმევა სცადეს. გიგი უგულავა - დღეს გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამს იმ ადამიანების გვამებზე დააკატავებდა, ვინც ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის თავი გაწირა. ნუკრი ქანთარია - ვიღაცას ცოტა თავი რომ გაენძრია, გაიაზრებდა, რომ არ შეიძლებოდა ამ თავყრილობის მოწვევა მაშინ, როცა ასამბლეის თავმჯდომარე რუსი დეპუტატია. გრიგოლ ვაშაძე - სასწრაფოდ გადადგეს კობახიძე და ქუცნაშვილმა სისხლის სამართლის წესით აგოს პასუხი. სერგეი გავრილოვი - რუსეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე ყველა მოლაპარაკება ჩაშლის საფრთხის ქვეშ არის. დავით ჭიჭინაძე - ირაკლი კობახიძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს! გიგა ბოკერია - ერთი კვირაა მოვითხოვთ, რომ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია ასეთი პირების საქართველოში შემოშვება - ახლა ვის ატყუებენ, რომ ამის შესახებ არ იცოდნენ. ირაკლი კობახიძე - რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამ ქვეყნის პარლამენტის წევრი იჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც ძალიან მძიმე სანახავი იყო. რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა ბათუმშიც გააპროტესტეს. სერგეი გავრილოვი - საქართველოს პარლამენტში ჩატარდა ექსტრემისტული აქცია რუსეთის პრეზიდენტის და დელეგაციების დისკრედიტაციის მცდელობით. ზაქარია ქუცნაშვილი - საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი. ირაკლი ოქრუაშვილი - არა მარტო აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციაა, დღეს თბილისიც და ხელისუფლებაც ოკუპირებულია და ამ სცენარის განმახორციელებელი ივანიშვილია. უკრაინელი დეპუტატი - რუსეთი ამტკიცებს, რომ მართლმადიდებლური კულტურის მქონე ქვეყანაა, თუმცა, ახდენს მართლმადიდებლური საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ოკუპაციას. არჩილ თალაკვაძე - ჩემი ინფორმაციით, იყო შეთანხმება, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას ბერძენი კოლეგა უნდა გაძღოლოდა. გუბაზ სანიკიძე - სავარძელში, სადაც თავის დროზე ზვიად გამსახურდია იჯდა, ოკუპანტი და 21-ე საუკუნის ჯალალ-ედ-დინი ვიხილეთ. თაკო ჩარკვიანი - ოპოზიციის სისუსტე იქნება, თუ მხოლოდ ირაკლი კობახიძის გადადგომით დაკმაყოფილდება, მოღალატე ხელისუფლება უნდა გადადგეს. ემზარ კვიციანი - გავრილოვი არის პროქართველი, ამიტომაც მოხვდა დღეს მას - ივანიშვილი, ბოკერია და სააკაშვილი ერთი "კამანდაა". ზუგდიდში, რუსი დეპუტატების საქართველოს პარლამენტში ყოფნა აქცია- მსვლელობით გააპროტესტეს. ლევან გოგიჩაიშვილი - ერთადერთი კარგი გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა. „დაიცავი საქართველო” - „ნაცებმა” ტანკებით შემოიყვანეს რუსეთი საქართველოში, ხოლო “ოცნებამ” პარლამენტის მთავარ სავარძელში დააბრძანა. გიორგი ვაშაძე - ჩვენ, დღეს ვნახეთ ხელისუფლება, რომელსაც თავმოყვარეობა აქვს დაკარგული. სერგეი გავრილოვი „რედისონის“ ტერიტორიდან გაიყვანეს - აქციის მონაწილეებმა რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს. ხატია დეკანოიძე - სერგეი გავრილოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩუმად აპარებენ. პარლამენტთან ინციდენტი მოხდა. პარლამენტის ეზოში დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. პარლამენტის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. თელავში აქციას „ რუსეთი ოკუპანტია“ რუსი ტურისტი შეუერთდა. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც შეუერთდნენ. ფოთში გამართულ აქციაზე, რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა გააპროტესტეს. სალომე სამადაშვილის განცხადებით, აქციის მთავარი მოთხოვნა ირაკლი კობახიძის და გიორგი გახარიას გადადგომაა. ალეკო ელისაშვილი - დღეს ყველას შეგვაფურთხეს, ყველა ქართველს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ნუკრი ქანთარია - განმარტებები უნდა გააკეთონ მათ, ვინც ვერ გათვალა, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში თავისი სკამით არ შემოვიდოდა. კახა ოქრიაშვილი პარლამენტში განვითარებული მოვლენების გამო, ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ბიძინა ივანიშვილი - დაუშვებელია, პარლამენტში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენელი ხელმძღვანელობდეს რაიმე სახის ფორუმს - როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა. მიხეილ სააკაშვილი - ის, რომ პარლამენტის ფსევდო თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა რუსი დეპუტატი, ეს არის ახლა მთავარი პრობლემა? - ერთმა გავრილოვმა გაგაკვირვათ? საპროტესტო აქციაზე გამომსვლელების ინფორმაციით, თბილისისკენ მოსახლეობა რეგიონებიდანაც დაიძრა. პარლამენტთან ვითარება კვლავ დაიძაბა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს. პარლამენტის შენობაში მამუკა ბახტაძე მივიდა. გიორგი გახარია - რაც ახლა აქ ხდება, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით მცდელობა, რომ ქვეყანა მივიყვანოთ კატასტროფისკენ. კახა კალაძე - მოვუწოდებთ დემონსტრანტებს, არ აყვნენ ავანტიურისტ პოლიტიკოსებს და არ გახდნენ მათი დანაშაულებრივი ზრახვების უნებლიე თანამონაწილეები.

      თავმჯდომარე აზერბაიჯანში - ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა.

      ფერადოვანი მარში - „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. რუსთაველის მეტროში რამდენიმე მამაკაცი ორ ახალგაზრდას, სავარაუდოდ, საყურის გამო ფიზიკურად გაუსწორდა. ერთ-ერთი ვერსიით, რუსთაველის მეტროში ფიზიკური დაპირისპირება იმან გამოიწვია, რომ ორი ახალგაზრდა მატარებლის კარებს დახურვის შესაძლებლობას არ აძლევდა. "რუსთაველის" მეტროში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება რასობრივი, რელიგიური ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს. გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი „თბილისი პრაიდზე“ - ვიმედოვნებთ, რომ შსს უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხოებას ამ კონკრეტული მარშის თუ სხვა მსვლელობის დროს. ევროპელი დეპუტატები ევროკომისრებს მიმართავენ და სთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას ლგბტ თემის დემონსტრაციის უფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდონ. შსს-მ მეტროსადგურ „რუსთაველში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავა. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი - მეტროში სცემეს მუსიკოსები, ხვალ შეიძლება ჩემს შვილს ქუჩაში სცემონ იმის გამო, რომ რაღაც სტანდარტებში არ ჯდება. გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს. ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. ლევან ვასაძე - მე მივდივარ პოლიციაში, იმისთვის, რომ ვიყო კანონმორჩილი მოქალაქე.

      გარდაიცვალა მეუფე კალისტრატე - ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე კალისტრატე გარდაიცვალა.

      გიორგი მარგველაშვილი - ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვართ, მთავარი დასაცავი აღმოჩნდა ქართული პოლიცია, რომელიც ძალიან მძიმე სანახავია.

      გამოცდების მოახლოება - საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს დღეიდან შეეძლებათ.

      პარტნიორობა - ლუიზა ვინტონი - უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საჯარო-კერძო პარტნიორობის განმტკიცებისა და შესაბამისი კანონმდებლობის უზრუნველყოფისკენ. მამუკა ბახტაძე - ჩვენ განსაკუთრებულად დაინტერესებული ვართ, მეტი კერძო ინვესტიცია ვიხილოთ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. იეშიმ ელჰან-ქაიალარი - საქართველოს მიმზიდველობა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით დღითიდღე იზრდება.

საზღვარგარეთულები:

      ლიდერები - დონალდ ტრამპი „დიდი ოცეულის სამიტის“ ფარგლებში ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 24

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივნისი, ნიუსები, სიახლეები

George: ივნისი 21, 2019||6:00pm

ვაჟა პშაველას დედა **** !  ჯოყოლა- მოღალატემ ძმის მკვლელი არა მხოლოდ თავის სათათბიროში(სახლში)  დაპატიჟა, არამედ მოკლული ძმის სკამზე დასვა და ტკბილად გაუმასპინძლდა ! 

George: ივნისი 26, 2019||5:11pm

მართმადიდებლებმა მართმადიდებლური სტუმართმოყვარეობით მართმადიდებლურ ფორუმზე უთავაზეს მართლმადიდებელ-კომუნისტს(!) მართლმადიდებლური გინება, რის გამოც მართლმადიდებლური კაცთმოყვარეობით დაისაჯნენ მართლმადიდებელი სამართალდამცველთაგან ! #იყვარებოდეთურთიერთარს

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ბანკირი გაყინული ანგარიშებით, ტელევიზია უჟურნალისტოდ, შვებულება საქმით და ოკუპაცია ბოძებით

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 20, 2019.
საათი: 11:24pm 2 კომენტარი

      ქვეყანაში ისე დაცხა, სრული არეულ დარეულობაა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკირს საბანკო ანგარიშები აღარ აქვს, ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას კი ჟურნალისტები გაექცნენ, პრეზიდენტი…

გაგრძელება

ხლართებით ოკუპაცია, თბილისის მომართულობა და გაუკოტრებელი რუსთავი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აგვისტო 19, 2019.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      როგორც ჩანს ლიხის ქედი თავის ძალას წარმოაჩენს - სინოპტიკოსები გასხვავებულ დასავლეთ-აღმოსავლეთს გვპირდებიან - დასავლეთში წვიმა, აღმოსავლეთში ცხელი და უნალექო ამინდი. რაც შეეხება პოლიტიკურ ამბებს -…

გაგრძელება

ორი მზის ტბორი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: აგვისტო 19, 2019.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ორი მზე ხვდება ერთმანეთს ამ ტბორში. ეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, როცა წყლის შროშანის მოწყვეტას…

გაგრძელება

მავრიტანიული სოფელი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 18, 2019.
საათი: 11:17pm 5 კომენტარი

      ცხოვრება საჰარის უდაბნოში არც ექსტრემია და არც თავზეხელაღებულთა უშნო ახირება - ესაა ცხოვრება იქ სადაც გინდა და ისე, როგორც გიყვარს. გამონაკლისი არც მავრიტანიის ერთი ძველი სოფელია, რომელიც კიდევ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters