პოლიტიკური ასპარეზი, კინკლაობა, ვაქცინები და კვლევის რეპორტი

      ძლივს ჩამოთბა, მაგრამ პოლიტიკური გამოცოცხლება ჯერ მხოლოდ ანონსებსა და კინკლაოაბში ისმის. ვაქცინაცია ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მოახლოებული საეკლესიო დღესასწაულები და ჩაკეტვების მოლოდინებია. ამასობაში IRI-მ კვლევაც დადო.  კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 284061, ბოლო დღე-ღამეში - 228, გამოჯანმრთელებული - 275024, ბოლო დღე-ღამეში - 425, გარდაცვლილი - 3822, ბოლო დღე-ღამეში - 11; კარანტინის რეჟიმში - 219. დოლარის ფასი ლარში - 3.4173.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 05 აპრილი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - 55 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 9 211 ტესტი ჩატარდა. 11 ადამიანი გარდაიცვალა. აჭარაში „ფაიზერი“ ამ დროისთვის 503 პირს, „ასტრაზენეკა“ კი 573 ადამიანს აქვს გაკეთებული. ამირან გამყრელიძე - ეპიდემიის დამარცხების გზა მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის. დადებითობის მაჩვენებელი დღევანდელი რიცხვით გვაქვს 2,48%, რაც მომატებულია როგორც 7-დღიან, ასევე 14 - დღიან მონაცემებში. იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღის აღმზრდელების ჩართვაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ. თუ არ გვინდა, რომ შევიდეთ მესამე ტალღაში და ქვეყანაში გამეორდეს ნოემბერი და დეკემბერი, უნდა დავიცვათ რეკომენდაციები. უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კარგა ხანს, სულ მცირე წლის ბოლომდე და მეტი, პირბადეების ტარება, ალბათ, დაგვჭირდება. ეტაპობრივად გაფართოვდება იმ ჯგუფების ჩამონათვალი, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში ჩართვა შეეძლებათ. ხელისუფალიც და ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს, არავითარი პრივილეგია არ უნდა არსებობდეს. ქვეყანაში აცრილია 11 603 ადამიანი, დღეში საშუალოდ გვაქვს 1000 აცრა, მაგრამ ეს ცოტაა - ჩვენ გვჭირდება სულ მინიმუმ 3000 აცრა დღეში. ჩინეთის ელჩი - როგორ იტყვიან, „მეგობარი გასაჭირში იცნობაო“ - ქართული მხარის თხოვნით, ჩინურმა მხარემ საქართველოს ვაქცინა მიაწოდა, რომლის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დონე ძალიან მაღალია. ჯანდაცვის მინისტრი - 40 მილიონზე მეტი ადამიანი არის აცრილი ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით, შესაბამისად, მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის. აპრილის შუა რიცხვებში „სინოფარმი“ ჯანმო-ს რეგისტრაციას ელოდება, ეს საშუალებას მოგვცემს, 15 აპრილის შემდეგ ხელმისაწვდომი გავხადოთ რეგისტრაციის მოდელი. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება ცნობილი, დაწესდება თუ არა რაიმე შეზღუდვა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების სკოლაში კორონავირუსის გამო, ორი კვირის განმავლობაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. თამარ გაბუნიას განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები იმ რეგიონებში დაწესდება, სადაც ამის ეპიდემიოლოგიური საჭიროება გაჩნდება. წესები თუ არ დაირღვევა, ნამდვილად არ დაგვჭირდება ფართომასშტაბიანი შეზღუდვები არც 15 აპრილიდან და არც წინასააღდგომოდ.

      კინკლაობა - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე - ექვსი თვეა ჯიუტად ასრულებენ იმას, რაც ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესში შედის. დიმიტრი ხუნდაძე - „ნაცმოძრაობის" და ფანჩატურული ერთობის უდიდესი ნაწილის ინტერესშია, ყველა მიმართულებით დამძიმდეს მდგომარეობა, რომ დაანთონ ცეცხლი და შემდეგ ნაცარში გაკოტრიალდნენ. შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკური გადატვირთვა სჭირდება ოპოზიციას - კრიზისი არის ჩვენს ოპონენტებში. მანდატების გაუქმებაზე ჩვენი პასუხი ცნობილია - მოგვმართავენ და კიდევ ერთხელ ვეტყვით უარს. იაგო ხვიჩია - დღეს არც ერთი პარტია არ არის იმ შემადგენლობით, რა ფორმითაც ადამიანებმა ხმა მისცეს, ამიტომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რომ თვალგახელილებმა ჩავატაროთ ახალი არჩევნები. ლევან სამუშია - პრემიერი ღარიბაშვილი ზიზღისა და ძალადობის პოლიტიკას აწარმოებს, სხვა მეტი „ქართულ ოცნებას“ არაფერი დარჩენია. სოზარ სუბარი - ჩემთვის მიუღებელია ცოცხებით რომ ადამიანებს აუპატიურებდნენ, ციხეში რომ კლავდნენ - ზოგადად, ნიუტონის მესამე კანონია თუ არ ვცდები, რომ ქმედება იწვევს უკუქმედებას. ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა მანდატის შეწყვეტა - შეწყვეტის დღე რომ ახლოვდება, თხოვნას აყოლებენ, არ შეწყვიტოთო. გიორგი ღვინიაშვილი - ძალადობის წახალისება, ოპოზიციური პარტიების ოფისებზე თავდასხმა და საზოგადოების პოლარიზება „ქართული ოცნების“ და პრემიერ ღარიბაშვილის სტილია. გრიგოლ გეგელია - მზად ვართ, კრიზისი მედიაციის საშუალებით გადაიჭრას, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომლის პრემიერმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ეს ფორმატი უშინაარსო ყოფილა. დავით სერგეენკო მანდატებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებაზე - თუ ოპოზიციის პოზიცია ერთიანი და ჩამოყალიბებული იქნება, რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ლევან იოსელიანი - გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, რაც პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, კონკრეტული დეპუტატების განცხადებები შემოვა.

      არ არსებული განცხადება - საპატრიარქოს განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს პატრიარქმა ქადაგებისას, „კომენდანტის საათისა“ და შეზღუდვების გაუქმების შესახებ ისაუბრა.

      კვლევა - IRI - მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დროს, საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ ეკონომიკური პრობლემები და პანდემია. გამოკითხული მოსახლეობის 59% პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის მოქმედებით კმაყოფილია. გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე იყო, 19% კი ფიქრობს, რომ არასამართლიანად ჩატარდა, არ იყო სამართლიანი და გამჭვირვალე. გამოკითხულთა 82%-ს ქართული ჯარი მოსწონს, ეკლესია 79%-ს, მედია - 62%-ს. გამოკითხულთა 39% ვაქცინას არ გაიკეთებს. პოლიტიკურ პარტიებს ცალსახად გამოკითხულთა 5%, გარკვეულწილად კი -53% ენდობა. გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორებად აშშ-სა და ევროკავშირს მიიჩნევს. გამოკითხულთა 88% მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე რუსეთია. გამოკითხული მოქალაქეების 60% არ უჭერს მხარს ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას - 45% მხარს უჭერს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ხოლო 45% - წინააღმდეგია. მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 35% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 18% - „ნაცმოძრაობას“, 3% -3% - „ევროპულ საქართველოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“. კითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში, 27% - "ქართული ოცნებას", ხოლო 26% - “ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას” ასახელებს. გამოკითხულთა 89%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს, გიორგი გახარია 65%-ს, კახა კალაძე 54%-ს. სალომე სამადაშვილი - IRI-ის კვლევა დღეს რეალობას არ ასახავს, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა მას შემდეგ. გიორგი კანდელაკი - IRI-ის კვლევა აჩვენებს, რამდენად დაცემულია ნდობა „ქართული ოცნების“ მიმართ. ხატია დეკანოიძე - "ქართული ოცნება" ახერხებს შეინარჩუნოს პოლარიზაციის მაღალი დონე - ყველანი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რომელი პარტიის მომხრეა. გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ ქუჩაში გასვლა დააანონსა, IRI-მ არასასურველ სიურპრიზად კვლევა დაუდო - კვლევამ დაადასტურა საზოგადოების უმრავლესობის განწყობა, რომ პრიორიტეტი ვადამდელი არჩევნები არ არის.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - თურქეთში კორონავირუსის 42 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის უმრავლესობის წლის ბოლომდე ვაქცინაციის შესახებ. ინდოეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 103 558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 22 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსით 8 646 ადამიანი დაინფიცირდა, 343 კი გარდაიცვალა. Bloomberg - ამ დროისთვის მსოფლიოს 151 ქვეყანაში ვაქცინების 658 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, დღეში საშუალოდ 16.5 მილიონი ადამიანი იცრება. ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში, კორონავირუსის ახალი კლასტერის გაჩენის გამო, მოსახლეობას აცრიან. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 34 ადამიანი გარდაიცვალა.

      მედია - უკრაინული მედია - რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს. მედია - ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ ზელენსკი დონბასში არსებულ სიტუაციას ვლადიმერ პუტინის გარეშე განიხილავენ. დიმიტრი პესკოვი - რუსეთის არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის და იმ ფორმით, რა ფორმითაც საჭიროდ თვლის.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 81

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters