ანონსები ჩაკეტვებზე, ვაქცინაციაზე, ხელისუფლების ძალთა გადანაწილებებზე და ცოტა კვლევის ფიდბექზეც

      აქციები მხოლოდ სამომავლოდ იგეგმება, პარალელურად სამთავრობო გადაწყობებზე საუბრობენ, აქეთ ვაქცინაცია ძალების მოკრებას ცდილობს. განხილვის თემაა IRI-ს კვლევის შედეგებიც. ამასობაში საქართველოს ბოლო დროის დიდებული მწერალი მიაბარეს მიწას - გურამ დოჩანაშვილი საბურთალოზე დაკრძალეს. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 284958, ბოლო დღე-ღამეში - 897, გამოჯანმრთელებული - 275220, ბოლო დღე-ღამეში - 196, გარდაცვლილი - 3832, ბოლო დღე-ღამეში - 10; კარანტინის რეჟიმში - 191. დოლარის ფასი ლარში - 3.4069.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 06 აპრილი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 24 592 ტესტი ჩატარდა. 10 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1387 ფაქტი გამოავლინა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ფაიზერი“ ამ ეტაპზე 588 პირს, ხოლო "ასტრაზენეკა" 607 ადამიანს აქვს გაკეთებული. EMA უარყოფს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბის განვითარებას შორის კავშირი დადგინდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, განცხადებით, დაწესდება თუ არა ქვეყანაში კვლავ მკაცრი შეზღუდვები, ეს საზოგადოებაზეა დამოკიდებული. პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც გეგმით პრიორიტეტული ვაქცინაციაა განსაზღვრული და მხოლოდ პრომოციისთვის ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ. ხვალ იმუნიზაციის საბჭოზე განიხილავენ საკითხს, რომ ვაქცინაციის პროცესში ასაკის მიუხედავად ქრონიკული დაავადების მქონე პირებიც ჩაერთონ. ღამით გადაადგილების შეზღუდვის შემდეგ, ეფექტური საშუალება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული მოდიფიცირება და მგზავრთა ნაკადების კონტროლია. კონკრეტული შეზღუდვების გეგმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჯერ არ შემუშავებულა. მესამე ტალღისთვის სისტემა ტექნიკურად მზადაა, თუმცა სტრესულ გარემოს, რომელიც პიკურ პერიოდში გვქონდა, სამედიცინო სფერო, ვფიქრობ, რთულად გადაიტანს. საქმე გვაქვს დაუდგენელ კლასტერთან და ინდივიდუალურ გავრცელებასთან, ეპიდემიური სურათის გაუარესების ნიშნები იკვეთება. კლინიკებისთვის ტარიფების ახალი ნაკრები ივნისის თვისთვის განისაზღვრება. მოქალაქეებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს, მეორე ეტაპისთვის დარეგისტრირება თავიდან მოუწევთ. ამირან გამყრელიძე - პირველი განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ - დაახლოებით 10 მოზრდილი კლასტერი გვაქვს სხვადასხვა რეგიონში, რაც ვირუსის საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია. მესამე ტალღის დაწყების წინა ეტაპზე ვართ. თუ ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ მოიმატა, იძულებული ვიქნებით, უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების საკითხი დავაყენოთ. ვირუსის ახალი შტამები თანდათან უფრო ვრცელდება - ჩვენთან ძირითადად ე.წ. ბრიტანული შტამი ცირკულირებს. მასობრივი იმუნიზაციისას ქვეყანაში ვაქცინის ნახევარი მილიონი მარაგი უნდა იდოს. საკომუნიკაციო კამპანია არ არის ისეთი, რომ აჯობოს ანტივაქსერულ მოძრაობას. თენგიზ ცერცვაძე - ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, თუ გვინდა, არ გვქონდეს შეზღუდვები, უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის მასშტაბურ კამპანიაში, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს.

      ერთი მონეტის ორი მხარე - ოპოზიცია და პოზიცია ერთ ბლოკში - ირაკლი ქადაგიშვილი - ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკებისთვის და გონივრული კომპრომისების მიღწევისთვის. ნუ ჰყავთ მძევლად აყვანილი ნიკა მელია და თუ რიგგარეშე არჩევნები უნდათ, ეგ აბსოლუტურად სხვა ამბავია, სხვა ისტორიაა. გიორგი ღვინიაშვილი - რამდენად სერიოზული იქნება გახარიას რეიტინგი ოპოზიციაში, ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ნუ იფიქრებს ხელისუფლება, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებით კრიზისი ამოიწურება და დაგვავიწყდება რურუა ან ახალი არჩევნები. ანა დოლიძე - კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე განვიხილეთ გზები, როგორ შეიძლება განხორციელდეს დანიელსონის გეგმა. შალვა პაპუაშვილი - კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსახლეობისთვის ოპონენტების მიერ არჩეული ბოიკოტის გზა მიუღებელია. პაპუაშვილი ნიკა მელიას სასამართლო პროცესზე - ეს ჩვენთვის არაფრის შემცვლელი არ იქნება, ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის ჩვენი მოქალაქეები და მათი არჩევანი, რომელიც გაკეთდა 31 ოქტომბერს. გიორგი ხვედელიანი - გიორგი გახარია იყო პრემიერი და ვერაფერი შეძლო, ისიც ვერ შეძლო, ერთი მინისტრი მეორეთი შეეცვალა. ეკა ბესელია - თუ კალაძემ წასვლაზე იფიქრა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ არ მისცეს იმხელა ტრამპლინი, რამხელა ამბიციაც ჰქონდა. დავით მათიკაშვილი - ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, ვინც მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი მოჯადოებული წრიდან გამოვა, მოლაპარაკების კარი ღიაა. გიორგი ვაშაძე - ჩვენი ბოიკოტის მიზანია, ის შიმშილი და გაჭირვება, რომელიც ქვეყანაშია, დავამარცხოთ და ვერ დავამარცხებთ თუ ხელისუფლებაში მყოფი ძალა არ იგრძნობს ანგარიშვალდებულებას ხალხის წინაშე. ხათუნა ლაგაზიძე - ტენდენცია ცხადია - ოპოზიციის მიმართ იმედგაცრუება იმატებს, შესაბამისად, იკლებს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა, მაგრამ არ იკლებს ოპოზიციური განწყობა. გიორგი ვაშაძე - უახლოეს დღეებში გვეცოდინება შემდგომი მოლაპარაკებების რაუნდი როდის იქნება - სიტუაცია საკმაოდ რთული და ჩიხურია, მაგრამ გამოსავალს ვხედავ. სოზარ სუბარი - ოპოზიციის აქციაზე 5 000 კაცი გამოვა და იყვირებენ 350 000 გამოვედითო - ბევრჯერ გვინახავს ქადილი, მაგრამ შედეგი არაფერი. როცა გახარია რეიტინგებში ლიდერობდა, „ქართული ოცნების“ ლიდერი იყო - რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, ნუ ცხოვრობთ მოგონილი თემებით. ლევან იოსელიანი - ვადამდელ არჩევნებზე გაჯიუტება ქვეყნისთვის დათვური სამსახურის გაწევაა, ქვეყნის ინტერესების ღალატი. ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე - არავითარ პრობლემებს არ ველოდებით. კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე - არც ამ ეტაპზე და არც იმ ეტაპზე, არანაირი დაპირისპირება არ იქნება, გპირდებით. ინფორმაცია, კახი კალაძის მიერ გუნდის დატოვებაზე, წმინდა წყლის სპეკულაციები და რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, რომ წყალწაღებული რამენაირად ხავსს მოეჭიდოს. დავით ჭიჭინაძე - ამ სრულიად გაუაზრებელი კორონა ჩაკეტვებით „ოცნების“ მთავრობა არსებული ეკონომიკური უძლურების დამარცხებას ცდილობს, სინამდვილეში კი, ქვეყანას კატასტროფისკენ მიაქანებს.

      კვლევის ფიდბექი - პაატა მანჯგალაძე IRI-ის კვლევაზე - ეს ტენდენციები ჩვენთვის ცნობილია - პოლიტიკოსები პოლიტიკური თემატიკით ძალიან გავერთეთ. ვახტანგ ძაბირაძე - IRI-ის კვლევები სანდოა და კარგი იქნება თუ პოლიტიკური სპექტრი გადაბრალებას არ დაიწყებს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი როგორ მოიქცეოდა. გია ხუხაშვილი - კვლევა თებერვალშია ჩატარებული, ამ თვენახევარში კი ხელისუფლების რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცემოდა თუნდაც იმიტომ, რომ გახარია წავიდა და უავტორიტეტო პრემიერმა ჩაანაცვლა. ლევან იოსელიანი - IRI-ის კვლევა ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილებების სისწორეს, რომ პარლამენტში შევედით. ალეკო ელისაშვილი - IRI-ის კვლევაც ამბობს, რომ ბოიკოტს უკვე აზრი აღარ აქვს, ამას უნდა მიხვდეს ყველა, რეალობისთვის თვალის გასწორება თუ არ შეგიძლია, ესე იგი, ცუდი პოლიტიკოსი ხარ. დავით მათიკაშვილი - IRI-ის კვლევაზე არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი და მათ გააჩნიათ საკმაოდ ობიექტური საფუძველი, რადგან საველე სამუშაოებს ასრულებს „ნაცმოძრაობასთან" აფილირებული ორგანიზაცია. კახა ქემოკლიძე IRI-ს კვლევაზე - გამოჩნდა, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარის პოლიტიკური ფიგურები შეეცადნენ, გახარიას მაღალრეიტინგულობა განხილვის საგანი არ ყოფილიყო. რომან გოცირიძე - IRI-ის კვლევა გვიჩვენებს ერთ მთავარ დასკვნას, რომ საქართველოში კოალიციური ხელისუფლების დრო მომწიფდა. ირაკლი კობახიძე - IRI-ის კვლევა აჩვენებს, რომ რამდენიმე პროცენტით არის გაზრდილი საზოგადოების მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ.

      საია - პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნა გაზრდილია - სასამართლოს გადაწყვეტილებები ნაკლებად არის დასაბუთებული, ხშირ შემთხვევაში, გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და შაბლონურია.

      ირაკლი ღარიბაშვილი - გიორგი მაზნიაშვილი ყველაფერზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს აყენებდა და გმირული ისტორიით სანიმუშოდ დარჩება ყველასთვის, ვისთვისაც სამშობლო უზენაესი ფასეულობაა.

      ნასამართლევი რექტორი - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სტუდენტებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილე სტუდენტები ამბობენ, რომ დავით გურგენიძე სამჯერ ნასამართლევია და ის არ უნდა იყოს უნივერსიტეტის რექტორი.

      IDFI - 35 მუნიციპალიტეტის მონაცემებით, მათ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 5%-ით იზრდება - სახელფასო ფონდების მოცულობა -14%-ით.

      კომპანია „ენკა“ ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ რეპუტაციის შელახვის მცდელობაში ადანაშაულებს.

      დოჩანაშვილის დაკრძალვა - პატრიარქი - გურამ დოჩანაშვილის სახით ქვეყანას კიდევ ერთი ბუმბერაზი ადამიანი დააკლდა. გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს.

      Facebook-მა ქართულ მარშათან დაკავშირებული ანგარიშები და ჯგუფები წაშალა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - მექაში რამადანის დაწყების შემდეგ მხოლოდ ვაქცინირებული მომლოცველები დაიშვებიან. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 13 პაციენტი გარდაიცვალა. გერმანიის მმართველი პარტიის თავმჯდომარე „ლოქდაუნის“ გამკაცრებას ითხოვს. რუსეთში კორონავირუსით 8 328 ადამიანი დაინფიცირდა და 389 გარდაიცვალა. Bloomberg - ვაქცინაცია მსოფლიოს 155 ქვეყანაში მიმდინარეობს, გამოყენებულია ვაქცინების 673 მილიონზე მეტი დოზა.

      ნიკოლ ფაშინიანი - თურქეთმა სომხეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკა უნდა შეცვალოს.

      რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ვაშინგტონი კიევისა და მისი დასავლელი მფარველების პროვოკაციული პოლიტიკის შედეგებით შეშფოთებული უნდა იყოს. იენს სტოლტენბერგი - ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 80

ტეგები: qwellynews, ამბები, აპრილი, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters