ჩემპიონი და რეკორდსმენი, კოვიდის ახალი პიკი და პრეზიდენტის რეზონანსი, იუსტიცია და თბილისი

      სიცხეები იწყება, იუწყება და გვაფრთხილებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მაგრამ კარგი ამბებიც გვაქვს - დღეს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ლაშა ტალახაძემ მედალი მოიპოვა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. დღის მთავარი თემა ამ გამარჯვებით სიხარულის პარალელურად, პრეზიდენტის გუშინდელი ხმაურიანი განცხადება და ოცნებისგან გამიჯვნა იყო, ასევე კოვიდი და მასშტაბური პროპაგანდები ვაქცინაციაზე და იუსტიციის მინისტრის ვრცელი პრეზენტაცია. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1022 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 4 აგვისტო, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 38 ადამიანი. 95 წლის მზექალა შანიძე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 61 750-მა პირმა გაიკეთა. ეკატერინე ტიკარაძე და საფრანგეთის ელჩი რესპუბლიკურ საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ. ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში ვაქცინაციაზე მისული პირებისთვის კარვები გაიხსნა. კარვებში სამედიცინო პერსონალი განთავსდება, რომელიც ვაქცინირებულ პაციენტებს დააკვირდება. თამარ გაბუნია - თუ შეზღუდვების გამკაცრებაზე იქნება საუბარი, ეს ისევ ნიღბების ტარებაზე მკაცრი მონიტორინგი იქნება, როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეებში. ვაქცინაციაზე მატების ტენდენციაა, ბოლო 7 დღის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი 15 000-ზე ზემოთაა. ინფიცირების 4000 შემთხვევაზე მეტი მიუთითებს იმას, რომ მეოთხე ტალღის პიკია. დაჯავშნილ ვაქცინებზე 3000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა, შესწავლა მიმდინარეობს, ეს ანტივაქსერთა ჩარევაა თუ მოქალაქეთა სპონტანური ქმედება. ბელგია მესამე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს „ასტრაზენეკას“ გადასცემს - 86 400 დოზას.

      სანახავი ვარძია - Forbes-მა ვარძია ყველაზე შთამბეჭდავ დასათვალიერებელ მიმართულებად დაასახელა.

      პრეზიდენტის რეზონანსული განცხადება ევროპული ყაიდის ხელშეკრულებაზე - სალომე ზურაბიშვილი გუშინ გამართულ ბრიფინგზე „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნა და განაცხადა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. ლაშა დამენია - „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივი ქმედებების გამო, სალომე ზურაბიშვილიც კი იძულებული გახდა მას გამიჯვნოდა. პაატა მანჯგალაძე - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩაიდინა, რომ პრეზიდენტიც კი ვერ გაჰყვა ამ სისულელეში - მისი გზავნილები სწორი იყო. იაგო ხვიჩია - პრეზიდენტის განცხადება ადეკვატურია, თუმცა მხოლოდ საუბარი არაფერს შველის - ყველა უნდა ვეცადოთ „ქართული ოცნების“ ვნებების მოთოკვას. რატი ბრეგაძე - პრეზიდენტის ინსტიტუტი ზეპარტიულია და ის ვერცერთ პარტიას ვერ დაუპირისპირდება - მე სრულად ვიზიარებ იმ განცხადების შინარსს, რომელიც პარტიის ხელმძღვანელობამ გააკეთა. გია ხუხაშვილი - სალომე ზურაბიშვილი მსჯელობს როგორც სახელმწიფოს მეთაური და ის, რომ მისი პოზიცია ოპოზიციის აზრს დაემთხვა, არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ოპოზიციონერია. გიგა ბოკერია - ისე ღრმად შეტოპა ივანიშვილის რეჟიმმა, რომ ზურაბიშვილის მსგავსი უპასუხისმგებლო ფიგურაც კი საჭიროდ თვლის, თავი დაიზღვიოს და დისტანცია დაიჭიროს. ლევან იოსელიანი - პრეზიდენტმა ადეკვატური განცხადება გააკეთა, როცა ერთი მხრივ, "ნაცმოძრაობის" როლზე ისაუბრა, მეორე მხრივ, აღნიშნა "ოცნების" უპასუხისმგებლო ქმედება. გია ვოლსკი პრეზიდენტზე - როცა ვითარებას აფასებ, უნდა იყო უფრო ზუსტი და დაბალანსებული - მან არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც დესტრუქციული პროცესების მცდელობა ჰქვია. მიხეილ სარჯველაძე - პრეზიდენტის განცხადება გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს - არ მგონია, რომ სწორად იყო წარმოჩენილი ვითარება, თითქოს ოპოზიცია მუშაობდა და მოწმენდილ ცაზე მეხივით იქნა გადაწყვეტილება მიღებული ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.

      იუსტიცია - იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე - 2030 წლისთვის, იუსტიციის სახლებმა მთელი საქართველო უნდა მოიცვას. მიწის რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით მთლიანად დასრულდება. იუსტიციის სახლი მომხმარებლებს პრემიუმ სერვისს - „პერსონალურ ასისტენტს“ შესთავაზებს. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ყველა რეგიონში გაიხსნება. იუსტიციის სამინისტრო პრობაციონერთა კონტროლის ინოვაციურ მექანიზმს ნერგავს. დღეს ციხეს მართავს ციხის ადმინისტრაცია - მაგალითად, გლდანის ციხეში, რომელიც წამების სიმბოლო იყო, დღეს პატიმრები არიან დასაქმებული და მოჰყავთ ჟოლო. ანჩისხატის საპატრიარქოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება კონსენსუსით იქნება მიღებული.

      თბილისის ამბები - ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამას კიდევ 702 საპარკინგე ადგილი შეემატება. საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად თბილისში მცხოვრებ კიდევ 40 ოჯახს დაუკანონდება. ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, წყნეთში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. „საარჩევნო პერიოდში თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციასთან“ დაკავშირებით ბრძანება დამტკიცდება. „თბილსერვის ჯგუფი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თბილისის მასშტაბით, ღამის საათებში გაიტანს. კალაძე - ვარკეთილში მდებარე სკვერში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა, რომელიც სამწუხაროდ, უკვე დაზიანებულია. ძეგლს სათვალე მოპარეს. ვანდალიზმის ჩამდენი პირები ხშირად მოზარდები არიან, მათ აგრესიულ ქცევას კი უფროსები მშვიდად ადევნებენ თვალყურს, რაც ძალიან მძიმეა.

      საზღვაო ბაზა - გურამ გურამიშვილი - უმნიშვნელოვანესია საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგურში განხორციელდეს სერვისების გაციფროვნება და ერთი ონლაინ პლატფორმის ქვეშ გაერთიანება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე - ერთ ციფრულ პლატფორმაზე ინტეგრირება შავ ზღვაზე რეგიონულ თანამშრომლობას გააღრმავებს.

      Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ქართულ-უკრაინული ერთობლივი საველე სწავლება გაიმართა. საქართველოსა და უკრაინის საზღვაო დანაყოფების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა.

      საერთო სამაგისტრო გამოცდის დამატებითი სესიები 12 და 13 აგვისტოს ჩატარდება.

      მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ჯანმო - მსოფლიოში გასულ კვირას კოვიდ 19-ით ინფიცირების 4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კორონავირუსს 64 000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 280 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 ადამიანი. რუსეთში კორონავირუსის 22 589 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 790 ადამიანი გარდაიცვალა. ურსულა ფონ დერ ლაიენი აშშ-ს ევროკავშირიდან ჩასული მგზავრებისთვის დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას სთხოვს. ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, მესამე დოზით ვაქცინაციაზე სექტემბრის ბოლომდე მორატორიუმი გამოცხადდეს, რათა ყველა ქვეყანაში მოსახლეობის 10%-ის აცრა მოხერხდეს.

      ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

      კიევში, მთავრობის შენობაში შეჭრილი მამაკაცი ყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, მაგრამ მალევე დააკავეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 172

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters