დაპირისპირება პოლიტ. ველზე, მერაბიშვილის გამოსვლა, კალაძის დედაქალაქელობა, შოთაძის პრობლემები, მარგველაშვილის პოლიტიკა

      ქვეყნის მთავარი ამბავი დღევანდელ ნიუსრუმში, პოლიტიკური დაპირისპირებაა ნაცებსა და ქოცებს შორის - დღეს ერთი უცხოელი მხატვარი ამბობდა, გაოცებული ვარ ქართველებით - სად გაგონილა ოპოზიციამ სახელმწიფო ინსტიტუტს ბოქლომი დაადოსო ან კიდევ, მთავრობამ იმაზე ისაუბროს რომ ქვეყანას დემოკრატიით მართავს ან კიდევ მთავარი პრობლემა ოპოზიციააო. თუმცა ქვეყნის შიგნით სხვა ამბავი კალაძის თბილისია, მერაბიშვილის გათავისუფლება, აჭარის ტელევიზია და გარემოს დაცვის სამინისტროს იდეები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 19 თებერვალი, 2020

      ტელევიზია აჭარაში - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის მედია პლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე. კერძოდ, 2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობის დროს, მისმა ახლად არჩეულმა დირექტორმა არხს კრიტიკული ტონი დაუწუნა.

      საქართველოსი გავლენიანი ბრიტანელი - საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი - ეჭვი მაქვს, რომ შესაძლოა, მოწმე ვიყოთ იგივე შეცდომების გამეორების, რომლებსაც წინა მთავრობები უშვებდნენ. ბრიტანეთის ყოფილი ელჩი - საქართველო ამერიკის კეთილი ნების არაპროპორციულად მეტ წილს იღებს, მან ეს დაიმსახურა, მაგრამ მასთან ერთად ბევრი სხვა ქვეყანა ახორციელებს რეფორმებს.

      გაეროელი - გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი - ლუიზა ვინტონი - გუშინ ვესწრებოდი პარლამენტის სხდომას და ოპოზიციის ადგილები თავისუფალი იყო, რაც გულსატკენია.

      საპროტესტო დაპირისპირობანა - მამუკა მდინარაძე „ევროპულ საქართველოსთან" აქციაზე - „ნაცმოძრაობის“ აქტივი გადაერთო იმაზე, გვარი როგორ შეეშალა და ხოშტარიას ნაცვლად, ხოფერია თქვაო - ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი პროტესტი აღარ არის? გია ვოლსკი - საბჭოთა თუ რუსული ჰიმნით სპეკულაცია მოძველებული მეთოდია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები პერიოდულად მიმართავენ და ამით თავს იჭრიან. გიორგი ვაშაძე - ჩვენ ერთი რამე გვსურს - საქმის კეთების დაწყება ქვეყანაში და ამას ეღობება „ქართული ოცნება“. კახა კალაძე სსრკ-ს ჰიმნის გაჟღერებაზე - სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია, ეს კონკრეტული დაჯგუფებაა, რომელიც ჩვენს ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგება. რომან გოცირიძე - ხელისუფლება ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარის შეტანას ვერ მიაღწევს. კარლ ჰარცელი - დარწმუნებული ვართ, დიალოგის წარმატებით დასრულება ქვეყანაში მწვავე პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს. იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ოპოზიციიდან ერთადერთი არ არის, ვინც არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

      ივანიშვილის იუბილე - მოძრაობა „შეცვალე“ – „ოცნების“ მხარდამჭერებმა და „ბოტებმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბოიკოტს ვუცხადებთ საქართველოს რაგბის ნაკრებს, რაც ჩვენი დისკრედიტაციაა. შეგახსენებთ, რაგბის კავშირმა გუშინ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა.

      ეკონომიკა - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - საქართველოს ეკონომიკა მდგრად განვითარებას აგრძელებს.

      მარგველა პოლიტიკაში - გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილი, თავისი არაადეკვატური საქციელით და განცხადებებით, დროსა და სივრცეში გაიბნა. ირაკლი სესიაშვილი - სააკაშვილზე მარგველაშვილის განცხადება გასაოცარი იყო, ჩემთვის აქ დამთავრდა მისი პოლიტიკური გააქტიურების ეტაპი.

      მერაბიშვილი ციხიდან გამოვა - თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ - რომან გოცირიძე - სასიხარულოა, რომ ვანო მერაბიშვილი ხვალ დააღწევს თავს რეპრესიულ სასჯელს, რაც შეეხება მის პოლიტიკურ გეგმებს, ის თავად იტყვის. ანრი ოხანაშვილი მერაბიშვილზე - ზედმეტია რაიმე ტიპის პოლიტიკურ შანსებზე საუბარი იმ ყოფილ მინისტრზე, რომელიც არაერთი დანაშაულის ჩადენაშია მხილებული. თორნიკე შარაშენიძე - როცა აღარ მოეწონათ უგულავას აქტიურობა პოლიტიკაში, ციხეში შეაბრუნეს, მე მგონი, მერაბიშვილზეც იგივე სცენარი გათამაშდება.

      პრობლემური შოთაძე - კარლ ჰარცელი შოთაძის დანიშვნაზე - ეჭვგარეშეა, რომ ეს გადაწყვეტილება პრობლემურია. "სილქნეტი" - ირაკლი შოთაძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება მოხდა იმის გამო, რომ მას მაღალი პროფესიული კვალიფიკაცია გააჩნდა.

      უქართულენო ცხინვალი - პრეზიდენტი ცხინვალში ქართულწარწერიანი მედიკამენტების აკრძალვაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავს. ნუგზარ თინიკაშვილი - ჯერ დაუზუსტებელია კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთიდან ტვირთების შეტანას ზღუდავენ, თუმცა გარკვეული დეფიციტი უკვე შეიქმნა. ირაკლი სესიაშვილი - რუსული აგრესია და პოლიტიკა მძიმე მდგომარეობაში აყენებს ადგილობრივ მოსახლეობას და უხეშად ილახება ადამიანის უფლებები. დიმიტრი მედოევი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე - საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყურადღება ჯერ საქართველოში მოშიმშილე ბავშვებს მიაქციონ.

      განახლებული ხელმოწერები - მალხაზ მაჩალიკაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება განაახლა.

      ბუნება, გარემო და სამინისტროები - ლევან დავითაშვილი - ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვევრის ღვინის პოპულარიზაციის კიდევ უფრო ზრდას და პრემიუმ სეგმენტში ქართული ღვინის პოზიციების გამყარებას. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც ტყეში მდებარეობს, შეიძლება ტყის არაუმეტეს 20 ჰექტარი ჰქონდეს, რაც ტყის სწორად შენარჩუნებისა და მართვის საშულებას იძლევა. ახალციხესა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში 11 385 ჰექტარზე ერუშეთის ეროვნული პარკი შეიქმნება. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გაფართოვდება და მას, დაახლოებით, 4 ათასი ჰექტარი დაემატება. სათბური გაზების ზრდის ემისიის შემცირებისთვის, საქართველო გერმანიის მთავრობისგან 2 მილიონი ევროს გრანტს მიიღებს.

      თბილისის ინფრასტრუქტურა - კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული კორტები სპორტული კომპლექსის მოწყობის მიზნით გაიყიდება. კახა კალაძე - დიდ დიღომში, ანბანის სკვერში მშენებლობა გავაჩერეთ და მიმდებარე ტერიტორიაზე 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომ ჰაბს განვათავსებთ. თბილისის მერის ინიციატივით, იურიდიული პირებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხედება. სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ 2500 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუბრუნდება. კახა კალაძე - „სითი პარკის“ ჯარიმების ჩამოწერას ამომრჩევლის მოსყიდვასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

საზღვარგარეთულები:

      ერდოღანი და პუტინი - ერდოღანი - თურქეთი იდლიბს არ დატოვებს ასადისა და მისი მოკავშირეების ხელში - ეს ჩვენი უკანასკნელი გაფრთხილებაა. დიმიტრი პესკოვი - თუ თურქეთი იდლიბში ოპერაციას განახორციელებს, ეს მოვლენების ყველაზე უარესი განვითარება იქნება.

      მსოფლიო ბავშვები - გაერო - მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ საკუთარი ბავშვები დაიცვას

      კორონა ირანში - ირანში კორონავირუსის შემთხვევები ოფიციალურად დადასტურდა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 36

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

vako: თებერვალი 20, 2020||12:02am

ამდენი ხანი დაპირისპირება რაამბავია მსოფლიო ომი არ ყოფილა ამდენ ხანს 
ან ერთმა მოიგოს ეხლა ან მეორრმ

Kakha: თებერვალი 20, 2020||12:05am

Vako რა უნდა მოიგონ გადაჩეხილი ქვეყანა? :D ვისაც დაქცეული ქვეყნის მართვა უნდა ის ყველაზე დიდი დამნაშავეა :D

vako: თებერვალი 20, 2020||12:07am

ეჰჰ საცოდაო ჩემო თუ სხვისო ქვეყანა :))) არადა მშვენიერი ქვეყანა იქნებოდა მანდ რო რამე სხვა მოდგმის ხალხი ცხოვრობდეე

Kakha: თებერვალი 20, 2020||6:15pm

მიშკა ცოტა შეშინებული ჩანს, ჩაშვებას არ უნდა უპირებდეს ვანიკო :D

Kakha: თებერვალი 20, 2020||6:55pm

ჩანაწერები იდიოტის დღიურიდან: "სიგარეტის ფასი უნდა გაუტოლდეს ევროპულ ფასს!" ქვეყანა რომელიც ერთ სანთებელსაც ვერ აწარმოებს იმპორტირებული სიგარეტის ფასი 3ჯერ უნდა გაზარდოს :D იდიოტი კომპლიმენტია ამათთვის )

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

დაკარგული სახეები

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 21, 2020.
საათი: 2:57pm 0 კომენტარი

     - მე ერთხელ ძალიან მაგრად გამიმართლა . . .

     ასეთი სიტყვები ანკესივითაა, აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას. აბა, ვინ არ ოცნებობს ასეთ რამეზე? მეც ძალაუნებურად მივუგდე ყური. ვიღაც ჭაღარა მამაკაცი ყვებოდა თავის ამბავს, ხის მერხზე ჩამომჯდარი.

     - აეროპორტში ვიყავი, საქონელს ველოდებოდი. სტიუარდესა მყავდა ერთი შეგულებული. გამოაცხადეს, რეისი იგვიანებსო. მოსაცდელ დარბაზს მივაშურე, იქ მებუფეტესთან მქონდა რაღაც ანგარიშები გასარკვევი . . . 

      აჯობებს,…

გაგრძელება

RuneScape continues to grow more than ever

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: ოქტომბერი 20, 2020.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

Naturally the team and I are saddened that some gamers are upset about free spins and some also do not enjoy the capacity to also purchase extra spins, however, the truth is 90% of our members are still enjoying the Squeal of Fortune on a daily basis and RuneScape gold more than 70 percent of our free players use the Squeal of Fortune daily also - which makes it a number of the most widely appreciated content release thus far. Nearly all our players also continue to take advantage of the…

გაგრძელება

ათასეული კორონა და ქება-კრიტიკა საარჩევნოდ

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2020.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      მეორედ ათასეულს ზემოთ ანუ 1186 ახალი შემთხევა 24 საათში და რა გასაკვირია, რომ დღის მთავარი ამბავი სწორედ კოვიდ19-ია. მთავრობის განცხადებები, გამოსვლები, გადაწყვეტილებები და კრიტიკა ცუდ მენეჯმენტზე. ამას ემატება კარზე მომდგარი არჩევნები და საარჩევნოდ ხმების მოსაგროვებლად გაკეთებული მრავალი განცხადება და თავის ქება-სხვების ლანძღვა. ადგილობრივი კორონა რიცხვებში - დადასტურებული შემთხვევა - 18663, გამოჯანმრთელებული - 8338, გარდაცვლილი - 143,…

გაგრძელება

ველოარტი ანუ ხელოვნება ველოსიპედით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 18, 2020.
საათი: 10:24pm 0 კომენტარი

      იმ თაობის გოგოებს მივეკუთვნები, რომაული არდადეგები რომ ყველაზე რომანტიკული და საყვარელი ფილმი მიაჩნიათ და ველოსიპედით კატაობა არა უბრალო გართობა, არამედ გრეგორისთან ერთად სეირნობად აღიქმებოდა. ოდრი ხომ ყველა ჩვენგანის სათაყვანებელი გოგო იყო. კალათიანი ველოსიპედი იშვიათობა იყო ჩვენს ქალაქში, მაგრამ ბიჭებისგან ნათხოვარს, კბილს ვინ გაუსინჯავდა რომ დაეწუნებინა? რას მოვაყოლე ამხელა ტექსტი? ამ ველოსიპედის ჯაჭვები „ცეპები“ ხშირად წყდებოდა და უბის…

გაგრძელება

Qwelly World

free counters