თავისუფლება დასამხობად, ბიუჯეტის მთავარი გამგებელი პარლამენტში და კიბერდაუცველობა - შემოვიდნენ და გავიდნენ

      დავიწყოთ საღამოს კარგი ამბით - საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შვეიცარია დაამარცხა 2021 წლის ევროჩემპიონატის საწყისი ფეხბედნიერად დაიწყო. დღეს, ვანო მერაბიშვილისთვისაც ბედნიერი დღე გამოდგა - მან მატროსოვის ციხე 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა და აქტიურად შეუდგა პოლიტიკურ საქმიანობას - გამოვიდა თუ არა, ხელისუფლების დამხობა დააანონსა. დღის მთავარი თემა იყო ფინანსთა მინისტრის საპარლამენტო გამოსვლა და უფრო ხმაურიანი და საერთაშორისო გამოხმაურებებით სავსე გამოდგა გამოძიების შედეგები - რუსეთმა კიბერ შეტევა მიიტანა საქართველოში მოქმედ ასობით საიტზე.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 თებერვალი, 2020

      ვანოს გამოსვლა და ახალი ზედწოდება ინტერნეტიდან - დამამხობელი - ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დატოვა. ციხესთან შეკრებილები ტაშით შეხვდნენ. ვანო მერაბიშვილი - მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება. გაძლევთ გარანტიას, რომ წლის ბოლომდე, ხელისუფლების დამხობის მერე, ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება. ვანო მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. ჩემი უახლოესი მეგობრები, ჩემდა სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიაში არიან - ყველას შევხვდები და მივიღებ გადაწყვეტილებებს. ვანო მერაბიშვილი - ჩემ წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე - მე ეს ვერ გამტეხავს. მიხეილ სააკაშვილი - ვამაყობ ვანო მერაბიშვილის გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით - მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ. თორნიკე შარაშენიძე - ვანო მერაბიშვილი რადიკალური მესიჯებით უფრო მიშასკენაა. ოთარ კახიძე - ვანო მერაბიშვილს რაც არ უნდა შეუფარდონ იმ საქმეებიდან, რაც ამ დროისთვის მის წინააღმდეგ წარმოებს, მას ეს სასჯელიც მოხდილი ექნება. გიგა ბოკერია - მიხარია, რომ ამხელა სასჯელის შემდეგ, პოლიტიკური პატიმარი ვანო მერაბიშვილი გათავისუფლებულია. ლევან კობერიძე - ვანო მერაბიშვილის რიტორიკა, რომელიც დღეს მოვისმინეთ, იმ მეხსიერების გაგრძელებაა, რომელიც მას ეტყობა, პატიმრობამდე ჰქონდა. გიორგი ვაშაძე - თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება და მჯერა, ათასობით ახალი თაობის პატრიოტთან ერთად მერაბიშვილი თავის როლს შეასრულებს ამ ბრძოლაში. ლევან გოგიჩაიშვილი - ვანო მერაბიშვილმა თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი სახლში რომ მივა, მისი დასამხობი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის. ლევან ბოძაშვილი - მერაბიშვილმა კანონგარეშე, რევოლუციური სცენარი დააანონსა. ბადრი ჯაფარიძე სპეკულაციას უწოდებს ინფორმაციას, რომ „ლელოსა“ და ვანო მერაბიშვილს შორის პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხზე, შესაძლოა, მოლაპარაკებები გაიმართოს. ანრი ოხანაშვილი - კიდევ ერთი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი, ე.წ. ლიდერი შეუერთდა კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ლიდერთა ჯგუფს. გიორგი ვაშაძე - ვანო მერაბიშვილის დაკავების დღიდან მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მქონია, თუ ის ისურვებს შეხვედრას, მე მზად ვარ. მამუკა ხაზარაძე - თუ ვანო მერაბიშვილს უახლოეს ხანში სხვა ბრალდებით შეაბრუნებენ ციხეში, ის ნამდვილად იქნება პოლიტპატიმარი. გია ხუხაშვილი - ვანო მერაბიშვილი შეეცდება, რომ არჩევანი გააკეთოს არა ორ პარტიას შორის, არამედ ხიდი გადოს და ზეპარტიული ფუნქცია აიღოს. ანზორ ბიწაძე - ჩემთვის აბსოლუტურად წარმოუდგენელია საერთო ოპოზიციურ მაგიდასთან ვანო მერაბიშვილი ვიხილოთ. ირაკლი სესიაშვილი - გიგა ბოკერიას ვურჩევ, რომელიც მერაბიშვილის მეგობარია, აუხსნას, რომ აღარ ცხოვრობს იმ ქვეყანაში, სადაც შეიძლება დამხობა ან გვამების მოთხოვნა. გია ვოლსკი - „დამხობა" ყველაზე რბილი გამოთქმაა იმ საქციელს თუ შევადარებთ, რისთვისაც ვანო მერაბიშვილმა მოიხადა სასჯელი - მონანიების ნაცვლად დიდ გულზეა. დავით ჭიჭინაძე - სჯობს, მერაბიშვილმა დაისვენოს, ოღონდ დასვენების ადგილად მე ისევ „მატროსოვის“ ციხეს შევურჩევდი იმ განცხადების მერე, რაც გააკეთა. ნუკრი ქანთარია - ვანო მერაბიშვილი არის კალენდრიდან ამოხეული ფურცელი და თუ რომელიმე პარტია სიმბოლურად დაიკიდებს, ეს მათი საქმეა. ვანო მერაბიშვლის სახლში „ევროპული საქართველოს” ლიდერები იმყოფებიან. სჯობს, მერაბიშვილმა თავზე ქუდი კარგად ჩამოიმხოს, მისგან გამწარებულმა ვინმემ არ იცნოს. ვახტანგ ძაბირაძე - ვანო მერაბიშვილი უფრო „ევროპული საქართველოსკენ“ წავა, თუმცა პარტიისთვის დიდი შენაძენი, როგორც მიზიდულობის ახალი ფაქტორი, ვერ იქნება. „დამხობა“ ძალადობასთანაა დაკავშირებული და მე არ მომწონს ამ ტერმინის გამოყენება - ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის არჩევნები. კოტე გაბაშვილი - ვანო არ არის ის კაცი, რომელიც იტყვის, რომ ახლა მონასტერში წავა. ანა ნაცვლიშვილი - ხელისუფლების დამხობაზე და რევოლუციურ სცენარზე საუბარი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. დიმიტრი ხუნდაძე - ადრე ციხიდან ნაწამები ადამიანები გამოდიოდნენ, დღეს კი „კოსტუმში“ გამოდიან და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. ვალერი გელაშვილი - მერაბიშვილი გამოვიდა და თავხედური განცხადებები გააკეთა, ეს უკვე მორიგი დანაშაულია, რაზეც პასუხი უნდა აგოს. ანა დოლიძე - მერაბიშვილმა ახსენა სიტყვა დამხობა, სინამდვილეში ხალხმა ავარჩიეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლებებს არ ვამხობთ, არამედ ვცვლით დემოკრატიულად. თინა ბოკუჩავა - სიტყვა “დამხობა“ უკეთესად შეიძლებოდა შერჩეულიყო, თუმცა ნებისმიერმა ჩვენგანმა ექვსი წელი და ცხრა თვე სამარტოო საკანში რომ გაატაროს, შეიძლება, სიტყვების შერჩევა გაუჭირდეს. ქიქოძის ქუჩაზე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. კახა კალაძე - მეტი ვანო ოპოზიციას. გიორგი გახარია ვანო მერაბიშვილზე - ადამიანმა თავისუფლების პირველ წუთებზე თქვა, დავამხობო - დამხობის მცდელობები რამდენჯერმე ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ. ირაკლი ღარიბაშვილი - მერაბიშვილი თავად არის დამხობილი და არ მინდა დამხობილ ადამიანზე ვისაუბრო. ვანო მერაბიშვილი - დღესვე, შემიძლია განვაცხადო, არ მაქვს პრეტენზია პრემიერ-მინისტრობაზე, არც მინისტრობაზე.

      ფინანსები პარლამენტარებისთვის - ივანე მაჭავარიანი - 2019 წელს შიდა დაძაბულობისა თუ საგარეო შოკების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა. 2019 წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე - მშპ-ს 2,1%-მდე შევამცირეთ. ყველა კატეგორიაში დაგეგმილი შემოსავლები გადაჭარბებით არის შესრულებულ. დღგ-ის გადასახადის ადმინისტრირების ნაწილში შევძელით სისტემური გაუმჯობესება. წარმოდგენილი წინადადებით, ტელეკომპანიები 5 წლის განმავლობაში შესაბამისი გადახდის გრაფიკით უზრუნველყოფენ გადასახადების სრულად გადახდას. ბიუჯეტს 2020 წელს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ეს პოლიტიკური არასტაბილურობა ეკონომიკას საშუალოვადიან პესპექტივაში საფრთხეს უქმნის. ივანე მაჭავარიანი სამ ე.წ. ხვრელს ასახელებს, რის გამოც გასული წლის პირველ ნახევარში სამინისტრო საგადასახადო შემოსავალში 250 მილიონიან დანაკლისს მოელოდა. ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტის ჩანაცვლება ყველანაირ ფასად არ გვაწყობს. ბექა ნაცვლიშვილი ივანე მაჭავარიანს - გავაუქმოთ ფინანსთა სამინისტრო, თუ მარტო მაკროეკონომიკური სტაბილურობაა მისი მთავარი პოლიტიკის მიზანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბიზნესგარემოს არსებობა. ლევან გოგიჩაიშვილი ფინანსთა მინისტრს - მინდა გთხოვოთ, როდესაც პარლამენტში მობრძანდებით, ერთხელ მოიყვანეთ ფინანსური პოლიციის უფროსი, სახეზე დაგვანახეთ ვინაა. ირაკლი კოვზანაძე - ციფრები ადასტურებს, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს სწორად და აკეთებს კარგ და მნიშვნელოვან საქმეს. გიგლა მიქაუტაძე - ფინანსთა მინისტრი გვირჩევს, შევეგუოთ კონტრაბანდას.

      თავდაცვა - ადვოკატი გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებულისთვის ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და აცხადებს, რომ მერაბ კობიაშვილი თავს იცავდა.

      დასკვნა - რუსეთმა კიბერშეტევით დაგვჯაბნა - საგარეო უწყება - საქართველოში 2019 წლის 28 ოქტომბერს კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ განხორციელდა. მაიკ პომპეო რუსეთის „გრუ“-ს მიერ განხორციელებულ კიბერშეტევაზე - საქართველოს შევთავაზებთ დამატებითი შესაძლებლობების განვითარებას და ტექნიკურ დახმარებას, მსგავსი ქმედებებისგან თავდასაცავად. დავით ზალკალიანი - უაღრესად ვაფასებთ, პომპეოსგან მიღებულ მხარდაჭერას და რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევისა და კიბერსივრცეში უკანონო შეღწევის ფაქტის მკაცრ დაგმობას. ირაკლი სესიაშვილი რუსეთის „გრუ“-ს მიერ განხორციელებულ კიბერშეტევაზე - პოლიტიკურად ძალიან მძიმე ბრალდებაა რუსეთისთვის, რაზეც პასუხის გაცემა მოუწევს. გია ვოლსკი კიბერშეტევაზე - სამწუხაროა, რომ საქართველოს რესურსი არ ჰყოფნის, რომ ასეთ საზარელ შემოტევას საკადრისი პასუხი გასცეს და მადლობა ღმერთს, ჩვენი პარტნიორები ჩვენთან ერთად მოქმედებენ. ჩეხეთის საგარეო უწყება რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებს გმობს. პოლონეთის საგარეო უწყება - რუსეთის უპასუხისმგებლო და მტრული კიბერსაქმიანობა, რომელიც ძირს უთხრის საერთაშორისო სტაბილურობას და ქვეყნების სუვერენიტეტს, მკაცრად უნდა იყოს დაგმობილი. მამუკა ბახტაძე - კიბერთავდასხმა, რომელიც რუსეთის უწყებებმა დაგეგმეს, კიდევ ერთი დადასტურებაა, თუ როგორ ცდილობს რუსეთი დაანგრიოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება. ავსტრალიის საგარეო უწყება - მტრული კიბერსაქმიანობა ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობას, პრეტენზია გამოხატოს, რომ კიბერსივრცეში პასუხისმგებლობის მქონე მოთამაშეა. სერგი კაპანაძე - გასაკვირი არაა, რომ კიბერშეტევა რუსეთისგან მოდიოდა - საინტერესო ისაა, რას აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება, რომ პრევენცია მოეხდინა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია - კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს არავითარი სახით საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. გიორგი გახარია კიბერშეტევაზე - ეს იყო შეუწყნარებელი აქტი, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ისახავდა მიზნად. დავით ზალკალიანი - კიბერშეტევა ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმად აღიქმება - ამ გამოწვევის ფონზე აუცილებელია, თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს. პენტაგონი - ჩვენ საქართველოს და მისი ხალხის მხარდაჭერის პირობას ვდებთ.

      გარეჯის პრობლემა - ანდრია ჯაღმაიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ დავით გარეჯში არსებული ქართული ტაძრებიდან სიწმინდეები გაიტანეს.

      მისალმება - მამუკა ხაზარაძე - მივესალმები გიორგი მარგველაშვილის გააქტიურებას.

      განმარტებითი ლექსიკონი - გიგა ბოკერია - სიტყვა ადეკვატური და ზურაბიშვილი არის ოქსიმორონი, როგორც ცხელი თოვლი.

      გამოკვლევა - თენგიზ ცერცვაძე - ახალი კორონავირუსით ინფექციის შესაძლო შემთხვევით, ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ერთი ადამიანი იმყოფება.

      შეშფოთების რეკორდი - ევროპარლამენტარი - ევროკავშირი ასეთი შეშფოთებული არასდროს ყოფილა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო.

საზღვარგარეთულები:

      კანადაში მასშტაბური ავტოკატასტროფის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 70 დაშავდა და 200-მდე ავტომობილი დაზიანდა.

      გარიგება - ადვოკატის თქმით, დონალდ ტრამპმა ჯულიან ასანჟს რუსეთის თემაზე გარიგების სანაცვლოდ შეწყალება შესთავაზა.

      მეგობრობა - ვლადიმერ პუტინი - მედვედევთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, საიდუმლოების გარეშე.

      ომი - მედიის ცნობით, თურქეთმა სირიის ოპოზიციურ ძალებთან ერთად სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

      მქადაგებელი ლედი - ანგელა მერკელი - რასიზმი და სიძულვილი საწამლავია, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 68

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Looking Forward: Questions and Possibilities

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:26am 0 კომენტარი

NCSoft's Expertise and Amazon's Infrastructure:

From NCSoft's perspective, partnering with Throne and Liberty Lucent Amazon Games leverages the experience of a company well-versed in operating and managing online services on a global scale. NCSoft highlights Amazon's expertise in "operations, localization, marketing, and community support," suggesting a collaborative effort to ensure a smooth launch and ongoing…

გაგრძელება

The controls for the Rabona Beforehand in FC 24

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:24am 0 კომენტარი

How to accomplish the Rabona in FC 24? Screengrab via EA Sports The Rabona Afflicted is a best adeptness move, which agency players with FC 24 Coins a adeptness appraisement at and aloft four and bristles stars can accomplish it.

How to bubble flick in FC 24 - Annal to the best adeptness moves, and you'll acquisition the controls for the Rabona Fake. Similarly, appliance this ambush from centermost aloft the bend can be…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:19am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters