ივნისმა ქველინიუსი გარეშე ჩაიარა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, ამიტომ პირდაპირ ახალ თვეში, ცხელ ზაფხულში მოგესალმებთ. დღევანდლი დღე, კვირის დასაწყისი მართლაც ძალიან ცხელი იყო და სავარაუდოდ, დიდხანს გაგვყვება. დღეს, რუსთაველის გამზირზე ორი აქცია გაიმართა და დიდი ხმაურიც იყო. მთელი დღე ამ ამბავს მიეძღვნა. მართალია კვლავინდებურად ცხელა, მაგრამ სინოპტიკოსები მაინც წვიმასა და ელ-ჭექს გვიწინასწარმეტყველებენ 9 ივლისამდე. ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.1518 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 5 ივლისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში, ორი დღის განმავლობაში, კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი. საქართველომ ავსტრიისგან საჩუქრად „ასტრაზენეკას“ 5000 დოზა ვაქცინა მიიღო. თამარ გაბუნია - მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო. თამარ გაბუნია - ჩვენი მიზანია თვეში ნახევარი მილიონი - ექვსასი ათასი მოქალაქის აცრა, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ შევქმნათ ვირუსისგან დაცვის იმუნური ფენა. ავსტრიიდან მიღებული „ასტრაზენეკას“ 5000 დოზა ვაქცინა, იმ მოქალაქეების ვაქცინაციას მოხმარდება, ვინც მეორე დოზით ვერ აიცრა.

      აქცია და კონტრაქცია ანუ უმოწყალო ცემა-ტყეპა და ხმაურიანი ამბავი რუსთავლიდან - „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, მათ შორის არიან სასულიერო პირები. პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაშალეს. პრემიერი - დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, ის შეიცავს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს. „თბილისი პრაიდის“ უკან მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას. მთავრობა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს დღევანდელი მარშის სხვა ლოკაციაზე ჩატარებას სთავაზობს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აშშ-ის საელჩო - მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით. მეუფე იაკობი - რას ეძახით ღირსების მარშს? - მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში, რა ღირსების, რის ღირსების?! ღირსება სხვა რამეა! რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია, პოლიციამ ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარედ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ჯვარი აღმართეს. ირაკლი ქადაგიშვილი - ხელისუფლებასთან ერთად მოქალაქეებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და აქცია, რომელიც საზოგადოებაში ასეთ დაპირისპირებას იწვევს, უნდა გადაიდოს. ხათუნა სამნიძე - პრემიერის განცხადებამ წაახალისა ის ადამიანები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე ძალადობისთვის არიან - თურმე, მათი გადასაწყვეტია, გამზირზე ვინ ჩაივლის და ვინ - არა. გურამ მაჭარაშვილი - პოლიცია კარვების დარაჯი არ არის - მას სურს, წესრიგი დაიცვას და პოლიციის მხრიდან ძალადობა მაქსიმალურად იქნება აღკვეთილი. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები „სირცხვილიას“ ოფისთან მივიდნენ, რომელსაც ქვებს და ბოთლებს ესროდნენ. ფინანსთა მინისტრი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებზე - ეს ქმედება არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - რაც მოხდა ჟურნალისტების მიმართ, სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია, ეკლესია ამას ვერ გაამართლებს. „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ამ დროისთვის კვლავ მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან დაბრუნდნენ. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქციაზე დაშავებულთა შორის ერთ-ერთი „პალიტრანიუსის“ ოპერატორია, დაზიანებულია ტექნიკაც. შსს „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს მოუწოდებს, „ღირსების მარშის“ საჯარო სივრცეში გამართვაზე უარი თქვან. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს. საელჩოები - მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ადამიანები. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა ნაწილი ფილარმონიისკენ მიემართება - მათი ინფორმაციით, ორგანიზატორები მარშით ჩავლას ფილარმონიასთან გეგმავენ. ნინო წილოსანი - პრემიერის თუ ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენლის განცხადება იმ მიზანს ემსახურება, რომ სერიოზული დაპირისპირება არ მოხდეს. საპატრიარქო - გვინდა, შევახსენოთ ე.წ „მარშის“ გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, რომ ჩვენი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული. სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - ხელისუფლების უმოქმედობა ახალისებს აგრესიული ჯგუფების ძალადობას მედიის წინააღმდეგ. გიორგი ვაშაძე - ასეთი ძალადობის ფაქტების თანმდევად, მთავრობა უნდა გადადგეს ნორმალურ ქვეყანაში, როგორც მინიმუმ, შს მინისტრი უნდა გადადგეს - რომელ ქართულ ტრადიციაზე მესაუბრებით, თქვენ საერთოდ გიყვართ სამშობლო?! ქაშუეთის ეკლესიასთან სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენდნენ. თინა ბოკუჩავა - პრემიერი პირდაპირ ახალისებს ძალადობას - მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსს, დაუყოვნებლივ მოახდინონ უკმაცრესი რეაგირება. ქაშუეთის ეკლესიასთან, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენდნენ, „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტი სცემეს. კახა კუჭავა - მოვუწოდებ ყველას, იაზროვნონ სახელმწიფოებრივად, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - არ დავუშვათ ძალადობა! თამარ კორძაია - დღეს პრემიერმა კონსტიტუცია თავზე გადაგვახია. „პრაიდის კვირეულის“ მოწინააღმდეგეები, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან, მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ანა წითლიძე - საქართველოს სამარცხვინო პრემიერის სამარცხვინო განცხადებამ ხელი შეუწყო იმას, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება. გიგი უგულავა - ღარიბაშვილმა პილატეს მსგავსად ხელები დაიბანა, პატრიარქმა და მისმა სინედრიონმა რუსთაველი გოლგოთას დაამსგავსეს - გრცხვენოდეთ თქვენო უწმინდესობავ, ამ ცოდვას ღმერთი და შთამომავლობა არასდროს გაპატიებთ. პარლამენტთან „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე „რიონის ხეობის მცველები" მივიდნენ. რომან გოცირიძე - ირაკლი ღარიბაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს - პრემიერ-მინისტრი არის პროვოკატორი, მოძალადე და დამნაშავე. ნათია თურნავა - ყოვლად მიუღებელია ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა, ჟურნალისტებზე თავდასხმა. ტელეკომპანია „პალიტრანიუსი“ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების გაშუქებაზე დროებით უარს აცხადებს და დაპირისპირების კერებიდან გადამღები ჯგუფები გამოჰყავს. ვარლამ გოლეთიანი - როცა „პრაიდის“ ორგანიზატორები და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები აინიცირებენ ღონისძიებას, რომელიც გამოიწვევს იმას, რასაც იწვევს, ეს არის უპასუხისმგებლობა. იაგო ხვიჩია - სამართალდამცავი სისტემა დღეს ჩაფლავდა - ყველაზე გალახული ამ სიტუაციიდან ხელისუფლება გამოდის, ეკლესიამ და ამ ხალხმა რაც გააკეთა, არის იმის ჩვენება, თუ ვინ არის "ბოსი". „თბილისი პრაიდის“ „ღირსების მარში“ დღეს აღარ შედგება. "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ პროტესტს ღამის 12:00 საათამდე გააგრძელებენ. სახალხო დამცველი - მივმართავ შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გავრცელებული ვიდეომასალის გაშიფვრა და მოახდინონ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე. ნინო ლომჯარია - ჩვენ გვინახავს, როგორ მოქმედებს პოლიცია სხვა აქციების შემთხვევაში, როცა მიიჩნევს, რომ ძალადობას აქვს ადგილი - დღეს ჩვენ ვერ დავინახეთ პრევენციულად გადადგმული ნაბიჯები. მამუკა ხაზარაძე - რაც დღეს თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ესაა სრული ლუსტრაცია „ქართული ოცნების“ რუსული მმართველობის. ქაშუეთის ეკლესიასთან, სადაც პარაკლისი უნდა აღავლინონ, მეუფე შიო და მეუფე იაკობი მივიდნენ. საპატრიარქო - ეკლესია ემიჯნება დღევანდელი აქციის დროს დაფიქსირებულ ძალადობისკენ მოწოდებებს - სასულიერო პირების მიერ ჩადენილ მსგავს ფაქტებზე უახლოეს მომავალში მოხდება რეაგირება. „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი, რომელსაც თავს დაესხნენ, კლინიკაშია მოთავსებული - დაშავებულს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. რუბენ ბრეკელმანსი - ევროპელმა ლიდერებმა უნდა მოახდინონ ზეწოლა საქართველოზე, რათა დაუყოვნებლად დაიცვან თავისუფლება და თანაბარი უფლებები. ტურისტი, რომელიც „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებმა დაჭრეს, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, მას დაზიანებები გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. ბაია პატარაია - „ადამიანის უფლებათა სახლზე“, სადაც არის „საფარის“ ოფისი თავდასხმა მოხდა. საქართველოს პრეზიდენტმა მედიის დაშავებული წარმომადგენლები საავადმყოფოში მოინახულა. მეუფე შიო - ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ, ვფიქრობთ, დროა ერთად დავიწყოთ ფიქრი, რათა კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება. „პალიტრანიუსის“ ოპერატორის ოპერაცია დასრულდა - ის თავის ტრავმითა და ცხვირის ძვლების მოტეხილობით კლინიკაში რჩება. პრეზიდენტი - ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისში დღეს განვითარებული მოვლენებისას 16 მედიასაშუალების 47 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა. ვიოლა ფონ კრამონი - როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ვერ ახდენენ დამნაშავეების სათანადოდ დაგმობას, ისინი მხოლოდ ახალისებენ ძალადობას. შსს - ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი - 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი. "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, მომხდარის დეტალებს იხსენებს. ოპოზიცია - ხელისუფლებამ დღეს განსაკუთრებით მკაფიოდ მოინიშნა თავი, როგორც ქართული სახელმწიფოს მტერმა და ანტიდასავლური, მოძალადე ჯგუფების ღია მოკავშირემ. დევიდ კრემერი - საქართველოსთვის ძალიან ცუდი დღე იყო და ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს, მაგრამ არ მგონია, რომ ამას გააკეთებს. ანდრია ჯაღმაიძე - როცა ვნახეთ, არსებობს საშიშროება ძალიან დიდი აგრესია დაგროვდეს, გავაკეთეთ განცხადება: „მოდით, ვილოცოთ“ - რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს? ნიდერლანდების საგარეო უწყება - ჟურნალისტებისა და LGBT პირების მიმართ ძალადობა და მუქარა მიუღებელია - მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებსა და კანონის აღმასრულებელ პირებს დაიცვან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებები. საპატრიარქო - მომხდარზე პასუხისმგებლობა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში, უნდა დაეკისროს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს.

      რეგიონების შველა - პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში 12 მუნიციპალიტეტისთვის ურბანული განახლების კონკრეტული პროექტები დამტკიცდა. სამინისტრო - შიდა ქართლის რეგიონში, პროგრამით „დანერგე მომავალი“ ბლის ბაღი 204 ჰექტარზეა გაშენებული. მცხეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

      ეკონომიკის ზრდა - ლაშა ხუციშვილი - ფინანსთა სამინისტრო 2021 წელს მშპ-ს პროგნოზს 7,7%-მდე ზრდის.

      ტყიბულში მესამე დღეა მეშახტეების გაფიცვა გრძელდება.

      გახსნილი აფხაზეთი - სუს-ი - ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - ენტონი ფაუჩი - აშშ-ში ბოლო დროს კოვიდ 19-ით დაღუპულთა 99.2%-ს არავაქცინირებული პირები შეადგენენ. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი საზოგადოებას კორონავირუსის მეოთხე ტალღის შესახებ აფრთხილებს. ინდონეზიაში, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჟანგბადის დეფიციტია. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში, კორონავირუსის 24 353 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 654 ადამიანი გარდაიცვალა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 43

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

While the decision to eschew

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 24, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

Embracing the Unknown

While the decision to eschew PTRs may result in more bugs and glitches, it also paves the way for unexpected delights and unforgettable moments. In a world where information is readily available and secrets are few and far between, the allure of the unknown holds a special charm. By allowing players to stumble upon WoW Classic SoD Gold new content organically, the Season of Discovery rekindles the spirit…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters