მედიის სრული ყურადღება ჯანდაცვის სფეროს ეთმობა, კოვიდ სტატისტიკა, მკურნალობა და ჰოსპიტალიზაცია. სულ მალე არჩევნები იქნება და ნელ-ნელა gvote21 ტრენდდება. მსოფლიოს მზერა კვლავ ავღანეთისკენ არის მიმართული. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1283 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსის 5914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 ადამიანი გარდაიცვალა. 18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამურად 857 056 აცრა ჩატარდა, სრულად ვაქცინირებულია 251 447 ადამიანი. სამხედრო ექიმები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ. პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ. ჯანდაცვის მინისტრი სწავლის განახლებაზე - მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ეპიდემიის გავრცელებას. ეკატერინე ტიკარაძე - დიღმის საველე ჰოსპიტალი დღეიდან მზადაა პაციენტების მისაღებად, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდებით, ყველა პაციენტმა მომსახურება ჰოსპიტალურ სექტორში მიიღოს. ვერ ვიტყოდი, რომ მთავრობა შეზღუდვების პირობებში ლოიალურია. კვირის ბოლომდე აჭარის რეგიონს დამატებით 120 საწოლი გადაეცემა, იმერეთის რეგიონს კი 150 საწოლამდე. სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს მიიღებენ. პაციენტების მიერ მეტადონის დოზების გატანის საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და 5 დღის დოზასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ მიიღებენ. ექიმებმა კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა, შედეგი ვერ დადგა. მცდარია გავრცელებული ინფორმაცია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერების შემდეგ, ამცრელ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმები სახლში საკუთარი სახსრებით ბრუნდებიან. საველე ჰოსპიტლის მოწყობაზე არის მითქმა-მოთქმა, თითქოს რამდენიმე მილიონი დაჯდა, თუმცა მისი მოწყობისთვის მხოლოდ 150 000 ლარია დახარჯული. რეგიონებში შემდეგი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრის გახსნა ქუთაისში იგეგმება. მინისტრი ხელფასებზე - კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექთნების ხელფასი 1400-დან 1600 ლარამდეა, სანიტრების - 800 ლარამდე, ექიმების კი 5 000-ს ლარს აღემატება. ამირან გამყრელიძე - სჯობს, ვინც რთველში ჩაერთვება, ყველა ორჯერადად აცრილი იყოს. რამდენიმე დიდი მარათონი რომ მოეწყოს და დღეში 50 000 ადამიანი ავცრათ, შესაძლებელია, სისტემას ამის გატარება შეუძლია, ვაქცინების მარაგიცაა. ქვეყანაში აცრილთა რაოდენობა იზრდება და აგვისტოში ივლისთან შედარებით ეს მონაცემი გასამმაგებულია. საქართველოში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის ვაქცინაცია, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება. როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს ავცრით ორჯერადად, მაშინ მიზანშეწონილი იქნება მესამე დოზაზე საუბარი. თამარ გაბუნია - ინფიცირების შემთხვევების გავრცელების ტემპი კვლავაც მაღალია, სტაბილიზაციის ნიშნები არც ერთ რეგიონში არ არის. ამ დროისთვის საველე ჰოსპიტლები თბილისშია მოწყობილი, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში არსებობს გეგმა, რომ დანარჩენ რეგიონებშიც განთავსდეს.
#GVOTE21 - ირაკლი ღარიბაშვილი - ხალხის მსახური უნდა იყოს ყველა მერი და ყველა მმართველი, პრემიერი იქნება, პარლამენტარი თუ სხვა. ზაალ უდუმაშვილი - დღეიდან ვერთვებით ბრძოლაში, ვიშლებით მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა კანდიდატი და 2 ოქტომბერს აუცილებლად ვიზეიმებთ გამარჯვებას. მიხეილ სააკაშვილი - მართლა სრული ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ გავყაროთ. მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ნელ-ნელა პოლიტიკიდან უნდა გავიდეს და მისი ადგილი საღმა, პროგრესულმა ძალამ დაიჭიროს. იაგო ხვიჩია - "ქართულ ოცნებას" ფანტაზია არ უვარგა და ახალი რაღაცების მოფიქრება არ შეუძლია, ამიტომ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მაინც სხვის 9 წელზე ილაპარაკებს. ვახტანგ ბერიძე - ხულოს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, რომელსაც ბოლომდე ავითვისებთ. ოპოზიციის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვახტანგ კალოიანი, მერობის კანდიდატი კი გიორგი კირთაძე იქნება. ნიკა მელია - ხელისუფლება ახლოსაც ვერ მიუახლოვდება 40%-ს, ამაში, როგორც არასდროს, ისე ვარ დარწმუნებული.
ანწუხელიძის იუბილე - ირაკლი ღარიბაშვილი - გიორგი ანწუხელიძე ქართული სულის სიმტკიცის განსახიერება იყო. როცა ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ სამშობლოს, ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, მიწაზე გართხმული გარბოდა ბრძოლის ველიდან. კახა კალაძე - გიორგი ანწუხელიძე სამუდამოდ დარჩა 24 წლის ბიჭად, რომელიც დაიბადა იმისთვის, რომ თავისი გმირობით ეჩვენებინა, ყველაზე მთავარი ღირებულება იყო და არის სამშობლო. კახა კუჭავა - გიორგი ანწუხელიძე, რომლის დაბადების დღეა დღეს, არის გმირი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას თავი შესწირა.
ზვიადაურის საქმე - ადვოკატი - ზურაბ ზვიადაური კანონიერ ფორმებში მოქმედებდა - მისი ქმედება არის მართლზომიერი, არ გაცდენილა ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. პროკურატურამ ზურაბ ზვიადაურს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. ადვოკატის განცხადებით, ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან, ზურაბ ზვიადაურს თავდებში ჩაუდგნენ.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - ჯანმო - მსოფლიოში გასულ კვირას კოვიდ 19-ით ინფიცირების 4.4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 66 506 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რომის პაპი მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. რუსეთში კორონავირუსის 20 914 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 799 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დაიღუპა 3 ადამიანი. აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი. ჯანმო - ამჟამინდელი მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამაძლიერებელი დოზებია საჭირო.
აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზად არის მთიანი ყარაბაღის თემაზე მოლაპარაკებები უმაღლეს დონეზე განაახლოს.
ავღანეთის ამბები - გაერთიანებული სამეფო 20 000 ავღანელი ლტოლვილის მიღებას გეგმავს. ბორის ჯონსონი - „თალიბანს“ განვსჯით არა მისი სიტყვების, არამედ ქმედებების მიხედვით. ავღანეთიდან 2 200-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. სალომე ზურაბიშვილი - მსურს, გულწრფელი მადლიერება გამოვხატო უნგრეთის მიმართ, ქაბულიდან საქართველოს 6 მოქალაქის ევაკუაციაში აღმოჩენილი დახმარების გამო. “თალიბანის” წარმომადგენელი - ჩვენი ლიდერები საკუთარ თავს მსოფლიოს თანდათანობით გააცნობენ. ქაბულის აეროპორტის შესასვლელთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა. ავღანეთში, „თალიბანის“ საწინააღმდეგო აქციაზე 3 ადამიანი დაიღუპა. ევროპარლამენტის თავმჯდომარე - ევროპა ავღანეთიდან მიგრანტთა მისაღებად უნდა მოემზადოს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
მარტი 4, 2023 6pm_დან მარტი 31, 2023 7pm_მდე – New York City
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 24, 2023.
საათი: 11:24pm
0 კომენტარი
2 მოწონება
მძიმე კვირის მძიმე დასასრული პოლიტიკურ ველზეც. მძიმე სანიკიძემ ჯერ იყოდა მძიმე გინება გამოუწერა პრემიერს, შემდეგ კი თავადაც არანაკლები გინება და ცემა-ტყეპა იგემა. ასეთია ჩვენი პოლიტიკური ელიტის სახე უმაღლესი ტრიბუნებიდან. დღის მთავარი თემაც ეს იყო - პრემიერის საპარლამენტო გამოსვლა და პასუხებით კინკლაობა, მერე ჩხუბები, მერე საგარე საქმეთა მინისტრების ბლოკები - ჩვენის პარლამენტში და გერმანიისა უმაღლეს შეხვედრებში და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 23, 2023.
საათი: 4:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 21, 2023.
საათი: 11:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
დღეს ძალიან ოპოზიციური დღე გამოდგა - კრიტიკა, ლანძღვა, მუქარა, ზოგჯერ შიდა გაურკვევლობებიც, მოკლედ, ვრცელი ოპობლოკი შეგვხვდა. ამას გარდა, აქტუალური იყო პრემიერის ინტერვიუ, ოლიგარქიაზე კანონი, კეზერას მსჯავრი, აგენტურა და სხვა ამბები, ზოგი ევროპიდან ზოგი შინიდან. პუტინის და სი ძინპინის შეხვედრაც მსოფლიო აქტუალურობის წრეშია. ახლა კი ტრამპის დაკავება ფეთქდება. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5762 ლარია.…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მარტი 21, 2023.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
Imagine arriving home with a darkish stormy night and being forced to get away from the car to open the gates. Then driving through and being forced to get out once again to close them. Visualize way too, the vulnerability of your property to thieves and burglars If the gates are still left open up due to the fact individuals never hassle to shut them. Electrical gates address these troubles and Other individuals too.
The primary profit is safety. They offer a…
© 2023 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია