CFR, ID, IDentification, RFID, TriLats, act, blog, cyber, foundation, frequency, masoni, qwelly, radio, security, soul, ამბოხი, ანტიქრისტე, აღსარება, ბარათი, იდენთიფიკაცია, კონრტოლი, ლოჟა, მასონი, პირადობა, სუილ, ქველი

      წარმოგიდგენთ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მასონის, ნავთობმაგნატისა და ბილდერბერგის კლუბის წევრის აღსარებას, რომელიც კიბოს უკანასკნელი სტადიით არის დასნებოვნებული. მიუახლოვდა რა სიკვდილს, მან შეინანა თავისი ბოროტმოქმედებანი და პირველი რაც გააკეთა, თავისი გული გაუხსნა პასტორ ლინდსი უილიამსს, რომელმაც შემდგომ საზოგადოებას ამცნო იმ ბოროტებათა შესახებ, რაც ელოდება მსოფლიოს უახლოეს მომავალში

      მომაკვდავი მასონი, როგორც რუმინული საიტი იუწყება, ჰყვება იმის შესახებ თუ რა ელოდება მსოფლიოს უახლოეს მომავალში. ყველა ეს მოვლენა მომზადებულია და ცხოვრებაში გატარდება მსოფლიო საიდუმლო მთავრობის ადეპტების, სატანის მსახურების მიერ.

      ზოგიერთი მკითხველი მასონის სინანულს შეუძლებლად მიიჩნევს და თვლის, რომ მთელი ეს ინფორმაცია ტყუილია. შესაძლოა ასეც იყოს. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, რატომ არ გავიხსენოთ ეკლესიის ისტორია? რატომ არ გავიხსენოთ წმ. კვიპრიანესა და იუსტინას ცხოვრება? კვიპრიანეც ხომ ადრე სატანისტი და მოგვი იყო. მას უშუალო ურთიერთობა ჰქონდა ეშმაკთან, ხედავდა მას და პირდაპირ ესაუბრებოდა. მიუხედავად ამისა, უფალმა ის თავისკენ მოიზიდა. კვიპრიანემ შეინანა თავის ბოროტება, უარჰყო სატანა და ქრისტესთვის ეწამა. ღმრთისთვის ყველაფერი შესაძლებელია!

      მაშ, რატომ არის შეუძლებელი და დაუჯერებელი მასონმაც შეინანოს თავისი ბოროტება? რა თქმა უნდა, შეიძლება და დიდება უფალს ამისთვის!

      ჩვენ არავის მოვუწოდებთ გინდა თუ არა დაიჯეროს ის, რასაც ეს ადამიანი ამბობს. მივიღოთ ეს ინფორმაცია განსჯისათვის, დავაკვირდეთ მსოფლიო მოვლენებს და თუ აღმოჩნდება, რომ მართლაც ისე მიდის საქმე, როგორც ამას მომაკვდავი მასონი წინასწარმეტყველებდა, გვეცოდინება რა არის მოსალოდნელი უახლოეს პერიოდში და შეგვეძლება შევადაროთ ის წმიდა წინასწარმეტყველთა და იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებას.

      სხვათა შორის, ამ სტატიის შესახებ მრავალმა გამოთქვა აზრი, რომ ახალი აქ არაფერია. მაგრამ, ნუთუ მათ ჩინეთის ასეთი გლობალური დანიშნულების შესახებაც ჰქონდათ ინფორმაცია? მეტად საეჭვოა.

      მაშ ასე, რას გვამცნობს საიდუმლო მთავრობის წევრი მსოფლიოს მომავალზე?სიკვდილის სარეცელს მიჯაჭვულმა ნავთობბარონმა და "თავისუფალმა ქვისმთლელმა" ერთ პასტორს 2011 წლის დასაწყისში აღსარება ჩააბარა. ის ამბობს, რომ ჩინეთი დაიკავებს წამყვან ადგილს მსოფლიოში და უახლოეს მომავალში აშშ-ს ჩაენაცვლება. მსოფლიოს ჭეშმარიტი მმართველები დღემდე გასაიდუმლოებული ილუმინატები არიან, სანამ ჩინეთი ახალ პოზიციას დაიკავებდეს მთელს მსოფლიოში. მან პასტორს უთხრა, რომ ზოგიერთ მოვლენას ბიძგი უკვე 2012 წელს მიეცემა და განაცხადა, რომ ჩინეთი გახდება ახალი ზესახელმწიფო, რომლის უკან "ილუმინატები" დგანან და წინ წამოსწევენ ჩინეთის ფუნქციას, ხოლო თვით მასონები ისევ ჩრდილში დარჩებიან.

      ქვემოთ პუნქტობრივად არის ჩამოყალიბებული მომაკვდავი მასონის აღსარება, რომელშიც მოცემულია დამატები ინფორმაცია ზოგიერთი ფაქტის შესახებ, რომელსაც ამზადებს გლობალური მასონობა. მასალა გამოქვეყნებულია ინტერნეტით, მასობრივი საინფორმაციო საშუალების ამ ალტერნატიული წყაროთი, რომელსაც, საბედნიეროდ, მასონები მთლიანად ვერ აკონტროლებენ.

      პუნქტი 1. ომი ირანის წინააღმდეგ დაიწყება უახლოეს ორ წელიწადში და მთელს მსოფლიოს მოედება. ეს იქნება უეცარი დარყმა, რომელიც ძალიან მალე მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება. ამ სამხედრო-პოლიტიკურ პროვოკაციას მილიონობით ადამიანი შეეწირება.

      პუნქტი 2. ამერიკულს დოლარს "სული ამოხდება". ვალუტები გაუფასურდება, რადგან მსოფლიო საიდუმლო მთავრობა დააკანონებს ახალ მსოფლიო ვალუტას (იხ. ახალი მსოფლიო ვალუტის პრეზენტაცია. ფოტორეპორტაჟი). ძალიან მალე მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორიც ის დღეს არის. გამოიტანე შენი ფული ბანკიდან და გამოიყენე სწრაფად და გონივრულად! ახალი გლობალური მსოფლიო ვალუტა მალე გამოჩნდება და ევროც დაეცემა. ოქროსა და ვერცხლის ღირებულება დღემდე არნახულ ასტრონომიულ ფასს მიაღწევს. ჩინეთი მსოფლიო მთავრობის ყურმოჭრილი მონა იქნება და დედამიწაზე ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას გააკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი ტიმოტი გეიტნერი და ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი კევინ რადი თავისუფლად ლაპარაკობენ ჩინურად. მოვლენები დედამიწის მოსახლეობის კონტროლის შესაბამისად განვითარდება. ამისთვის შემოიტანენ სავალდებულო RFID ჩიპებს *(Radio Frequency IDentification, რადიოსიხშირული იდენტიფიკაცია. ადამიანთა მასები ისეთ სიღარიბემდე მივლენ, რომ აჯანყების თავიც არ ექნებათ. გარდა ამისა გამოიყენებენ HAARP-ის საიდუმლო, ფსიქოტრონულ იარაღს, რომელსაც ჰპინოზის ეფექტი გააჩნია. ადამიანები უცნაურ, მოდუნებულ მდგომარეობაში ჩაიძირებიან. ეს იარაღი შეასუსტებს მათ ნებისყოფას, რომლის შედეგად ადამიანთა უმეტესობას ინერტული განწობა დაეუფლება.

      პუნქტი 3. ჩინეთი საოცრად გაძლიერდება! ის წარმოადგენს ახალ მსოფლიო მთავრობასა და პოლიციურ სახელმწიფოს. ამერიკული ლიდერობა მესამე ქვეყნების დონეზე ჩამოქვეითდება. ოქრო და ვერცხლი - ის საშუალებაა, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს. შეისყიდეთ ოქრო და ვერცხლი. ილუმინატები ძალიან მალე დაიწყებენ ბანკების გაკოტრებას. ჩვენ მივისწრაფვით ისეთი კრიზისისკენ, სადაც ყველანი უკიდურესად გაღარიბდებიან. გვინდა თუ არა, მრავალ ჩვენგანს მოუწევს მიუბრუნდეს გლეხურ ყოფას, რადგან სიღარიბის გამო ქალაქებში ცხოვრება შეუძლებელი გახდება. ინვესტიციებისა და უძრავი ქონების იმედი ნუ გექნებათ, რადგან ადამიანებს სახლების შესყიდვის შესაძლებლობა არ ექნებათ, რის გამოც, ფასები უძრავ ქონებაზე მკვეთრად დაეცემა. მდიდრულად ცხოვრების იმედი ნურავის ექნება, ან კიდევ მემკვიდრეობით მიღებული ქონებისა და ინვესტიციებისა, რადგან ეს ყველაფერი იმ დღეს გაქრება, რა დღესაც ყველა ბანკი ერთი მეორის მიყოლებით გაკოტრდება.

      პუნქტი 4. ნავთობი გაძვირდება. ერთი ბარელის ფასი 150-200 დოლარამდე აიწევს. ამაზე დიდ გავლენას ახდენს ჯანყი და რევოლუცია არაბულ ქვეყნებში, რომლის გამოც გაძვირდება გადაზიდვები, პროდუქტები და ა. შ.

      პუნქტი 5. აშშ-ში თუ კრედიტი გადახდილი არ გაქვთ, ბანკს შეუძლია სახლი ჩამოგართვათ. ბანკის ვალი თუ გაქვთ სასწრაფოდ გადაიხადეთ! თუ გადახდა არ შეგიძლიათ - გაყიდეთ სახლი და იყიდეთ უფრო პატარა, რომლის შესყიდვასაც მოერევით, თუნდაც ეს ქოხი იყოს. მილიონობით ადამიანი დაკარგავს თავის სახლს.

      პუნქტი 6. ობამასეული ჯანდაცვის სისტემა ეს არის მაკონტროლებელი საშუალება, რომლებსაც ბანკირები აკონტროლებენ და სადაზღვევო კომპანიები ახორციელებენ. ეს არის ძალაუფლება, რომელიც კრძალავს იარაღის გამოყენების უფლებას, ევთანაზიას და ა. შ.

      პუნქტი 7. აშს-ს მთავრობამ პანამის არხი ჩინეთს დიდი ხნის წინათ გადასცა. ეს იყო საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოსა (CFR) და სამმხრივი კომისიის (TriLats) (გლობალისტების ცნობილი ორგანიზაციები) სტრატეგია.

      პუნქტი 8. ყველა ბერძნული პორტი ჩინეთის მფლობელობაშია.

      პუნქტი 9. მთელი ბუნებრივი რესურსების 90%, მინერალები, ტექნოლოგიები, იარაღი და ა. შ. ასევე ჩინეთის მფლობელობაშია. აშშ-ს არმიისთვის იარაღის დეტალების 80% ჩინეთი ამზადებს. ამერიკა ჩინეთის კმაყოფაზეა.

      პუნქტი 10. ჩინეთის მფლობელობაშია ავსტრალიის მაღაროების ნახევარი. ის აწარმოებს წიაღისეულის მოპოვებას აფრიკაში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და კანადაში. ჩინეთი ფლობს მინერალების მსოფლიო მარაგის 90%. ის მონოპოლისტია.

      პუნქტი 11. ჩინეთი ყიდულობს და ყიდის მსოფლიოს ყველა ქვეყნის ვალუტას.

      პუნქტი 12. რუსეთი არის ნავთობისა და ბუნებრივი აირის უდიდესი მწარმოებელი. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ჩინეთსა და რუსეთს. აშშ ვერასოდეს მოიგებს ომს მათ წინააღმდეგ, რადგან ამერიკამ მთელი წარმოება ჩინეთში გადაიტანა, სადაც აწარმოებენ ყველაფერს, რას აშშ-ს სჭირდება.

      პუნქტი 13. ახალი მსოფლიო წესრიგის მომხრეებს, ელიტას და გლობალისტებს სურთ კრიზისის გაღვივება ახლო აღმოსავლეთში. ბანკები Goldman Sachs Bank, IMF и City Bank უკვე არსებობენ ირანში და ე. წ. "შავი გასასვლელიდან" ძირს უთხრიან ფინანსურ სიტუაციას, ვიდრე ომს დაიწყებდნენ ირანის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ამერიკა და ევროპა ირანში ჰყიდიდნენ კომპიუტერებს, რომლებიც შეიცავენ ვირუსებს და კომპიუტერულ "ჭიებს". ეს წინასწარგანზრახული დარყტმა იყო ირანის წინააღმდეგ. სამხედროები მზადყოფნაში არიან. ომი ირანთან შესაძლოა ძალიან მალე დაიწყოს.

      პუნქტი 14. პროექტი "ეშმაკის მისია". მომაკვდავმა მაგნატმა თქვა: "ახალი მსოფლიო წესრიგის სრულ ძალაუფლებაში შესასვლელად საჭიროა ღმრთის უარყოფა". სატანის მისია ნიშნავს გარყვნილებას, ყოველივე ბუნების საწინააღმდეგო ქმედებას, რადგან მათ, ანუ ილუმინატებს, ქრისტეანულ სამყაროში არ ძალუძთ ეშმაკის მისიის დამკვიდრება. ახლა ჩვენ ვხვდებით რაში სჭირდებათ მათ ჰომოსექსუალიზმი, აბორტები, ევთანაზია, პორნოგრაფია, გარყვნილი და თითქმის განშიშვლებული ჩაცმულობა, ოკულტიზმი და მაგია. ეს ყველაფერი კაცობრიობას საინფორმაციო საშუალებათა მეშვეობით მოახვიეს, რათა მოამზადონ ანტიქრისტეს მოსვლა.

      პუნქტი 15. ილუმინატები, წარმოადგენენ სისტემას, სადაც იქნება მხოლოდ ერთი მსოფლიო რელიგია. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მასონები აფინანსებენ. მასონები უღმრთო ხალხია. მასონი ორგანიზატორები არიან როკფელერი, კარნეგი და Fond Foundation. მიაქციეთ ყურადღება, რომ რელიგიური ორგანიზაციები - ეს არის გასაღები, რომლის მეშვეობითაც შემოდის დამახინჯებული ოიკუმენა.

      პუნქტი 16. აშშ-ს ზოგიერთ ოლქში ძალაში შევიდა კანონები, რომლებიც ადგილობრივ პოლიციელს უფლებას აძლევენ, მაგალითად, პასუხისგებაში მისცენ პასტორი, თუ ის ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ იქადაგებს. მას ეს ადამიანის უფლებების დარღვევად და სქესობრივ უმცირესობათა დისკრიმინაციად ჩაეთვლება. ეს კანონები და პოლიციის ჩარევა რელიგიის საქმეებში იმისთვის ხორციელდება, რათა შესაძლებლობა მიეცეთ დახურონ ეკლესიები, როგორც ეს ჩინეთში მოხდა.

      პუნქტი 17. მომაკვდავმა ნავთობბარონმა თქვა: "მასონებს ექნებათ საკუთარი სახალხო მედია არხი, რომელიც ახალი მსოფლიო წესრიგის მებაირახტრე იქნება!" და ეს უკვე ხორციელდება. ელიტა აკონტროლებს ჩინეთისა და რუსეთის ყველა მედია არხს, ასევე აშშ-ს პრეზიდენტსა და კონგრესს.

      აშშ-ს კონგრესი ცდილობს მოიპოვოს კონტროლი ინტერნეტზე (Cyber Security Act) და დააწესოს გადასახადი ნახშირორჟანგზე, რომელსაც ავტომობილების მფლობელებს დააწერენ. ამერიკელი გადამხდელებისგან იღებენ 3 ტრილიონამდე დოლარს, რომელსაც დიდ ბანკებს აძლევენ. მაშინ დიდი ბანკები შეისყიდიან მცირე ბანკებს, რითაც დაამყარებენ კონტროლსა და მონოპოლიას. ამგვარად, მცირე ბანკები ვერ იხსნიან ეკონომიკას. ამ თამაშს "კონტროლი" ეწოდება. მათ სურთ ჩვენი ფინანსების, სახლების, მანქანების და მთელი თქვენი ცხოვრების გაკონტროლება.

დასკვნა:

      ეს იყო აღსარება ადამიანისა, რომელიც სიცოცხლის ბოლო წუთებამდე მასონურ წრეებს ეკუთვნოდა. ამ უღმრთოებს იმდენი სახსრები გააჩნიათ, რომ მათი უმნიშვნელო ნაწილის გახარჯვაც კი არ შეუძლიათ. მათ სურთ აბსოლუტური ძალაუფლება, მთელი მსოფლიოს გაკონტროლება. ყოველივე ამას ემატება ისიც, რომ ისინი გზას უმზადებენ სატანას ადამიანის მეშვეობით, რომელსაც ექნება უსაზღვრო ძალაუფლება მთელს მსოფლიოზე; და ამ სუპერ-დიქტატორის სახელწოდება არის - მხეცი, ანუ ანტიქრისტე. ცრუ წინასწარმეტყველი (ანუ ანტიქრისტეს ჰებელსი). ილუმინატებსა და მხეცს (ანტიქრისტეს) სურთ რათა დედამიწის თითოეულმა ადამიანმა თაყვანი სცეს კაცობრიობის უკანასკნელ ფიურერს.

      მსოფლიო კავშირი, ერთიანი მსოფლიო ვალუტა და მსოფლიო მთავრობაზე სრული დამოკიდებულება - ეს არის ახალი მსოფლიო წესრიგი, ახალი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც ანტიქრისტეს მმართველობის ქვეშ აღმოჩნდება. ევრო კავშირი - ეს არის ყალბი გზა, რომელსაც მონობამდე მივყავართ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის მსოფლიო ბატონობის საცდელი ეტაპი.

      როდესაც ილუმინატები თავიანთ კლანჭებში მოაქცევენ მთელს მსოფლიოს და ტოტალურ კონტროლს დაამყარებენ, შემოიყვანენ ანტიქრისტეს, რომლის ბატონობა მხოლოდ 7 წელიწადს გაგრძელდება, დანიელის წინასწარმეტყველების მიხედვით. თავისი ტირანიის ბოლო 3 წელიწად ნახევარს ის გააფთრებული დაერევა კაცობრიობას, განსაკუთრებით მის ქრისტეანულ ნაწილს, ქრისტეს ეკლესიას.

      მიუხედავად ამ მოჩვენებითი ძალაუფლებისა და ძლიერებისა, სატანის მხედრობა, თავისი მეთაურითურთ სასტიკად დამარცხდება, რადგან ეშმაკი, რომელმაც აცდუნა კაცობრიობა, "ჩაგდებულ იქნება ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ უკუნითი უკუნისამდე" (გამოცხ. 20:10). ამენ.

ნახვა: 1821

ტეგები: CFR, HAARP, ID, IDentification, RFID, TriLats, act, blog, cyber, foundation, მეტი...frequency, masoni, momakvdavi, qwelly, radio, security, soul, ამბოხი, ანტიქრისტე, აღსარება, ბარათი, იდენთიფიკაცია, კონრტოლი, ლოჟა, მასონი, მომაკვდავი, პირადობა, სული, ქველი

ლაშა: მარტი 24, 2016||4:46am
ნეტავ მაცოდინა რატომ გამოინახა დრო, ენერგია, სურვილი ვისამე აღსარების სათარგმნელად, როდესაც უამრავი კარგი სტატიის თარგმნაა შესაძლებელი. არ ჰგავს ავტორი ავგუსტინეს თორემ კიდევ ჰო...

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Aeternum approaches its highly

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ნოემბერი 14, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი

A Deep Dive into the Upcoming Aeternum

As New World: Aeternum approaches its highly anticipated October launch, Amazon Games has ramped up efforts to prepare both new and returning players for the latest iteration of their popular MMORPG. In a move that underscores their commitment to player engagement and education, Amazon Games has relaunched its previous video series, Touring Aeternum, under the new banner Discovering Aeternum. This expansive 34-episode YouTube video series is…

გაგრძელება

ჩინური ტრიადები

გამოაქვეყნა George_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2024.
საათი: 7:30pm 0 კომენტარი

ჩინური ტრიადები – მსოფლიოს ეთნიკური ბიზნესის უმსხვილესი დაჯგუფება და ამავდროულად მსოფლიოში ყველაზე ორგანიზებული მაფია. ტრიადები აკონტროლებენ და იცავენ ჩინურ ბიზნესს ადგილობრივი რეკეტისგან (მათ შორის სახელმწიფო აპარატებისგან) დედამიწის მთელ ტერიტორიაზე. ორგანიზებით და ეფექტურობით ვერც იტალიური, ვერც რუსული, ვერც სხვა რომელიმე მაფია ტრიადებს კონკურენციას ვერ გაუწევს.

ტრიადის ცნება უკავშირდება სამყაროს კონფუციანურ აღქმას. ობიექტურად არსებულ ტრიადაში (დედამიწა…

გაგრძელება

Aeternum approaches its highly

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ნოემბერი 13, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

A Deep Dive into the Upcoming Aeternum

As New World: Aeternum approaches its highly anticipated October launch, Amazon Games has ramped up efforts to prepare both new and returning players for the latest iteration of their popular MMORPG. In a move that underscores their commitment to player engagement and education, Amazon Games has relaunched its previous video series, Touring Aeternum, under the new banner Discovering Aeternum. This expansive 34-episode YouTube video series is…

გაგრძელება

the first thing to consider

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2024.
საათი: 5:00am 0 კომენტარი



Most players depend on chat for announcing their actions and opinions prospective players must examine what type sort of "roleplaying" that they would prefer to engage in. For instance the RuneScape Forums offer the most well-known and familiar role-playing "mechanics" which players can adhere to, especially when it comes to indicating actions like doing things such as expressing thoughts, declaring them and shouting and whispering . There's an additional Forum Roleplay and Stories…

გაგრძელება

Qwelly World

free counters