დიდი ხანია მცხეთა-თბილისის მარშრუტკებზე არაფერი დამიწერია და ამჯერად გადავწყვიტე, არა მათზე, არამედ მათთვის დავწერო. მცხეთაში თბილისიდან ხშირად მიმომსვლელებს, კარგად ეცოდინებათ, რომ საღამოს, თბილისიდან მცხეთისკენ წასვლა 23:00 საათამდე შეუძლიათ, ხოლო მცხეთიდან თბილისისკენ 20:30 წუთამდე, ანუ ესაა ის დრო, რომელსაც ვპასუხობთ კითხვაზე - „ბოლო რომელზე გადის?“.

      დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, გონება კი იკითხავდა - „კი მაგრამ ცხრის ნახევრიდან 11 საათამდე, ხომ გიწევთ უკან, თბილისში მიბრუნება? და ბარემ ხალხი წაიყვანოთ, არ გირჩევნიათ?“ ამის პასუხი მძღოლებს დიდი ხანია მოფიქრებული აქვთ - „დასავლეთის გზიდან ვბრუნდებით, რადგან უფრო მოკლეა, უფრო მალე ჩავდივართ. მცხეთაზე გამოვლას აზრი არ აქვს, რადგან ხალხი არ გვხვდება და ტყუილად ვხარჯავთ საწვავსაც და დროსაც“-ო.

      ცხადია, ამ პასუხში ჭეშმარიტების მსუყე ლუკმებია მოთავსებული, რადგან მთელს მცხეთაზე გამოვლას, თბილისისკენ წასვლა, საქართველოს მთავარი გზატკეცილით სჯობს - უფრო სწრაფი და მოკლეა.

      პოსტის მიზანი, სწორედ ამ სისწრაფის და სიმოკლის გაზომვაა მათემატიკურ სიდიდეებში. რიცხვები ყველაფერს უკეთ აჩვენებენ.

      ტექნოლოგური სამყაროს სამადლოდ უნდა ითქვას, რომ ბევრი ცდა-წვალება არ დამჭირვებია. გავხსენი Google Map და დავიწყე მანძილების გაზომვა.

      პირველ შემთხვევაში, მანძილი მოცემულია ე.წ. აგურის ქარხნის დასახლებიდან (იქ სადაც ავტოსადგურია), მცხეთის გავლით, ცენტრალურ გზამდე (ანუ იქამდე, სადაც მცხეთის გზა და გზატკეცილი ერთდება).

      ხოლო მეორე ფოტოზე, საწყისი და საბოლო წერტილები იდენტურია, განსხვავებულია მხოლოდ მარშრუტი.

      როგორც ხედავთ, გუგლის დათვლებით, მცხეთაზე გამოვლა ავტომობილებს 300 მეტრით და 4 წუთით მეტი უჯდებათ.

      ამ ორ პასუხს შორის შეუფასებელად მიმაჩნია დრო, ამიტომ რისი შეფასებაც შეიძლება, ეს არის 300 მეტრის საწვავი.

      დავიწყოთ: საშუალოდ, მცხეთა-თბილისის სამარშრუტო ტაქსები მოიხმარენ 2,10 თეთრიან დიზელს.

      1 ლიტრით ანუ 2,10 თეთრით, სამარშრუტო ტაქსი გადის საშუალოდ 6-7 კილომეტრს (ეს საკმაოდ ცუდი დათვლებით, უფრო მეტსაც გაივლიან წესით). გამოდის, 300 მეტრის გასავლელად საჭიროა დაახლოებით 10-12 თეთრის საწვავი (2,10 * 0,3 / 6).

      ცხადია, ავტომობილს მხოლოდ საწვავი არ ესაჭიროება. ყველაზე ხშირად გამოცვლადი და ხარჯიანი გახლავთ მოტორის ზეთი და საბურავები.

      ზეთი დაახლოებით 7 000 - 8 000 კილომეტრზე იცვლება და მისი ღირებულება 130-150 ლარის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, ხსენებული მონაკვეთი, ანუ 300 მეტრი საჭიროებს დაახლოებით 1 თეთრის ღირებულების ზეთს (150 * 0,3 / 7 000).

      რაც შეეხება საბურავებს, ყველაზე ცუდ გზაზეც კი, საბურავები 60 000 - 70 000 კმ-ზე იცვლება. თითოეული ახალი საბურავი კი 300 ლარი ჯდება, ანუ 300 მეტრში გაცვეთილი საბურავების ღირებულება არის ასევე 1 თეთრი (1200 * 0,3 / 60 000).

      საბოლოო ჯამში, დასავლეთის გზიდან მოვლის მოგება შეადგენს 12+1+1 ანუ 14 თეთრსა 4 წუთს (ვიმეორებ, დრო იმდენად შეუფასებელია, რომ არც ვაპირებ თანხებში მის გაზომვას. ამასთანავე, ვითვალისწინებ, მთელი დღის შრომისგან გადაღლილობის მაღალ მაჩვენებელს - მძღოლებს დაახლოებით 15-16 საათიანი სამუშაო დღე აქვთ).

      დასკვნის სახით - რჩევა მცხეთა-თბილისის მარშრუტკებს - თუკი, მცხეთიდან წასვლის შემთხვევაში, 1 ადამიანი მაინც დაგხვდებათ გაჩერებებზე, თქვენ უკვე 86 თეთრიან მოგებას ნახავთ! (თუ ეცოდინებათ მცხეთლებს, რომ 9-ის ნახევრის შემდეგ, 11-ის ნახევრამდე, დაახლოებით ყოველ 30 წუთში ივლით, ერთი მგზავრიც გეყოლებათ და მეტიც. ეს შიდა ტურიზმსაც გააუმჯობესებს და მცხეთელები ხომ ამოისუნთქავენ. მცხეთაში გზები  ისე გადათხრილი აღარ არის როგორც ადრე, ანუ მანქანას არ დაანგრევთ და საცობი ხომ ამ ქალაქს იშვიათად თუ ღირსებია). ხოლო, თუკი არავინ დაგხვდებათ, 14 თეთრი მცხეთელების სიყვარულის შესაწირი იყოს ან იქნებ მთავრობა დაფიქრდეს და დაგიფასოთ.

P.S. ერთი კადნიერი თხოვნაც მექნება:

      გთხოვთ, ბენზოგასამართ სადგურებზე ავზის შესავსებად, ხალხით დატვირთულები ნუ შედიხართ. თქვენს გარდა და დასავლეთ საქართველოში მიმავალი მარშრუტკების გარდა (ისინიც ალბათ გორში ან ხაშურში ასხამენ), მგზავრებით სავსე არცერთი სამარშრუტო ტაქსი არ შედის „კალონკაზე“.


ფოტოზე ასახულია მანძილი დიდუბიდან (ანუ იმ ადგილიდან, სადაც რიგში დგომა ზოგჯერ 40 წუთიც გიწევთ) ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებად ბენზოგასამართ სადგურამდე.

ნახვა: 617

ტეგები: Qwelly, ბლოგი, მარშრუტკა, მცხეთა-თბილისი, ტრანსპორტი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters