იყო და არა იყო რა... სტოპ! რა იყო და რა აღარ არის?, იქნებ თქვენი ზღაპრები ერთი დიდი ტყუილია და მხოლოდ პოლიტიკოსის საარჩევნო დაპირებებს თუ ჩამოუვარდება მაშტაბურობით. ოდესმე გიფიქრიათ, რატომ არიან ბოროტი ჯადოქრები ბოროტები? იქნებ იმიტომ, რომ ჩვენი ზღაპრების გმირები არიან იდეალურები? რატომ ხდება ყოველ ზღაპარში ერთი და იგივე და რატომ ემსგავსება ლათინო-ამერიკულ სერიალს? რატომაა ყველა პრინცესა ლამაზი და რატომ ჰყავთ პრინცებს თეთრი რაში და არა სხვე ფერის? ლოგიკურია დასასრული "დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ"? რა იცის ავტორმა იქნებ იმდენად ბანალური გახდა მათი ცხოვრება, რომ ისინი გაშორდნენ? (ან უარესი არც გაშორებულან და ერთმანეთს ნერვებს "უწეწავენ"), იქნებ პრინცი გალოთდა, გამელოტდა და ღიპი დაედო? თეთრი რაშის ნაცვლად კი ვირზე ამხედრებული აღმოჩნდა? პრინცესას არსად უშვებს და ეუბნება: "რა ქალის საქმეა მეჯლისებზე სიარული, პრინცესა ვიცი "კუხნაში"-ო"? მათი მგზნებარე სიყვარული კი, ერთი ნახვით რომ დაიწყო, შეგუების დონემდე დავიდა? რადგან ჯადოქარი აღარ არსებობს და სიყვარულსაც არავინ კრძალავს. საინტერესოა, რამდენი წელი გაგრძელდება მათი ურთიერთობა, იფიქრებდნენ კი, რომ ერთმანეთი მობეზრდებოდათ? ოცნებობდნენ ერთ მშვენიერ დღეზე და როცა ეს დღე დადგა, მან თავისი მომხიბვლელობა დაკარგა. იქნებ მთვარეზე დარჩა, ალბათ ამიტომ უყურებენ შეყვარებული ადამიანები მთვარეს... (პრინციპში ეს საიდან მოვიტანე)

ნახვა: 740

ტეგები: bald, blog, cooking, happiness, horse, kitchen, love, moon, prince, princess, მეტი...qwelly, ბედნიერება, მელოტი, მთვარე, პრინცესა, პრინცი, რაში, სამზარეულო, სიყვარული, ქველი

ლაშა: აგვისტო 6, 2015||12:25pm

ამ ზღაპრის სხვა ზღაპრებსაც წავიკითხავდით დიდი სიამოვნებით :)) 

ლაშა: ოქტომბერი 16, 2016||8:58pm

დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ, მეც არ მომწონს არცერთ ზღაპარსა თუ საზღაპრო მულტფილმში ((

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ხელმოწერის დღე!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2021.
საათი: 11:23pm 1 კომენტარი

      მაშინ როდესაც ქუჩაში გააადგილება აკრძალულია, ქართულმა პოლიტიკურმა სამყარომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - ისტოირულს ამბობენ, თორემ რეალურად, მოკინკლავე პარტიებმა ხელი მოაწერეს დამეგობრების დოკუმენტს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში შევა. დღის ბოლოს, ხელმოწერის შემდეგ შარლ მიშელმა მოგვილოცა და ხვალ ჩამოვალო. გარეთ კი წვიმის ანონსებია - 23 აპრილამდე წვიმა, ძლიერი ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი. კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია -…

გაგრძელება

მანიპულაცია სამეფო კარის პორტრეტებით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2021.
საათი: 10:04pm 0 კომენტარი

      აპლიკაციების ეპოქაში ცხოვრობთ. განსაკუთრებული სიმრავლე მაინც ფოტოგრაფიასა და ფოტომანიპულაციაში შეინიშნება - იმდენი გაჯეტი და აპლიკაციაა შექმნილი, რომ ძნელია გაიგო რომელი ფოტოა რეალური და ნამდვილი და რომელი გაყალბებული. ადრე თუ ფოტომასალა რამეს ნიშნავდა და დოკუმენტად გამოდგებოდა, ახლა ასე მყარი არგუმენტი აღარ არსებობს. უმრავლესობა მაინც გასართობად იყენებს ამ აპლიკაციებს და დღევანდელი ჩვენი ბლოგიც, სწორედ ამ შინაარსისაა. როგორც ცნობილი გახდა,…

გაგრძელება

შესარიგებელი ხელმოწერა, საქ. ბანკი მძევლად და უნდობლობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2021.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

      დენიელსონს ტყუილად არ უწერია - მთავრობამ ხელი მოაწერა და დღის მთავარ ამბად იქცა, თუმცა ოპოზიციას უხარია, მაინც აქციებს აანონსებს. ამინდი უახლოეს დღეებში ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს გვპირდება. ჰესის მოწონებას გვპირდება მინისტრი და ავლაბარში ტერორიზმი გააქტიურდა. პანდემია არ დასრულებულა - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 293321, ბოლო დღე-ღამეში - 1077, გამოჯანმრთელებული - 279831, ბოლო დღე-ღამეში - 442, გარდაცვლილი -…

გაგრძელება

ორი ოპოზიცია, ჰესი საპროტესტო ტალღა და პრეზიდენტის აქტიურობა

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სითბოსთან ერთად აქციების ანონსები ისმის, მაგრამ რეალურად დღეს მხოლოდ სამი ძირითადი მიმართულება გვქონდა - ოპოზიცია, ძველი, ტრადიციული სახეებითა და ტრადიციული ულტიმატუმებით, ჯერ კიდევ ოპოზიციად ვერ შერაცხული და არ ჩამოყალიბებული ახალი შეკრება გახარიას გარშემო და ცხადია, ნამახვანი ჰესის პრობლემატიკა. პანდემია არ დასრულებულა - კოვიდპანდემია საქართველოში ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 292244, ბოლო დღე-ღამეში - 1030, გამოჯანმრთელებული - 279389,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters