siketebo, boroteba, daxvewili boroteba, andaza, aforizmi, DC comics, Marvel, blog, cinematography, comics, diary, evil, film, goodness, heroes, movie, movies, superheroes, არსება, არსებობა, ბლოგი, ბოროტება, ბოროტსა სძლია კეთილმან, გმირები, დახვეწილი ბოროტება, დღიური, კინემატოგრაფია, კინო, კომიქსების გმირები, კომიქსი, მარველი, სიკეთე, სუპერგმირები, ფილმები, ფილმი

      რამდენიმე დღის წინ მარველის თაობაზე და მარვლეს აყოლილ თაობაზე ვსაუბრობდით და იმ დროის ფლანგვაზე, რომელსაც ის სთავაზობს საზოგადოებას (თუ ვინმემ არ იცის, მარველი (Marvel) მარტინ გუდმანის დაარსებული საგამომცემლო კომპანიაა, რომელმაც სახელი კომიქსებით გაითქვა). მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენს საზოგადოებაში კომიქსები იმდენად უჩვეულო ხილი იყო, რომ ახლა გადაღებულ კომიქსებს ნებისმიერი ასაკის კინომანი დიდი სიამოვნებით უთმობს დროს. მითუმეტეს, რომ გაფორმება, კომპიუტერული გრაფიკა და მისთანები ნამდვილად არ დაეწუნებათ. გუშინაც ასე დავკარგე 110 წუთი ჭიანჭველად ქცეული ადამიანის ყურებაში. გმირი პირველად 1962 წელს გამოჩნდა მარველის იანვრის ნომრის კომიქსში, მაგრამ კინოფირზე 2015 წელს გადაიტანეს. მეცნიერის გამოგონება - ნივთიერება, რომელიც ზომებს მნიშვნელოვნად ამცირებს მოლეკულებს შორის სივრცის შევიწროების ხარჯზე და ამ ნივთიერებით აღჭურვილი სპეციალური სამოსი, რომლის მატარებელს საშუალება აქვს წამისყოფით შემცირდეს ჭიანჭველის ზომამდე და შემდეგ ისევ გაიზარდოს (თუ საჭიროა სუბატომურ ზომამდეც შეუძლია შეკუმშვა, მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევაა). ესაა ამ გმირის განსაკუთრებულობა, ფილმის დინამიური სიუჟეტი, მცირე დოზით, მაგრამ მაინც სამეცნიერო ფანტასტიკა, კარგი გაფორმება, მაიკლ დუგლასი, ვანჯელინ ლილი, პოლ რუდი და შედეგიც არ დააყოვნებს - მაყურებელი პირველივე კადრიდან ეჯაჭვება ეკრანს.

      საქმე ისაა, რომ ასეთი ფილმის ფინალი წინასწარ იცი - კეთილი კლავს ბოროტს და ამით სრულდება ყველაფერი, სამყარო გადარჩენილია, იქამდე შერისხული და საზოგადოებისგან ათვალწუნებული გმირი გმირად აღიარებული იქნება ფილმის ბოლოს და ათასი ბლა ბლა ბლა. კომიქსს რეალობაზე რა თქმა უნდა პრეტენზია არ ექნება, მითუმეტეს ამ ტიპის კომიქსს სადაც ადამიანები პატარავდებიან, ან მწვანდებიან, ან ფარსა და უროს ისვრიან, მაგრამ ხომ შეიძლება რეალობის ისეთ ინტერპრეტაციაზე მაინც ჰქონდეს პრეტენზია, რომელიც გამოგვადგებოდა? ასე მაგალითად, დღეს თითქმის აღარსად, არცერთი ბოროტება ცხადი ბოროტებით არ ებრძვის სიკეთეს. ორი მხარე, კეთილი და ბოროტი და მათი დაუსრულებელი ბრძოლა, ისეთი აშკარა როგორც ეს მარველის კომიქსებშია, დიდი ხანია მოძველდა, ახლა სიკეთეს "სიკეთით" ებრძვიან და "კეთილი" იდეებით. (ამ მხრივ კომიქსებში შემიძლია 2009 წელს გამოსული "გუშაგი" (Watchmen) შემოგთავაზოთ. ამჯერად საქმე გვაქვს დისი კომიქსის (DC Comics) ერთ-ერთ ბესთსელერთან (1986-1987), სადაც ბევრი მთავარი გმირია და მათ შორის არის დოქტორი მანჰეტენი, რომელიც ღმერთობის იდეას ატარებს და ფილმის დასასრულს არ გაქვს განცდა, რომ ბოროტსა სძლია კეთილმან ან პირიქით).

      დიდი ხანია ბოროტება მიხვდა, რომ არ ღირს სიკეთესთან ბრძოლა. თუ პირადი გამოცდილებიდან ვერ მიხვდებოდა, ამდენი ტექსტი (ლექსი, მოთხრობა, პოემა, იგავი და ა.შ.), ფოტო, ფილმი და სადღეგრძელო მაინც მიახვედრებდა და გააგებინებდა, რომ ყოველი ბრძოლა თუ ომი ბოროტისა სიკეთესთან, განწირულია მარცხისთვის. მაგრამ როგორც წესი, ბოროტები და მითუმეტეს კომიქსების ბოროტი გმირები, ჭკვიანი ადამიანები არიან, მეცნიერები, გამომგონებლები და ა.შ. შესაბამისად, ბოროტება როგორც ჭკვიანი რამ, აუცილებლად მიხვდებოდა და დიდი ხანია მიხვდა, სიკეთესთან ბრძოლა არ ღირს (იმედია ეს ბოროტება ქართველი არ არის და წაგებულ ომში ჩაბმა არ უყვარს), ომის მოსაგებად სიკეთე უნდა გახდეს, მაგრამ რადგან თავის კონკურენტ სიკეთეს ვერ შეურთდება, პრინციპული სხვაობის გამო - კეთილი არ არის, არამედ ბოროტია, ამიტომ ქმნის ალტერნატიულ სიკეთეს, სხვა სიკეთეს, რომელიც ძალიან, ძალიან მცირედით უხვევს ნამდვილი სიკეთისგან და ამ მცირე გადახვევით ებრძვის მას.

      კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ სამყაროში.

აქვე იხილეთ:

საყოველთაო სიკეთე

ბოროტება არ არსებობს

ნახვა: 1396

ტეგები: Qwelly, არსებობა, ბლოგი, კინომანია, სუპერგმირები

Tako ^_^: ნოემბერი 15, 2015||9:43pm
ლაშა ეს შენი დაწერილია თუ საიდანმე გადმოაკოპირე???
ლაშა: ნოემბერი 15, 2015||9:45pm

თუკი საიდანმე რამეს ვაკოპირებ, ყოველითვის ვწერ ავტორის ვინაობას თაკო :)

Tako ^_^: ნოემბერი 15, 2015||9:53pm
მე და ჩემი ძმები კომიქსებზე გავიზარდეთ,რომელიც ხან რუსულენოვანი,ხანაც ინგლისურენოვანი იყო...დღემდე შენახული გვაქვს... ეს ფანტასტიკაა,არ არსებობს ადამიანი ჭიანჭველა,როგორც არ არსებობს ადამიანი ობობა,მაგრამ ის ყველასათვის განსაკუთრებულად საყვარელია... მე ვერ ვერკვევი ფიზიკასა და ზოგადად გამოგონებაში,როცა ამბობ რაღაცის ალტერნატივა არ არსებობსო,ამაში უნდა ერკვეოდე...ადრე რადიოსაც და ტელევიზორსაც არ ჰქონდა ალტერნატივა შენივე ლოგიკით გამომდინარე, მაგრამ უი,თურმე შესაძლებელი ყოფილა იყო...
მოკლედ იმის თქმა მინდა,რომ რაშიც კარგად ვერ ერკვევი და რისი დასაბუთებაც არ შეგიძლია ის არ უნდა წერო...
ოდითგანვე არსებობდა ბოროტსა და სიკეთეს შორის ბრძოლა,არსებობს და ყოველთვის იარსებებს,სადაც უმრავლეს შემთხვევაში სიკეთე იმარჯვებს...ეს არა მარტო ქვეყნებს შორის თუ 2ადამიანს შორისაა,არამედ თავად ადამიანის გონებაა ასე აგებული,რომ ცუდზეც ფიქრობ და კარგზეც...ცუდის კეთებაც შეგიძლია და კარგის...
მოკლედ,არ მომწონს ეს პოსტი...
ლაშა: ნოემბერი 15, 2015||10:03pm

თაკო ვერ მივხვდი "რაღაცის ალტერნატივა არ არსებობსო" სად დავწერე რომ რაღაცის ალტერნატივა არ არსებობს, ან რა შემატყვე რომ ისეთ რამეზე ვსაუბრობ, რაც არ ვიცი? :) ის რომ შენ და შენი ძმები კომიქსებზე გაიზარდეთ, ეს არ ნიშნავს რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, თუნდაც დავავიწროვოთ - მხოლოდ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისთვის, კომიქსები ისეთივე ჩვეულებრივი რამ იყო, როგორც სხვა წიგნები. მეც მქონდა ერთი კომიქსი სახლში, მაგრამ სამწუხაროდ არ მახსოვს რა :( 

და კითხვა ძალაში რჩება - "როცა ამბობ რაღაცის ალტერნატივა არ არსებობსო, ამაში უნდა ერკვეოდე" - ეს განმიმარტე კარგი? 

ლაშა: ნოემბერი 15, 2015||10:04pm

P.S. გული მიგრძნობს სულ ვერ გაიგე ამ პოსტის სათქმელი (( 

Tako ^_^: ნოემბერი 16, 2015||8:07pm
1.კომიქსს რეალობაზე რა თქმა უნდა პრეტენზია არ ექნებაო წერ და ეგ ვიგულისხმე...
2.თუ არ მოგწონს კომიქსები და ფინალიც ფილმის დასაწყისშივე იცი,მაშინ რატომ ხარჯავ "ძვირფას 110 წუთს"???
3.იმიტომაც გქონდა ერთი კომიქსი,რომ საქართველოში არ შემოდიოდა,რადგან ეგონათ ამით ბავშვების გონება ვერ ჩამოყალიბდებოდა (არადა ინგლისური 5წლის ასაკში ზუსტად კომიქსებიდან ვისწავლე და სხვა წიგნებს მირჩევნოდა)...
4.მე მიყვარს კომიქსებზე და არ მომწონს როცა არასაინტერესოდ საუბრობენ...არსს რომ მივხვდი და არ მომეწონა მაგიტომაც დავაკომენტარე...
5.მერწმუნე ბევრს უყვარს სამეცნიერო ფანტასტიკა და ბევრიც კითხულობს,მაგრამ რატომღაც რელიგიური მრწამსით პოსტებსა და სტატუსებს დებენ "კარგი ტიპები" რომ გამოჩნდნენ და აი ეს არ მომწონს(რა შუაში იყო ამასთან,მაგრამ მაინც)...
ლაშა: ნოემბერი 16, 2015||8:41pm

ცალ-ცალკე უნდა გიპასუხო ალბათ, თორემ ან განგებ ამახინჯებ ცემს აზრს ან მართლა არ ხვდები რა დავწერე. 

1. კი, კომიქსს რეალობის გადმოცემაზე არ აქვს პრეტენზია - კომიქსია, გამოგონილი ამბავია და არა დოკუმენტური მასალა. შესაძლებელია მხატვრული ლიტერატურაც სრულიად გამოგონილი ამბავი იყოს, მაგალითად ჰარი პოტერი, ბეჭდების მბრძანებელი და ა.შ. მაგრამ მათი მესიჯები (მოგეხსენება ნებისმიერ ხელოვნებას, შემოქმედებას რაიმე სათქმელი, მესიჯი აქვს მკითხველთან, მნახველთან, მსმენელთან და სწორედ ამ მესიჯებით ფასდება მათი ავ-კარგი) უფრო საინტერესო განსახილველია ვიდრე რიგი კომიქსებისა და განსაკუთრებით კი მარველის კომიქსებისა (თუ ამოგლეჯილად არ წაგიკითხია პოსტი, ნახავდი ჩემს დიდ სიმპათიას დისი კომიქსის გუშაგებთან, სადაც ერთდროულად არის ფსიქოლოგიაც, რორშახის ლაქებით, ფიზიკაც მანჰეტენის შესრულებით, პოლიციაც სხვა მცველებით, ფილოსოფიაც - "ანტიგმირის" განსახიერებით და ა.შ. და სათქმელიც უფრო მრავალფეროვანია.)

2. რატომ ხარჯავ 110-წუთსო და მაგაზე ხომ უკვე დავწერე? გადაახტი? :(( 

3. მგონი უბრალოდ დამეთანხმე, რომ საქართველოში იშვიათობა იყო, უბრალოდ გინდოდა განსხვავებულად გეთქვა და ამიტომ დაწერე წინაპართა მიდგომებზე ბავშვის გონების განვითარებასთან დაკავშირებით :)) 

4. არასაინტერედოს - ეს შენი შეფასებაა ამჯერად ჩემი ნაწერის და მე ყოველთვის მოხარული ვარ ჩემი ნაწერის შეფასებების კითხვისას, ამიტომ დიდი მადლობა. ვეცდები წერის კულტურა და სათქმელის გადმოცემა გავაუმჯობესო. 

5. ეგ მართლა რა შუაში იყო ამასთან? :) 

P.S. თაკო, ხომ გითხარი ვერ მიხვდი მთავარ სათქმელსთქო. მარველის კომიქსების მესიჯები არის პ რ ი მ ი ტ ი უ ლ ი! :) ახლა უფრო კონკრეტული ვარ? შესაბამისად მისი ყურებაც დროის ისეთივე ხარჯვაა, როგორც თურქული სერიალისა! განსხვავება - თურქულ სერიალში ულვაშიანი კაცები თამაშობენ და კოჭ-მაჯა-დაფარული ქალები, საპნის ოპერაა და დაუსრულებლად იწელება, თუმცა იცი რომ ბოლოს ერთად იქნებიან და ბედნიერად იცხოვრებენ და მარველთანაც იცი, Iron Man მიუხედავად უცაბედად ჩემოკრული უბედურების ზარისა, მაინც იპოვის სიტუაციიდან გამოსაძრომს და გადაარჩენს სამყაროს. განსხვავება გარჩევადობის ხარისხს, ექშენსა და სხვა ტექნიკურ დეტალებშია, რომლითაც ევროპული და ამერიკული ნაწარმი უსწრებს ამ შემთხვევაში თურქულს :) 

George: ნოემბერი 16, 2015||8:44pm

ვაი...ჩავერევი, უსაქმური -

ძვირფასო  Tako:

5. მოვლენას, რომელსაც შენ აღწერ ეწოდება *ფარისევლობა* (და მისი ნებისმიერი გამოვლინება: სოციალურ ქსელში, სამეცნიერო ფანთასტიკაში,რეალურ ცხოვრებაში თუ კომიკსში უნდა იქნას დაგმობილი ვითარცა   "კიბოზე უარესი სენი"

4. მე კი მიყვარს როცა ადამიანი გამოხატავს თავის აზრს (დიდი მოწონება შემ) და არგუმენტირებულად (აქ კი უფრო სამიანი მინუსით) იცავს თავის პოზიციას !

3. მართლა თვლი რომ კომოსებით შესაძლებელია გონების ჩამოყალიბება ?( cit :"  საქართველოში არ შემოდიოდა,რადგან ეგონათ ამით ბავშვების გონება ვერ ჩამოყალიბდებოდა (არადა ინგლისური 5 წლის ასაკში"   - მადლობა, ამ ფრზით ნადვილად დაადასტურე , რომ გენიოსები იყვნენ ვინც კრძალავდა საქართველოში კომიკსების ჩამოტანას : არ ვიცი რა დონეზე დაეუფლე ინგლისურს , მაგრამ 5 წინადადებაში იმდენი გრამატიკული და ფაქტობრივი შეცდომაა......

2. ამ შეკითხვაზე პასუხი - ჩემთვის უცნობია ( ისევე როგორც შენთვის) - მხოლოდ ისაა გასაკვირი, რომ შემტევი ბრალდების ფორმა აქვს  (* მავანს საზამთრო უყვარს, მავანს კი - მუჟუჟი*)

1. "კომიქსს რეალობაზე რა თქმა უნდა პრეტენზია არ ექნებაო" (cit) -  რა თქმა უნდა .. ისევე როგორც ზღაპარს ( *ეროვნული* ნაცარქექია იქნება თუ ვიწრო საზოგადოებაში ფართოდ ცნობილი *ექიმი ვობ-ჰუ* ჩინეთიდან), ფანთასტიკურ მოთხრობას თუ ა.წ. *უჟასებს*..  ამიტომაც კამათის წინ ნდა ჩამოყალიბდე იმ *ველზე* სადაც აპირებ ოპონირებას : სტილებში სხვაობა, გემოვნება, კონკრეტული ნაწარმოები  თუ ფანთაზიების (კომიკსური,ზღაპრული ან თუნდაც დეტექტივური) სუბლიმირების მას-მედიაში გადატანა ..

Tako ^_^: ნოემბერი 19, 2015||6:32pm
მოკლედ, ლაშა და გიორგივ მოგმართავთ, რადგან არ ვწერ ეს იმას არ ნიშნავს რომ "გამაჩუმედ",უბრალოდ ვთვლი რომ აზრი არააქვს თქვენთან საუბარს ისე ხართ თქვენს სინამდვილეში დარწმუნებულნი...
5რაღაცას გეტყვით:
1. ბლოგი გამართულად არაა დაწერილი,ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ აზრს ვერ აყალიბებ,საერთოდ ერთმანეთთან კავშირი არააქვს წინადადებებს, ასე მაგალითად : "მრავალი წლის წინ ჩვენს საზოგადოებაში კომიქსები იმდენად უჩვეულო ხილი იყო (სწორი ფორმაა არა უჩვეულო,არამედ უცხო),რომ ახლა დაგაღებულ კომიქსებს ნებისმიერი ასაკის კინომანი სიამოვნებით უთმობს დროს" - ეს ძან სასაცილო წინადადებაა ჩემთვის,რა შუაშია ადრე რადგან უჩვეულო იყო იმასთან,რომ ახლა ნებისმიერი ასაკის კინომანი უყურებს???
2.და თუ ადამიანები მაინც უყურებენ ფილმს ან კითხულობენ კომიქსს,რომლის ფინალიც წინასწარ იციან, ე.ი. ისინი ფინალის გასაგებად არ კითხულობენ და უყურებენ,სხვა რამე უფრო აინტერესებთ...
3. შეფასება მარველის კომიქსებსა და ფილმებს მაღალი აქვს...გეთანხმები,რომ განსხვავებული გემოვნების ადამიანები არსებობენ,მაგრამ არ უნდა შეადარო სამეცნიერო ფანტასტიკა დრამას ან თუნდაც ზღაპარს,მაშინ სამეცნიერო ფანტასტიკა არ იქნებოდა...
4. იმედია შენს ბლოგს თავიდან რომ გადახედავ და რამე არ მოგვეწონება არ შეცვლი (როგორც ეს ერთმა გოგომ გააკეთა,რომელიც მიხვდა რა უაზრო ნება წერდა) და შემი კომენტარები უსარგებლო არ გახდება... :)))
5.ჯანსაღი და არგუმენტირებული კრიტიკა უნდა მიიღო,თორემ ასე ვერ განვითარდები ჯიუტად თუ დაიცავ შენს ბლოგს,რაც მე პირადად ამ თემაში გარკვეულ ადამიანს არ მსიამოვნებს... რაც არ ვიცი იმაზე არ ვაკომენტარებ,რაც მესმის და ვკითხულობ თუ როგორი ცუდი ბლოგია,აი ამის გატარება არ შემიძლია...
ნუ მიწყენთ მეგობრებო,არავის მტერი არ ვარ,უბრალოდ ამ ბლოგმა დიდი ტკივილი მომაყენა პირადად მე... )))
რაც შეეხება ჩემს არაგამართულად წერას,გიპასუხებთ,რომ მობილურით სწრაფად და თან გაბრაზებულზე კარგად ვერ ვწერ... )))
Tako ^_^: ნოემბერი 19, 2015||6:32pm
გაჩუმედ კი არა გამაჩუმეთ უნდა დამეწერა,მომიტევეთ :)))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters