ჩხუბი დმანისში, შეზღუდვების შემსუბუქება და გადაწეული კომენდანტი

      არის ასრულდა ოცნება, გადაიწია კომენდანტის საათმა. დღის მთავარი პოზიტივი სწორედ ამ ფაქტს უკავშრდებოდა. გუშინ დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან ხელჩართული, ჯოხ და უროჩართული დაპირისპირება დაიწყო, რომელიც დღესაც გაგრძელდა და თითქმის ეთნიკურ დაპირისპირებად იქცა, მაგრამ საღამოს უკვე შერიგდნენ მოჩხუბარეები. კომენდანტს სხვა შემსუბუქებებიც მოჰყვა. ისრაელში ისევ ომია. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.3979 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 მაისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 665 ტესტი ჩატარდა. 27 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 490 ფაქტი გამოავლინა. დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურება. მიმდინარე კვირიდან, კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ მომხმარებლები შაბათ-კვირას ღია სივრცეში მიიღონ. დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება ჩინურ „სინოვაკზე“ რეგისტრაცია, ხოლო მომდევნო კვირიდან მსურველებს აცრის შესაძლებლობა ექნებათ. ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ეტაპობრივად იკლებს, რაც პოზიტიური მაჩვენებელია. ვფიქრობ, კოვიდპასპორტზე მუშაობა 2-3 კვირის განმავლობაში მიიღებს უფრო მკაფიო სახეს და შესაძლებელი იქნება მოსახლეობას შევთავაზოთ. ვიდრე ვაქცინების რაოდენობა არ იქნება ქვეყანაში იმდენი, რომ ყველა მსურველს ჰქონდეს მისი სწრაფად და დროულად მიღების შესაძლებლობა და ვიდრე არ დაიწყება მასიური ვაქცინაციის კამპანია, მანამდე აცრილთათვის ბენეფიტების დაწესებას შესაძლოა ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი. შემსუბუქების გადაწყვეტილება ეხება ღამით მოძრაობის შეზღუდვის შემსუბუქებას, რაც ვფიქრობ, ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებით და ასევე, დღის ხანგრძლივობის გაზრდის გამო, უკვე იყო ძალიან აქტიური და მოლოდინიც მოსახლეობის მხრიდან. ირაკლი ღარიბაშვილი - ივნის-ივლისში საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე - ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. ნათია თურნავა - ამ კვირიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირების ორგანიზებული ვაქცინაცია დაიწყება. ამირან გამყრელიძე - ჯერჯერობით ევროკავშირს და სხვა ქვეყნებს ორჯერადი ვაქცინაცია არ უღიარებიათ, რომ ის ქვეყანაში შესვლის ბარიერი იყოს. სრულად ვაქცინირებულთათვის შეღავათების დაწესება მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ქვეყანაში მოსახლეობის „კრიტიკული მასა“ აიცრება. ჩვენ ახლა გარკვეულწილად პიკის დაღმავალ ფერდზე ვართ, ანუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება.

      ჩხუბები დმანისში - დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან გუშინ დაპირისპირება მოხდა. გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად, ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან. დღეს იმ მაღაზიასთან აქცია გაიმართა და დაპირისპირება დაიწყო. შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, დმანისში მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული და ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. ანა ნაცვლიშვილი დმანისში მომხდარ დაპირისპირებაზე - ძალადობას სჭირდება სამართლებრივი პასუხი, მაგრამ მხოლოდ სისხლის სამართალი არ არის საკმარისი. სოზარ სუბარი - ვიდრე გამოძიება დასრულდება, შეფასების გაკეთება ძნელია, მაგრამ რასაც ვუყურებთ, ეს იყო კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე - არანაირ ეთნიკურ კონფლიქტზე საუბარი არ შეიძლება იყოს. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რაც მოხდა, არასწორი იყო, წუთიერ აღელვებას მოჰყვა და დაწყნარდება ყველაფერი. არ ვიცი, ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ ფაქტია, რომ ის, რაც დმანისში მოხდა, ორგანიზებული იყო. დმანისში, ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ქვებს ესვრიან და ჯოხებს ურტყამენ - ადგილზე ვითარება დაძაბულია. არსებული ინფორმაციით, დმანისში დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შსს - დმანისში დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რათა ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას ხელი არ შეუწყონ. დმანისში, დაპირისპირებაში მონაწილე ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციის შენობასთან მივიდა. გიორგი ვაშაძე - ასეთი გულგრილი დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ დაუშვებელია, მიიღეთ შესაბამისი ზომები სიტუაციის განსამუხტად. ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ იყოს წარმოჩენილი როგორც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება, რაც აბსოლუტურად მიუღებელი იქნება. დმანისში, პოლიციის განყოფილებასთან შეკრებილები გუშინ, ერთ-ერთ მაღაზიასთან ინციდენტის დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. გიგა ბოკერია - დმანისში ჩვენ ახლა ვხედავთ საათობის განმავლობაში ძალადობას, რომლის აღკვეთას ვერ ან არ ახერხებს პოლიციის ხელმძღვანელობა იმიტომ, რომ არ აძლევს შესაბამის დავალებას პოლიციელებს. ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველოს განვითარების დღევანდელ ეტაპზე მიუღებელია რაიმე სახის დაპირისპირება მოსახლეობას შორის, მითუმეტეს, თუ ეს ოდნავ მაინც ეთნიკური დაპირისპირების კვალს შეიძლება შეიცავდეს. ვახტანგ გომელაური - ეს თემა არ უნდა გადაიზარდოს ეთნიკურ დაპირისპირებაში - ქვეყნის მტრობაა ვინც იძახის, რომ ეს არის ეთნიკური თემა. სუს-ის უფროსი - დაკავებულია რამდენიმე პირი - უფრო მეტი დაძაბულობა, რაც მოსალოდნელი იყო, განიმუხტა. არჩილ თალაკვაძე - ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია - ამ ყველაფრის ეთნიკურ კონფლიქტში გადატანა, ცალსახად ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული. აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი - მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, გამოიჩინონ თავშეკავება. საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მაშინვე გამოეხმაურა დმანისში აზერბაიჯანელების კუთვნილ “ომარის” მაღაზიაზე მასობრივ თავდასხმას და მის გარშემო მომხდარ შეტაკებებს. საელჩოს თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ, გაეცნენ სიტუაციას და დაუკავშირდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას. ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ტარდება აუცილებელი ზომები. აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი - შეთანხმება იქნა მიღწეული, ერთმანეთს მიუტევეს და შეურიგდნენ. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - მოსახლეობას საკმაოდ მაღალი მზაობა აღმოაჩნდა იმისთვის, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ - იმედი მაქვს, ესკალაციის საფრთხე აღარ არსებობს. ვახტანგ გომელაური - დმანისში ინციდენტი ამოიწურა, შერიგდნენ, თუმცა რაღაც მასშტაბით პოლიციურ ძალებს ვტოვებთ, იქნება კონტროლი. როგორც ინფორმაცია გვაქვს, არც მოქალაქეების და არც პოლიციელების მხრიდან მძიმედ დაშავებული არავინაა.

      ცესკოს უფროსი - იაგო ხვიჩია - კამათი იყო ერთადერთ ნაწილზე, ყველა ვინც ახლაც ცესკო-ს წევრია, თავიდან დაინიშნოს თუ - არა, მაგრამ საბოლოოდ მგონი, კონსენსუსამდე მივალთ. შალვა პაპუაშვილი - შევთანხმდით, რომ ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება - ერთი ოპოზიციის მიერ დანიშნული, მეორე კი პროფესიული ნიშნით შერჩეული. პრეზიდენტი - საარჩევნო რეფორმა იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის. ხათუნა სამნიძე - დღეს, დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და მოადგილესთან დაკავშირებული შეკითხვები, რომელიც არის საზოგადოებაში.

      17 მაისობა - გურამ ფალავანდიშვილი - თუ მოვიდა ინფორმაცია, რომ სადმე ატარებენ უმსგავსობის პროპაგანდას, ჩვენ იქ გადავინაცვლებთ. დეკანოზი შალვა კეკელია - ცოდვის პროპაგანდა კი არ უნდა იყოს, ცოდვის წინააღმდეგ ერთად უნდა დავირაზმოთ და შევთანმხდეთ, რომ ოჯახის სიწმინდე უფრო მყარად იყოს ქვეყანაში. ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით, სასულიერო პირები ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ. სახალხო დამცველი - 17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს ლგბტ+ ადამიანები, თემის აქტივისტები და მხარდამჭერები საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებენ თანასწორუფლებიანობის მნიშვნელობას და მათ სოლიდარობისკენ მოუწოდებენ.

      სააკაშვილის მონახულება - სოზარ სუბარი - სააკაშვილმა მოახერხა ნიკა მელია გაენულებინა - ეს კაცი იძულებული გახდა ჩასულიყო და მისგან აეღო კურთხევა, რა და როგორ გააკეთონ. ალუდა ღუდუშაური - დე-იურე მმართველი მელია ეახლა ფარაონს, კრიმინალ სააკაშვილს - დამაკნინებელია, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა უცხო ქვეყნის მოქალაქესთან დირექტივების მოსასმენად ჩადის. გურამ მაჭარაშვილი - ჩვენი განცხადებები, რომ ნიკა მელია გახვეული იყო სააკაშვილის მიერ დაგებულ პოლიტიკურ ხაფანგში, დადასტურდა. თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვანია კონსულტაციები, რომელიც ახლა კიევში იმართება - არანაირ „კურთხევასა“ და ნებართვის მიღებაზე საუბარი არ არის, საუბარია ადამიანურ დისკუსიაზე. ირაკლი ქადაგიშვილი - მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური მანევრის საშუალება აღარ აქვს, იძულებულია მანაც თქვას - „უნდა შეხვიდეთ პარლამენტში“. იაგო ხვიჩია - სააკაშვილის ლიდერობა აქამდეც იყო დადასტურებული იმის მიუხედავად, ჩავიდოდა თუ არა იქ დელეგაცია.

      ფულების ბლოკი - ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობით დახმარებას მიიღებს. ფინანსთა მინისტრი - გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები. მიმდინარე წლის აპრილში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 194.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ლაშა ხუციშვილი - მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი პროექტი ქვეყანას პანდემიურ და განსაკუთრებით, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაჩქარებაში დაეხმარება.

      ძვირი პური - მალხაზ დოლიძე - თუ 53 ლარის ნაცვლად 50 ლარად მოგვცემენ ფქვილს, მაშინ კიდევ რაღაცით ჩვენს წარმოებებს შევინარჩუნებთ, ან სხვა გზა არ რჩება და 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი.

      საქართველოდან ექსპორტის სახით, 2015-2020 წლებში, 920 კგ ადამიანის სისხლის ექსპორტი განხორციელდა.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 პაციენტი გარდაიცვალა. Bloomberg-ი - ამ დროისთვის ყველაზე მეტი მოქალაქე სეიშელის კუნძულებზეა აცრილი, შემდეგ კი ისრაელი მოდის. აზერბაიჯანში კორონავირუსის 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი. რუსეთში კორონავირუსის 9 328 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 391 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმო-ს დირექტორი - ბოლო 2 კვირის მანძილზე მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობა შემცირდა.

      ისრაელის მედია - ღაზადან ისრაელის ქალაქების მიმართულებით კიდევ 60 რაკეტა ისროლეს, ისრაელმა „ჰამასის“გვირაბების 15-კილომეტრიანი ქსელი გაანადგურა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი რომის პაპს - პალესტინელების ხოცვა-ჟლეტა გაგრძელდება, თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დასჯის ისრაელს სანქციებით. ისრაელის მედია - „ისრაელის თავდაცვის ძალებმა“ ისლამური ჯიჰადის მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელა. „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო შეტევა განაახლა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ჰამასის“ უსაფრთხოების მთავარ შტაბზე დარტყმა განახორციელა.

      ილჰამ ალიევი - სომხურ მხარეს საზღვრის დემარკაციის პროცესის მიმართ არაადეკვატური რეაქცია აქვს. ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანელმა ჯარიკაცებმა სომხეთის ტერიტორიიდან უკან უნდა დაიხიონ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 92

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters