ივნისის სითბო ქარმა და წვიმა-გრიგალმა გადაფარა, მაგრამ ხვალ ისევ გამოიდარებს. პოლიტიკური ასპარეზი და ნიუსები სრულად ეთმობა არჩევნებისთვის სამზადისს და კანონპროექტის დამტკიცებას. ოპოზიციას კანდიდატის პრობლემები აქვს, მთავრობას კანონპროექტის მიღების, რურუას თორაძეების საქმის და ჯანდაცვის მინისტრის დროის გამონახვის.
კოვიდ-ამბები - მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პნევმონიით, პრობლემური პაციენტები არ გვყავს. ბოჭორიშვილის კლინიკაში 23 კოვიდინფიცირებულიდან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ბოჭორიშვილის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი - უკვე დავაგროვეთ ის გამოცდილება, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებულ მსუბუქ პაციენტებს სახლშიც მოვუაროთ. ლევან გოფოძის განმარტებით, გუშინ გარდაცვლილ პაციენტს კოვიდინფექცია აღარ ჰქონდა, თუმცა, მისი მდგომარეობა ვირუსმა დაამძიმა და ასეთი პაციენტი მაინც კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რიგს მიეკუთვნება. ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად 9 პაციენტია და ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გაფართოებული ბიზნესი - ღია კაფეებს, შეზღუდვების მოხსნამდე, მიმდებარედ არსებული მუნიციპალური ფართების გამოყენების შესაძლებლობა მიეცემათ.
გაძვირებული ცხოვრება - ერთი წლის განმავლობაში ხილი 47%-ით, რძის ნაწარმი 25%-ით, ხორცპროდუქტები 13.5%-ით, პურპროდუქტები კი 9.2%-ით გაძვირდა. დავით ბაქრაძე - მთავრობამ აირჩია აბსოლუტურად არასწორი გზა - მივიღეთ გაძვირებული პროდუქტი, გაძვირებული ცხოვრება, დაუცველი მოსახლეობა და ეკონომიკა, რომელიც ვალების ამარაა დარჩენილი.
თბილისის შრომა - კახა კალაძე - მუნიციპალურ სერვისებზე მოთხოვნა გაზრდილია - ყველაფერს ვაკეთებთ, მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომ ადამიანებს არ მოუწიოთ რიგში დგომა. ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტი მზად არის. მზიურის პარკის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება.
თანასწორობა ეთერში - გია ჟორჟოლიანის შეფასებით, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმების შემდეგ, პარტიები წინასაარჩევნო პერიოდში თანასწორ პირობებში ჩადგებიან.
რურუას პატიმრობა - ადვოკატი - თორაძეების საუბარი მაქვს მოსმენილი, რომელიც 1992 წელსაა გაკეთებული, სადაც დაპირისპირებაზეა საუბარი, იქ თორაძეები სხვადასხვა სახელებს ასახელებენ და არ ახსენებენ გიორგი რურუას. დიმიტრი ცქიტიშვილი - გიორგი რურუას წინასწარ პატიმრობაში ყოფნა პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის. გიორგი რურუას ადვოკატი - ექსპერტმა დაადასტურა, რომ მას იარაღიდან დნმ-ის ნიმუში არ აუღია, იარაღი თვალით არ უნახავს და შესამოწმებლად მხოლოდ ბამბის ჩხირები მიუვიდა. ადვოკატის განმარტებით, პროკურატურის მიმართვის შემთხვევაში, გიორგი რურუა მზადაა, თორაძეების საქმეზე დასმულ შეკითხვებს პასუხი გასცეს.
საერთო კანდიდატის პრობლემა - ირაკლი ოქრუაშვილი - დიდმა პარტიებმა უნდა დათმონ - ან მივიღებთ ყველაფერს და ეს არის „ქართული ოცნების“ გაშვება, ან მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგად მეტს და ისევ ოპოზიციაში იქნება. ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციის მხრიდან საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება თავიდანვე უფრო “რომანტიკული წამოწყება“ იყო, ვიდრე რეალური საფუძვლის მქონე განცხადება. რამაზ საყვარელიძე - თუ ძალისხმევა იქნება, ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმება შესაძლებელია. დავით ჭიჭინაძე - ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები ჩემთვის მიუღებელიცაა და განუხორციელებელიც. სერგი კაპანაძე მაჟორიტარებზე - დიდმა პარტიებმა: „ევროპულმა საქართველომ“, „ნაცმოძრაობამ“ უნდა დათმონ უფრო მეტი, შეთანხმება გაცილებით მნიშვნელოვანია. ხათუნა ლაგაზიძე - ოპოზიციურ პარტიებს ძალიან გაუჭირდებათ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კონკურენტუნარიანი კანდიდატები დაასახელონ. ნათელაშვილი - მაჟორიტარების მოცილებას ხალხის კეთილდღეობასთან პირდაპირი კავშირი აქვს. გიორგი ბარამიძე - გიორგი ვაშაძის განცხადებები და მოქმედებები გვაიძულებს, რომ მასთან მიმართებაში ფრთხილად ვიყოთ.
მოუცლელი ტიკარაძე - დიმიტრი ხუნდაძე - დღეს ჯანდაცვის მინისტრი არ იქნება კომიტეტზე, ეს გარკვეულწილად ბოლომდე არ მოდის თანხვედრაში რეგლამენტთან. ლევან კობერიძე - ქალბატონი ეკა ტიკარაძე უკვე მესამედ არღვევს კანონს და ლიდერია ამ კუთხით - როგორც ჩანს, მინისტრს გააზრებული არ აქვს თავისი ფუნქცია. თამარ ჩუგოშვილი - მინისტრი ვალდებულია, რომ როცა პარლამენტის ფრაქცია იბარებს, კომიტეტზე გამოცხადდეს. ლევან კობერიძე - პროტესტის ნიშნად ვტოვებ სხდომას, პროტესტის გამოხატვაც არ გინდათ ტიკარაძის თავნებობასთან დაკავშირებით, რომელსაც „ნარუშილოვკა“ თუ აქვს, თქვას.
კანონპროექტი ცვლილებებზე - კახა კალაძე - შეიძლება სასწაული მოხდეს და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა მხარი არ დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაშინ არჩევნების ჩატარება არსებული სისტემით მოგვიწევს. ეკა ბესელია - ჩვენი ხმების გამო საარჩევნო კანონპროექტი არ უნდა ჩავარდეს. მამუკა მდინარაძე - პიარული თავხედობა ჰქვია ამას, როცა გეუბნებიან, მე ჩავაგდებ და შენი პასუხისმგებლობა იქნება. ლევან კობერიძე - თუ "ოცნებას" განზრახული აქვს, რომ ჩააგდოს საკონსტიტუციო ცვლილებები, მაშინ ეყოთ ვაჟკაცობა, გამოვიდნენ და თქვან, რომ რაღაცის გამო არ უჭერენ მხარს. რომან გოცირიძე - თუ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ რაღაც „ტრიუკი“ არ ჩაატარა, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს ვერაფერი შეუშლის. ბოკერია - თუ შეთანხმების დარღვევა სურთ, ეს ივანიშვილისთვის დამღუპველი იქნება.
საზღვარგარეთულები:
კორონა მსოფლიოში - სამხრეთ კორეამ „რემდესივირი“ კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების სამკურნალო მედიკამენტად დაამტკიცა. სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულ 4 წლის ბავშვს კავასაკის დაავადება დაუდგინდა. სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 515 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დაიღუპა 12 ადამიანი. რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8536 შემთხვევა დადასტურდა.
რასიზმი ამერიკულად - ჩინეთი იმედს გამოთქვამს, რომ რასისტული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად აშშ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. სიეტლში დემონსტრანტებმა ცრემლსადენი გაზისგან თავის დასაცავად ქოლგები გაშალეს. აშშ-ში საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან 10 000-მდე ადამიანია დაკავებული.
უმთავრებო ბელორუსია - ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობა დაითხოვა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია