ჟურნალისტური ქცევა პარლამენტში, თავდაცვა ამერიკაში და საკინკლაო ამბები

      თებერვლის სრული კვირიაკე მიილია. დღის მთავარ ამბავს თავდაცვის მინისტრის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა და განცხადებები წარმოადგენდა, ცხადია ფართო გამოხმაურება მოჰყვა ამ თემას. ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის დამახასიათებელი ერთმანეთის საკინკლაო ამბებიც მრავლად იყო. ასევე საპარლამენტო განხილავ ჟურნალისტების საკანონმდებლო ორგანოში მოღვაწეობის შესახებ. ტრაგედია და უკრაინის ომიც ასევე მეინსტრიმში იყო. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6670 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 10 თებერვალი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      ჩვენი თავდაცვა ამერიკაში - საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა. ლოიდ ოსტინი - ჯუანშერ ბურჭულაძესთან საუბრისას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის წინაშე არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები განვიხილეთ. დავით ზალკალიანი - გზავნილები, რომელიც აშშ-ის მხრიდან მივიღეთ, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა. გიორგი ვაშაძე - თავდაცვის მინისტრი აშშ-ში მალულად ჩავიდა - 33 მილიონი მიხარია, მაგრამ 300 მილიონიც შეეძლო მიეღო საქართველოს, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოწოდების საკითხი ვინმემ დააყენა?! ნიკოლოზ ხატიაშვილი - კვლავ დადასტურდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით და ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონში მთავარი მოკავშირის სტატუსი. არჩილ თალაკვაძე - ლოიდ ოსტინის განცხადება უნდა ჩაიწერონ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა და მედიის ცრუ ნაწილმა - მისი პასუხი ნიშნავს, რომ საქართველო არის საიმედო მოკავშირე. ხათუნა ბურკაძე - პენტაგონის მიერ საქართველოს უსაფრთხოებისათვის 33 მილიონი დოლარის გამოყოფის ინიცირება კვლავ ცხადყოფს, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეა.

      საკინკლაო ამბები - ლევან ხაბეიშვილი - ირაკლი კობახიძე იმსახურებს მარგარიტა სიმონიანისა და სალავიოვის გვერდით ყოფნას, ისიც უნდა მოხვდეს დასასანქცირებელთა სიაში, როგორც რუსეთუმე და „პუტინისტი“ საქართველოში. გიგი წერეთელი - ირაკლი კობახიძის განცხადების დაყვანა შეიძლება კონკრეტულ გზავნილამდე და მისი შინაარსია: „ჩვენ ვგულშემატკივრობთ რუსეთს“. სალომე სამადაშვილი - ტყუილია, თითქოს ვიღაც ჩვენ ქვეყანას ომში ჩართვას სთხოვს - აგვიხსნას „ქართულმა ოცნებამ“ მისი პოლიტიკის ფორმულა, როცა ერთი ხელით აშშ-ის დახმარებას იღებენ, მეორე მხრივ, თავს ესხმიან მათ და ემუქრებიან აშშ-ის ელჩს. გიორგი ვაშაძე - ირაკლი კობახიძე ცდილობს იკადროს ისეთი რამ, რასაც რუსი პროპაგანდისტებიც არ ამბობენ - მათ მოუწევთ გაქცევა, იმიტომ, რომ რუსეთი დამარცხდება და ღალატი არ შერჩებათ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ხელისუფლების ანტიდასავლური, მადისკრედიტებელი განცხადებები პარტნიორების, ელჩების, არასამთავრობოების წინააღმდეგ ყოფს საზოგადოებას და აძლიერებს რუსული დეზინფორმაციის გავლენებს. დევიდ კრამერი - ისე ჟღერს, თითქოს ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს - ეს სამარცხვინოა. მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს მიმართავს და მასთან სამედიცინო კონსილიუმის გაგზავნას სთხოვს. გია ვოლსკი - პრეზიდენტის განცხადება მავნებლურია - ირაკლი კობახიძემ სიტუაცია აღწერა, შემაშფოთებელი მდგომარეობაა, რომ აგრესორი წინ მიიწევს და აქვს დიდი რესურსი მობილიზებული, რათა თავისი გეგმები განახორციელოს. ლევან ხაბეიშვილი - პრეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყნისთვის ბევრი აქვს გასაკეთებელი - გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ დაემუქრება. აკაკი ბობოხიძე - ვინც სააკაშვილს ეუბნება, ხალხმრავალი აქცია იქნება და არ დაიშლება, იტყუება, ვერ ვხედავ ამ განწყობას - მან უნდა გაუძლოს, რადგან ეს არაა ის ხელისუფლება, რომელზედაც დასავლეთი მოქმედებს, გადალახეს ეგ ზღვარი. ვანო მაჭავარიანი - ოპოზიციამ ვერ შექმნა ალტერნატივა, რაც არ უნდა ბაქიბუქობდნენ - „ის გამიკეთებია ცხოვრებაში“, აქედან არაფერი გამოდის - ოპოზიციამ ეს უნდა აღიაროს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ქობულეთის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია სამტრედიაშიც გაიმართა, მარტვილშიც.

      ახალი პოზიცია - „ხალხის ძალა“ - თუ ევროკავშირში გაწევრიანება მედიის თავისუფლების, სამართლის უზენაესობის, ეკონომიკური სტაბილურობისა და ტრადიციული ღირებულებების დათმობას და აგენტოკრატიის დამყარებას ნიშნავს, ასეთ წევრობას ფასი არა აქვს. გია ხუხაშვილი - „ხალხის ძალა“ თუ რაღაც რომ ჰქვია, მათზე ბევრად უარესს ლაპარაკობს კობახიძე, მისი ყველა განცხადება რუსეთისთვის მაამებელია - მერე დადგება მისი საძმაკაცო და აბსურდის გამართლებას ცდილობენ.

      ჟურნალისტიკა პარლამენტში - საპარლამენტო ჟურნალისტების მიმართ ქცევის წესების შემოღებაზე, შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. ლაშა ტუღუში - ჟურნალისტთა ქცევის წესები საჭიროებს დაზუსტებას, ზოგიერთი პუნქტი შეცვლას და საერთოდ ამოღებას - ჩვენი მიზანი იყო პარლამენტის თავმჯდომარისთვის გვეთქვა, რომ საჭიროა ჟურნალისტებთან საუბარი. პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციები და შენიშვნები ჟურნალისტთა ქცევის წესების შესახებ არ გაიზიარა. გია ვოლსკი - პარლამენტის შენობაში ხდება პარლამენტის წევრის არა მარტო დევნა, ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებაც, მაგალითად, კარებში ფეხის ჩადგმა, ლიფტში ჩადგომა და ეს ერთი შემთხვევა არ არის - აღნიშნული პოლიტიკურ მიზანს ემსახურება. ნიკოლოზ სამხარაძე ჟურნალისტებს - თქვენ უფრო მეტი თავისუფლება გაქვთ, ვიდრე ნებისმიერ ევროპელ ჟურნალისტს ნებისმიერი ევროპული ქვეყნის პარლამენტში შეიძლება ჰქონდეს!

      გარდაცვალება - ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისას გვირაბში მხუთავი გაზი დაგროვდა, რამაც რამდენიმე მუშის გარდაცვალება და დაშავება გამოიწვია. შსს - გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომ ქვეშეთი-კობის გვირაბში გარდაიცვალა და დაშავდა რამდენიმე მუშა, უწყება კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას მოახდენს.

      ტერორისტის საქმე - ბადრი ესებუას ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე პატიმრობა აღარ შეეფარდა, რადგან ბანკის ყაჩაღობის საქმეზე უკვე შეფარდებული აქვს. პროკურორი - ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა. ბადრი ესებუა - მინდა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან - „სკაიპით“ - ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არ მაქვს, ესეც დანაშაულია.

      ჩანიშნული სინოდი - 14 თებერვალს სინოდის სხდომა გაიმართება.

      ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა.

      ლევან დავითაშვილი - საქართველოსთვის TRACECA-ს თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან უკეთესი კოორდინაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს დერეფანში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. „ტრასეკას“ გენერალური მდივანი - დღესდღეობით ჩვენი დერეფანი სულ უფრო მეტ უპირატესობას იძენს გადამზიდებისთვის, ქვეყნებისთვის, ტვირთმფლობელებისთვის.

      2022 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით მილიონი ლარი, „ლელომ“ 619 000 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 216 000 ლარი მიიღო, ხოლო „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „მოქალაქეებს“ შემომწირველები არ ჰყოლიათ.

      „საქსტატი“ - 2022 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რიცხოვნობამ 808 326 პირი შეადგინა, რომელთაგან 71.3% ქალია, ხოლო 28.7% - კაცი.

      დანიელ ფრიდი - არავის სურს, რომ საქართველო კვლავ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გახდეს - თქვენი მეგობრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ლიდერები შეძლებენ სიმართლე თქვან.

      ეკა ლალიაშვილი - 2022 წელს კვლავ 20%-ით გაიზარდა იმ ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებითაა გამოწვეული, დაშავებულთა ოდენობა 26%-ით, ხოლო ლეტალობა 7%-ით არის გაზრდილი .

საზღვარგარეთულები:

      ომი უკრაინაში - უკრაინაში აფეთქებების ხმა ისმოდა, რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი - რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელეს. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის დედაქალაქში, ასევე კიევისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში, მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს უახლოეს კვირებში არ გაუგზავნის, მაგრამ მომავალში აბსოლუტურად არაფერია გამორიცხული. მოლდოვასა და უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. უკრაინამ 61 მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა. მატეუშ მორავეცკი - უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების ნებისმიერი გადაწყვეტილება ნატო-ს გადაწყვეტილება უნდა იყოს. ჯონათან კაცი - ერთადერთი „ომის პარტია“ პუტინი და რუსეთია, რომლებმაც უკრაინაში სისასტიკეები ჩაიდინეს. ვალერი ზალუჟნი - რუსული რაკეტები მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. მიხაილო პოდოლიაკი - საკმარისია საუბარი და პოლიტიკური ყოყმანი, საჭიროა მხოლოდ სწრაფი გადაწყვეტილებები: შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, მოიერიშე თვითმფრინავები. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის მკვლელობებსა და ტერორს ყალბი ნეიტრალურობითა და თეთრი დროშით ვერ გადაფარავ, ეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დონეზე უნდა იქნას აღიარებული.

      ტრაგედია - ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. საქართველომ თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარი გამოყო. ქართველი მაშველები თურქეთში სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ვახტანგ გომელაურმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები საქართველოდან დღეს გაიგზავნა. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. თურქეთში მომხდარი მიწისძვრიდან 90 საათის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან დედა და 10 დღის ჩვილი ამოიყვანეს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთმა საკმარისად სწრაფად ვერ შეძლო მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციისთვის სამუშაოების წარმოება. გაზიანთეფში მცხოვრები ქართველი - ძალიან რთული სანახავია, ხალხი ღია სივრცეშია, კოცონი აქვთ დანთებული - ამბობენ, იმდენი მიცვალებულია, რომ ამოცნობის პროცედურაც გართულებულია.

      აშშ-ის ინფორმაციით, ჩინური სათვალთვალო აეროსტატი ანტენებით იყო აღჭურვილი და ინფორმაციის შეგროვება შეეძლო.

      ბექა ლილუაშვილი - სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ პარტნიორები ჩვენივე გაკეთებულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს თვითონვე გვახსენებენ და გვეუბნებიან, რომ ეს წყალში არ უნდა გადავყაროთ.

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 43

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters