კულტურა ცენზურით თუ ბიუროკრატია? პრემიერი საერთაშორისო ტრიბუნაზე

      უცნაური, უჩვეულო ამინდით დაიწყო ორშაბათი - თოვდა და მზე დაგვნათოდა. ფაქტია რომ ძალიან აცივდა და უახლოესი დღები ასეთი იქნება. დღის მთავარი ამბავი კულტურას და მის მინისტრ წულუკიანს უკავშირდებოდა, ასევე პრემიერის ფართო, საერთაშრორისო ტრიბუნიდან გამოსვლები და შეხვედრები, ცოტა ოპოზიციური სიჭრელე და ანონსები აქციებზე, მიშა და ა.შ. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6619 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 13 თებერვალი, 2023

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, თებერვალი

      ჯანმრთელობა კოვიდში - ივანე ჩხაიძის განცხადებით, თებერვალ-მარტში კორონავირუსის შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი, თუმცა „დიდი მოლოდინია, რომ 2023 წელი პანდემიის ბოლო წელი იქნება“.

      მიშას ამბები - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - ადამიანი ცარიელი ძვალი და ტყავია - მოშიმშილე ავადმყოფებიც კი ასეთი გამხდრები არ არიან, ამას სხვა სჭირს და ეს სხვა არის მოწამვლა. გიული ალასანია „იმედს“ და „რუსთავი 2“-ს მოუწოდებს, კლინიკა „ვივამედში“ შევიდნენ და საზოგადოებას აჩვენონ, როგორც გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი. შალვა პაპუაშვილი - მთელი უბედურება ისაა, რომ სააკაშვილი უფრო მეტს აინტერესებს, ვიდრე ამას საქართველო იმსახურებს - მისი მფარველები ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებენ შეტევას პროპაგანდისტული ხერხებით თუ სხვა მხრივ. ევროპულ პოლიტიკაში არიან ადამიანები, რომლებსაც დღესაც რომ ჰკითხოთ იტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და იქნება დემოკრატიის შუქურა - ეს არის რწმენის დონე, რომელსაც ფაქტებით ვეღარაფერს უზამ. შალვა ხაჭაპურიძე - ვიბრძოლებთ, რომ მოსამართლეები კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდნენ. ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს 15 თებერვალს უყრიან.

      ევროკავშირის ელჩი - მიხეილ სააკაშვილის საკითხი ზრდის პოლარიზაციას - ევროკავშირი მზად არის, დახმარება გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ნებისმიერი სახით, რასაც ის სასარგებლოდ მიიჩნევს, რათა გამოსავალი მოიძებნოს. საქართველოს ჯერ კიდევ აქვს დრო იმის დასამტკიცებლად, რომ მზად არის მაგიდასთან დაჯდეს, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი - ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და არაფერია გარდაუვალი. საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ევროკავშირის პოზიციასთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია - მესმის ვითარების სენსიტიურობა, მაგრამ ველით, რომ მიჰყვებით ჩვენს პოზიციას.

      ნაცების გამორკვევა - ნინო წილოსანი - მოველით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თვითგანადგურების გზაზე სვლას გააგრძელებს - აქციებზე 10-15 ადამიანზე მეტს ვერ აგროვებენ. ვანო მერაბიშვილი - პარტიაში არჩევნების შემდეგ 1 კვირა გავიდა და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები მთელ საქართველოში ჩატარდა - ახალი ხელმძღვანელობა მიაღწევს იმას, რომ რამდენიმე თვეში შეიცვლება სიტუაცია. გიორგი მუმლაძე - „ქართულ ოცნებას“ უნდა მივაკითხოთ ყველგან - მათ უნდა იგრძნონ, რომ მოღალატეობრივი ხელისუფლება ძალიან მალე დასრულდება. ბაჩო დოლიძე - ვანო მერაბიშვილი ჩვენი პარტიისთვის პრობლემაა და დღესაც ასე მიმაჩნია - კულისებს უკან მართული პროცესები ყველაფერს აზიანებს. პაველ ჰერჩინსკი - ოპოზიცია უნდა დარჩეს პარლამენტში. პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ პროპაგანდას აწყობს, ახალი საფრთხობელა გამოიგონოს მერაბიშვილის სახით - ქვეყანა კანდიდატის სტატუსს კარგავს, სააკაშვილს კლავენ, მერაბიშვილი სად წავა, რას გააკეთებს, ეს მეორეხარისხოვანია. შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილისთვის დახარჯული მილიონი დოლარით ერთადერთი ის შეძლო, რომ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ დაკვეთილი სტატიები იწერება და სხვადასხვა ლოკაციაზე 20 ადამიანი იკრიბება. კახა კალაძე - ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობას“ მეტეორი მოხვდა - მერაბიშვილის გამოჩენა მმართველი პარტიისთვის ძალიან დიდი საჩუქარია. იაგო ხვიჩია - „ნაციონალური მოძრაობა“ დამთავრებულია.

      აქცია - გიორგი ვაშაძე - ძალიან მნიშვნელოვანია, 24 თებერვალს ყველა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ სად დგას ქართველი ხალხი.

      კულტურის სამინისტროს „სპოტლაითი“ - ეროვნულ გალერეაში 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა: „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“. აღნიშნულ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ბექა ლილუაშვილი - პოლიტიკურმა აქტმა, რაც ხელოვანმა გამოხატა, ძალიან გააღიზიანა ქალბატონი წულუკიანი და ზედმეტი მოუვიდა, შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწიათ ამ გადაჭარბებულ რეაქციაზე გამოსწორების პასუხების გაცემა. იაგო ხვიჩია - არტისტის პერფორმანსზე პოლიციით დევნა სიბრიყვეა - ბოლოს მიხვდებიან, რომ სიბრიყვესთან აქვთ საქმე და დაანებებენ თავს. შალვა პაპუაშვილი მხატვარ სანდრო სულაბერიძის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე - ამ მომენტის დრამატიზება და წარმოჩენა, თითქოს ვიღაცას უნდა ვიღაც ციხეში ჩასვას, ეს არის მანიპულაცია. კახა კალაძე პრეზიდენტზე - რა შუაშია შურისძიება? - ექსპონატები უნდა იყოს შესაბამის ადგილზე. საია სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, შეწყვიტოს ხელოვნების წარმომადგენლებზე „ზეწოლა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევა“. ლევან ხაბეიშვილი - გელათიდან ჯალათებიც, წულუკიანებიც, მაჯლაჯუნებიც და ეშმაკებიც უნდა განვდევნოთ - წულუკიანის სახელს ასე დაიმახსოვრებს ისტორია - „ჯალა-თია“. კულტურის სამინისტროს გენინსპექციის უფროსი - ერთ ნახატს ნახევის სახით აქვს დაზიანება, ორს ანაქერცლი აღენიშნება - გასულ კვირაში ხელი შეგვეშალა ნახატების წაღებაში, დღეს უპრობლემოდ გაგვატანეს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კულტურის სამინისტროს გენინსპექციის შესვლაზე - ნებისმიერი ფაქტი, რომელიც პრეზიდენტს უკავშირდება და წარმოადგენს ამ ინსტიტუტზე თავდასხმას ან ამის მცდელობას, პოლიტიკურია. პრეზიდენტის მრჩეველი - ვერ დგინდება, სვიმონ დადიანის ნამუშევრებზე სად იქნა მიყენებული დაზიანებები, ჩვენთან თუ სასახლეში უკვე დაზიანებული მოვიდა. გრიგოლ გეგელია - თეა წულუკიანი ჩვეულებრივი ბოლშევიკია - პრეზიდენტისთვის გენერალური ინსპექციის გაგზავნა პირდაპირი გამოძახილია იმ გაცხადების, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ხელოვნების სასახლის თანამშრომლებთან ერთად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დროებით განთავსებული 5 ნამუშევრის უკან დაბრუნების მიზნით დღეს პრეზიდენტის სასახლეში იყო შესული. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ნახატს აქვს სხვადასხვა სახის დაზიანებაც, საუბარია 2-წლიან ხელშეკრულებაზე, რომელიც 2020 წლის 30 ნოემბრიდან 2022 წლის 30 ნოემბრამდე იყო დადებული.

      პრემიერის ტრიბუნა - ირაკლი ღარიბაშვილი - გადამწყვეტი გზა გვაქვს წინ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიოს წამყვან ფირმებთან. მიუხედავად მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ შევძელით საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად გვექცია მსოფლიოში. მეწარმეობისა და ინოვაციების წახალისებული გარემოს შემუშავებით ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციებს, ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაუმჯობესებთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება დიდი რაოდენობით მშრალი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისთვის საქართველოს შესაძლებლობას გაზრდის. კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 41-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის, ასევე, 2023 წლის ინდექსით NUMBEO საქართველოს მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მსოფლიოში 18-ე, ხოლო ევროპაში 8-ე ადგილზე ამყოფებს. მზად ვართ შევქმნათ ძლიერი, დინამიური ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ჩვენს მოქალაქეს. საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 101,7%-ით იმატა. საქართველოში არსებული ეკონომიკური ზრდა იმის წინაპირობაა, რომ ქვეყანაში და რეგიონში იარსებებს სტაბილურობა და კეთილდღეობა.

      პრემიერის შეხვედრები - ირაკლი ღარიბაშვილი ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელს,პრემიერ-მინისტრს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი - კლაუს შვაბთან საუბრისას ხაზი გავუსვი საქართველოს მომავალზე აქცენტირებულ პოლიტიკას და აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობისა და ვაჭრობის არნახული ზრდის პოტენციალს. ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის საამიროს მმართველს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და დუბაის მმართველთან, მის უმაღლესობა შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან. პაატა კალანდაძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიეცა ექსკლუზიური საშუალება, რათა სამიტის მონაწილეებისთვის გაეცნო თუ რა წარმატებები აქვს ჩვენს ქვეყანას ბოლო პერიოდში. რევაზ ჯაველიძე - მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე პრემიერს დღეს ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა დამსწრე საზოგადოებისთვის და ესაუბრა იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ხორციელდება. შალვა პაპუაშვილი პრემიერის ვიზიტზე - მნიშვნელოვანი ვიზიტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი როლი კიდევ უფრო გაიმყაროს, როგორც სხვადასხვა რეგიონის დამაკავშირებელმა ქვეყანამ.

      შალვა პაპუაშვილი - სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები იქცა დეზინფორმაციის გავრცელების წყაროდ, რაც ძირს უთხრის ამ ინსტიტუციების მიმართ ნდობას. დიმიტრი ხუნდაძე - საქართველო კი არ ასცდა ევროპულ გზას, არამედ თავად ევროპა ასცდა საკუთარ თავს - ჯერ თვითონ ევროპაა ევროპაში დასაბრუნებელი და მერე ჩვენ უნდა მივყვეთ მას.

      რომის პაპი - საქართველო ყოველთვის ახერხებდა ფეხზე წამოდგომასა და გაბრწყინებას, მაშინაც კი, როცა გამუდმებით ექცეოდა უცხოელი დამპყრობლების ბატონობის ქვეშ - ქართველები იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს.

      ემანუელ მაკრონმა ნინო ლომჯარია ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოვა.

      „მობილური იუსტიციის სახლი“ უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობასაც მოემსახურება.

საზღვარგარეთულები:

      ომი - დმიტრო კულება - რუსეთის წინააღმდეგ, 24 თებერვლისთვის, ახალი სანქციები დაწესდება. უკრაინის გენშტაბი - რუსებმა უკრაინაში 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 85-ჯერ გახსნეს. შალვა პაპუაშვილი - რუსეთი იგებს თუ აგებს ომს, ეს ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არასდროს უთქვამს, რაზეც ვსაუბრობთ ჩვენც და მთელი სამყაროც ისაა, რომ ვაკვირდებით მდგომარეობას ფრონტის ხაზზე, ვინაიდან ამას უშუალო გავლენა აქვს ჩვენს უსაფრთხოებაზე. მაია სანდუ უკრაინის მიერ გადაცემულ კრემლის გეგმაზე - გეგმა ითვალისწინებს დივერსიას სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი სამხედრო მომზადების მქონე პირების მონაწილეობით. იენს სტოლტენბერგი - ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის მიერ ახალი შეტევის დაწყებას. უკრაინის საგარეო უწყება - სილვიო ბერლუსკონი ვლადიმერ პუტინის სისხლიან ხელებზე კოცნას ცდილობს.

      ტრაგედია - თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 36 000-ს გადააჭარბა. თურქეთში მაშველებმა, მიწისძვრიდან 167 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან ახალგაზრდა მამაკაცი ცოცხალი ამოიყვანეს. თურქეთში მაშველებმა, მიწისძვრიდან 1 კვირაზე მეტის შემდეგ, ქალი გადაარჩინეს.

      აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.

      კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოს ხრისტოდულიდისმა გაიმარჯვა.

      აშშ-ში კიდევ ერთი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს.

      ახალ ზელანდიაში, ციკლონის გამო, ასობით ავიარეისი გაუქმდა და ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 37

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, თებერვალი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters