იგი საოცრებაა, გონების იდუმალი საჩუქარი, ქვეცნობიერის ტკივილი.
ზოგჯერ იმდენად ლამაზი, როცა იღვიძებ ირგვლივ სამყარო გეზიზღება.ზოგჯერ იმდენად მოკლე, მისი მალე დამთავრების გამო თვითმკვლელობა გინდება.
აბსოლიტური თავისუფლება, ტკივილი, ბედნიერება მხოლოდ სიზმარშია შესაძლებელი.
სიზმარი ცალკე სამყაროა, რომლის ერთადერთი შემქმნელი შენ ხარ. იქ ეშმაკიც შენ ხარ და ღმერთიც.
სიზმარი 23 ოსკაროსანი ფილმია, რომლის რეჟისორიც და მთავარი გმირიც შენში იმალება.
სიზმარში ვიცნობთ, გვიყვარდება, გვტკივა. სიზმარი ისთივე მრავალფეროვანია როგორც სამყარო და ისეთივე პატარა და მოკლემეტრაჟიანი, როგორც შენ ამ სამყაროსათვის.
გონების რამდენიმეწამიანი ნათება, მთელი დღე კარგ ხასითზე ყოფნისათვის კმარა და პირიქით.

კარგა ხანია არაფერი დამსიზმრებია, ერთი უცნობი კუნძულის, თეთრი სახლისა შენს გარდა. კარგა ხანია არაფერი მდომებია ისე, როგორც იქ იმ სიზმარში დაბრუნება და სამუდამოდ იქ დარჩენა.
მომენატრა უხვკოფინიანი ყავა დილით, ოკეანის ფსკერზე დაშვება და ალერსი სულისშეწუხებადე.
ისეთი ემოციები მომენატრა, რომელიც მხოლოდ სიზმრებშია შესაძლებელი, და შენ…

ვაღიარებ, რომ მომენატრე!

ნახვა: 984

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ოცნება, სიზმარი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კორონას რიცხვები, 2 მლრდ ბიუჯეტიდან და მლოცველი მრევლი ეზოში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 1, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      აპრილი დადგაო და წვიმა-ქარი გაძლიერდაო - 3 აპრილამდე ასეა ნათქვამი წინაპართაგან. რაც შეეხება კორონას რიცხვებს ამ დროისთვის - დავიწყოთ საქართველოდან - 117 აღრიცხული შემთხვევა, აქედან 23 განკურნებული. მსოფლიოში - 918,126 და 193, 350 განკურნებული. ყველაზე მეტი, აქტიური პაციენტის ათეული: ამერიკა ~ 192k; იტალია ~ 81k; ესპანეთი ~ 70k; გერმანია ~ 57k; საფრანგეთი ~ 42k; ირანი ~ 29k; დიდი ბრიტანეთი ~ 27k; თურქეთი ~ 15k; შვეიცარია ~ 14k და ნიდერლანდები…

გაგრძელება

ჩიტების სახლი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: აპრილი 1, 2020.
საათი: 7:30pm 0 კომენტარი

      იმ დღეს მათი ჩხუბი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. უფრო შეხმატკბილებულ ძმაკაცებს ვერსად შეხვდებოდით, ბოლო ხანებში კიდევ უფრო დაუტკბნენ ერთმანეთს... თუ სადმე ახსენებდნენ შაშვის სახელს, იქ კაკაბიც უნდა ყოფილიყო, ანდა პირიქით. მგონი მამლების ჩხუბის გამო წაკამათდნენ, ერთი „ხტუნიას“ აქებდა, მეორე „ძიძგილას“. საუბედუროდ, სხვადასხვა ფალავნის თაყვანისმცემლები იყვნენ განუყრელი ძმაკაცები. თუმცა უწინ თურმე ორივე ერთ ფალავანს ეთაყვანებოდა, მაგრამ…

გაგრძელება

კომენდანტის საათამდე გამკაცრებული აკრძალვები, საეკლესიო ამბები და მსოფლიო ვირუსომი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მარტი 30, 2020.
საათი: 11:00pm 2 კომენტარი

      კორონანიუსი არის დღის, კვირის, თვის და ისე მიდის საქმე, წლი მთავარი ამბავი. სიახლე რიცხვებში - 100 ინფიცირებული და აქედან 20 გამოჯანმრთელებული, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირებულთა რიცხვმა 770 K-ს გადააჭარბა, აქტიური შემთხვევები 570 K-ზე მეტი. დღეს ჩვენს ქვეყანასი თითქმის კომენდანტის საათი გამოცხადდა და რიგი შეზღუდვები დაწესდა და აკრძალვები გამკაცრდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 30 მარტი, 2020

     …

გაგრძელება

სოციალური დისტანცია ალბომებზე

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: მარტი 29, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      სოციალური დისტანცია ყველას შეეხო. სამწუხაროა, რომ ძველი პერიოდის ეპიდემიების - გიგანტების მძვინვარები დროს, ხალხის გართობის საშუალებებზე ძალიან ცოტა ვიცით, მაგრამ ახლა ინტერნეტის, ტექნოლოგიების და ფოტოშოპის ხანაში რამდენიმე საინტერესო კოლაჟი გვაქვს. დღეისთვის კი ლოს-ანჯელესში მოღვაწე ჯგუფის, აქტივისტას (Activista) ერთი პროექტი უნდა წარმოგიდგინოთ. 6 ფუტის დისტანცია, ან ჩვენებურად, 2 მეტრიანი დისტანცია ცნობილი ალბომების ქოვერების…

გაგრძელება

Qwelly World

free counters