შეწყალება როგორც დანაშაული, აქციების აღნიშვნა თვეგამოშვებით, ექსტრადირება რუსეთში და მილოცვა ხაჯიმბას

      შემოდგომას ისე არაფერი უხდება, როგორც ფოთოლცვენა, ამინდის გაუარესება რომელიც უკვე გვიწყინასწარმეტყველეს სინოპტიკოსებმა - 22 სექტემბრიდანო და რა თქმა უნდა, ცხელ-ცხელი აქციები. მალე აქციების აღნიშვნასაც დავიწყებთ. დღეს მთავარი ამბავი კვლავ პრეზიდენტის მიერ შეწყალების ლეგიტიმურობას და კანონიერებას ეხებოდა და სხვა მხარეს იყო - პორნოგრაფიის პრობლემა, დევნილები, სეპარატიზმი, რუსეთში ექსტრადირება და ა.შ.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 20 სექტემბერი, 2019

      20 ივნისის აქცია 20 სექტემბერს და მერმეცა - პარლამენტთან "სირცხვილიას" წევრებმა და "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ აქცია გამართეს. ელენე ხოშტარია - პარლამენტი ღია უნდა იყოს მოქალაქეებისთვის, საშვთა ბიურო დღეს დახურულია, ჰგონიათ, რომ პარლამენტი „ქართული ოცნების“ სახლია“. გიორგი გახარია - მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც 20 ივნისს აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ. კახა კალაძე - პასუხისმგებლობა ავიღეთ, რაც გამოიხატა პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაში - პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც მოუწოდებდა შტურმით აეღოთ პარლამენტი. გიორგი გახარია ჟურნალისტს 20 ივნისს გამოყენებულ ტყვიებზე - დამიზნებით ამ აღჭურვილობით სროლა შეუძლებელია, რაღაც მაინც წაიკითხეთ! გიგა მაქარაშვილი - გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან აქციები შეწყდება, თუმცა რუსთაველზე ყოველი თვის 20 რიცხვში სიმბოლური აქციები გაიმართება. რუსთაველზე გადაცემის ჩაწერაც აღარ მოხდება, რომელიც აქციების მსვლელობის პარალელურად მიმდინარეობდა. ოთარ კახიძე - გიორგი გახარია პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, რაც არ უნდა შეეცადოს, რომ ვიღაცას გადააბრალოს ეს ამბავი. გახარია - თუ საჭირო იქნება, პირველი პრემიერ-მინისტრი ვიქნები, რომელიც მივა პროკურატურაში და ჩვენებას მისცემს. გიგი უგულავა - ლოგიკურად მიმაჩნია იდეა, რომ აქციები რეგიონებს მოედოს და შემდეგ ერთ მუშტად დაუბრუნდეს თავის საწყისებს. გიორგი მშვენიერაძე - გიორგი გახარია აუცილებლად უნდა წავიდეს. მამუკა ხაზარაძე - 20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ გამოვსულიყავი და შევერთებოდი ამ არაჩვეულებრივ ხალხს. ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს, რომ 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კი არა, ამ სისტემის, ამ საბჭოთა დამყაყებული მენტალობის წინააღმდეგ უნდა წავიდეთ. დავით მაღრაძე - იმდენი წყალგამყოფი იყო აქამდე გარეთ გამოსასვლელად, დღეს კი გამოვიდა მამუკა ხაზარაძე, მაგრამ ბევრჯელ ჰქონდა გარეთ გამოსვლის შესაძლებლობა. 

      ლარის სამიანი - რომან გოცირიძე - ეროვნულ ბანკს და მთავრობას მოვუწოდებ, შეწყვიტონ მავნებლობა და მიხედონ ლარს, რომელიც საათებში მიუახლოვდება 3-იანის ნიშნულს. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9759 ლარი გახდა.

      გადაცემა რუსეთს - რადიო „თავისუფლება“ - საქართველომ რუსეთს ჩეჩენი რამზან ახიადოვი გადასცა. ახიადოვი რუსეთი ტერორისტულ დანაშაულში („ისლამური სახელმწიფოსთვი“ ხალხის მობილიზება, ბრძოლის ეპიზოდები 2013-2015 წლებში) სდებდა ბრალს და ინტერპოლით ეძებდა. ახიადოვი საქართველოში ოჯახთან ერთად ბოლო ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ის მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას გამოგონილს უწოდებს. სამოქალაქო აქტივისტებმა იუსტიციის სამინისტროსთან რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირება გააპროტესტეს. ირაკლი სესიაშვილი რამზან ახიადოვის რუსეთში ექსტრადირებაზე - პროტესტი მიუღებელია მათგან, ვინც თავად აწამებდა ათასობით ადამიანს. სალომე სამადაშვილი - საქართველოს ხელისუფლებამ რამზან ახიადოვი ფაქტობრივად, გაწირა.

      მინისტრის დღე პარლამენტში - ქეთევან ციხელაშვილი - კონკრეტული დაპირებები, რაც გუგუტიანთკარის მცხოვრებლების მიმართ გაიცა, რა თქმა უნდა, შესრულდა და ნაწილი შესრულების პროცესშია. ანგარიშში მოხვდება მიმდინარე გამოწვევები და ნაბიჯები, რასაც ვდგამთ, რათა შევაკავოთ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საფრთხეები. 2018 წელს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით დაფინანსდა და დაიწყო 65 პროექტი, წელს - 75. ძალიან ამბიციურ პროექტზე დავიწყეთ მუშაობა, რომელსაც ჰქვია „განათლების გზით ინტეგრაციისკენ“. დროა, გავაცნობიეროთ, რომ კედლები და მავთულხლართები ვერ შეძლებს დააკავოს ადამიანის სწრაფვა განვითარებისკენ.

      პორნოგრაფიის სენი - არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადების საქმეზე შსს-მ გამსაღებელთა ჯგუფიც დააკავა - გასაღების ბრალდებითაც დაკავებულია გარკვეული ჯგუფი. მათ აქვთ დახურული პლატფორმები, რომლებიც ასეთი ტიპის დანაშაულის და ასეთი მასალების გავრცელებისთვისაა შექმნილი. ანგარიშგებისთვის ისინი დახურულ ფინანსურ რესურსებს იყენებენ, კრიპტოვალუტის გამოყენებით ახდენდნენ ფინანსურ ტრანზაქციებს, რაც მიუთითებს იმას, რომ ნამდვილად მოხდა გარკვეული მასალების მხარეებს შორის გაცვლა, რის სანაცვლოდაც ფინანსური უკუგებაც ჰქონდათ დამნაშავეებს. „გამოძიების პროცესში ჩავრთეთ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები. ეს ხალხი დღესაც აგრძელებს ამ ბავშვებთან მუშაობას. ბავშვების ნაწილის დისტანცირება მოვახდინეთ მშობლებისგან და იმ სახიფათო წრიდან, სადაც ისინი შეიძლება გარკვეული საფრთხის წინაშე ყოფილიყვნენ და ამ კუთხით გრძელდება მუშაობა, რათა ბავშვების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული“ - კრიმინალური პოლიციის უფროსი. არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე დუმილის უფლებას იყენებს. საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული 7 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულები გადაღებებისთვის ვაჟა-ფშაველაზე და პოლიტკოვსკაიას ქუჩებზე მდებარე ბინებს იყენებდნენ. ზეღდულეთის მცხოვრებლები - არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული უცხოელი პედაგოგი სკოლაში „ისწავლე და ასწავლეს“ ფარგლებში 2011 წელს მივიდა და 9 თვე ასწავლიდა. შს მინისტრის მოადგილე არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე - ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია 3 თვის წინ, ევროპოლის არხის მეშვეობით მივიღეთ. არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების ახლობლები - მშობლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რა მიზნით უღებდნენ მათ შვილებს ფოტო-ვიდეო მასალას. სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ 7 პირს პატიმრობა შეუფარდა. არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ადვოკატის განცხადებით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული მშობლებისთვის ფოტოსესიის შინაარსი უცნობი იყო და არც თანხა აუღიათ. პროკურორის ინფორმაციით, ბავშვების პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალის გადაღება ავსტრალიის მოქალაქის სახლში ხდებოდა და რეალიზაციასაც ის ახდენდა. არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა.
პროკურორი - არასრულწლოვანთა მშობლები თავად იჩენდნენ ინიციატივას, რომ მათი შვილებისთვის ხშირად გადაეღოთ - ერთ-ერთი ბავშვი 5 წლის იყო, როცა ფოტოები პირველად გადაუღეს.

      რექტორობის ანაზღაურება - აუდიტი რექტორის წინააღმდეგ - აუდიტის სამსახური - 2014 წელს თსუ-ს რექტორმა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 23 ათას ლარზე მეტი, მისი ავტორობით აშშ-ში გამოცემული წიგნების შესყიდვაზე კანონდარღვევით დახარჯა.

      ომბუდსმენის ანგარიში - მამუკა მდინარაძე -ომბუდსმენის ანგარიშში მოყვანილი საკითხები, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რომ არ „გავატაროთ“ ოპოზიციის არც ერთი ტყუილი. საქართველოს პროკურატურა, მუდმივად თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, მაქსიმალურად ხელს უწყობს მისი საქმიანობის განხორციელებას და მომავალშიც კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს კანონის გათვალისწინებით განაგრძოს ამ მიმართულებით მუშაობა - პასუხი ომბუდსმენს.

      მილიარდიანი სწავლა - მიხეილ ბატიაშვილი - მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის ჩადება განათლებაში ნამდვილად უპრეცედენტოა.

      შეღავათები - სოციალურად დაუცველების ნაწილი, პენსიონერები, შშმ პირები, დევნილები, ომის ვეტერანები და მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან.

      მოწყალების დანაშაული - პაატა ბურჭულაძე სალომე ზურაბიშვილზე - ის საერთოდ ვერ ხვდება, სად ცხოვრობს და რა არის ხალხის გულისტკივილი. პროკურატურა - შევისწავლით „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწებას ეხება. სოფო კილაძე - რაც ძალიან კარგად ვიცი, არის ის, რომ ნამდვილად არ შევიწყალებდი სამ პირს, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული. სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძის ადვოკატი - პრეზიდენტთან მქონდა შეხება, მან იცოდა, რას აწერდა ხელს. პრეზიდენტი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. ნანა ლორთქიფანიძე - გიორგი ოთხმეზურის ოჯახს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ იცოდა, ვინ იყო დაზარალებული, რაც მეორე ტრაგედიაა. გენერალურმა პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, შეწყალების საქმეზე დაიკითხება თუ არა სალომე ზურაბიშვილი. ოთარ კახიძე - თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის საქმის გადაცემა და სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება. ლევან ალაფიშვილი - შეწყალების საქმეზე სალომე ზურაბიშვილი უნდა დაიკითხოს. ალეკო ელისაშვილი - დასაკითხია პრეზიდენტიც, დიმიტრი გაბუნიაც და ამ პროცესში ჩართული ყველა პირი. ნინო ბურჯანაძე - ახლა დატკბით თქვენი პრეზიდენტით. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე პირის შეწყალების ფაქტზე გენერალური პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას მიესალმება.

      სეპარატიზმში მილოცვა - გავრცელებული ინფორმაციის, რუსეთის პატრიარქმა კირილემ აფხაზეთის „პრეზიდენტს“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური - მართალია, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება აფხაზეთის „პრეზიტენტისადმი“ რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა, მაგრამ, ვინაიდან მათი მხრიდან არ მოხდა ამ ფაქტის უარყოფა, ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას: აფხაზეთის მიწა-წყალი რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იქნას აღქმული, ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე მისი უწმინდესობის, კირილეს, ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვის შემაფერხებელია. გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და, გამომდინარე ქრისტიანული სწავლებიდან, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.

      მოსავლიანობა - კახეთში 91 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.

      პირდაპირ ამერიკაში - მაიკლ ქოუგილი - ამერიკის სავაჭრო პალატა ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის პირდაპირი ფრენების შესახებ ინიციატივა რეალობად იქცეს.

საზღვარგარეთულები:

      სროლა ამერიკაში - თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 5 კი - დაშავდა.

      ომის საფრთხე - მუჰამედ ჯავად ზარიფი - ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმა ტოტალურ ომს გამოიწვევს.

      რუსეთი ბრალდებებზე - ლავროვი ნავთობტერმინალებზე თავდასხმაზე - დაუსაბუთებელი ბრალდებები საქმეს არ წაადგება.

      მსოფლიო ვეტო - რუსეთმა და ჩინეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 16

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კიდევ უფრო შორს

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      რაკი ერთხელ გაექცნენ ერთმანეთს, აღარც შეჩერებულან სიზმარი და ცხადი. სულ უფრო და უფრო შორს გარბიან,…

გაგრძელება

მქარგავი ფუტკრები

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 20, 2019.
საათი: 3:19pm 1 კომენტარი

      ამჯერად ერთობლივი თანამშრომლობა უნდა გაგიზიაროთ. როგორც წესი ფუტკრებს არ სჭირდებათ დამატებით დახმარება იმისთვის, რომ ოჯახები შექმნან, სახლები აიშენონ, თაფლი მოაგროვონ და გამოიკვებონ ახალ…

გაგრძელება

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 5 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 7 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

Qwelly World

free counters