ახალი წელი ტრიალებს ქალაქში და სიახლეებიც არამრავალია. კვლავ მიშა და მისი ოპოზიციური ამბები, მის გარშემო შეკრებილები და პროტესტ მოყვარენი. დღეს აქტუალური იყო ასევე ოპოზიციური ერთობა და მათი შეკრება. ბიუჯეტი ფინანსთა მინისტრმა წარადგინა და ისიც აქტუალური გახდა და ასევე NDI-მ მოიაქნია კუდი. დოლარის ღირებულება - 3.0957 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 15 დეკემბერი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, დეკემბერი

      #კოვიდსაქართველო - ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი შტამის გავრცელებისა და მოსალოდნელი მომდევნო ტალღისთვის ქვეყანას სრული მზაობა აქვს. მომავალი წლიდან ონკოლოგიური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოების რეაბილიტაცია-აღჭურვის პროცესი დაიწყება. გადადგომის თაობაზე ანონსის მიუხედავად, ჩემი გრაფიკი ასეთი აქტიური იქნებოდა. ლევან გოფოძე - შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად სავსეა რეანიმაციული განყოფილება, მძიმე პაციენტების დიდი რაოდენობა განაპირობებს იმას, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება. პაატა იმნაძე - მოვუწოდებ ჩემი თაობის ადამიანებს, რომ აიცრან. საქართველო დედამიწაზეა და რაც დედამიწაზეა, საქართველოშიც ადრე თუ გვიან იქნება - უახლოესი 1 თვე ალბათ, იქნება ის პერიოდი, როცა ქვეყანაში „ომიკრონი" დაიწყებს ცირკულაციას. თამარ გაბუნია - მნიშვნელოვანია „ბუსტერ დოზის" გაკეთება და პირველ აცრებზე მოქალაქეების ჩართულობა, რომ „ომიკრონს" დავხვდეთ მომზადებული. ჯერჯერობით 16-დან 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ე.წ. ბუსტერ დოზა დაშვებული არ არის. ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება - ბუნებრივია, საუბარი არის არჩილ თალაკვაძის კანდიდატურაზეც.

      მიშას გარშემო ოპოზიცია და ოპოზიციური მიშა - ლაშა დამენია - ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე უნდა შევჯერდეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ვადამდელი არჩევნების მოსაპოვებლად. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობა. გიორგი ბოტკოველი - ოპოზიციის შეკრებაზე მთავარი საკითხი იქნება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომლის განმუხტვის მთავარი ბერკეტი ხელისუფლებას უჭირავს ხელში. შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა დაივიწყოს. ლევან იოსელიანი - შეუძლებელია შერიგებაზე ლაპარაკი, როცა ერთმანეთს მანიაკებს, მკვლელებს და ქურდებს ეძახიან, ასე შერიგება არ ხდება. გიგა ბოკერია - სამიზნე ვადამდელი არჩევნებია, მაგრამ ამის მისაღწევად საზოგადოების ის რაოდენობა, რომელიც მზადაა, პოლიტიკურ პროცესში ჩაერთოს, საკმარისი არ აღმოჩნდა, ამას გაფართოება სჭირდება. ელენე ხოშტარია - ტელევიზიების, ნიკა გვარამიას, ავთანდილ წერეთლისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ხელოვნურად დაჩქარდა ე.წ სასამართლო პროცესები - მგონი, „ოცნებაც“ აღარ მალავს, რომ ეს ღია პოლიტიკური დევნაა. არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის განცხადება, რომ იდევნებიან და ვინმე სადმე კარს უკეტავს, საფუძველს მოკლებული და ცინიკურია. გიორგი ვაშაძე - პოლიტიკური დევნა ქვეყანაში გრძელდება და პირდაპირ ვიტყვი, რომ არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი იმ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, რომელზეც ახლა ვმსჯელობდით. ელენე ხოშტარია - პოლარიზაციის პროცესი ვერ დასრულდება პოლიტიკური დაჭერების ფონზე - ეს დღეები არის პრაქტიკულად ტესტი, რა ხედვა აქვს სალომე ზურაბიშვილს და ზოგადად, რა მიმართულებით მივდივართ. არმაზ ახვლედიანი - ოპოზიცია არ აპირებს, რომ იმ ნაღმებზე ააფეთქოს საქართველო, რაც ჩადებულია ახლა პირდაპირ. შალვა პაპუაშვილი - „ემპათიას“ შეფასებები სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ყალბია და აჩვენებს ამ ორგანიზაციის და მისი ექსპერტების სამედიცინო ეთიკისგან აცდენას. ეკატერინე ტიკარაძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენ ექიმების რეკომენდაციას გავითვალისწინებთ. ლევან ხაბეიშვილი - პროკურატურამ და სასამართლომაც უნდა იცოდეს, რომ მოვა დრო, როცა მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოყენებულების. ადვოკატი - არ ველოდები, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგება, რადგან დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის გადაწყვეტილება მიიღო „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ. ხატია დეკანოიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან სერიოზული სტრესი, რაც ექიმებმაც დაადასტურეს. დონალდ ტუსკი - მოვუწოდებ ჩემს ევროპელ კოლეგებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განიხილონ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი.

      ბიუჯეტის ამბავი - ფინანსთა მინისტრი - 2021 წელს ეკონომიკა სრულად აღადგენს გასული წლის დანაკარგს და 2.6 პროცენტით მაღალი იქნება 2019 წლის დონესთან შედარებით. სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ეკონომიკისთვის პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანი გაცილებით დიდი იქნებოდა. 2021-2022 წლების მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, 2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს მიუახლოვდება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ 5 600 დოლარზე მეტი იქნება. ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის მომდევნო წლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფისკალური კონსოლიდაცია და პანდემიამდელ პარამეტრებთან მაქსიმალური დაახლოება. ფისკალური კონსოლიდაციის პარალელურად, აუცილებელია შეუფერხებლად დაფინანსდეს ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო ვალდებულებაა. 2022 წელს სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე 4 მილიარდ 553 მილიონ ლარი მიიმართება. 2022 წელს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე გამოყოფილია 2 მილიარდ 121 მილიონი ლარი. 2022 წელს ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამებზე, ჯამში, გამოყოფილია 557 მილიონი ლარი. 2022 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე რეკორდულად მაღალი - მშპ-ს 9.1% დაიხარჯება. ალეკო ელისაშვილი ფინანსთა მინისტრს - ამ ბიუჯეტში სად ხედავთ „შემოჭერილ ქამრებს“? ხალხს წელი სწყდება ისეთი შემოჭერილი აქვთ ქამრები გაჭირვებისაგან და ბიუროკრატიასა და მთავრობას არაფერი ეტყობა. გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს - თქვენი ბიუჯეტი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ უბრალოდ აიღეთ ეს ფული და გადაანაწილეთ სამინისტროებს შორის. ვლადიმერ ჩაჩიბაია - 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში თავდაცვის სამინისტროსთვის დამატებული თანხა ლოჯისტიკისა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისთვის საკმარისი არ იქნება. ფისკალური რესურსის სიმცირემ და საკითხის ზედმეტად პოლიტიზირებამ, მიგვიყვანა იქამდე, რომ 5-6 წელია, საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა.

      NDI - საქართველოში ხშირია არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა - ამ პრაქტიკამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ახალ მოთამაშეებს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვის, ამომრჩევლებზე, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა. არჩევნებამდე და არჩევნების დროს პოლიტიკური აქტორების გარკვეული ქმედებები დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესებისადმი საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო ამცირებს. საარჩევნო პერიოდში ზოგადი პოლიტიკური გარემო პოლარიზებული რიტორიკით და კონკურენტული ნარატივით ხასიათდებოდა, საკითხებზე ორიენტირებულ დისკუსიებს კი მცირე დრო ეთმობოდა. 2 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საერთო შემოსავლების 64 პროცენტი და ხარჯების 69 პროცენტი “ქართულ ოცნებას” უკავშირდებოდა.

      პრემიერის ევროტურნე - ირაკლი ღარიბაშვილი - როგორც ბრძოლაში გამოწრთობილი პარტნიორი ქვეყანა, მოუთმენლად ველით ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვება ნატოს წევრობა. მოუთმენლად ველი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესის მისაღწევად პარტნიორებთან ერთად აქტიურ ჩართულობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ესტონელ კოლეგას შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი - შარლ მიშელს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების დღის წესრიგის მიმართ საქართველოს. გვჯერა, რომ დადგა ჩვენი ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების და კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დრო. გულდასმით ვშრომობთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციაზე. იენს სტოლტენბერგი - რუსეთის მხრიდან მომავალ ნებისმიერ შემდგომ აგრესიას ექნება მაღალი ფასი - საქართველოს და უკრაინას აქვს უფლება თავად აირჩიოს მოკავშირეები და რუსეთს არ აქვს უფლება, უკარნახოს ეს არჩევანი. იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს - მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა აღმოიფხვრას პოლიტიკური განსხვავება და შემცირდეს პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა და ქმედებები.

      აზარტული თამაშის აკრძალვა - სანდრო რაქვიაშვილი - აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული კანონის მიღების შემდეგ მოთამაშეების დიდი ნაწილი კრიმინალი გახდება - კანონს უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვება. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები, იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები. საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება თამაშდამოკიდებულების საკითხით მანიპულირებს და ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა სხვა რამეს, მათ შორის, მედიაზე გავლენის მოხდენას ემსახურება.

      საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისათვის ხვალ საახალწლო მიღებას გამართავს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - იტალიაში, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად, საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა. რუსეთში კორონავირუსის 28 363 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 142 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 1 156 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 14 ადამიანი.

      ვლადიმერ პუტინი - რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ჭეშმარიტი ნიმუშია.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 143

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters