სწავლის დასაწყისი და განათლების ეროვნულობა, პატრიოტიზმი „ანტირუსული“ ძახილით

      სექტემბერის მთელი ხიბლი სწორედ დღევანდელ დღეს გადმოიღვარა - სწავლა დაიწყო და ათეთრებული, აბავშვებული, ამხიარულებული და გაოცებული ქალაქი მშვენიერი სანახავი იყო. დღის ამბავიც სწორედ, განათლების და მომავლის შესახებ გვიყვებოდა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 16 სექტემბერი, 2019

      სწავლა დაიწყო! - საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. დავით ბაქრაძე - თითოეულ პირველკლასელს სწავლის დაწყებას ვულოცავ, ღირსეულ, წელში გამართულ ქვეყანაში ეცხოვროთ. პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლებში, სადაც სასწავლო წელი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დაგვიანებით დაიწყება, გაცდენილი საათები შაბათს ანაზღაურდება.

      ევრო სტუმარი - საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი სტუმრობს. იოჰანეს ჰანი, მიხეილ ბატიაშვილი და კარლ ჰარცელი ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბაკალავრიატის მოსწავლეებს შეხვდნენ. გიორგი გახარია - „ევროპული სკოლის" მშენებლობა კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა ღრმავდება. კახა კალაძემ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. იოჰანეს ჰანი - მადლობას ვუხდი განათლების მინისტრს ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის. იოჰანეს ჰანი - უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არა მარტო ბრიუსელიდან, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან არის ყურადღების ცენტრში. გიორგი გახარია - ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი სულ უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს.

      დანიაში მიწვევა - პრეზიდენტი კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას დაესწრო.

      თანაბარუფლებიანობა ეთერსი - პარლამენტის ბიუროს წარედგინება გია ჟორჟოლიანის პროექტი, რომლის მიხედვით, საარჩევნო კამპანიისას, ტელევიზიებმა უსასყიდლოდ დრო ყველა საარჩევნო სუბიექტს უნდა დაუთმონ.

      მასპინძლობა - ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა.

      ხაზარაძის ნიუსბლოკი - მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სიცრუეა, თითქოს პროკურატურის მხრიდან სადავოდ გახდილი 17 მილიონი სააკაშვილის ხელისუფლებამ წაიღო. ვინმეს სჯერა, რომ ვანო ჩხარტიშვილის ნაამბობი მართალია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად სახელმწიფოებრივ საქმეებს პროკურორის თანდასწრებით არჩევს? მამუკა ხაზარაძე - გახარია იყო ადამიანი, რომელიც მინისტრის რანგში ანაკლიის განვითარების გეგმას ეწინააღმდეგებოდა - მაია ცქიტიშვილმა ინვესტორები, პრაქტიკულად ოთახიდან გამოაგდო. გიორგი გახარია - ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე მამუკა ხაზარაძე: წერილი, ოქმი - მოიტანოს და გვანახოს. ზვიად რატიანი - პროკურატურაში გვანახეს კადრები, ხაზარაძის ხელმოწერით. მამუკა ხაზარაძე - რატიანმა მოიტანოს დოკუმენტაცია, სადაც ჩემი ხელმოწერით რაღაც არსებობს, თუ არადა მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს - არ უშველის არც ავსტრიაში გაქცევა და არც ნახევრად ლოთური საუბარი.

      ოცნებიდან მოსაუბრე - ვოლსკი ტრიბუნასთან - „ევროპული საქართველოს" დადგენილების მიღება რუსეთის მხრიდან საპასუხო სანქციებს გამოიწვევს. ცნობისთვის, ევროინტეგრაციის კომიტეტი “ევროპული საქართველოს“ პროექტს განიხილავს, რომელიც ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებას გულისხმობს. არ შეიძლება ვინმე კრემერის აბსოლუტურად შეუსაბამო საქციელი დაუკავშირო აშშ-ს. როგორმე უნდა გამოვიდეთ ამ მძიმე ტრენდიდან, რაც საქართველოს თავს მოახვიეს პოლიტიკურმა ჯგუფებმა, თუ საგარეო ფაქტორებმა. ხაზარაძეზე - არალოგიკურია, რომ მძლავრი ინვესტორი ხელაღებით და ხელაქნევით მოიშორეს თავიდან.

      პატრიოტიზმი „ანტირაშას“ ძახილით - სალომე სამადაშვილი - მოვუწოდებთ ყველას, 20 სექტემბერს პარლამენტთან მოვიდეს, რათა ხმამაღლა განვაცხადოთ პროტესტი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ. „ნაცმოძრაობა“ „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციაზე მხარს დაუჭერს. სალომე სამადაშვილი - ივანიშვილისთვის დღეს ბევრად მნიშვნელოვანია კმაყოფილი იყოს ჩრდილოელი მეზობელი, ვიდრე ქართველი ხალხი. ზაზა გაბუნია სალომე სამადაშვილის განცხადებას „იაფფასიანს და ფსევდოპატრიოტულს“ უწოდებს. სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება" პრორუსულ განწყობებს აღარც მალავს. გიგა ბოკერია - დღეს მოხდა აღიარება, რომ „ქართულ ოცნებას“ ამოცანად აქვს, რუსეთს სანქციები არ დაუწესდეს. გიგა ბოკერია - მთავრობა, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, რატომ შეიძლება საკუთარი ქვეყნის პრობლემების გამო რუსეთისთვის სანქციების წინააღმდეგი იყოს, პასუხი ხომ არ გაქვთ? ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ამუკა მდინარაძე - ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა მხარდაჭერილია დასავლელი პარტნიორების მიერ და შედეგად აუცილებლად მოხდება ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. თამარ ხულორდავა გიგა ბოკერიას - სულ მძაბავთ თქვენი აქტიურობით, დამაცადეთ, რომ ჩემი პოზიცია ვთქვა. თინა ბოკუჩავა თამარ ხულორდავას - ცეკას ინსტრუქტორის გია ვოლსკის მესიჯ ბოქსს კი არ უნდა მისდევდეთ, მინიმალურ წინააღმდეგობას მაინც უნდა უწევდეთ. სოფიო ქაცარავა გიგა ბოკერიას - კარგი შოუ დადგით - მთელი თქვენი ნიჭი ამისკენ უნდა მიმართოთ, რადგან ეს უკეთ გამოგდით, ვიდრე საგარეო პოლიტიკის მართვა. არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ დადგენილებაზე - ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც იქნება აგრესიული ფსევდოპატრიოტიზმი, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს. მამუკა მდინარაძე ოთარ კახიძეს - თქვენს მიერ დაანონსებულ ფსევდოპატრიოტულ ცეკვებში ვერ აგყვებით.

      მისიის განცხადება - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის.

საზღვარგარეთულები:

      ბოდიში - მოსკოვი ვაშინგტონს იუგოსლავიის დაბომბვის გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.

      მიწვევა - კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპს ფხენიანში იწვევს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 194

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სექტემბერი, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Mastering the Viridian Amber Medallion

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.

Here's how to get the most out of this potent…

გაგრძელება

Qwelly World

free counters