მოგესალმებით,

       საქმე ისაა, რომ ვკითხულობ წიგნს, რომლის გასაგებადაც ბიბლიის ცოდნაა საჭირო, მე კი ეს ცოდნა, სამწუხაროდ, არ მაქვს. ასე რომ, გთხოვთ დახმარებას. იქნებ იცოდეთ პასუხები შემდეგ კითხვებზე: 

       პირველ რიგში, იქნებ ის მითხრათ, შესაძლებელია თუ არა მომავალი სემესტრიდან თქვენთან იმ სალექციო კურსზე დასწრება, სადაც ამ ყველაფერს (ბიბლიას :) )ასწავლიან და რა უნდა გავაკეთო მაგისთვის? (თქვენც დაისვენებთ, მეც დავისვენებ, ლაშიკოც დაისვენებს ☺☺)

       ახლა კი უშუალოდ კითხვები:

  1. რა იყო იაჰვეს მიმართება სატანასთან? აქ წერია, რომ ის ძეა მისი.. როგორ, რატომ მოხდა განხეთქილება და ზოგადად, რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით?
  2. რას ნიშნავს ლუციფერი და რატომ ეწოდა ეს სახელი სატანას გარკვეული პერიოდის შემდეგ?
  3. ვინ იყო ლილიტი? რატომ მოიხსენიებენ მას ადამის პირველ ცოლად?
  4. როგორ აღიქმება "ის" გველი? 
  5. სოფია სიბრძნეს აღნიშნავს, ალბათ, ხომ? უშუალოდ ეს სახელი გვხვდება ძველ აღთქმაში?
  6. არის თუ არა კავშირი ძველ აღთქმასა და ადრინდელ მითოლოგიებს (ბერძნული, ეგვიპტური) შორის?
  7. რა განსხვავებაა სისრულესა და სრულყოფილებას შორის? ☺
  8. რას ნიშნავს ღმერთის ოთხობა?
  9. რატომ აჰყვა იაჰვე სატანის "პროვოკაციას" იობთან მიმართებაში? იობის წიგნის ქრისტიანული აღქმა როგორია?

       პ.ს. ვიცი, რომ გუგლი არსებობს, მაგრამ კომპეტენტური ადამიანებისგან ინფორმაციის მიღება მირჩევნია, ასე რომ თუ ასეთები ხართ და არ დაგეზარებათ, დამეხმარეთ.. ☺

       პ.პ.ს. კითხვებს კიდევ შემოვამატებ სავარაუდოდ ☺

ნახვა: 902

ტეგები: Qwelly, ბიბლია, იუნგი, კითხვები, პოსტი, რელიგია, ფსიქოლოგია

ლიკა: იანვარი 30, 2014||4:37pm

კი, ლაშიკო, ამოკითხული მაქვს, რომ ძალლიან კარგი ქრისტიანული განათლება ჰქონდაო :D

თანაც მე სიმპატიით ვარ მაგ კაცისადმი განწყობილი და ლანძღვას არ ვიყოთ :( :D ჩემი დაშვებით, მხოლოდ ის ხალხი არაა ასეთ საკითხებში კომპეტენტური, ვინც რელიგიურ ცხოვრებას მიყვება.. არიან სხვებიც :D და ვიღაც თუ რაიმე მიღებული მოსაზრებიდან გადადის, ეგ იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ აუცილებლად მცდარია :D ვახ :D

ლიკა: იანვარი 30, 2014||4:41pm

გიორგი, შეგიძლია უფრო საინტერესო კითხვები აირჩიო და მათ უპასუხო :D ეს დეტალები უბრალოდ ვრცელი აზრების გასაგებად მჭირდება და მომიტევეთ, თუ ასეთ პრიმიტიულ კიტხვებს ვსვამ :D

ჰო, pink floyd-ის მოწონებას რაც შეეხება, მეც მიხარია, რომ მომწონს :D :)

ლაშა: იანვარი 30, 2014||4:41pm

ლიკა ოქროპირიძე მე სადმე ვახსენე რელიგიური ცხოვრება? :( სადმე გავლანძე იუნგი? :( შარიანი ხალხი ხართ ეს ლიბერალები :P :D 

მე ვთქვი - იუნგის განათლება ამ სფეროში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მას ღვთისმეტყველი ვუწოდოთ და მსგავსი საკითხებზე მისი კომენტარები და მითითებები, მნიშვნელოვან არგუმენტებად მივიჩნიოთ :P 

P.S. რელიგიური საკითხების გასაგებად რელიგიური ცხოვრება აუცილებელია, რადგან ეს არ არის მხოლოდ ფურცლებზე დაწერილი სიტყვები, ეს პრაქტიკისთვისაა შექმნილი! :P ვოტ! :-* 

ლიკა: იანვარი 30, 2014||4:44pm

ლაშიკო, არადა რომ გეუბნები სნობიზმი სუფევს მეთქი, არ მიჯერებ. :P :D

ლიბერალს კიდევ ნუ მეძახი, მწყინს :D :D :D 

ლაშა: იანვარი 30, 2014||4:48pm

ლიკუნა რა შუაშია სნობიზმი? :( არაკომპეტენტურობა დამღუპველია როგორც მედიცინაში, ასევე რელიგიაში. ესაა და ეს :p 

ლიკა: იანვარი 30, 2014||4:54pm

კახა :P :P :D :D

გიორგი :) 

ლაშიკო, ანუ, თუ არგუმენტები "არაკომპეტენტურმა" ადამიანმა წარმოადგინა, მასზე დაფიქრება და პასუხის გაცემა არ ღირს? სნობიზმია აბა რა არის :)

ლაშა: იანვარი 30, 2014||5:01pm

ლიკუნა დაფიქრება და პასუხის გაცემა სხვა რამ არის და ეს კომენტარი სხვა: "მაგრამ ღმრად პატივცემულ იუნგს ნათქვამი აქვს დაახლოებით ასეთი რაღაც, რომ იაჰვეს რაღაც ეტაპზე დაეხმარა სოფია (რომელიც ასევე მოხსენიებულია იერუსალიმის ანალოგად ოღონდ ღვთიურ განზომილებაში :) ), ანუ, სოფიას ჩარევით იცვლება იაჰვეს ქცევა და შემდეგ ამას მოყვება ღმერთის განკაცება :)" 

აქ ისე საუბრობ, თითოქს იუნგი ავტორიტეტია ამ საკითხის განხილვაში, როდესაც შენც იცი და კახამაც დაამოწმა რომ ერთადერთი სიბრძნე ქრისტიანული სწავლების მიხედვით ღმერთი. და აღარ სჭირდება მას გარე ძალებით "გაბრძნობა" :P ამიტომ იუნგის მოშველიება აქ რომ ის ფიქრობ რომ ღმერთს სოფია ეხმარება - მაპატიე და ან სისულელეა, ან განმარტებებს საჭიროებს რას გულისხმობდა იუნგი :P 

ლიკა: იანვარი 30, 2014||5:22pm

ლაშიკო, ზუსტადაც რომ ავტორიტეტია იუნგი, იმიტომ რომ მის წიგნზე ვსაუბრობთ და მისი ნაწერის გაგებას ვცდილობ :) ამ შემთხვევაში მე მოვლენებს უნდა შევხედო მისი პოზიციიდან, თუმცა, ამ ყველაფრის გასააზრებლად და შემდეგ კრიტიკული თვალით შესახედად მჭირდება ფაქტობრივი ხოდნა, ამიტომ დავსვი კითხვები. :) თუ არის იქ ჩამოთვლილი რაღაცები ბიბლიაში, მიპასუხე რომ კი, თუ არადა- არა :დ ამით მე მივხვდები, რომ იუნგის(ან ჩემ) პირად ინტერპრეტაციასთან მაქვს საქმე და კიდევ სხვანაირად მივუდგები საკითხს :დ უბრალო და ინფორმატიული პასუხები მჭირდება :დ :* და ამ ყველაფერში სრულიად საქველეთს გენდობით, რა ვქნა მეტი :დდ

ლაშა: იანვარი 30, 2014||5:48pm

მოკლედ, ლიკუნა:

1. სატანა უფლის ძე არ არის!

2. ლუციფერზე გიორგიმ უკვე დაწერა :) 

3. ლილიტი ეს იყო ებრაული მითოლოგიის ნაწილი :) თითქოს ლილიტი იყო ადამის პირველი ცოლი. (რას ვიზამთ, რჩეული ერი იყო, ღმერთ ელაპარაკებოდა მაგრამ მაინც აგროვებდა მითებს!). ესეც მინუს ბიბლია!

4. გველი აღიქმება როგორც გველი :D თუმცა მრავალი გადმოცემის მიხედვით, ის შესაძლოა თავიდან სულაც არ ხოხავდა და ა.შ. ამისთვის გაეცანი - ბასილი დიდის ჰომილიებს!

5. სიბრძნეზეც გიპასუხა კახამ :) 

6. რა თქმა უნდა არის. მითოსური ცხოველები, ღვთაებები ებრაელებს მოსწონდათ და შესაბასად ეგვიპტიდან მრავალი მითი ჰქონდათ გადმოტანილი. ლევიათანი სწორედ ერთ-ერთი ასეთი მითოსული ცხოველია რომელიც გვხვდება ძველ აღთქმაში (ესაიასთან და იობის წიგნში, კიდევ სხვაგანც მგონი).

7. სისრულე და სრულყოფილება? ამაზე ვიფიქრებ

8. ღმერთის ოთხობაზე ველოდები შენს ჩანაწერს!

9. იობის წიგნის ეგზეგეტიკა დაიდება ჯგუფში - წმინდა წერილი და დაელოდე ფლიზ :D :P 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Qwelly World

free counters