პოლიტიკა თუ ბინძური საქმეა, მაშინ მცხეთა ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და წკრიალა ქალაქია მსოფლიოში. არა, განა იმიტომ რომ მცხეთაში პოლიტიკოსები არ არიან, არა - უბრალოდ მცხეთელები არასოდეს ერევიან ამ პოლიტიკოსების მართვის საქმეში. როგორ უნდა ჩაერიონ? შეთავაზებით, მსჯელობით, კრიტიკით, არგუმენტაციით. პოლიტიკური აქტიურობა ანდა რაიმეს პროტესტი ისეთი იშვიათი მოვლენაა, რომ მყისვე საყოველთაო ყურადღებას იპყრობს. იშვიათად მცხეთაში ვინმემ რამე გააპროტესტოს და რაიმე უკმაყოფილება გამოთქვას (საჯაროდ, თორემ საკუთარ სახლებსა და გულებში, იცოცხლე, არ აკლებენ). ასეთ ფონზე დღეს სრულიად უნიკალური და რაც მთავარია, საკმაოდ ხალხმრავალი აქცია გაიმართა. მცხეთის მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს მცხეთის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის (ამხანაგობის) „აქოლისის“ მიერ შემუშავებულ მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფციას.

ბლოგი გენგეგმა მცხეთა მორატორიუმი Qwelly

რა არის ამაში უცნაური?

      პროტესტი მხარდაჭერილია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ - „მე, როგორც თქვენს მიერ არჩეული მერი, პირველ რიგში ვალდებული ვარ დავიცვა მოსახლეობის ინტერესები და ვუზრუნველყო მსოფლიო მაშტაბით აღიარებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცულობა და წარმოჩინება.“ - ვკითხულობთ მცხეთის მერის განცხადებაში.

      ანუ მცხეთაში, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით იმართება აქცია და მოსახლეობა კერძო კომპანიისგან მოითხოვს დაუჯეროს ადგილობრივ ხელისუფლებას? აბა, დაუკვირდით. არ გეჩვენებათ უცნაურად როცა ხელისუფლება (!) აპროტესტებს? მეგონა ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავდა, ასეთი კერძო კომპანიებისთვის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების მოთხოვნას. და რაც მთავარია ამის ძალაუფლების ფლობას ანუ ხელისუფლებას! ვის მიემართება ეს პროტესტი? კარგი, ამ უცნაურობას შევეშვათ...

რა არის მცხეთის გენერალური გეგმის პრობლემა?

      არგუმენტირებულად და დანამდვილებით არავინ იცის. და ის ფაქტი რომ არავინ იცის, ქმნის უდიდეს პრობლემას. ამ არავინში, ვგულისხმობ მცხეთის მოსახლეობას და მათ შორის იმ ნაწილსაც, რომელიც დღეს აქციაზე იყო მისული. რატომ არ იციან? იმიტომ, რომ არგუმენტებით და დეტალურად, არც არავის აუხსნია ეს მათთვის!

      ამბავი ხმაურიანი მას შემდეგ გახდა, რაც „აქოლისმა“ კონცეფციის საბოლოო დოკუმენტი შესთავაზა მცხეთას (იხ. სრული დოკუმენტი: ქალაქ მცხეთის გენერალური გეგმის კონცეფცია და ასევე: მცხეთის გენ. გეგმის დამატებითი გრაფიკული მასალა), ხოლო ინტერნრეტჟურნალ ბაგინეთზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით - „იხილება მცხეთა-მთიანეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის დაშლის გეგმა“. მცხეთაში ხმა გავარდა რომ ჩვენს ქალაქს აუქმებენ, რომ მცხეთა თბილისს უნდა შეუერთონ, რომ ამ ყველაფერში ვიღაცის კერძო ინტერესებია და ქალაქისთვის არაფერი კეთდება და ა.შ. იმ ფონზე, რომ ბოლო რამდენიმე წელია მცხეთას მართლაც მძიმე ტვირთად აწევს მორატორიუმი, ძნელია არ დაიჯერო ასეთი ხმების. მაგრამ... აქოლისი წლების განმავლობაში მუშაობდა ამ პროექტზე, იქამდე სხვა კონტრაქტორიც მუშაობდა, ამ წლების განმავლობაში მუშაობის პროცესში ჩართული იყო მცხეთის მუნიციპალიტეტი, 2019 წელს, მორატორიუმის გამოცხადებიდან 4-5 წლის შემდეგ, მარტის თვეში, საკანონმდებლო მაცნე არეგისტრირებს მცხეთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს დებულებას - ანუ შეიქმნა საბჭო, (იქამდე რატომ არ შეიქმნა, კაცმა არ იცის). და ეს საბჭოც, ვალდებულებას იღებს ყოველ 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში, გაწეული მუშაობის შესახებ (დებულბის მე-8 პუნქტში წერია ეს). ანუ წელიწადში მხოლოდ ორჯერ უნდა აუხსნას საკრებულოს რა კეთდება მცხეთის ყველაზე მნიშველოვანი პრობლემის მოსაგვარებლად. მხოლოდ ორჯერ, ისიც საკრებულოს და მოსახლეობამ როდისღა უნდა გაიგოს ეს ყოველივე? ანუ მთელი ეს პროექტი თუ ასეთი ცუდია, აქამდე რატომ არ იცოდა მოსახლეობამ არაფერი?

ვინაა დამნაშავე?

      ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხიც აუცილებლად უნდა ვისწავლოთ, არა მხოლოდ მცხეთელებმა, არამედ მთელმა ქვეყანამ. როდესაც კონკრეტული ადამიანი ჩადის დანაშაულს სხვა ადამიანის მიმართ, დამნაშავეა მხოლოდ ეს ადამიანი. ხოლო, თუ ადამიანი ჩადის დანაშაულს, რომელიც ქვეყანას აზიანებს და ამას წლების განმავლობაში აკეთებს, დამნაშავეა ხელისუფლება რომელიც ამის უფლებას აძლევს მას. როდესაც სახელმწიფო არ ვითარდება სწორად, დამნაშავეა ხელისუფლება, რაც არ უნდა ისაუბროს კერძო ადამიანების ინტერესებზე, მაინც ხელისუფლებაა დამნაშავე. კერძო ინტერესები ვახსენე იმის გამო, რომ აქამდე კულუარებში თქმული, ახლა უკვე საჯარო განცხადება გახდა. გუშინ, რუსთავი ორის ეთერში, გადაცემა კურიერში (იხ. 13/02/2021 - 21:17) მცხეთის მერმა ერთ-ერთ ასეთ დაინტერესებულ პირად დაასახელა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (შეგახსენებთ, საპატრიარქო დაინტერესებული მხარეა, ეს გენ. გეგმის პირველივე ფურცლებზე წერია). დღეს აქციაზე კიდევ უფრო მეტი სახელი და გვარი გახმიანდა. თავის მხრივ, მიტროპოლიტმა დავითმა უარყო და აქეთ დასდო ბრალი მცხეთის მმართველებს, მეორე მხრივ, აქოლისმა მოითხოვა არგუმენტაცია და ალავერდელთან გარიგების დამადასტურებელი საბუთი, მცხეთამ განცხადება დაწერა ფეისბუკზე და ა.შ. მთელს ამ სანახაობას (პურის გარეშე) ვუყურებთ მცხეთელები და ხან ერთი მხარის გვჯერა, ხან მეორის. იმავე გადაცემაში ისიც ითქვა, რომ ბოლო 5 წელია მცხეთაში ვერავინ ვერაფერს აკეთებს, სახურავსაც ვერ ცვლიან, კედელს ვერ ღებავენ, ფანჯარა ვერ ამოუშებენიათ და ა.შ. არადა, მცხეთელები მაინც ნუ მოვიტყუებთ თავს - კარგად ვხედავთ ამ ხუთი წლის განმავლობაში რამდენი რამ აშენდა კერძოს საკუთრებებში (ინფრასტრუქტურული პროექტებიც ხორციელდება, ოღონდ ცოტა). წლებია ისმის პასუხი, რომ თეატრონის ტერიტორია გაყიდულია, ამიტომ იქ არაფერი კეთდება - არადა, შეგიძლიათ შეხვიდეთ საიტზე maps.napr.gov.ge და ნახოთ, რომ თეატრონის მესაკუთრეა სახელმწიფო (კონკრ. სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტი).

      მეორე მხრივ არგუმენტირებული პრეტენზიებია საჭირო აქოლისის მიმართ, განსაკუთრებით პროექტის მოსამზადებლად გამოყოფილი ვადების დარღვევის გამო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის გამო (თუ ასეთი დასტურდება), თბილისთან შესაძლო მიერთების და გარეუბნად გადაქცევის გამო (ესეც დასასაბუთებელია) და ა.შ, აქოლისი აცხადებს, რომ გენ. გეგმის კონცეფცია მცხეთის მოსახლეობის გამოკითხვით და მათი ინტერესების გათვალისწინებით შეიქმნა, მაშ, ეს ხალხი ვინ იყო დღეს აქციაზე? თუმცა ეს პრეტენზიები ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა წაუყენოს და არა მოსახლეობამ, და ადგილობრივმა ხელისუფლებამ არა ქუჩის აქციით, არამედ ვალდებულების და პასუხისმგებლობის მოთხოვნით.

ვინ გაარჩევს მტყუან-მართალს?

      საზოგადოება. არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება ყოველთვის ჭეშმარიტების მხარესაა (მეტიც, თითქმის არასდროსაა მის მხარეს), მაგრამ არჩევანი მაინც მისი გასაკეთებელია, ხოლო არჩევანის გასაკეთებლად მას სჭირდება სრული, არგუმენტირებული კითხვა-პასუხი.

რა უნდა გაკეთდეს?

საჯარო განხილვა!

როგორ?

      ახლა როდესაც წინასწარი მოკვლევები უკვე ჩატარებულია, გარემო შესწავლილია, გაქვთ სრული ინფორმაცია ამა თუ იმ ლოკაციის შესახებ, მოაწყვეთ შეხვედრა, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება წარმოდგენილი - პირობითად დარბაზში დაინტერესებული მცხეთელები, სცენაზე ხელისუფლება (როგორც ადგილობრივი, ასევე სამინისტოების წარმომადგენლები), საპატრიარქო და აქოლისი. შეხვედრა ნუ დაემსგავსება ცისფერ მთებს, არამედ შეხვედრა იყოს საქმიანი და შედეგიანი. აუცილებელია პირდაპირი ეთერი და სრული ჩანაწერი, რომლის ტრანსლირებასაც ადვილად შეძლებთ YouTube-ზე (არცერთი ტელევიზია ამდენ დროს არ დაგითმობთ და ამიტომ). მიიღეთ სრული მოხსენება აქოლისისგან, და პუნქტობრივად, დეტალურად, აბზაც-აბზაც, დასვით კითხვები და წარმოაჩინეთ გენ. გეგმის პრობლემები. ერთი დღე თუ არ გეყოფათ, მეორე დღეს ჩანიშნეთ შეხვედრა, მერე მესამე დღეს და ა.შ. მხოლოდ, ასეთი მუშაობით დაიდება შედეგი და დასრულდება მრავალწლიანი ტანჯვა.

ნახვა: 367

ტეგები: Qwelly, აქოლისი, ბლოგი, გენგეგმა, მორატორიუმი, მუნიციპალიტეტი, მცხეთა

თამარი: თებერვალი 14, 2021||7:03pm

მაინც ისე გააკეთებენ როგორც უნდათ( 

ლაშა: თებერვალი 14, 2021||7:13pm

როგორც უნდათ, ვის? 

ლაშა: თებერვალი 23, 2021||11:38pm

ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამბავია ამ პოსტის საკითხზე. გუშინ, როდესაც მთავრობისთვის ნდობა უნდა გამოეცხადებინა პარლამენტს, დიმიტრი ხუნდაძემ, კიდევ ერთხელ წამოჭრა საკითხი მცხეთის გენ. გეგმის შესახებ. კითხვის ადრესატი იყო ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე. 

რაც შეეხება პასუხს - ქარსელაძემ განმარტა, რომ მცხეთის გენგეგმის მომზადებაში ჩართულია 11 პროფესიული ჯგუფი, 7 საერთაშორისო და დამოუკიდებელი ექსპერტი, ასევე იუნესკო, საპატრიარქო და მონიტორინგის მიზნით შექმნილია ორი საბჭო - ერთი პროფესიული, მეორე კი უწყებათაშორისი.

მისივე თქმით, მაღალი ჩართულობით მომზადდა მაქსიმალურად დაბალანსებული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც ფაქტობრივი კვლევების შედეგები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის, საპატრიარქოს და ქალაქის შემდგომი განვითარების შესაძლებლობების მაქსიმალურად ყველა ასპექტი.

„მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირას გვქონდა ამაზე საუბარი, დოკუმენტი დღემდე არ არის გამოქვეყნებული. აღნიშნული პროცესის შეუფერხებელი წარმართვა და მოსახლეობის ჩართვა მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად გენგეგმის შემდგომი დეტალური დამუშავება იუნესკომ, საპატრიარქომ და ყველა ჩართულმა მხარემ შეუფერხებლად განახორციელოს და და მოკლე ვადაში მივიღოთ უკვე ის ნამდვილად დაბალანსებული დოკუმენტი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მდიდარი, ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ქარსელაძემ, აწ უკვე ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ცნობისთვის, ღარიბაშვილის წარდგენილ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტმა მხარი დაუჭირა - 89 მომხრე და მხოლოდ 2 - წინააღმდეგი. 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones 2

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 17, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The highly anticipated second season of Ubisoft's pirate-themed action-adventure game Skull and Bones Items has finally arrived, unleashing a veritable deluge of new content for players to explore. Titled "Chorus of Havoc," this latest seasonal update promises to stir up the high seas with a host of fresh missions, formidable adversaries, and enticing rewards.

At the heart of this new content lies the introduction of the cunning Hubac twins, a pair of sea lords whose cunning and…

გაგრძელება

As I reflected on my experience

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly, every encounter became an opportunity to POE currency trade showcase my mastery of the game's mechanics.

Moreover, the dodge roll added depth to character builds and customization. Players could now tailor their playstyles around agility and evasion, opting for nimble, mobile characters over brute strength alone. This…

გაგრძელება

Elden Ring

გამოაქვეყნა Shelie Paley_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

We've visible a few Elden Ring Runes speedruns already, which include human beings beating the game with out ever dying a unmarried time in the Lands Between, among different hard runs. One character who is set statistics in the international for the present day Souls-like sport from FromSoftware with the quickest speed feasible is again with a new document-breaking score.

YouTuber and famous Souls speedrunner Distortion2 shared a video of their file-breaking of entirety speed of…

გაგრძელება

Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 13, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Embarking on the journey in Throne and Liberty is an exciting adventure filled with challenges and triumphs. By adhering to these top 10 tips for beginners, you'll navigate the complexities of the realm with greater confidence and efficiency. Remember to immerse yourself in the lore, forge alliances, and embrace the dynamic nature of the game. May your journey be filled with epic battles, strategic victories, and the Throne and Liberty Lucent glory of claiming your rightful place in the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters