თათია'ს ბლოგი || "ილურა" (36)

აპრილის ნათება

      ხანდახან არის მარტოობაშიაც რაღაც რომანტიული და ამოუხსნელი, მისტიური და ოაზისივით მაცოცხლებელი.. ღამეები იცრიცებიან დღეების მოლოდინში და გრძნობ რამდენად დიდი და მიუწვდომელია უფალი, რამდენად ბრძენი და კეთილისმყოფელია იგი..

      განა სასწაული არ არის - გამთეენიისპირზედ, ახლადგამოღვიძებული, შეიგრძნობდე უშრეტ ძალას ბედნიერებისას და სიყვარულისას, მაარტოობისას რომელიც სრულებითაც არ არის მარტო, ეული...

      განა სასწაული არ…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მაისი 3, 2018 წელი. 1:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ფერადი იაპონია

      ფერების ფესტივალი ანუ ფერების აფეთქება იაპონიაში ყოველწლიურად, ივლისსა და აგვისტოში იმართება. ტრადიცია მე-18 საუკინიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ აქტიურად მიმდინარეობს. ფესტივალს სახელად "ჰანაბი ტაიკი" ეწოდება. ზემოდ ხსენებულ სანახაობას ათასობით ადამიანი ესწრება. არიან ადგილობრივები, ტურისტები და ასევე სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ჩამოსული სტუმრები. წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო იქნება ყოველ ღამე ათასობით ფერთა ცვენა, რომელიც ადამიანებზე ღიმილის, პოზიტივისა…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 24, 2017 წელი. 10:12pm — არ არის კომენტარები
_______________

დიდი ღამის ფიქრები

   საქართველოს ცის ქვეშ მრავალ ჭირს და ვაებას, ცრემლს და კვნესას, ტანჯვასა და სისხლის ღვრას გაუვლია. ისტორიამ ჩვენამდე მრავალი ფაქტი და მოვლენა შემოინახა, დაიწერა და მიეძღვნა მრავალი ნაწარმოები გმირების, ჩვენი ისტორიის უკვდავსაყოფად.. ერთ-ერთი ჩემთვის ძვირფასი მწერლის, გრიგოლ აბაშიძის ნაწარმოებია სწორედ "დიდი ღამე", სადაც მთელი რიგი სიცხადითაა გადმოცემული "რანი ვიყავით და რად ვიქეცით".. საქართველოს სხეულს ჭია ჭამდა.. მეფეთა უზრუნველობამ ყმებსაც ხელი ააღებინა…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: აგვისტო 6, 2017 წელი. 2:30am — არ არის კომენტარები
_______________

ნისლი

      არის დღეები როდესაც ადამიანები ამინდებს ემსგავსებიან, ან პირიქით, ამინდები ემსგავსებიან ადამიანებს...

Qwelly, ამინდი, ბლოგი, ილურა, ნისლი, ქველი

      დღე ერთია და რამდენნაირად იცვლება ადამიანი, რამდენს ფიქრობს, იცინის, ტირის, სწყინს და უხარია.. მე მაინც ამინდებიდან ნისლს გამოვარჩევდი.. ნისლები ფიქრებს ჰგავს, რომელიც ძალუმად აწევს ადამიანს გონებაში და უმღვრევს იმ წყალს, რომელიც კამკამებდა. მოვა ნისლი, დაგაწვება და აღარ შემოგეცლება სანამ მზე არ…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 23, 2017 წელი. 10:00am — 2 კომენტარი
________________

ფოტოგრაფი ლურჯი სამყაროდან

Conceptual Photography    ავანგარდის  მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა - კონცეპტუალიზმი. არტ–მოღვაწეობის არსი კონცეპტუალიზმში განიხილება იდეაში. ტრადიციული ხელოვნებისგან განსხვავებით აქ პირველ რიგში დგას არა იდეის გამოსახვა, არამედ თავად  იდეა.  ამ მიმდინარეობაში მთავარია კონტექსტი, მნიშვნელობები, ასოციაციები. ნახატის არა თვალით, არამედ გონებით აღქმა.

   კონცეპტუალური ფოტოგრაფი ანა ანტი ყოველთვის…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 20, 2017 წელი. 1:42pm — არ არის კომენტარები
_______________

თეთრი აპრილი

      ხელები უსიცოცხლოდ ჰკიდია სხეულს,როგორც ზამთარში ხეებს ტოტები... უძილობისაგან თვალები ჩაშავებული და ჩაცვენილია, იმ როიალივით რომელსაც საუკუნეა არავინ შეხხებია..

      სიცოცხლის, მშვენიერების, აყვავების, აპრილობის, ყვავილთა ცვენის დრო იდგა. ცა მიმზიდველი მზერით უცქერდა ცოდვილთა საცხოვრისს და ანატრებინებდა თავს... უსიცოცხლო კი ამ ყოველივეს ვერ ხედავდა, განა თვალები არ ჰქონდა?! ჰქონდა! მაგრამ მისი გული სულაც არ მზიანობდა მზით, არც აპრილის…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: აპრილი 20, 2017 წელი. 12:00pm — არ არის კომენტარები
_______________

ზამთრიდან გაზაფხულამდე

   დილა შემომეპარა მამლის ყივილთან ერთად და თავი მძიმედ ავწიე ბალიშიდან.. კვლავ მარტოობის შეგრძნებითა და უარაფრო გრძნობით გათენდა. იშვიათად თენდება ასე, მაგრამ მაინც თენდება.. ვიცოდი, რომ დღეს არაფერი მოხდებოდა განსაკუთრებული. მოვემზადე და უხალისოდ გავუყევი გზას უნივერსიტეტისაკენ.

   გზად ხალხს ვუყურებდი და ვერაფერს ვამჩნევდი, გაყინული თვალებით იყურებოდნენ და ვერც სიხარულს ამოიკითხავდი მათგან და ვერც - წუხილს.. გვერდი ვიბრუნე…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: დეკემბერი 13, 2016 წელი. 12:00am — 2 კომენტარი
________________

ზამთრის სითბო

Qwelly, blog, dey, ilura, winter, ბლოგი, დღე, ზამთარი, ილურა, ილურას ბლოგი, სითბო

      ზამთარი უკვე ხანში იყო შესული. სიო არსაიდან იძვროდა, ქალაქი ჩვეულ რიტმს მიჰყვებოდა და დღის გასრულებას ლამობდა.. დალოცვილ მზეს დროებით ძალა შემატებოდა, სხივებს დედამიწას უგზავნიდა და ათბობდა. თეთრი ღრუბლები ცას სამკაულად ეკვროდნენ და იწელებოდნენ..

      ლექციების დასრულებისთანავე ავტოსადგურისკენ გავემართე და ტრანსპორტში ადგილი მძღოლის გვერდით დავიკავე. ფიქრებში ჩაძირული გოგონების სიცილმა გამომაფხიზლა.…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 16, 2016 წელი. 8:00pm — 4 კომენტარი
________________

წერილი პირველი და უკანასკნელი

      დღეები შენი მონატრებითაა გაჟღენთილი. ყოველ საღამოს ამოცურდები და სევდას და დიდ სიყვარულს მიტოვებ.. რატომ გწერ? რავიცი, ის ვიცი რომ ამას ვერ წაიკითხავ, მაგრამ დავიღალე. ყველაზე გულწრფელი მაშინ ვარ, როცა ვწერ.. მენატრები, მენატრები... უშენოდ რამდენმა წელმა და დღემ ჩაიარა, რამდენმა ცრემლმა და ღიმილმა გაირა სახეზე... ვინ მოსთვის?!

      როცა ასე ძალიან მეფიქრები, ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე და მერე ის მამშვიდებს, რომ ვიცი, ცოცხალი ხარ! იქ,…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 12, 2015 წელი. 11:30pm — არ არის კომენტარები
_______________

ისე და ისევ

მქონია ყველაფერი და მქონია არაფერი..

ვყოფილვარ ბედნიერი და... თითქოს უბედურიც.

მაგრამ როცა არაფერი მქონია, შენ ჩემთან ყოფილხარ და ყველაფერი იყო ეს ჩემთვის, მიუხედავად იმისა რომ არაფერი მქონია..

ახლა კი...

ისე აკლიხარ ჩემობას, როგორც ცას ვარსკვლავები. როგორც ზამთრის მზეს ძალა გათბობისა...

ისე მინდა გიგრძნო, როგორც გაზაფხულზე ატმის სურნელს ვგრძნობდი ხოლმე...

ისე მინდა ჩაგჭიდო…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: სექტემბერი 20, 2015 წელი. 11:00pm — 2 კომენტარი
________________

მათე ბიჭი და ანდრო პაპა

qwelly, blog, ilura, my, ანდრო, ბიჭი, ბლოგი, ილურა, ილურას ბლოგი, მათე, პაპა, სიტკბო, ტყემალი, შვილიშვილი,

      მათე ბიჭი მშობლებთან, პაპა-ბებოსთან ერთად, მაღალი მთის ძირას, ერთ მყუდრო, პატარა სახლში ცხოვრობდა. პატარა ეზო, რამდენიმე სული საქონელი, ქათამი, ცხვარი ჰყავდათ. მიწას ამუშავებდნენ და ასე გაჰქონდათ თავი.

      მათე მოსუვენარი, ჯიუტი ბიჭი იყო, რომელსაც ბევრი შეკითხვების დასმა უყვარდა. ვერ იტანდა, როცა შეკითხვაზე პასუხს არ ან ვერ იღებდა. განსაკუთრებით პაპამისი, ანდრო უყვარდა. მხოლოდ მას უჯერებდა და სულ…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 27, 2015 წელი. 7:30pm — 2 კომენტარი
________________

მზე როცა ჩავა

     მზე როცა ჩავა, დაბნელდება.. სახილველის დანახვა შეუძლებელი გახდება.

     როცა მზე ჩავა, ცივი ქარები გაბატონდებიან და შეუკავებლად დაიწყებენ ბოდიალს ირგვლივ. ააწრიალებენ და აახმაურებენ ყველაფერს, ააშრიალებენ ხეზე შემორჩენილ შემომხმარ, სიცოცხლე მილეულ ფოთლებს და სამუდამოდ მოაცილებენ მშობლიურ ტოტებს. დაენარცხებიან და ისე გაიშლებიან პოხიერ მიწაზე, თითქოს არც კი ყოფილიყვნენ.. ჩაივლის ვინმე მგზავრი, შეხედავს ხეს…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივნისი 13, 2015 წელი. 4:30pm — 1 კომენტარი
________________

ზღაპარი სიყვარულისა

     იყო და არა იყო რა, ერთ ლამაზ, მზიან დღეს დაიბადა სიყვარული. სიყვარულმა მრავალ ქარს, ქარიშხალს და ბოროტებას გაუძლო. სიყვარულს უყვარდა, სილამაზე, სინაზე და მშვენიერება.

     სიყვარულის ნაყოფი იყო, უნაზესი არსება ია და პეპელა, ვარდი და ენძელა. ისინი სიყვარულით არსებობდნენ და დღითიდღე მშვენდებოდნენ. მატი შვილებიც სიყვარულად იწოდებოდნენ და ასე მრავლდებოდნენ სიყვარულში. ცისარტყელა ყოველ დღე ალამაზებდა და…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 11, 2015 წელი. 7:30pm — არ არის კომენტარები
_______________

იმედისფერი

იმედისფერი, ბლოგი, ქველიბლოგი, ქველი, qwelly, hope, imedisferi, imedi, qwellyblog, qwellypost

იმედისფერი

სულ არაფერი იყო...

იყო:

  • უმზეობა,
  • უმთვარეობა,
  • უფერადობა,
  • უვარსკვლავეობა...

იყო "ყოფნა"... ეს "ყოფნა" კი არ იყო, ეს იყო უყველაფრობა.

- დღეს?

- დღეს გადაიღო უყველაფრობამ, ბოლო მოეღო უარაფრობას და გაყველაფრდა ყველაფერი..…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: თებერვალი 12, 2015 წელი. 1:30am — 5 კომენტარი
________________

გაუცხოვება გვჭირია

გაუცხოვება გვჭირია

"მასაზრდოებელი ცოცხალი ბუნების, გარემოს ბარბაროსული განადგურებით ცივილიზებული კაცობრიობა კატასტროფას იახლოვებს... ადამიანს ყველაზე ნაკლებ ადარდებს ის, თუ რაოდენ დიდ ზიანს აყენებს მის სულს ეს ველური ქმედებები. ცოცხალი ბუნებისგან ყოველმხრივი და სულ უფრო მეტად დაჩქარებული გაუცხოვება იწვევს ცივილიზებულ ადამიანებში ესთეტიკურ და ეთიკურ გულგრილობას.                          …

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: იანვარი 20, 2015 წელი. 7:30pm — 2 კომენტარი
________________

წვიმისა წვეთი

გარეთ ისევ წვიმს...

მინაზე წვიმის წვეთები ნაზ, ჰაეროვან, ვენურ ვალს ცეკვავენ სიჩუმის მუსიკაში.

თითქოს სარკმელს ეფერებიან..

ამ პაწაწუნებს არ სცივათ და არც…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ნოემბერი 29, 2014 წელი. 12:30am — 7 კომენტარი
________________

ზებულოოოონ!

      გავათავე.... მოვრჩი და მინდა ზებულონზე ვისაუბრო, არ ვიცი როგორ დავიწყო.. დავიწყებ და დამეწერინება. მიჭირს ამ ტრაგიკულ გმირზე საუბარი. ზებულონი გახლავთ მთავარი პერსონაჟი რომანში. მის ცხოვრებას ბედისწერა განაგებდა. თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო, ლაღი ტკბილი ბავშვობა ქონდა, სწავლის გაგრძელებას აპირებდა, როგორც იოველ ბატონიშვილმა თქვა,…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 17, 2014 წელი. 10:30pm — 9 კომენტარი
________________

დროებითია

თვალები ჰქონა.. ოჰ, როგორ გითხრა, მწვანე, ჩამუქებული, უსიცოცხლო და სხივმოკლებული. ადრე ისე უციმციმებდა, სიცოცხლის ნაპერწკლებს ისვრიდა. სახე მუდამ ნათელი და მომღიმარი ქონდა.. ახლა აღარც იღიმის. თვალებში სევდა ჩაუსახლდა.…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 8, 2014 წელი. 11:00pm — 10 კომენტარი
________________

წამიერი

      ხანდახან ადამიაში რაღაც გამოუთქველი,  დაუწერელი გრძნობა გამოძვრება ხოლმე. ეს გრძნობა წამიერი და წუთიერია, მოვა "გამაგიჟებს" და მერე ისევ მიდის. არ ვიცი საიდან მოდის, და არც ის ვიცი მერე სად მიდის ხოლმე, მთავარი ისაა რომ მოდის. მაშინ ყველა მიყვარს, ყველაფერი მიხარია და ვთვლი, რომ ყველაფრის მიუხედავად ცხოვრება მშვენიერია! თითქოს ეს…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: ივლისი 2, 2014 წელი. 9:00pm — 6 კომენტარი
________________

საუცხოო გრძნობა

    

      მიილია ჟამი ვერცხლის, სუსხიანი ფიფქები თეთრმა ყვავილებმა შეცვალა. ბედნიერებაა, ყოველ დილით ჩიტების ჟივილ-ხივილი რომ გაღვიძებს. ზეცა აიკლეს ჩიტებმა და უხარიათ, ძალზედ უხარიათ. გავდივარ ქუჩაში, მარტო მივდივარ და ვიღიმი.... არ ვიცი რატომ.  ასე მგონია გაზაფხული კი არ მოვიდა მე მოვდივარ გაზაფხულად... რა კარგია როცა უბრალოდ გიხარია.…

გაგრძელება

დაამატა თათია_მ!
თარიღი/დრო: მარტი 28, 2014 წელი. 12:00am — არ არის კომენტარები
_______________

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

The rest portion of my coins to purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

გაუმჭვირვალე ფულის პრობლემა ქართულ საზოგადოებაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 3, 2024.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

არჩევნების წელია და როგორც ჩანს აქციებიც ანონსდება - აბა, სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს გავლენების შესახებ კანონის თავიდან დაინიცირებას იგივე ტექსტით და განსხვავებული სათაურით. ცხადია, დღის მთავარი თემა ეს იყო. ასევე კვოტირების გაუქმების განხილვა და სხვა საარჩევნო გადაძახილები. ასევე ქალაქის კალაძისეული განახლებები. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6840 ლარია.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters