ხელოვნების ფსიქოლოგია
(მეცხრე ნაწილი)

xelovnebis fsiqologia, art, art_psychology, psychology, psychology of art, აღორძინების ეპოქის ესთეტიკა, დაწმენდა, ეთიკა, ესთეტიკა, კათარზისი, ფსიქოლოგია, ხელოვნება, ხელოვნების ფსიქოლოგია, ვასილი კანდინსკის ხელოვნების ფსიქოლოგია, vasil kandinski
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, კროსმოდალური კვლევის ლაბორატორია

      შემოქმედთა შორის ხელოვნების თეორიული საკითხებით დაინტერესება იშვიათობას არ წარმოადგენს. ეს ტენდენცია განსაკუთრებით თანამედროვე ხელოვნებისთვის გახდა დამახასიათებელი. მხატვრული მიმდინარეობები საკუთარ ორიგინალურ პოზიციას შესაბამისი "ოფიციალური დოკუმენტებითა" თუ მანიფესტების სახით აფორმებენ, რომლებშიც გარკვეული ადგილი ხელოვნებისა და მხატვრული შემოქმედების ფსიქოლოგიური ასპექტების (კრეატული თუ რეცეპტული თვალსაზრისით) გაშუქებასაც ეთმობა. მაგრამ ამ მხრივ, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს აბსტრაქტული, უსაგნო ხელოვნების მამის, ვასილი კანდინსკის თეორიული ნაშრომი. კანდინსკის წერილი "სულიერის შესახებ ხელოვნებაში"(71) შეიძლება განხილულ იქნეს არა მხოლოდ თანამედროვე ფორმალისტური ხელოვნების კრედოდ, არამედ ასევე თანამედროვე ხელოვნების ფსიქოლოგიის მნიშვნელოვან მონაპოვრადაც, რადგანაც ყურადღების ფოკუსში ავტორმა ხელოვნების საკუთრივ ფსიქოლოგიური ასპექტები მოაქცია. კანდინსკის წერილი მით უფრო საგულისხმოა, რომ მასში წარმოდგენილია საზოგადოდ თამანედროვე ხელოვნების სპეციფიკის ფსიქოლოგიური ანალიზი. ავტორი არა ერთგზის მიუთითებს "დროის სულის" ან, სხვა სიტყვებით, ეპოქალურ განწყობათა სისტემის შესახებ, რომელსაც მხატვრულ ნაწარმოებზე ზემომქმედ უძლიერეს ფაქტორად მიიჩნევს.

      კანდინსკის თეორიის მიხედვით, მხატვრული შემოქმედების სტიმულს მხატვრისთვის (ხელოვანისთვის) დამახასიათებელი, შინაგანი აუცილებლობის პრინციპი წარმოადგენს. შინაგანი (შიდა ფსიქოლოგიური) აუცილებლობა (ან, სხვა სიტყვებით, შიდა იძულება, შინაგანი იმპერატივი) თავის მხრივ, სამი აუცილებელი ელემენტისა თუ ძალისგან მომდინარეობს, როგორიცაა:

      1. ინდივიდუალური ელემენტი, რომელიც ხელოვანის პიროვნულ, ფსიქოლოგიურ თავისებურებებს უკავშირდება. ამ ელემენტის ზეგავლენით მხატვრულ ნაწარმოებში ხელოვანისთვის დამახასიათებელი პიროვნული ნიშნები აისახება (აღნიშნულ ელემენტსა თუ ძალას შეიძლება შემოქმედების სუბიექტური ფაქტორი ვუწოსტილის ელედოთ).

      2. სტილის ელემენტი, რომელიც მოცემული, კონკრეტული ეპოქისა და ქვეყნის (იმ დროისა და სივრცის მონაკვეთის, რომელშიც ცხოვრობს და მოღვაწეობს ხელოვანი) ასახვას გულისხმობს. მხატვარი გარკვეული ერისა და ეპოქის შვილია, რაც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს შემოქმედებაზე და, უპირველეს ყოვლისა კი, მის სტილურ, ფორმალურ თავისებურებებზე; შეიძლება ითქვას, რომ შეირჩევა ის მხატვრული ენა, რომელიც მოცემული ეპოქისა და ქვეყნის განწყობათა სისტემის შესაბამისია (ამ ელემენტსა და ძალას შეიძლება შემოქმედების სიტუაციური ან ობიექტური ფაქტორი ვუწოდოთ).

      3. მხატვრული (ზეპიროვნული და ზედროული) ელემენტი, რომელიც არ კავშირდება კონკრეტულ პიროვნებასა და კონკრეტულ ეპოქასთან. კანდინსკის გაგებით, ეს ხელოვნების უმთავრესი, "მარადიული" ელემენტია, დამოუკიდებელი როგორც დროისა და სივრცისგან, ასევე ხელოვანის სუბიექტური, პიროვნული შეზღუდულობისგანაც (მესამე ელემენტსა თუ ძალას შეიძლება შემოქმედების ესთეტიკური ფაქტორი ეწოდოს).

      კანდინსკის შეხედულებათა შესაბამისად, რაც უფრო მეტად ითვალიწინებს თანამედროვე მხატვრული ნიმუში პირველ ორ (სუბიექტურსა და სიტუაციურ) ფაქტორებს, მით უფრო იოლად იწვევს იგი გამოძახილს თანამედროვე ადამიანში (ან მით უფრო პოპულარული ხდება იგი) და რაც უფრო მეტია მესამე (ესთეტიკური) ფაქტორის წილი, მით უფრო აუცილებელი ხდება დროის ინტერვალი მისი სათანადო აღქმისა და შეფასებისთვის. ავტორი დასძენს, რომ მესამე ელემენტი (ესთეტიკური ფაქტორი) ხელოვნების უმთავრეს ფაქტორსა და ასპექტს წარმოადგენს და მისი სიჭარბე მხატვრული ნიმუშის "სიდიადის" (მისი უკვდავების) მანიშნებელია.

      კანდინსკის მოსაზრება შემოქმედებითი სტიმულისა და მისი რაობის შესახებ ბევრითაა საინტერესო და საგულისხმო. ე. წ. შინაგანი აუცილებლობა, როგორც ჩანს, თავად შემოქმედკრეატორის თავისებური შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც ერთდროულად სამი ფაქტორის (სუბიექტური, სიტუაციურობიექტური და ესთეტიკური ფაქტორების) ზემოქმედებით ყალიბდება.

      "შინაგანი აუცილებლობის" ტერმინი დ. უზნაძის განწყობის ფენომენის ასოცოაციას იწვევს; განწყობა, როგორც ქცევის ფუნდამენტი (მისი სტიმული და მოქმედებაში მომყვანი) - სუბიექტური (სუბიექტის მოთხოვნილება) და ობიექტური (კონკრეტული სიტუაცია) ფაქტორების ზემოქმედების შედეგია.

      კანდინსკის თეორიაში ესთეტიკური მოქმედების (შემოქმედების) სტიმულს, სუბიექტურ და ობიექტურ-სიტუაციურ ფაქტორებთან ერთად, საკუთრივ ესთეტიკური ფაქტორიც აფორმირებს, რომლის შესახებაც ავტორი საკმაოდ ცალმხრივ, არასრულ ინფორმაციას იძლევა. კანდინსკისთვის ცხადია, რომ მხოლოდ ვიწრო სუბიექტური და კონკრეტულ- სიტუაციური ფაქტორებით შეუძლებელია მხატვრული მოქმედების სტიმულის მოაზრება. შემოქმედების მასტიმულირებელი "მესამე ელემენტი" ან "ესთეტიკური ფაქტორი", სამწუხაროდ, მხოლოდ თეორიული მონახაზის სახითაა წარმოდგენილი. თუმცა რიგი ნიშნებით "ესთეტიკური ფაქტორი" კ. იუნგის კოლექტიური არაცნობიერის არქეტი პებისა და სიმბოლოების ანალოგიურია. კანდინსკის მოსაზრებებში საინტერესოდ ერთიანდება დ. უზნაძისა და კ. იუნგის შეხედულებები, რაც სამომავლო კვლევებისათვის მდიდარ მასალას იძლევა.

      აბსტრაქტული ხელოვნების "მამა" ვრცლად იხილავს ფერის ფსიქოლოგიური ზემოქმედების საკითხებს, რასაც მისთვის, როგორც ფორმალისტი მხატვრისთვის, განსაკუთრებული პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. ესთეტიკურ ამოცანებთან ერთად კანდინსკი წმინდა ფსიქოლოგიურ ამოცანებსაც ისახავს; მისი მიზანია აღმქმელ-რეცი პიენტში გარკვეული გრძნობების პროვოცირება და მის ფსიქიკაზე უშუალო ზემოქმედება. ასე ესახება კანდინსკის საზოგადოდ ფერწერის მნიშვნელობა და არსი!

      კანდინსკის შეხედულებათა მიხედვით, ფერის ზემოქმედება შესაძლოა ორი ძირითადი სახის იყოს;

      1. ფერის თვალზე წმინდა ფიზიკური (ან ფიზიოლოგიური) ზემოქმედება. აღნიშნული ტი პის ზემოქმედებას შეიძლება სიამოვნებისა და კმაყოფილების განცდებიც უკავშირდებოდეს. მაგრამ ეს განცდები, კულინარიულ შეგრძნებათა მსგავსად, ზედაპირულია, მალევე ქრება და პიროვნებაში კვალს არ ტოვებს. როგორც ავტორი აღნიშნავს: ასეთ განცდათა მიმართ "ადამიანის სული დახურულია".

      კანდინსკი მიუთითებს, რომ ჩვეული, ყოველდღიური საგნები ადამიანზე "ზედაპირულად", პერიფერიულად ზემოქმედებენ, ხოლო ბავშვისთვის სამყარო მისი "სიახლისა" და "უჩვეულობის" გამო დიდი შთაბეჭდილებების მომტანია. ასაკის მატებასთან ერთად შეცნობილი და გასაგები სამყაროს მიმართ მწვავე ინტერესი თანდათან ქრება, მას გულგრილობა, ინდიფერენტობა ცვლის და სამყარო თანდათან ხიბლს კარგავს. ("ზრდასრულმა ადამიანებმა კარგად ვიცით, რომ ხე ჩრდილს იძლევა, ცხენი სწრაფია, ხოლო მანქანა კიდევ უფრო სწრაფი, რომ ძაღლი იკბინება, მთვარე შორია და რომ ადამიანი სარკეში - ნამდვილი არ არის").

      ადამიანის განვითარების მაღალ დონეზე, - წერს კანდინსკი,- ხდება საგანთა და მოვლენათა თვისებების "გაფართოება", მათი ხელახალი "აღმოჩენა"; საგნები შინაგან ღირებულებას ანდა "შინაგან, ფარულ ხმას" იძენენ. აღნიშნული შეხედულება საგნისა თუ მოვლენის კულტურულ ღირებულებათა ერთიან სისტემაში ჩართვასა და მის ახალი მნიშვნელობით (მნიშვნელობებით) დატვირთვას გულისხმობს. თვით ფერის ზემოქმედების შემთხვევაშიც, - მიუთითებს კანდინსკი, - "დაბალი სულიერი მგრძნობელობის" ადამიანზე ფერი ზედაპირულ, ელემენტალურ ეფექტს იძლევა, ხოლო განვითარების მაღალ დონეზე - ღრმა შთაბეჭდილებად იქცევა (სამწუხაროდ, ავტორი არ აკონკრეტებს ადამიანის განვითარების მისეულ კრიტერიუმებს).

      2. ფერის ადამიანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება; ამ შემთხვევაში ფერი ადამიანის ფსიქიკამდე აღწევს. მას "ფსიქიკური ვიბრაცია" უკავშირდება. პერიფერიული, ფიზიკური მოვლენა (ფერის შეგრძნება) ფსიქოლოგიურ მოვლენად (ფსიქიკური განცდების: ემოციების, აზრების, სურვილების ფართო სპექტრის მაპროვოცირებელ ძალად) იქცევა.

      ავტორი აღნიშნავს, რომ შესაძლოა ფერის ფსიქოლოგიური ზემოქმედება გარკვეული ასოციაციური პროცესებით, გარკვეულ საგნებთან ან მოვლენებთან ასოციაციით აიხსნას. მაგალითად, წითელი ფერი იწვევდეს ფსიქიკურ რეაქციას არა უშუალოდ, არამედ ცეცხლთან ან სისხლთან ასოციაციური კავშირის (ცეცხლის ან სისხლის გახსენების) გამო. მაგრამ კანდინსკის შეხედულების შესაბამისად, ფერს უშუალო, საგნობრივი ასოციაციებისგან დამოუკიდებელი ზემოქმედების უნარი გამოარჩევს; ფერი ზემოქმედებს არა მასთან კავშირში მყოფი საგნებისა და მოვლენების გახსენების გამო, არამედ პირდაპირ და უშუალოდ.

      "ფერი - კლავიშია, სული - მრავალსიმიანი როიალი, მხატვარი - ხელი, რომელიც ამა თუ იმ კლავიშის საშუალებით მიზანმიმართულად ახდენს ადამიანის სულის ვიბრაციაში მოყვანას", - წერს კანდინსკი. ფერთა ჰარმონია ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედების წმინდა ფსიქოლოგიურ პრინცი პს ეფუძნება, რომელსაც ავტორი შინაგანი (ან შიდა ფსიქოლოგიური) აუცილებლობის პრინცი პს უწოდებს; შესაბამისად, ფერთა თუ მუსიკალური ჰარმონიის საფუძველი ადამიანის ფსიქოლოგიის სტრუქტურულ თავისებურებებში უნდა ვეძიოთ.

      კანდინსკი ჩერდება ფერისა და ფორმის, ფერწერისა და მუსიკის, მხატვრული კომპოზიციის საკითხებზეც. მაგრამ ცალკეული საკითხების განხილვისას ავტორის ძირითადი იდეა უცვლელია - ყოველივე გარეგანში (ხილულში) ფარული შინაგანი მხარე და ასპექტი იგულისხმება; ყოველ ცალკეულ ფორმას საკუთარი შინაარსი გააჩნია! და ეს წმინდა ფსიქოლოგიური ბუნების შინაარსია, დაკავშირებული გრძნობებისა და ემოციების სამყაროსთან.

      აღნიშნული იდეა განსაკუთრებულ ჟღერადობას სწორედ კანდინსკის თეორიულ ნაშრომში იძენს. მხატვრის ნაშრომში, რომელმაც მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში პირველმა თქვა უარი გარკვეული, კონკრეტული მნიშვნელობისა და შინაარსის ობიექტებისა თუ საგნების ასახვაზე. კანდინსკის თეორიულ შეხედულებათა შესაბამისად, მის "უსაგნო" ტილოებზე ფარული შინაარსი და აზრი უნდა ვეძიოთ! მაგრამ არა კონკრეტული ობიექტებისა და საგნების შესაბამისი, არამედ ადამიანის ფსიქიკურ განცდათა სამყაროსთან კავშირსა და მიმართებაში მყოფი. კანდინსკის ესთეტიკა წმინდა ფსიქოლოგიურ მიზნებს ისახავს და კერძოდ, ჩვეული, გასაგები და ამიტომაც მოსაწყენი სამყაროს უჩვეულო და იდუმალი ფსიქოლოგიური სამყაროთი ჩანაცვლებას!

      კანდინსკის თეორიის მიხედვით, ხელოვნების ზემოქმედების იარაღსა და ადრესატსაც გრძნობები შეადგენს. ხელოვნების ფარული, შინაგანი ასპექტის წვდომა სწორედ გრძნობათა (და არა გონების) საფუძველზე ხდება. ავტორი დეტალურად იხილავს ფსიქიკაზე კონკრეტულ ფერთა (ყვითელიდან დაწყებული შავი ფერის ჩათვლით) ზემოქმედების თავისებურებებს.

      აბსტაქტული ხელოვნების ფუძემდებლის თეორიის არსს ნათლად და მკაფიოდ გამოხატავს მომავლის ხელოვნებისადმი მიმართული სიტყვები: "და როგორც იქნება, ფერწერისთვის დადგება დრო, როდესაც იგი აიგება არა იმდენად ფიზიკურ კანონთა საფუძველზე, რამდენადაც შინაგანი აუცილებლობის კანონის საფუძველზე, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ "სულის" - ფსიქიკის კანონები."

      კანდინსკის ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ე. წ. "სულიერი ატმოსფეროს" განხილვას. ავტორი აღნიშნავს, რომ ფსიქიკურ ატმოსფეროს ქმნის არა მხოლოდ ადამიანთა დაკვირვებადი ქმედება, ცხადი აზრები და გრძნობები, არამედ ფარული ქმედებანი, გამოუთქმელი აზრები და გამოხატვის გარეშე დარჩენილი გრძნობებიც, ანუ, როგორც ცნობიერი, ასევე არაცნობიერი ფსიქიკური სინამდვილე.

      ავტორი იხილავს თანამედროვე ეპოქის თავისებურებებსაც; ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელიც აღსავსეა კითხვებით, წინათგრძნობებითა და წინააღმდეგობებით, რაც ტრადიციულ მხატვრულ მეთოდთა გადახედვისა და რეორგანიზაციის საკითხსაც წამოჭრის. "ჩვენ ვუსმენთ მოცარტის მუსიკას, როგორც სხვა, წარსული და უცხო ეპოქის მელოდიას". ჩვენი ეპოქის ჰარმონია კი ტონთა ბრძოლას, დაკარგულ წონასწორობას, "პრინციპთა" მსხვრევას, უეცარ დაფდაფებს, დიად კითხვებს, უმიზნო სწრაფვებს, ქაოტურ ძალისხმევას, მელანქოლიას, დამსხვრეულ ბორკილებსა და წინააღმდეგობებს უკავშირდება!

      ახალ, თანამედროვე ჰარმონიაზე დაფუძნებული კომპოზიცია ფერადოვან ფორმათა აკორდად იქცევა, სადაც თითოეული ფერი დამოუკიდებელია და ერთად იმ მთლიანობას ქმნის, რომელიც თანამედროვე ადამიანის შინაგანი, ფსიქიკური აუცილებლობიდან მომდინარეობს. თანამედროვე ჰარმონია კონტრასტის პრინციპს ეფუძნება, რომელიც ჩვენივე შინაგან, ფსიქოლოგიურ კონტრასტებსა და წინააღმდეგობებს უკავშირდება.

      კანდინსკი იხილავს თანამედროვე ფერწერის ბუნებასთან მიმართების საკითხსაც; სახეზეა თანამედროვე ფერწერის თანდათანობითი (საბოლოო ჯამში კი, სრული) ემანსიპაცია და განთავისუფლება ბუნებისაგან. "ხელოვნება ბუნებაზე მაღლა დგას!" - ასეთია თანამედროვე ხელოვნების კრედო, რომლის ანარეკლია და შედეგი ფორმათა გეომეტრიზაცია (ჯერ კიდევ სეზანის შემოქმედებით დაწყებული) და, რაც მთავარია, უარის თქმა კონკრეტული საგნისა და, საზოგადოდ, რეალური სამყაროს ასახვაზე.

      ავტორის შეხედულებით, თანამედროვე ხელოვნება აქცევს რა ზურგს რეალობას, ამით იმთავითვე ადამიანის შინაგან, ფსიქიკურ სამყაროზე მიიმართება. თუკი "მატერიალისტური" (საგნობრივი) ფერწერა აღმქმელს აიძულებდა ნახატში გარეშე არსებული რეალობა და ბუნების მიბაძვა დაენახა, თანამედროვე ხელოვნება მას ნახატის "შინაგანი ცხოვრების" ამოკითხვისადმი უბიძგებს და, რაც მთავარია, საშუალებას აძლევს საკუთარ ფსიქიკაზევე განიცადოს ნახატის უშუალო, პირდაპირი და "შინაგანი" ზემოქმედება.

      "დღეს თავისუფლების დღეა!" - ამ ფრაზით გამოხატავს კანდინსკი თანამედროვე მხატვრული მეთოდების განსაკუთრებულ სიმრავლესა და მრავალფეროვნებას. მაგრამ ეს თავისუფლება ერთ ფუნდამენტურ, ძირეულ ფაქტორს უკავშირდება - ადამიანის "შინაგან აუცილებლობას" ანდა, სხვა სიტყვებით, ადამიანის ფსიქოლოგიურ კანონზომიერებებს.

რუსუდან მირცხულავა
გამომცემლობა "კენტავრი", თბილისი, 2010


[71] Кандинскии Л., "О духовном и искусство", в сборнике "Психология цвета", Рефл-бук;Ваклер, 1996

წიგნიდან: "ხელოვნების ფსიქოლოგია"

ტეგები: Qwelly, კანდინსკი, მირცხულავა, ფსიქოლოგია, ქველი, ხელოვნება

ნახვა: 2140

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters