ხელოვნების ფსიქოლოგია
(მერვე ნაწილი)

xelovnebis fsiqologia, art, art_psychology, psychology, psychology of art, ანტიკური ფილოსოფიური აზრი, არისტოტელე, აღორძინების ეპოქის ესთეტიკა, დაწმენდა, ეთიკა, ესთეტიკა, კათარზისი, ნიცშე, ფსიქოლოგია, ხელოვნება, ხელოვნების ფსიქოლოგია, ლევ ვიგოდსკის ხელოვნების ფსიქოლოგია

      ლევ ვიგოტსკის ნაშრომში "ხელოვნების ფსიქოლოგია" წარმოდგენილია ავტორის შეხედულებები როგორც ხელოვნების თეორიულ საკითხებთან დაკავშირებით (ხელოვნების ფსიქოლოგიური თეორია), ასევე კონკრეტული მხატვრული ნაწარმოებების ფსიქოლოგიური ანალიზის ნიმუშებიც. უნდა აღინიშნოს, რომ ვიგოტსკი ფსიქოლოგისთვის კვლევის საკმაოდ უჩვეულო გზას მიმათავს და ძირითადში გვევლინება, როგორც კულტურულოგი[70].

      ავტორი ხელოვნების თეორიაში გამორჩეულ მნიშვნელობას ინტერპრეტაციულ თავისუფლებას ანიჭებს და "მაღალი კრიტიკის" იმპულსად აღფრთოვანებას აღიარებს. ვიგოტსკის მიხედვით, კრიტიკის ამოცანას ნაწარმოების "ახსნა- ექსპლიკაცია" არ უნდა შეადგენდეს, რადგანაც ახსნა, ფაქტობრივად, ამოწურვას, ამოხსნას, გასაგებად ქმნას ნიშნავს. ხელოვნების ექსპლიკაციისადმი დამოკიდებულებას ვიგოტსკი ოსკარ უაილდის სიტყვებით გამოხატავს: "არსებობს ხელოვნების არ-სიყვარულის ორი გზა: ერთი, უბრალოდ არ გიყვარდეს ხელოვნება და მეორე, გიყვარდეს რაციონალურად!"

      ვიგოტსკი აღნიშნავს, რომ ხელოვნების ნებისმიერი თეორია იმ შეხედულებათა სისტემას ეფუძნება, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი სამ ფსიქიკურ ფუნქციას განეკუთვნება, როგორიცაა: აღქმა, გრძნობა და ფანტაზია-წარმოსახვა. ავტორი დასძენს, რომ აღნიშნული ფსიქიკური ფუნქციებიდან ხელოვნებასთან მიმართებით, სრულიად გამორჩეულია გრძნობათა სფეროსა და ფანტაზიის როლი. ხელოვნების ფსიქოლოგია "იგება" სწორედ გრძნობისა და ფანტაზიის პრობლემათა კვეთაზე. ამავე დროს გრძნობა და ფანტაზია ფსიქოლოგიისთვის დღემდე ყველაზე "ბნელით მოსილ," რთულად შესასწავლ სფეროებად რჩება.

      პრობლემურად ესახება ვიგოტსკის ხელოვნების ფსიქოლოგიისთვის ისეთი ფუნდამენტური საკითხის გადაწყვეტაც, როგორსაც გრძნობისა და ფსიქიკური ენერგიის მიმართების საკითხი წარმოადგენს; რა არის გრძნობა? - კითხვას სვამს ავტორი. გრძნობა ფსიქიკური ენერგიის ხარჯვაა თუ ამ ენერგიის ეკონომია? კითხვას ავტორი ღიად ტოვებს.

      ვიგოტსკის შეხედულებათა მიხედვით, ესთეტიკური გრძნობა ჩვეულებრივ გრძნობათაგან რიგი ნიშნებით განსხვავდება და გამოირჩევა. ესთეტიკური ემოციური რეაქცია კავშირშია ფანტაზიის ფენომენთან; გრძნობა და ფანტაზია ერთიან ფსიქიკურ მოვლენად იქცევა. ფანტაზია ავტორს ემოციის გამოხატვის სახედ და ფორმად ესმის. თავის მხრივ, ემოცია ფანტაზიის ამოქმედებით განიმუხტება. ხელოვნება ემოციათა განმუხტვას ახდენს არა გარეგან აქტივობა-მოქმედებათა გზით, არამედ ფანტაზიის ხატების საშუალებით.

      ვიგოტსკის ხელოვნების თეორიის მიხედვით, მხატვრული ნაწარმოები აუცილებელ აფექტურ-ემოციურ წინააღმდეგობას შეიცავს და ამიტომაც ურთიერთ საპირისპირო გრძნობების აღძვრას უკავშირდება. საპირისპირო გრძნობები (სიამოვნება უსიამოვნება, დარდი - სიხარული, ტანჯვა - ნეტარება და ა. შ.) ერთმანეთს განმუხტავენ და სპობენ! ასეთია კათარზისის ვიგოტსკისეული განმარტება. ესთეტიკური აფექტი ორი, ურთიერთ საპირისპირო მიმართულებით ვითარდება და საბოლოოდ პოლარულ გრძნობათა მიერ ურთიერთ გადაფარვის გზით ისპობა.

      ვიგოტსკი აღნიშნავს, რომ მხატვრული ნაწარმოების მიერ საპირისპირო ემოციების ერთდროული აღძვრა ესთეტიკური რეაქციის მთავარ პირობად იქცევა. ასე მაგალითად, ერთმანეთს "უპირისპირდება" მხატვრული ფორმა და შინაარსი; ფორმით ხელოვანი შინაარსის ძლევას ახდენს. რითმით გამოწვეული აფექტი (ემოცია) შინაარსით გამოწვეული აფექტის (ემოციის) საპირისპიროა და საწინააღმდეგო! შილერის სიტყვებით: "ხელოვნების ჭეშმარიტი საიდუმლო სხვა არაფერია, თუ არა ფორმით შინაარსის განადგურება!"

      მხატვრული ნაწარმოების ფორმისა და შინაარსის დაპირისპირებას ვიგოტსკი ხელოვნების ძირეული და არსებითი თავისებურების სახით იხილავს. ხელოვნება იმთავითვე გულისხმობს შინაგან წინააღმდეგობასა და კოლიზიას, რომელიც ესთეტიკური რეაქციის უნიკალობის მთავარ მიზეზად იქცევა. მაგალითად, რითმა ლექსის შინაარსის "დეფორმირებასა" და მისი გაგების გართულებას უკავშირდება.

      კომედიის ხელოვნებაში "ორმაგ" გრძნობას იწვევს დამკვიდრებული ნორმებისა და მათი დარღვევის ერთდროული განცდები. (იმავეს მიუთითებდა ფროიდიც: ენამახვილობა ორსახა იანუსია, რადგანაც აზრი ორი, ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მიჰყავს).

      ვიგოტსკის აზრით, საპირისპირო გრძნობათა გამოწვევა მხატვრული ნაწარმოების ფაბულის განვითარებაშიც იგულისხმება, რაც, საბოლოოდ, ამ გრძნობათა ურთიერთ შეპირისპირებისა და კათარზისული ეფექტის პირობად იქცევა. მაგალითის სახით ავტორი იხილავს პუშკინის "ევგენი ონეგინს", ბუნინის "მსუბუქ სუნთქვას", ეზოპეს, ლაფონტენის, კრილოვის იგავ-არაკებს და ბოლოს, შექსპირის "ჰამლეტს". ასე მაგალითად, "ევგენი ონეგინის" გმირები პოემის განმავლობაში სრულიად გარკვეულ და "ცალსახა" გრძნობებს იწვევენ მკითხველში; ონეგინი - ეგოისტი, ცივსისხლიანი დენდის, ხოლო ტატიანა - ემოციური და გულუბრყვილო გოგონას შთაბეჭდილებას ტოვებენ. პოემის ბოლო გვერდებზე სიტუაცია რადიკალურად იცვლება! გმირები ერთმანეთს უცვლიან როლებს! ტატიანა რაციონალური და ემოციურად "მშრალი" ხდება, იგი, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ იმეტებს შეყვარებულ ონეგინს! ემოციათა ეს მოულოდნელი და პარადოქსული "შეტრიალება" შეადგენს, ვიგოტცკის აზრით, არა მხოლოდ პუშკინის პოემის, არამედ ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოების აგების ზოგად პრინციპს.

      დიდროს სახელგანთქმული "მსახიობის პარადოქსი" ვიგოტსკის ხელოვნების "ორმაგობის" კერძო გამოვლინებად ესახება; მსახიობი ასახავს რა მისი გმირის განცდებს, ამავე დროს საკუთარ განცდათა გაკონტოლება-მართვასაც ახდენს. ამით მსახიობი გმირის გრძნობებს ესთეტიკურ ფორმაში მოაქცევს. დიდრო მსახიობის ხელოვნებას "პათეტიკურ გრიმასას" უწოდებდა, რის მიზეზსაც ვიგოტცკი ისევ მსახიობის ემოციის ორმაგობაში (განცდა და თან განცდის მართვაკონტროლი) ხედავს!

      ფერწერასა და გრაფიკაში ესთეტიკური რეაქციის "ორმაგობა" უპირველეს ყოვლისა, სამგანზომილებიანი სივრცის ორგანზომილებიან სიბრტყეზე გადმოცემას უკავშირდება; რეალური სამყარო ტილოზე ან ფურცელზე აისახება, რაც შინაარსისა და ფორმის დაპირისპირებას იწვევს. მაგალითად, აივაზოვსკის ტილოზე ზღვა, რეალურად, მხოლოდ ტილოს პატარა ნაჭერზე "ბობოქრობს და მძვინვარებს".

      ქანდაკების ხელოვნებაშიც შესაბამისად რეალური მოვლენების გადმოცემა სრულიად ირეალური ფორმებით ხდება; მაგალითად, "ლაოკოონში" ტანჯვა მარმარილოს ფიგურაშია წარმოდგენილი. გმირის ტანჯვას აქ მარმარილოს ქვის სიცივე "უპირისპირდება" და "ანეიტრალებს".

      ხელოვნება რეალური, ჩვეულებრივი გრძნობების გარდაქმნას ახდენს, მათ "გაკეთილშობილებასა" და "დახვეწას" მიმართავს. შესაბამისად, ხელოვნებას სრულიად თავისებური "საზოგადოებრივი" და არა ინდივიდუალური გრძნობები უკავშირდება. (იხ. იუნგის "კოლექტიური არაცნობიერის" ტერმინი).

      ხელოვნების არსებით თავისებურებად ვიგოტსკი გრძნობათა გადალახვას მიიჩნევს. შემოქმედებითი აქტი გრძნობის განმუხტვვის ან გრძნობაზე გამარჯვების აქტია; კათარზისი საკუთარი გრძნობების გადალახვას გულისხმობს. შესაბამისად, კათარზისული სიხარული საკუთარი გრძნობების მოთოკვა-დამორჩილებასთან დაკავშირებული სიხარულია, რომელსაც ფსიქიკურ ძალთა "ფეთქებადი" განმუხტვაც ახლავს.

      ვიგოტსკი გვთავაზობს შექსპირის "ჰამლეტის" ფსიქოლოგიურ ანალიზს და ცდილობს შექსპირის ტრაგედია მითის სახით გაიგოს. ნარკვევის შესავალ ნაწილში ვიგოტსკი აღნიშნავს, რომ იდუმალება ტრაგედიის არსი არსთაგანია, მისი შინაგანი ცენტრი, ხოლო მასში გამოყენებული მხატვრული სიმბოლოები მნიშვნელობით ამოუწურავია და მრავალსახოვანი. "ჩვენ უძლურნი ვართ სიმბოლოთა "ბნელი" აზრის მიმართ!" - წერს ავტორი.

      ხელოვნების მეცნიერული კვლევა, ავტორის განმარტებით, გულისხმობს ფაბულის დაყვანას მის პირველსაწყისამდე. შექსპირის ტრაგედიაში ასეთ პირველსაწყისს შეადგენს მითი ჰამლეტის შესახებ, რომელსაც ავტორის სიტყვებით, ჰი პნოტური შთაგონების ან ზემოქმედების ძალა აქვს. ამ მისტიური რეალობიდან ტრაგედია ხატავს სხვა დანარჩენს, როგორც მეორადს: მოქმედ პირთა სახეებს, ფაბულას, დიალოგებს და ა. შ. აქ ყოველივე ძირითადს, მითს - ექვემდებარება!

      ვიგოტსკის მიხედვით, შექსპირის ტრაგედიას საფუძვლად რელიგიური ჭეშმარიტების მომცველი მითი ედება. რიჰარდ ვაგნერის სიტყვებით, "ტრაგედია (მუსიკა) იდეაა სამყაროს შესახებ და ის, ვინც შესძლებს ტრაგედიის (მუსიკის) სრულად გადმოცემას ცნებებში, ამავე დროს წარმოადგენს ფილოსოფიასაც სამყაროს შესახებ". მაგრამ ტრაგედიის ისევე, როგორც მუსიკის გადმოცემა ცნებებში მის მოსპობას, "მოკვლას" ნიშნავს. ასე რომ, მხატვრული ნაწარმოების მეცნიერულ ცნებებში გამოთქმისა და ჩამოყალიბების საკითხი ღიად რჩება.

      ავტორი ერთმანეთისგან ასხვავებს ორი სახის გამოუთქმელობას: პირველი ("დუმილი") თვით "ჰამლეტის" იდეის გამოუთქმელობაა. ტრაგედიის, ისევე როგორც სამყაროს იდეა მარადიულ საიდუმლოს წარმოადგენს. შესაბამისად, შესაძლებელია ტრაგედიის არა ინტელექტუალური ახსნა, არამედ მისი აფექტურ-ემოციური განცდა და წვდომა. მეორე სახის გამოუთქმელობაში ვიგოტსკი საკუთარ შთაბეჭდილებათა გამოუთქმელობას, ცნებებში მათი ფორმულირების შეუძლებლობას გულისხმობს (Мысль изреченная - есть ложь! Тютчев).

      მხატვრული ნაწარმოების აღქმის პროცესი შეიძლება სიზმრის ხილვას შევადაროთ, - წერს ვიგოტსკი. მაგრამ ხელოვნების თეორეტიკოსს აქვს უნარი, სხვებსაც განაცდევინოს ის, რასაც თავად განიცდის და დამუხტოს სხვანი საკუთარი განწყობილებით! თუკი მხატვრულ შთაბეჭდილებათა გამოუთქმელობა ნაკლია და გონების დასაძლევი სისუსტე, თვით ნაწარმოების იდეის გამოუთქმელობა, მისი "დუმილი" - სიჭარბეა, სისავსე და "საიდუმლო"!

      ვიგოტსკი იზიარებს ოსკარ უაილდის შეხედულებას, რომ კრიტიკა ყოველთვის ავტობიოგრაფიულია და რეალურად კრიტიკოსი საკუთარი განცდებისა და წარმოდგენების პროეცირებას ახდენს მხატვრულ ნაწარმოებზე.

      ნარკვევის მეორე ნაწილი საკმაოდ ორიგინალურად იწყება. ავტორი ცდილობს გადმოგვცეს ის ზოგიერთი "სულიერი განწყობილება", რომელიც ტრაგედიამ მასში გამოიწვია. იგი ცდილობს გადმოსცეს ტრაგედიის პირველადი, ზოგადი განცდის როგორობა და მას მეტაფორულად რიჟრაჟს ადარებს, როდესაც ერთდროულად სახეზეა დღეცა და ღამეც. ეს მისტიური წამებია, - წერს ავტორი, - იდუმალებითა და სევდით აღსავსე. "ჰამლეტი" ასევე სევდითა და იდუმალებით მოცული ტრაგედიაა!

      "ჰამლეტისთვის" ორმაგობა (დღისა და ღამის მისტიური შეყრა) განსაკუთრებითაა დამახასიათებელი. თუკი ტრაგედიის ერთი ასპექტი ხილულია და ცხადი, მეორე - უჩვეულოა და ღრმა. (ჰორაციო: "ო. დღე და ღამე! აი, საოცრება!") აქ მოქმედება ერთდროულად ორ სამყაროში მიმდინარეობს; ერთი მატერიალური და დროული სამყაროა და მეორე კი, მიღმისეული, მეტაფიზიკური სამყარო, საიდანაც განისაზღვრება და იმართება ამქვეყნიური მოვლენები. ტრაგედია სწორედ ამ ორი სამყაროს ზღვარზე თამაშდება!

      ვიგოტსკის ესთეტიკურ მოსაზრებებს ბევრი აქვს საერთო კ. იუნგის ხელოვნების თეორიასთან, ხოლო კათარზისის მისეული გაგება ბევრით უახლოვდება კათარზისის სამედიცინო (კათარზისი, როგორც განმუხტვა, აბრეაქცია) გაგებას. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს ავტორის ორიგინალური შეხედულება ხელოვნებს "დუალურობასა" და ესთეტიკური ემოციის "ორმაგობასთან" დაკავშირებით.

რუსუდან მირცხულავა
გამომცემლობა "კენტავრი", თბილისი, 2010

     

     


[70] Выготский Л., "Психология искусства", Минск, 1998

წიგნიდან: "ხელოვნების ფსიქოლოგია"

ტეგები: Qwelly, ვიგოტსკი, მირცხულავა, ფსიქოლოგია, ქველი, ხელოვნება

ნახვა: 1191

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters