მიტროპოლიტი იეროთოეოს ვლახოსი -  მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია

 თავი მესამე

სულის, გონების, გულისა და ლოგოსის კავშირი

       წმინდა წერილში და მამათა თხზულებებში გვხვდება შერეულად და განცალკევებულად ტერმინები "სული (ψυχή), გონება (νοῦς), გული (καρδία) და აზრი, აზროვნება (διάνοια). ხშირად ხდება ამ ტერმინთა მნიშვნელობის აღრევა და გაურკვევლობა. ისინი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. აღნიშნულ საკითხზე ვმუშაობდი წლების განმავლობაში და ვცდილობდი, მომეძებნა რაიმე გადაწყვეტილება. გავეცანი ამ თემასთან დაკავშირებულ ლიტერატურას და მივხვდი, რომ მკვლევარნი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ვერ განსაზღვრავენ ტერმინთა შორის კავშირსა და განსხვავებას. ნაშრომის წინამდებარე ნაწილში ვეცდებით თითოეულის ცალკე განხილვას. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ადამიანის სული ღვთის ხატად შეიქმნა და ეს ხატი ადამიანში უფრო ძლიერია, ვიდრე ანგელოზებში, რადგან სული მყოფობს ყველგან, და ადამიანი მთლიანად არის ხატი ღვთისა. საყურადღებოა იოანე დამასკელის ტროპარი, რომელიც მიცვალებულთა ლოცვის ნაწილია "ვგლოვობ და ვტირი, როცა ვხედავ საფლავში მყო ღვთის ხატად შექმნილ მშვენიერებას, უსახურს". საგალობელში "ხატი ღვთისა" (κατ’ εικόνα) ადამიანის სხეულს გულისხმობს.

 

გონება და სული

       ახალი აღთქმის წიგნებსა და წმინდა მამათა შრომებში სული გაიგივებულია გონებასთან. ტერმინები "გონება" და "სული" ერთმანეთს ცვლის. იოანე დამასკელი წერს, რომ გონება სულის უწმინდესი ნაწილია და არის სულის თვალი "არა მოუგიეს მას სხუაჲ გონებაჲ განთჳსებული ჴორცთაგან, არამედ მისვე გონებისაგან ჴორცთაჲსა მიაქუს უწმიდესი რაჲმე კერძოჲ, რამეთუ ვითარ-იგი არს თუალი გუამსა შინა, ეგევითარივე არს გონებაჲ სულსა შინა". (სული არის გონების მქონე, თუმცა არათუ თავისი თავისაგან განსხვავებულისა, არამედ - თავისივე უწმინდესი ნაწილისა, რადგან როგორც თვალია სხეულში, იმგვარადვეა სულში გონება). გრიგოლ პალამა "გონებას" ორი აზრით ხმარობს. გონება არის მთელი სული ღვთის ხატად შექმნილი, მაგრამ იგი სულის ერთ-ერთი ძალაა, რადგან, როგორც ნაშრომის წინა ნაწილში აღვნიშნეთ, სულს აქვს გონება, ლოგოსი და სული (წმიდა) სამპიროვანი ღმერთის მსგავსად. (რომელიც არის გონება, ლოგოსი და სული წმინდა). მთაწმინდელი წმინდანი ამბობს, რომ გონება გაიგივებულია სულთან, მაგრამ იმავდროულად სულის ძალაც არის. მოვიყვან საგულისხმო ციტატას, სადაც ტერმინის ორივე მნიშვნელობაა გამოკვეთილი. გრიგოლ პალამა ამბობს, რომ ადამიანის შექმნის შემდეგ ანგელოზები უყურებდნენ თავის თვალებით "შეგრძნებებთან და ხორცთან შეერთებულ ადამიანის სულს და ხედავდნენ სხვა ღმერთს, რომელიც არა მხოლოდ ღვთიური მადლით, არა მხოლოდ მოვიდა მიწაზე, არამედ ის ერთი იყო გონებით და ხორცით, ის ღვთის მადლით შეიქმნა ისე, რომ ერთდროულად არის ხორცი, გონება, სული და აქვს ღვთის ხატი და მსგავსება - სული, ერთიანი გონებით, ლოგოსით და სულით".

       მოყვანილი ნაწყვეტი ნათელყოფს შემდეგს: თავდაპირველად საუბარია სულზე, როგორც ხორცისა და შეგრძნებებთან შეერთებულზე. შემდგომ ტერმინი "გონება" იკავებს "სულის ადგილს. ამის მერე წმინდა მამა განარჩევს ხორცს, გონებას და სულს. სულში სული წმიდის მადლი მოიაზრება, რადგან ღმერთმა ადამიანი მარტო ხორცისგან და სულისგან კი არ შექმნა, აზიარა ღვთიურ მადლსაც. გრიგოლ პალამა წერს, რომ სული შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა "ერთიანი გონებით, ლოგოსით, სულით". მოკლედ, გრიგოლ პალამას აზრით ადამიანის სული შეიქმნა ღვთის ხატად, გონება ზოგჯერ გაიგივებულია მასთან და ზოგჯერ სულის დამოუკიდებელ ძალად განიხილება, ის არის სულიერი თვალი, როგორც იოანე დამასკელი ამბობს.

       ღვთის ხატად შექმნილი ადამიანის სული სამებაა. ის შედგება გონების, ლოგოსის (λόγος) და სულისაგან. თუკი გონება სულთან არის გაიგივებული, გამოდის, რომ მასაც სამი ძალა აქვს. სულის ერთ-ერთი ძალა გონება - მთლიანი სულია. მოვიყვანთ კვლავ გრიგოლ პალამას სიტყვებს: "როცა გონების ერთობა სამება ხდება და რჩება ერთიანი, მაშინ უერთდება ღვთაებრივსაწყისიან სამება ერთარსებას... გონების ერთობა ხდება სამება ისე, რომ ერთობად რჩება, თავის თავს უბრუნდება და მაღლდება ღმერთამდე". ამრიგად, სული არის "ერთი მრავალძალიანი რამ". მისი ერთ-ერთი ძალა გონებაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთლიანი სული სამი ძალით გონებად იწოდება.

       წმინდა მამები "ღვთის ხატს" უწოდებენ სულს. ამავე დროს ითვლება, რომ ეს გამოთქმა გონებასაც მიემართება "რადგან ეს ხატი ღვთისა არსებობს არა სხეულში, არამედ გონებაში".
ღმერთს აქვს არსება და ენერგია, ღვთის ხატად შექმნილ სულსაც აქვს არსება და ენერგია. თუკი "სული" და "გონება" ერთმანეთის შემცვლელი ტერმინებია, მაშინ გამოდის, რომ გონებასაც აქვს არსება და ენერგია.

       გრიგოლ პალამას მიხედვით სულის არსება გულია, ენერგია კი "ფიქრები და აზრები". გონება ენერგიის და არსების მატარებელია მართლაც. და აი, რატომ, ტერმინ "გონებით" ზოგჯერ არსებას აღვნიშნავთ, სხვა შემთხვევაში - ენერგიას. "გონებად" იწოდება გონების ქმედება (ενέργεια), რაც აზრებში არსებობს. გონება არის მოქმედი ძალა, რასაც წმინდა წერილში გული ეწოდება".

       გრიგოლ პალამას თანამედროვენი განიკითხავდნენ მას, რადგან წმინდა მამა საუბრობდა გონების გულთან დაბრუნებაზე. მათ საპასუხოდ გრიგოლი წერს: `მათ არ იციან, რომ გონების არსება სხვა არის და მისი ენერგია სხვა".

 

გონება და გული

       გონებად იწოდება სულის არსება, ანუ გული, გულისა და გონების გაიგივება ერთმანეთთან წმინდა წერილსა და მამათა ნაწერებში გვხვდება. უფალი ნეტარს უწოდებს "წმინდანებს გულითა", რამეთუ მათ ღმერთი იხილონ (მათე 5.8). ღმერთი ცხადდება გულში და იქ შეიცნობს მას ადამიანი. პავლე მოციქული წერს, რომ გულში ხდება უფლისგან განათლება: "გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა" (2 კორ. 4,6). მოციქული ლოცულობს, რაჲთა ღმერთმან და მამამან უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტემან, ღმერთმან დიდებისამან, მოგცეს თქუენ სული სიბრძნისა და გამოცხადებისაჲ მეცნიერებით მისითა" და განგანათლნეს თუალნი გულისა თქუენისანი, რაჲთა იცოდეთ თქუენ..." (ეფ. 1. 17-18).

       ამრიგად, გული იღებს ღმერთის გამოცხადებას. სხვა ადგილებში სიტყვა "გული" "გონებით" იცვლება. აღდგომის შემდეგ უფალი გამოეცხადა მოწაფეებს და "განუხუნა გონებანი მათნი გულისჴმისყოფად წიგნთა" (ლუკ. 24. 45). ადამიანი ღმერთს შეიცნობს გულის თვალთა ახელით და გულის განწმენდით, გამონათქვამი "განუხუნა გონებანი" იგივეა, რაც "განუხუნა გული", აგრეთვე, ჩემი აზრით, ფრაზა "ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ" შეესაბამება პავლე მოციქულის სიტყვებს: "შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა".

       ამ თვალსაზრისით "გონება" იწოდება "გულადაც". ასე რომ, ეს ორი ტერმინი ურთიერთმონაცვლეა. მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ ქრისტეს სიტყვები: "გარნა ესე, რომელი ჯერ-არს, მიეცით მოწყალებაჲ და აჰა თქუენი ყოველი წმინდა არს" (ლუკ. 11.41) ნიშნავს შემდეგს: "სიძულვილისაგან და თავშეუკავებლობისაგან განწენდას გონებისა, რასაც უფალი გულს უწოდებს. ყველაფერი, რაც გონებას ბილწავს, არ აძლევს საშუალებას [ადამიანს] მასში დავანებული, ნათლობის მადლით დამკვიდრებული ქრისტე იხილოს".
ამრიგად, გონება ეწოდება სულის არსებას, ანუ გულს. ამ აზრით გონება და გული გაიგივებულია, რადგან გონებაში სუფევს ქრისტე.

 

გონება და შემეცნება (διάνοια)

       გონება ეწოდება გონების ენერგიას, "რომელიც აზრებსა და შემეცნებაში არსებობს" პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერს:,,უკუეთუ ვილოცვიდე ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაჲ ჩემი უნაყოფო არს. აწ უკუე რაჲ არს? ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა, ვგალობდე თუ სულითა, ვგალობდე გონებითაცა" (1 კორ. 14. 14-15). აქ სული - მეტყველების მადლია, გონებაში კი მოიაზრება შემეცნება. გონება გაიგივებულია ლოგიკასთან, ლოგოსთან (λογική). სიტყვის ეს მნიშვნელობა წმინდა წერილში ხშირად გვხვდება.

       წმ. მაქსიმე აღმსარებელი ლოგიკისა (λογική), და გულის დახასიათებისას ამბობს, რომ ეს ორივე არის გონება, ჩვენი პიროვნულობის ცენტრი, რომლითაც ღვთის შემეცნება შეგვიძლია. წმინდა მამა მათ შორის განსხვავებას გვიჩვენებს და აღწერს თითოეულის ქმედებას. "განწმენდილი გონება სწორად ხედავს საგნებს. გაწვრთნილი ლოგოსი (λογική) ხილულს თვალწინ წარმოადგენს". სწორედ გონება (გული) ხედავს საგნებს სუფთად, ამიტომ სჭირდება განწმენდა, შემეცნება კი იბეჭდავს და გამოხატავს ნანახს. მოყვანილი ციტატა გვარწმუნებს, რომ ეკლესიის მამებს უნდა ჰქონოდათ არა მარტო განწმენდილი გონება, არამედ წვრთნით განსწავლული ლოგოსი (λογική), რომ შესაძლებლობის ფარგლებში გამოეხატათ ზებუნებრივი რეალობა.

 

გონება და ყურადღება

       სხვა მამები "გონებას" ყურადღებად (προσοχή) განმარტავენ, მას აზრის უზუსტეს გამოვლინებას უწოდებენ. ფილადელფიის მიტროპოლიტი თეოლიპტოსი გონებას ყურადღებას უკავშირებს, აზროვნებას (λόγος) მოწოდებას, სულს კი სიმშვიდეს, სიყვარულს. სულის ყველა ძალა თუ ასე მოქმედებს, მაშინ "ადამიანი მთელი თავისი არსებით ემსახურება ღმერთს". შეიძლება ასეც, აზროვნება ამბობს ლოცვას, მაგრამ გონება (უზუსტესი ყურადღება) მას თან არ ახლავს. "ხშირად აზროვნება (λόγος) ლოცვას იმეორებს, (ყურადღება) გონება არ მიჰყვება, არ აღაპყრობს თვალებს უფლისკენ, ვისკენაც მიმართულია ლოცვა, არამედ სხვაგან არის გაფანტული. თუმცა აზროვნება (λόγος) ჩვეულებრივ წარმოთქვამს სიტყვას, მაგრამ გონება ღვთის ჭვრეტიდან განდგომილია. ამ შემთხვევაში სული მოუწყობელია და თითქოს შეუმეცნებელი, რადგან გონება აბნევს წარმოსახვებით და მიდრეკილია ან მათკენ ან იქითკენ, სადაც სურს".

       გონება, რომელიც არა მარტო აზრთა კრებულია, არამედ უზუსტესი ყურადღება, მიმართულია გულისკენ, სულის არსებისაკენ, ხორციელ ორგანოში, გულში რომ არის დავანებული". გონების კონცენტრირება გვჭირდება, იგი გრძნობის ორგანოებით იფანტება და უნდა დავაბრუნოთ გულში (აზრთა საუნჯეში).

       ნაშრომის ამ მონაკვეთში გვსურდა "გონების" მრავალი მნიშვნელობა წარმოგვეჩინა ბიბლიური წიგნებისა და წმინდა მამების თხზულებების მიხედვით. გონება გაიგივებულია სულთან, მაგრამ ის იმავდროულად სულის ქმედებაა (ἐνέργεια). სულიც და გონებაც ღვთის ხატია. სულის მსგავსად გონება იყოფა არსებად და ენერგიად. ღმერთში არსება და ენერგია განუყოფლად იყოფა, ასევეა გონებაშიც. აი, წმინდა მამები ერთ შემთხვევაში რატომ ახასიათებენ გონებას, როგორც არსებას, ანუ გულს, რასთანაც გაიგივებულია იგი, სხვა შემთხვევაში კი აღწერენ მას (გონებას) როგორც ენერგიას, ანუ აზრს, შემეცნებას და უზუსტეს ყურადღებას, რაც გრძნობის ორგანოებით არის გაფანტული და უნდა დაუბრუნდეს გულს. ძირითადად წმინდა მამები გონებას უწოდებენ გულს და საერთოდ სულს. (თუმცა, რიგ შემთხვევებში, როგორც ვნახეთ, ამ სიტყვას სხვა მნიშვნელობითაც ხმარობენ).

       ჩვენ დავკარგეთ ტრადიცია, ამიტომ ბევრი ჩვენგანი გონებას ლოგიკასთან აიგივებს. ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ ლოგიკის მიღმა არსებობს სხვა ძალა, რომელსაც დიდი ღირსება გააჩნია, ეს არის გონება, გული. მთელი ჩვენი კულტურა - გულის დაკარგვის კულტურაა. გასაკვირი არ არის,რომ ადამიანი ვერ შეიცნობს იმას, რაც არა აქვს. გული მკვდარია, გონება დაბინდული. ასე რომ, არ შეგვიძლია მათი არსებობის შეგრძნება. ამიტომ დაგვჭირდა დაზუსტება. ადამიანს, რომელშიც დავანებულია სული წმინდა, არ სჭირდება ახსნა-განმარტებანი, რადგან მან საკუთარი გამოცდილებით შეიცნო

ამოსაბეჭდი ვერსია

← სარჩევი

ტეგები: Hierotheos, Metropolitan, Orthodox, Psychotherapy, Qwelly, Spirit, Vlachos, არქიმანდრიტი, ვლახოსი, იეროთეოსი, მეტი...მართლმადიდებლობა, მიტროპოლიტი, სული, ფსიქოთერაპია

ნახვა: 651

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

These obvious opportunity costs

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 15, 2024.
საათი: 4:49am 0 კომენტარი

- Recovery on device/tree.

These obvious opportunity costs can drastically limit the choice of equipment.

As for the defense it provides, it makes you invulnerable to any hit that hasn't hit you yet. This is very powerful, especially against normal mobs in the map and against specific mechanics like Exarch Balls. However, it's important to <a href="https://www.mmoexp.com/Path-of-exile/Currency.html">POE currency trade</a> note that this does not increase your…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters