ვინც ჩვენი ელ. წიგნების ხშირი სტუმარია, ეცოდინებარომ ჩვენ თან უკვე განთავსდა მამა დავით ციცქიშვილის წიგნი - მართლმადიდებლური ფსიქოლოგია; ახლა კი გვინდა შემოგთავაზოთ მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის ნაშრომი - მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია.

შესავალი

      თავს ვალდებულად ვთვლი მცირე განმარტება წავუმძღვარო ნაშრომს. წიგნის სახელწოდებაა "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია" და ემყარება წმინდა მამათა სწავლებას განკურნების შესახებ. ვიცი, რომ ტერმინი "ფსიქოთერაპია" დიდი ხნის წინ არ ჩამოყალიბებულა და ბევრი ფსიქიატრი ამ ტერმინით ნევროზით დაავადებულების მკურნალობას აღნიშნავს. ფსიქიატრების უმრავლესობა არ იცნობს, ან არ აღიარებს ეკლესიის სწავლებას, რადგან მათი ანთროპოლოგია განსხვავდება წმინდა მამათა ანთროპოლოგიისა და სოტირიოლოგიისაგან. მე მხოლოდ ტერმინს ვიყენებ და არა ფსიქიატრთა მოსაზრებებს. ძნელი არ იქნებოდა მომეყვანა მათი შეხედულებებიც, რომლებიც რიგ შემთხვევებში ეთანხმება წმინდა მამათა ნააზრევს, ზოგჯერ კი რადიკალურად განსხვავდება. ჯობს, რომ მკითხველმა ეკლესიის სწავლება წაიკითხოს ზუსტად, შეურევნელად. სწორედ ამიტომ "ფსიქოთერაპიას" (სულის კურნება) წინ უძღვის სიტყვა "მართლმადიდებლური", ანუ "მართლმადიდებლობით სულის კურნება".

      წიგნში უხვად არის მოხმობილი წმინდა მამათა ციტატები განმარტებებთან ერთად. მართალია, ვრცელი განმარტების კითხვა და აღქმა მკითხველისთვის ძნელია, მაგრამ მე მაინც ეს გზა ავირჩიე, რადგან მიმაჩნია, რომ ჩვენი ეპოქის უმთავრესი პრობლემა მოკლედ არ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი და განხილული. ამ თემაზე მსჯელობისას მოვიხმე სხვადასხვა წმინდა მამის ნაწერები, უპირველეს ყოვლისა, ისიხასტი (დაყუდებული) - მამებისა და ე.წ. ერში მოღვაწე მამათა თხზულებები. ე.წ. ვამბობ იმიტომ, რომ რეალურ განსხვავებას მათ ღვაწლში ვერ ვხედავ. მართლმადიდებლური თეოლოგიის მიხედვით მღვიძარე, დაყუდებული (ისიხასტი) ბერები "საერონი" არიან და პირიქით "საეროთ" ღვაწლი პირველ რიგში მღვიძარებაა. მაგალითად, სამი დიდი მღვდელმთავარი (გრიგოლ ღმრთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი) ასკეტური და მღვიძარე ცხოვრებით ცხოვრობდნენ, განიწმინდეს გონება და სამწყსოსაც მწყემსავდნენ.

      ჩემი აზრით, წმინდანთა ურთიერთობა ერთან - ეს მათი მღვიძარების ერთი მდგომარეობაა.

წმინდა მღვდელმთავართა სწავლებაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი მღვიძარების სათნოებას. წიგნში გამოყენებული მაქვს ძირითადად "ფილოკალია", (Φιλοκαλία) "სათნოებათმოყვარეობის" შემადგენელი თხზულებები. "ფილოკალია" მისტიკური ღვთისმეტყველების ამსახველი ქმნილებების ანთოლოგიაა. "იგი ასხივებს წმინდა მამათა ცხოვრებიდან მომდინარე ნათელს, რაც სული წმინდის ნათელია".

      "ფილოკალიის" ბერძნული ტექსტის გამომცემლები წერენ, რომ მას შემდეგ, რაც XIV ს-ში ისიხასტური კამათი დასრულდა, წმინდა მამათა ცხოვრების კრებულების შედგენისა და გონებითი ლოცვის შესახებ თხზულებების შეგროვების აუცილებლობა დადგა. კერძოდ, აი, რას წერენ: "ყველა სარწმუნო წყაროს მიხედვით, კრებული (ისიხასტ მამათა) ათონის მთის წმინდა მამებმა ათონის ბიბლიოთეკებში არსებული ფონდების მიხედვით შეადგინეს. ეს საქმიანობა XIV ს-ის მეორე ნახევარში 1350 წლიდან დაიწყო. სწორედ იმ პერიოდში მართლმადიდებლური აღმოსავლეთის მამების ცხოვრებათა შეკრებისა და გონებით ლოცვის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება იყო საჭირო, რასაც ეწინააღმდეგებოდა რაციონალისტური რომაული კათოლიციზმი ცილისმწამებელი კალაბრიელი ბერის, შემდგომში ეპისკოპოს ვარლაამის მეთაურობით". "ფილოკალიის" ტექსტების გამოსაცემად მომზადება დაასრულეს კორინთოს ყოფილმა ეპისკოპოსმა მაკარი ნოტარამ და წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელმა. "ფილოკალიაში" გაერთიანდა აღმოსავლური მართლმადიდებლური ეკლესიის მისტიკური ღვთისმეტყველება, ამიტომ გახდა სასარგებლო ეს კრებული სულის, გონების, გულის და აზრთა განსაწმენდელი სწავლების გადმოსაცემად. წიგნის წერისას მივმართე წმ. გრიგოლი პალამას, (კერძოდ მის თხზულებას "წმინდა ისიხასტობის შესახებ"), იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველის და სხვა თხზულებებს.

      ნაშრომში ცალკე თავები არ ეძღვნება ნათლობას და საღმრთო ზიარებას. მათზე მსჯელობას განზრახ ავარიდე თავი. ბევრგან აღვნიშნავ ეკლესიის საიდუმლოებების უდიდეს მნიშვნელობას, სპეციალურად კი არ ვმსჯელობ წმინდა ნათლობის შესახებ, რადგან ნაშრომი მონათლული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი. რაც შეეხება ზიარებას, იგი ეკლესიის სულიერი ცხოვრების ცენტრალური მოვლენაა. სწორედ საღმრთო ზიარების საიდუმლო გამოარჩევს მართლმადიდებლური ეკლესიის ასკეტიკას ყველა სხვა "ასკეტიკისგან" და ბუნებრივია, მეც ზიარებას მივიჩნევ უმთავრესად ადამიანის სულიერ ცხოვრებასა და მის გადარჩენაში. მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ღირსეულად ზიარებისთვის საჭიროა წინასწარი მომზადება. ზიარების წინა ლოცვების მიხედვით ზიარება სინათლეა მათთვის, ვინც ამისთვის მოემზადა და "მწველი ცეცხლი" მოუმზადებელთათვის. პავლე მოციქული ბრძანებს: "ამიერთაგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით თანამდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა. გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ. ხოლო რომელი არაღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი. ამისთჳს მრავალი არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ და წვანან მრავალნი" (1. კორ. 11. 27-30).

      ჩვენს ეპოქაში ბევრს საუბრობენ ეკლესიოლოგიაზე, ევქარისტიოლოგიაზე, ესქატოლოგიაზე. ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ეკლესია, ევქარისტია და ესქატოლოგია მჭიდროდ უკავშირდება ასკეტურ ღვაწლს. ღრმად მწამს, რომ პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ ასკეტური მოღვაწეობა, როგორც ზიარებისთვის მომზადება. ამიტომაც განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მას ჩვენს ნაშრომში. წმინდა ზიარება მაკურნებელია, თუ მას მოჰყვება რელიგიური ცხოვრება. ის არის მართლმადიდებლური ასკეტიზმის საფუძველი. დღეს ბევრი საუბრობს ფსიქოლოგიურ პრობლემებზე. ე.წ. ფსიქოლოგიური პრობლემებია გონების დაბნელება და განუწმენდელი გული. სწორედ ამგვარ მდგომარეობას შეიძლება ვუწოდოთ ფსიქოლოგიური. წმინდა მამები ამბობენ : თუ ადამიანი შინაგანად განიკურნა, გახსნის გულს, განწმენდს სულის გონიერ ნაწილს და გაათავისუფლებს სულის მოაზროვნე ნაწილს, მაშინ მას აღარ ექნება ფსიქოლოგიური პრობლემები. ის შეიგრძნობს ქრისტეს ნეტარ და მტკიცე სამყაროს (რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ სხეულის სნეულებას, გადაღლილობას, მოხუცებულობის უძლურებას).

      წიგნის პირველ თავს "მართლმადიდებლობა - მკურნალი მეცნიერება" შეიძლება მთელი ნაშრომის კონსპექტი ვუწოდოთ. მართლაც, ამ ნაწილში მომდევნო თავებში განხილული საკითხები მოკლედ არის წარმოდგენილი. ვაღიარებ, რომ მესამე თავი "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია" რთული წასაკითხია. ვერ ავუვლიდი გვერდს ამგვარ სირთულეს, რადგან ცალ-ცალკე უნდა განმეხილა. ტერმინები "სული" (ψυχή), "გონება" (νοῦς), "გული" (καρδία), "გონიერება" (λογική), და მეპოვნა მათ შორის კავშირი და განსხვავება. შეიძლებოდა, დამეწერა მეშვიდე თავი "გონებითი ლოცვა-კურნების მეთოდი", მაგრამ თითოეულ თავში და განსაკუთრებით იქ, სადაც მდუმარების მნიშვნელობაზეა საუბარი, ყველგან აღნიშნულია გონებით ლოცვის როლი განკურნებაში; გარდა ამისა, ბევრი საინტერესო ნაშრომი ეძღვნება ამ საკითხს.

      გთხოვთ, რომ წიგნის ერთხელ წიკითხვით არ დაკმაყოფილდეთ, კარგად შეისწავლეთ იგი რეალურ ცხოვრებაში განსახორციელებლად.

      შევთხოვ უფალს, რომ წმინდა მამებმა, რომელთა ნაწერებიც მაქვს მოხმობილი, გაგვანათლონ მეც და მკითხველიც კურნების გზაზე წარმატების მისაღწევად. გულწრფელად შევთხოვ უფალს გამოასწოროს ჩემი შეცდომები (თუ დავუშვი) და ნუ ავნებენ მკითხველის სულს, რადგანაც წიგნი დაიწერა სულის სასარგებლოდ. მკითხველს კი ვთხოვ რაიმე შეცდომის აღმოჩენისას, შემატყობინოს, რომ შევძლო მისი გასწორება.

      დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წიგნის გამოცემაში დამეხმარა, თუკი ნაშრომი რაიმე სარგებლობას მოუტანს ვინმეს, ეს გამომცემელთა დამსახურებაც იქნება. "დაე მიაგოს უფალმა მათ გულისაებრ მათისა".

არქიმანდრიტი იეროთეოს ვლახოსი

შინაარსი

თავი პირველი

მართლმადიდებლობა - მკურნალი მეცნიერება

  1. რა არის ქრისტიანობა?
  2. ღმრთისმეტყველება მკურნალი მეცნიერება;
  3. რა არის კურნება;
    • მკურნალობის მეთოდები და კურსები;

 

თავი მეორე

მართლმადიდებელი მკურნალი

  1. მღვდელ-მკურნალის ასარჩევი პირობები;
    • მღვდლობის პატივი;
    • მღვდლობის პატივიმოციქულთა მოწოდება და ხელდასხმა
    • მთავარი პირობა ხელდასხმისათვის
    • სამღვდელოების სამი საფეხური
  2. "მადლის განახლება"
    • მკურნალ-მღვდელთა ძირითადი თვისებები;
    • სულიერი მღვდლობა
  3. მკურნალთა ძებნა

 

თავი მესამე

მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია

  1. სული;
    • რა არის სული;
    • სულის სნეულება და სიკვდილი;
    • სულის კურნება;
  2. სულის, გონების, გულისა და ლოგოსის კავშირი;
    • გონება და სული;
    • გონება და გული;
    • გონება და შემეცნება (διάνοια);
    • გონება და ყურადღება;
  3. გონების, გულისა და აზრთა შესახებ;
    1. გონება;
    2. გული;
    3. აზროვნება (λογική) და აზრები;

 

თავი მეოთხე

მართლმადიდებლური ფსიქოპათოლოგია

  1. რა არის ვნებები?;
  2. სხვადასხვა ვნება და მათი განვითარება;
  3. ვნებების კურნება;
  4. უვნებობა

 

თავი მეხუთე

დაყუდება ('Ησυχία) განკურნების მეთოდი

  1. დაყუდება (ἡσυχασμός);
  2. ისიხაზმი;
  3. ანტიისიხაზმი;

 

თავი მეექვსე

მართლმადიდებლური გნოსეოლოგია

  1. სამი ცოდნა ისააკ ასურის სწავლების მიხედვით;
  2. ღმერთის ცოდნა წმინდა გრიგოლ პალამას სწავლების მიხედვით;

 

ლ ო ც ვ ა ნ ი

  1. განკურნებისათვის;
  2. ლოცვა მკურნალის გამოსაჩენად;

     

    სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველი

  3. ლოცვა ღმერთის შეცნობისა და მისი სიყვარულისთვის;

კომენტარები

 

ახალი ბერძნულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ეკა დუღაშვილმა

"საეკლესიო ბიბლიოთეკა", ტ. IX, გამომცემლობა "ახალი ივირონი", თბილისი, 2008 წ.

 

ტეგები: Qwelly, ელ.წიგნები, ვლახოსი, ფსიქოლოგია, ქველი

ნახვა: 2703

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters