მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი - მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია
თავი მეორე
მივაღწიეთ მეოთხე ნაწილამდე, სადაც შევეხებით მკურნალთა ძებნის საკითხს. მათი არსებობის აუცილებლობა აშკარაა. ისინი უნდა ვეძებოთ ჩვენი სულების მტანჯველი ჭრილობების განსაკურნებლად. დიდი და მძიმე შრომაა საჭირო ერის ამგვარი წინამძღოლების მოსაძებნად, მათ აღმოსაჩენად, ვინც სულისა და სხეულის მკურნალია. (სხეულის მრავალი სნეულება ხომ სულიერი უძლურებიდან მომდინარეობს).
გრიგოლ პალამა ახალკვირიაკის სახარების ჰომილიაში გვირჩევს: "დაე, ყველა ქრისტიანმა, ვინც კვირას ეკლესიაში მივა "ბეჯითად მოძებნოს" ის, ვინც ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ "კართა ხშულთა შინა" შეკრებილ მოციქულთა მსგავსად, "თავის თავში ჩაკეტილი, მდუმარედ ელოდება უფალს ჩუმი ლოცვით, გალობით, მისთვის ჩვეული ცხოვრების წესით. დაე, თითოეული ქრისტიანი მიეახლოს ამგვარ ადამიანს, რწმენით შევიდეს მის სენაკში თითქოს ზეციურ სამყოფელს სტუმრობს, სადაც სული წმინდა მეუფებს, დაჯდეს სენაკში მცხოვრებთან და დარჩეს დიდხანს, ესაუბროს ღმერთზე, ღვთიურზე, მორჩილებით ისწავლოს მისი ნათქვამი და ლოცვით ითხოვოს შეწევნა". "მაშინ, ამბობს გრიგოლ პალამა, "უხილავად მოვა იესო ქრისტე და დაფიქრებულ ადამიანს მიუძღვნის შინაგან სამყაროს, რწმენით განამტკიცებს და თავის დროზე რჩეულთა შორის განაწესებს სასუფეველში"158. ასეთი სულიერი მოძღვრის ძებნა აუცილებელია. მოვიხმობთ სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველის სიტყვებს: "სთხოვე უფალს, რომ გიჩვენოს "კარგი მწყემსი", შენ რომ გაჰყვები მორჩილებით. ჩვენ მორჩილნი უნდა ვიყოთ მათ წინაშე, ვინც უფალმა გამოგვიჩინა და პატივი მივაგოთ, "როგორც თავად უფალს". ღმერთისგან გამოჩენილ სულიერ მოძღვარს, უვნებო ადამიანს ისე უნდა ვენდოთ, როგორც ექიმს სნეული, რომელიც მკურნალისგან გამოჯანმრთელებას ელოდება. მოძღვრის მიმართ უფრო მეტი ნდობა და სიყვარულია საჭირო, რადგან სხვადასხვა სულისა და სხეულის მკურნალი სულიერი მოძღვრის სახით იესო ქრისტე გვესაუბრება. ის არის "უფლის ბაგე".
სვიმონ ღმრთისმეტყველს მოჰყავს მაცხოვრისა და მოციქულების ურთიერთობა და ადარებს სულიერ მოძღვართან ურთიერთობას. მხოლოდ ამგვარად შეიძლება სულის კურნება. მოციქულები, როგორც მიჰყვებოდნენ მაცხოვარს, ისე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. თუკი მოძღვარს შეურაცხყოფენ და განიკითხავენ, არ მივატოვოთ იგი. პეტრეს მსგავსად აიღე მახვილი და არა მხოლოდ ყური, ხელიც და ენაც მოჰკვეთე მას, ვინც შეურაცხყოფს შენს სულიერ მოძღვარს" თუკი მას განუდგები, მაშინ იტირე პეტრე მოციქულის მსგავსად. დაინახავ, რომ მოძღვარს ჯვარს აცვამენ, თუ შეგვიძლია, "თანაევნე" მასთან. თუ ეს შეუძლებელია, გამცემელთა შორის ნუ დადგები. "თუკი მოძღვარი ბორკილებისგან გათავისუფლდება, კვლავ მიდი მასთან და მოწამესავით პატივი მიაგე. განსაცდელში თუ მოკვდება, ეძებე მისი სხეული. იმაზე მეტი პატივი ეცი, ვიდრე სიცოცხლეში, როცა მის წინაშე იდექი, სცხე ძვირფასი ნელსაცხებელი და დაასაფლავე. საყურადღებოა, რომ ღმრთისმეტყველი სულიერ მოძღვარს, მკურნალს ქრისტეს ადგილზე აყენებს.
სვიმონ ღმრთისმეტყველს ეკუთვნის ლოცვა, რომლითაც უფალს შევთხოვთ ჩვენი სულის მკურნალი სულიერი მოძღვარი გვაპოვნინოს, "უფალო, რომელსა არა გნებავს სიკვდილი შეცოდებულისა, არამედ გსურს მისი მოქცევა, ამისთვის გარდამოხვედ მიწაზე, რათა აღადგინო დაცემულნი და ცოდვით მოკვდინებულნი, რათა შენ გიხილონ, ნათელი ჭეშმარიტი, რამდენადაც შესაძლებელია კაცმა გიხილოს შენ, მოიღე წყალობა და მომივლინე ადამიანი, რომელიც შენ გიცნობს, რათა მე ცოდვილი, მონა მისი, ისევე როგორც შენი, დავემორჩილო მას და აღვასრულო ნება შენი, სათნოვეყო მხოლოსა ღმერთს და ღირს ვიქმნე მე ცოდვილი შესვლად სასუფეველსა შენსა".
ქრისტიანი თუ ლოცულობს ამგვარად, უფალი მოუვლენს შესაბამის სულიერ მოძღვარს, ვინც იზრუნებს მისი სულის სნეულებათა განსაკურნებლად. ნუ დავივიწყებთ, რომ სვიმონ ახალი ღმრთისმეტყველის დროს და ჩვენს ეპოქაშიც ასეთი მოძღვრები მცირედნი არიან.
დასასრულს კი გავიმეორებთ, რომ სულის განსაკურნებლად მკურნალთა ძებნაა საჭირო, მკურნალთა თუ არა, სანიტრების მაინც. თერაპიის სხვა გზა არ არსებობს. ყველაზე დიდი და ჭეშმარიტი მკურნალი უფალია და მისი მეგობრებიც, წმინდანები, რომელთა სულში სუფევს თვით სამპიროვანი ღმერთი.
ტეგები: Hierotheos, Metropolitan, Orthodox, Psychotherapy, Qwelly, Vlachos, არქიმანდრიტი, განმარტება, ვლახოსი, იეროთეოსი, მეტი...იოანე, მართლმადიდებლობა, მიტროპოლიტი, ოქროპირი, ფსიქოთერაპია, ქრისტიანობა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•