მიტროპოლიტი იეროთოეოს ვლახოსი -  მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია

 თავი მესამე

რა არის სული

       სული (ψυχή) "ერთ-ერთი ურთულესი გასაგები სიტყვაა ბიბლიაში და ქრისტიანულ ლიტერატურაში". მას წმინდა წერილში და წმინდა მამათა ქმნილებებში მრავალი მნიშვნელობა აქვს. პროფ. იანარასი მიუთითებს: "ძველი აღთქმის სამოცდაათმა მთარგმნელმა გამოიყენა სიტყვა ψυχή (სული) ებრაული "nephesch"-ის შესატყვისად, რომელსაც ებრაულში ბევრი მნიშვნელობა აქვს. ამ სიტყვით აღინიშნება ყველა ცოცხალი არსება, თუმცა კი წმინდა წერილში ის ადამიანს მიემართება და აღნიშნავს სიცოცხლეს. ψυχή აღნიშნავსადამიანში სულიერ არსებას ნივთიერის საპირისპიროდ, იმავდროულად ნიშნავს ადამიანს, როგორც მთლიან არსებას, ცოცხალ ჰიპოსტასს. სული დავანებულია სხეულში და მისი საშუალებით ვლინდება, რადგან სხეული, ხორცი, გული შეესაბამება ჩვენს "მეს", ჩვენს ხატს. სული იგივეა, რაც "ადამიანი", "ვიღაც". სული არ არის სიცოცხლის მიზეზი, იგი სიცოცხლის მატარებელია". 

       სული ყველა ცოცხალ არსებაში მყოფია. სული ადამიანში არსებული სიცოცხლეა. სული ცალკეული ადამიანია, პიროვნების გამოვლინება. სიტყვა "სულის" (ψυχή) მრავალი მნიშვნელობა აღრევას იწვევს.

       ქვემოთ შევეცდებით ახალი აღთქმის წიგნებისა და მამათა თხზულებების მიხედვით განვმარტოთ "სულის" (ψυχή)-ს ზოგიერთი მნიშვნელობა: უფალი და მოციქულები იყენებენ "სულს" "სიცოცხლის" მნიშვნელობით. უფლის ანგელოზმა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის დამწინდველ იოსებს უთხრა: "აღდეგ და წარიყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაჱლისა, რამეთუ მოსწყლეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა". (მათ. 2,20) პავლე მოციქული პრისცილას და აკილას მიმართავს: "რომელთა-იგი სულის ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს". (რომ. 16.) უფალი ამბობს: "მე ვარ მწყემსი კეთილი, მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათვის".

       სამივე შემთხვევაში "სული" (ψυχή) გამოხატავს სიცოცხლეს.

       ზემოთ აღვნიშნეთ, რომ სიტყვა ჩვენი პიროვნების სულიერ ნაწილს გამოხატავს. ამის დასადასტურებლად მოვიყვანთ მათეს სახარებიდან ციტატას: "ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა" (მათ. 10.28). ადამიანს სულის მოკვლა არ შეუძლია, მაშინ, როცა ეს ეშმაკს ხელეწიფება. ამ ციტატიდან ჩანს, რომ მკვდარია სული, სადაც სული წმინდა არ არის დავანებული. ეშმაკი მკვდარი სულია, რადგან იგი უფალთან თანაზიარი არ არის. ის სიკვდილს გადასცემს მას, ვინც მასთან არის დაკავშირებული. ეშმაკი ითვლება ცოცხალ არსებად, მაგრამ უფალთან არ თანამყოფობს. იესო ქრისტე უგნურ მდიდარს ეუბნება; "უგუნურო, ამას ღამეს მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელი მოიმზადე, ვისა იყოს" (ლუკ. 12.20)

       სული ადამიანის პიროვნების მაცოცხლებელი არსის გამომხატველია, პიროვნება ბუნებით მოკვდავია, მაგრამ ღვთის მადლით უკვდავი. "უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, წარწყმიდოს იგი და რომელმა წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი" (მათ. 16. 25).

       პირველ ნაწილში უფალი სიტყვებში "სული" გულისხმობს პიროვნების სულიერ არსს, მეორე ნაწილში კი "სული" სიცოცხლეს ნიშნავს. პავლე მოციქული თესალონიკელებს უსურვებს: "ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან წმინდა გყვენინ "თქუენ ყოვლითა სრულებითა და ყოველთა სიცოცხლითა, სული თქუენი, სამშჳნელი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მას უფალისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხენინ" (1 თესალ. 5. 23). 

       აქ არ იგულისხმება ადამიანის სამი შემადგენელი ნაწილი: ტერმინით "სული" (πνεύµα) მოციქული აღნიშნავს ღვთის მადლს, რომელსაც იღებს სული. მოყვანილ ნაწყვეტში საგულისხმოა, რომ სულსა და სხეულს შორის განსხვავება არსებობს. იოანე ღმრთისმეტყველი წერს: "...ვიხილე საკურთხეველსა ქუეშე სულნი იგი მკუდართანი სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს კრავისა მის, რომელ აქუნდა" (გამოცხ. 6.9). სხეული მოკლულია, მაგრამ სული უფალთან მიდის და ესაუბრება, როგორც შემდგომ ამბობს მოციქული, "სულს" ადამიანის მთლიან არსებად აღნიშნავს. "ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ... (რომ. 13.1).

       მოყვანილი მაგალითებით აშკარაა, რომ სიტყვა "სული" (ψυχή) სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარება. წმინდა წერილში "სული" არის სრული ადამიანი, მისი სულიერი შემადგენელი ნაწილი, ცოცხალი არსება (ადამიანი, ცხოველი, მცენარე) ყველაფერი, რაც ღვთის მაცოცხლებელ ენერგიას (ενέργεια) ატარებს. გრიგოლ პალამა ღმერთშემოსილ ადამიანებისთვის დამახასიათებელ უქმნელ ნათელზე ამბობს, რომ,,მისით (ნათლით) ადამიანში უფალი ცოცხლობს". ეს ნათელი არის უფლის ენერგია და არა ღმერთის არსება. იგივე ეხება სულსაც. სულიერი არის სულის მქონე და ბიოლოგიური სიცოცხლეც. სულისგან იბადება სიცოცხლე სულიერ სხეულში და ჩვენ ვუწოდებთ ამ სიცოცხლეს სულს, თუმცა ვიცით, რომ ჩვენში მყოფი სიცოცხლის მომნიჭებელი სული სხეულის სიცოცხლისგან განსხვავებულია, მსგავსად ღმერთშემოსილ სულში იბადება ნათელი მასში დავანებული ღმერთისაგან".

       წმინდა მამებმა კარგად იციან, რომ ტერმინი "სული" მიემართება არა მარტო ჩვენი პიროვნების შემადგენელ სულიერ ნაწილს, არამედ თვით ორ სიცოცხლეს, იციან ისიც, რომ მათ შორის განსხვავებაც არსებობს. ამას უფრო ნათლად დავინახავთ, როცა ადამიანის და ცხოველის სამშვინველს შორის განსხვავებაზე ვისაუბრებთ.

       პიროვნების სულიერი საწყისის განმარტებისთვის მოვიყვანთ იოანე დამასკელის მოსაზრებას: "არს უკუე სული არსება ცხოველ, მარტივ და უხორცო და ჴორციელთა თუალთაგან უხილავ, ვითარ-იგი არს ბუნებით. და კუალად, არს იგი უკუდავ, სიტყჳერ და საცნაურ და გამოუსახველ. ხოლო ორღანოდ თჳსსა იჴუმევს ჴორცთა და იგი მისცემს მათ აღორძინებასა, გრძნობასა, ცხორებასა და შობასა... თჳთმფლობელი, ნებებითი და მოქმედებითი და ქცევადი, რამეთუ აგებულცა არს, ესე ყოველი მადლით მიუღია სულსა დამბადებულისაგან ბუნებასა შინა თჳსსა".

       ჩვენი სული მარტივია და სათნო "რადგან ასეთად არის შექმნილი შემოქმედის მიერ".

       იოანე დამასკელის მსგავს განმარტებას იძლევა წმინდა გრიგოლ ნოსელი, იგი იოანე დამასკელამდე წერდა: "სული არის დაბადებული, ცოცხალი, გონიერი, ორგანული სხეულის მქონე არსება, [ამ თვისებათა გამო] შეგრძნების უნარის მქონე".

       გრიგოლ პალამა პავლე მოციქულის სიტყვების: "იყო პირველი იგი კაცი ადამ სამშჳნველად ცხოველად". (1 კორ. 15.45) განმარტებისას ამბობს, რომ "ცხოველი" სულთან (ψυχή) მიმართებით ნიშნავს "მარტივ ცოცხალ, უკვდავ, გონიერ (ყველა გონიერი უკვდავია) ღვთიური მადლით შემოსილს. ასეთია სინამდვილეში ცოცხალი სული".

       ამბობენ, რომ სული უკვდავია, ეს აზრი ქრისტიანობამ პლატონიზმიდან მიიღო, მაგრამ გარკვეული წინაპირობებით. საგულისხმოა პროფესორი იოანე ბიბიელის ნათქვამი: "სულის უკვდავების იდეა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული წარმომავლობის არ არის, ეკლესიის ტრადიციაში შევიდა და ჰიმნოგრაფიაში დამკვიდრდა. თუმცა ეკლესიამ ეს პლატონური იდეა გარკვეული პირობების მიხედვით მიიღო: პირველი - სულები მარადიულნი არ არიან, ისინი ქმნილებებია, მეორე - სული არ შეიძლება გაიგივდეს ადამიანთან (ადამიანის სული არ არის თავად ადამიანი. სხვა არის სული, სხვა - ადამიანი, ეს უკანასკნელი სულიერ-ხორციელი არსებაა). და მესამე (ყველაზე მნიშვნელოვანი) ადამიანის უკვდავება დაფუძნებულია არა სულის უკვდავებაზე, არამედ ქრისტეს აღდგომაზე და სხეულთა მომავალ აღდგომაზე".

       ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ადამიანის სული უკვდავია ღვთის მადლით და არა ბუნებით. გარდა ამისა, დავამატებთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის მამათა გადმოცემით ადამიანის უკვდავება არ არის საფლავის მიღმა სულის სიცოცხლე, ის ქრისტეს მადლით სიკვდილზე გამარჯვებაა. ქრისტესმიერი ცხოვრება ხდის უკვდავს ადამიანს, რადგან მის გარეშე ჩვენ სიკვდილისთვის ვართ განწირულნი, ღმერთის მადლი აძლევს სიცოცხლეს სულს.

       სულის განმარტებაზე უკვე ვისაუბრეთ. ახლა შევჩერდებით სულის შექმნის თემაზე. ძირითად წყაროდ მივმართავთ ძველ აღთქმას: "და შექმნა უფალმა ღმერთმა კაცი მტუერისა მიმღებელმა ქუეყანისაგან და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად" (დაბ. 2,7).

       აქ აღწერილია ადამიანის სულის შექმნა. "დაბადების" ამ ადგილს იოანე ოქროპირი ასე განმარტავს: საჭიროა შევხედოთ რწმენის თვალით "ასეა ნათქვამი ჩვენთვის, რადგან უძლურნი ვართ გაგება გაგვიძნელდება". სიტყვები: "შექმნა ღმერთმა ადამიანი და შთაბერა", არ არის ღმერთისთვის შესაფერი, მაგრამ საღმრთო წერილი ამგვარად მოგვითხრობს ჩვენი უძლურების გამო, მდაბლდება, რათა ჩვენ ავმაღლდეთ (ჭეშმარიტების გასაგებად). იოანე დამასკელი ამბობს: "რაოდენი-რაჲ თქუმულ არს ღმრთისათვის ჴორციელად, ყოველივე სახისმეტყუელობით არს, რადგან ნათქვამს უმაღლესი გულისჴმის-ყოფაჲ აქუს "და შეუდგენელი", რამეთუ საღმრთოჲ ბუნებაჲ მარტივ არს და გამოუსახველ". ვნახოთ რას ამბობს იოანე დამასკელი ღვთიური სიტყვისა და პირის შესახებ: "ხოლო პირად და ჴმად გამოცხადებასა განზრახვისა მისისასა უწოდთ, რამეთუ ჩუენ განზრახვათა გულისათა პირისა მიერ და ჴმისა გამოვაცხადებთ" (პირი და მეტყველება გულის განზრახვის განმცხადებლობაა, რადგან ჩვენ სწორედ პირისა და მეტყველების გზით წარმოვაჩენთ გულისმიერ აზრებს). ცხადია, ერთია პირი და მეორე შთაბერვა. მომყავს მაგალითად იოანე დამასკელის ნათქვამი, რადგან მათ შორის მჭიდრო კავშირი და ურთიერთდამოკიდებულება არსებობს. წმინდა მამა აგრძელებს: "ყოველსავე ჴორციელად ღმრთისათჳს თქუმულისა და ფარული რაჲმე ძალი აქუს, რომელი იგი ჩუენ მიერთა სიტყუათაგან სახის მოღებითა გუასწავებს უზეშთაესთა ჩუენისა მიწდომისათა" (ყოველივე, რაც ღვთის შესახებ სხეულებრივად ითქმება, დაფარულ აზრს შეიცავს, გვასწავლის რა ჩვენეულთა გზით ზეჩვენეულს). 

       ამრიგად, სული სხეულის მსგავსად ღმერთის ქმნილებაა.

       იოანე ოქროპირი სულის შთაბერვის განმარტებისას ამბობს, რომ მცდარია აზრი, თითქოს უფლისმიერი შთაბერვა იყოს სული, სინამდვილეში ადამს სული უფლის არსებიდან მიეცა. პირველი მოსაზრება "უაზროა". ეს რომ ასე იყოს, მაშინ ერთი ადამიანის სული ბრძენი, მეორის - უგნური, მართალი, მტყუანი და ა.შ. არ იქნებოდა. ღვთიური არსი "განუყოფელია და უცვალებელი". ამიტომ უფლისაგან შთაბერვა `სული წმიდის ქმედება იყო". იესო ქრისტემ თქვა: "მიიღეთ სული წმიდა" (იონ. 20.22) ადამიანურ ენაზე გამოხატული "შთაბერვა" ნიშნავს თაყვანსაცემ სული წმინდას". იოანე ოქროპირის თანახმად სული უფლის ნაწილი კი არ არის, სული წმინდის მოქმედებაა, მან შექმნა სული, მაგრამ თავად არ იქცა სულად. "გარდამოსვლით სული წმიდამ შექმნა სული: თავად არ შეუერთდა, არამედ შექმნა, რადგან სული წმინდა შემოქმედია სხეულისა და სულისა. მამა, ძე და სული წმინდა ქმნიან ქმნილებას ღვთიური ძალით".

       წმინდა მამები აღნიშნავენ, რომ სხეული სულის გარეშე არ არსებობს და პირიქით სული სხეულის გარეშე. ღმერთი სხეულის შექმნისთანავე ქმნის სულსაც. წმინდა ანასტასი სინელი წერს: "არ იყო სხეული სულამდე, და სული სხეულამდე. იოანე დამასკელი ორიგინეს საწინააღმდეგოდ აფორისტულად შენიშნავს, რომ "მყისთანად დაებადნეს ჴორცნი და სული და არა რომელიმე პირველი და რომელიმე შემდგომად, სიჩქურეთაებრ ორიგენისთა".

       ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად. ამ ხატებაში იგულისხმება არა სხეულებრივი, არამედ უმთავრესად სულიერი. ადამიანში ღვთის ხატი უფრო ძლიერია, ვიდრე ანგელოზებში, რადგან ადამიანის სული აცოცხლებს მასთან შეერთებულ სხეულს. სამპიროვანი ღმერთის მსგავსად [გონება, აზროვნება და სული] ადამიანის სულსაც სამი ძალა აქვს: გონება, აზროვნება და სული. მთელს ბუნებაში არსებობენ "ხატობრივი გამოვლინებები" წმინდა სამებისა", ყველაზე მკვეთრად ისინი ადამიანში ვლინდება. მაცხოვრის იორდანეში ნათლობაზე საუბრისას გრიგოლ პალამა სვამს კითხვას: "ადამიანის შექმნისას და ხელახლა დაბადებისას რატომ ჩნდება წმინდა სამება" და პასუხობს: "არა მარტო იმიტომ, რომ ის (ადამიანი) არის ერთადერთი სული წმიდასთან ზიარებული არსება დედამიწაზე და მისი თაყვანისმცემელი", არამედ იმიტომ, რომ ადამიანი ერთადერთი ხატია ღმრთისა", მგრძნობელ და პირუტყვ არსებებს (ცხოველებს) აქვთ ოდენ სიცოცხლის სული, მოკლებულნი არიან გონსა და ლოგოსს" ანგელოზები და მთავარანგელოზები, სულიერნი და გონიერნი ფლობენ გონებას და ლოგოსს, "მაგრამ არა აქვთ ცხოველმყოფელი სული, რის გამოც უსხეულონი არიან". ამრიგად, ადამიანს აქვს გონება, ლოგოსი და ცხოველმყოფელი სული, რომელიც სხეულს სიცოცხლეს ანიჭებს. ის არის ერთადერთი სამჰიპოსტასიანი ერთობის, ღმერთის, ხატად შექმნილი არსება".

       გრიგოლ პალამა ამავე სწავლებას გადმოგვცემს საღმრთისმეტყველო შრომებში. ადამიანი მსგავსია სამპიროვანი ერთარსება ღმერთისა, რომელიც არის გონება, ლოგოსი და სული. სხეულის ცხოველმყოფელი სული არის ადამიანის "გონიერი სიყვარული". იგი გონისაგან გამოდის და ლოგოსს ეკუთვნის; ის ლოგოსსა და გონში არსებობს, ლოგოსი და გონი კი მასში".

       ანგელოზთა სულიერ და გონიერ არსებას, თუმცა კი მას აქვს გონიც, ლოგოსიც და სულიც, მაგრამ არა აქვს "ცხოველმყოფელი სული". სიტყვა "ხატად ღვთისა" სულს მიემართება. ვინაიდან სხეული სიცოცხლეს სულისგან იღებს, "ხატი" ანგელოზებზე მეტად ადამიანში ვლინდება.

       გრიგოლ პალამა ანგელოზებსა და ადამიანში გამოვლინებულ ღვთის ხატს შორის სხვა განსხვავებასაც ხედავს. ცნობილია მისი სწავლება, რომ ღმერთში განირჩევა არსება და ენერგია, რაც გაერთიანებულია, მაგრამ იყოფა. ასეთია საიდუმლო განუყოფელი არსებისა და ენერგიის გაყოფისა. ადამიანი ღვთის არსების ნაწილი ვერ იქნება, ის შეიძლება შეუერთდეს ღვთის ენერგიას. ადამიანი, რადგან ღვთის ხატია, წმინდა მამა თავის სწავლების არსებობისა და ენერგიის შესახებ ადამიანზეც ავრცელებს. ამრიგად. სული განუყოფლად იყოფა არსებად და ენერგიად. გრიგოლ პალამა ადამიანის სულისა და ცხოველის სამშვინველის შედარებისას ამბობს, რომ ცხოველებს სამშვინველი აქვთ როგორც ენერგია და არა როგორც არსება. ყველა პირუტყვის სამშვინველი არის სიცოცხლე სულიერი სხეულისა და პირუტყვთ აქვთ ეს სიცოცხლე, როგორც ენერგია და არა როგორც არსება, რადგან (სიცოცხლე) ჩაისახება სხვა (სხეულში) და არა სულში. სწორედ ამიტომ ცხოველების სული, რომელსაც მარტო ენერგია აქვს, სხეულთან ერთად კვდება, რაც შეეხება ადამიანის სულს, იგი არა მარტო ენერგიაა, არამედ არსებაა. "სიცოცხლე სულში ცხოვრობს". ადამიანის სხეულის სიკვდილისას სული უკვდავი რჩება. გონიერი სული რთულია, მაგრამ სხეულში დავანებული არ ამკვიდრებს სირთულეს".

       მაქსიმე აღმსარებელი თავის სწავლებაში ამბობს, რომ სულს სამი ძალა აქვს: 1) მასაზრდოებელი 2) წარმოსახვითი და მღვიძარე 3) ლოგოსური და გონიერი. პირველს მიეკუთვნებიან მცენარეები, მეორეს პირველთან ერთად პირუტყვი ცხოველები, მესამეს კი პირველ ორთან ერთად - ადამიანები". სწავლება იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანი პირუტყვთან შედარებით მაღალი ღირსების არსებაა. ზემოთ მოყვანილი მსჯელობა ნათელყოფს განსხვავებას ადამიანსა და ანგელოზს შორის. აქდან გამომდინარე, გასაგებია განკაცებულმა მაცხოვარმა რატომ მიიღო ადამიანის სხეული და არა ანგელოზისა. ის ღმერთკაცია და არა ღმერთანგელოზი.

       ყოველივე ზემოთქმული შესაძლებლობას გვაძლევს სულის შედგენილობაზეც ვისაუბროთ. ამ თემაზე დაწვრილებით მსჯელობას არ შევუდგებით, მოვიყვანთ მხოლოდ იმ მოსაზრებებს, რაც ჩვენს ნაშრომს უკავშირდება.

       იოანე დამასკელი ამბობს, რომ სული გონიერია და სულიერი. ღმერთმა მისცა "სული სიტყჳერი და საცნაური მას თჳსითა შთაბერვითა". 

       წმინდა მამების ძირითადი სწავლებით გონი და აზროვნება სულის შემადგენელი ნაწილებია. გრიგოლ პალამა წერს, რომ სული ღვთის ხატად არის შექმნილი. წმინდა სამება კი არის გონი, ლოგოსი და სული, სული გონიერია, სიტყვიერი (λογική) და სულიერი". ის სრულად მაღლდება ღმერთამდე და ჭვრეტს მას, მოკაზმულია მარადიული ხსოვნით, ჭვრეტით და მგზნებარე სიყვარულით მისდამი". სულს ამსხვრევს ვნება და ცოდვა, ამიტომ საჭიროა მისი ერთობა და უფლისადმი მიძღვნა. სულის ძალთა ერთობა მრავალი საშუალებით მიიღწევა, პირველ ყოვლისა ქრისტეს სიტყვების შესრულებით. ფილადელფიის მიტროპოლიტი თეოლიპტოსი გამოყოფს ლოცვის ღირსებასა და მნიშვნელობას; "განწმენდილი ლოცვა, რომელიც გონებას, სიტყვას (λόγος) და სულს აერთიანებს, სიტყვით (ლოგოსით) უფლის სახელს მოუხმობს, გონით ჭვრეტს უფალს, სულით წარმოაჩენს მორჩილებას, სიმშვიდეს, სიყვარულს და ამგვარად კრძალვით უმზერს უსაწყისო სამებას, მამასა და ძესა და წმიდა სულს, ერთარსება ღმერთს".

       სიტყვით (ლოგოსით) ჩვენ უწყვეტად ვიმეორებთ ქრისტეს სახელს, გონებით ვუმზერთ უფალს და სული წმინდით ვხდებით მორჩილნი, მშვიდნი, მოსიყვარულენი. ამრიგად, სულის სამი ძალა ერთიანდება და ასე იკურნება სული. მისი გაყოფა სნეულების მიზეზია, შეერთება კი კურნების მომასწავებელი.

       ნიკიტა სტითატიც სულს სამ ნაწილად ყოფს, მაგრამ ჩერდება ორზე, ლოგოსზე (λογική) და ვნებიან ნაწილზე. ლოგოსიანი უხილავია და "გრძნობათა მიღმაა". სიტყვაში "ლოგოსიანი" (λογική) წმინდა მამა, ჩემი აზრით, ადამიანის გონს გულისხმობს. ქვემოთ წარმოვადგენთ განსხვავებას ლოგოსისმიერ საწყისსა (τοῦ λογικοῦ) და გონისმიერს შორის. აქ კი ვიტყვით, რომ გონი ღმერთს უკავშირდება და მის ენერგიას იღებს. მასში ცხადდება ღმერთი. ლოგოსი კი არის ქმედება, იმგვარი უნარი, რაც გონის გამოცდილებას გამოხატავს. სულის ვნებიანი ნაწილი იყოფა შეგრძნებად და ვნებად. იგი ვნებიანად იწოდება, რადგან ვნებებსა და განცდებში ვლინდება".

       გრიგოლ სინელი სულის ძალების აღწერისას ამბობს, რომ ლოგოსურ ნაწილში (λογική) მოქმედებენ აზრები, მრისხანე ნაწილში - მხეცური ვნებები, სურვილების ნაწილში - ცხოველური სურვილები, გონიერში - წარმოსახვითი სახეები და მოაზროვნე ნაწილში (διανοητικὸν) - აზრები.

       წმინდა გრიგოლი მიუთითებს, რომ "როცა სული შთაბერვით გახდა ლოგოსიანი და გონიერი (λογική καὶ νοερὰ) "მრისხანება და ცხოველური სურვილი არ შექმნა ღმერთმა მასში (სულში), სულს მამაცური სიყვარულის ერთადერთი სურვილი მისცა". სულს არ მიუღია მრისხანება და უგუნური სურვილები". ეს ყოველივე ცოდვამ მოიტანა.

      ჩვენ არ ვსაუბრობთ სულის ცალკეულ შემადგენელ ნაწილებზე. ამ საკითხს ნაშრომის შემდეგი თავი ეძღვნება.

       სულსა და სხეულს შორის გარკვეული კავშირი არსებობს. რა კავშირია ეს? ადამიანი სულისა და სხეულისაგან შედგება, თუმცა ცალკეული მათგანი ადამიანს არ ნიშნავს. წმინდა იუსტინე ფილოსოფოსი და მოწამე ამბობს, რომ სული თავისთავად არ არის ადამიანი, მაგრამ იწოდება "ადამიანის სულად". სხეულიც დამოუკიდებლად არ ნიშნავს ადამიანს, ის "ადამიანის სხეულია".

       თუკი ადამიანი სულისა და სხეულის ერთობაა, მთლიანობაა, მაშინ უფალმა სიცოცხლისკენ და აღდგომისკენ მოუწოდა ადამიანს სულით და ხორცით.

       სული, როგორც აღვნიშნეთ, სხეულთან ერთად შეიქმნა. ემბრიონი "სულს ჩასახვისთანავე იღებს". სული ჩასახვისთანავე იქნება და "ამის შემდეგ სული ისევე მოქმედებს, როგორც სხეული; სხეულის ზრდასთან ერთად სულიც მოქმედებს". სულსა და სხეულს შორის აშკარა სხვაობაა, რადგან "სული არ იქნება სხეული, ის უსხეულოა". მიუხედავად ამისა, შეუძლებელია სულისა და სხეულის განცალკევებით არსებობა". მათი კავშირი განუყოფელია".

       ანტიკური ეპოქის ფილოსოფოსები თვლიდნენ, რომ სული ადამიანის სხეულის ერთ გარკვეულ ნაწილში იყო დავანებული და სხეული სულის საპყრობილეა. სულის განთავისუფლება სხეულიდან გამოსვლაა. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სული სხეულის ყველა ნაწილში მყოფობს. წმინდა გრიგოლ პალამას აზრით სული და უსხეულო ანგელოზები "ერთ გარკვეულ ადგილას კი არა, ყველგან არიან. სული, რომელიც ეკუთვნის სხეულს და მასთან ერთად არის შექმნილი, სხეულის ყველა ნაწილშია და ფლობს მას, სიცოცხლეს ანიჭებს ღვთის ხატს".

       წმინდა გრიგოლმა იცის ღვთისმეტყველთა ერთი ნაწილის (ელინური ფილოსოფიის მიმდევართა) აზრი, რომ სული იმყოფება ტვინში, ე.წ. აკროპოლისში, სხვა თეორიები (იუდაისტების მიმდევრები) სულის არსებობას "გულის სიღრმეში, სულიერის განწმენდილ ნაწილში მოიაზრებენ. ისინი ამბობენ, რომ ლოგოსური ძალა (τὸ λογιστικόν) იმყოფება გულში, არა ძარღვებში, რადგან იგი უსხეულოა, მაგრამ იგი არ სუფევს არც გულის გარეთ, რადგან მასთან დაკავშირებულია. გრიგოლ პალამას სიტყვებით გული წინამძღოლი ორგანოა, მადლის საბრძანებელია. იქ იმყოფება გონება და სულისმიერი აზრები. წმინდანი ამბობს, რომ ამგვარი სწავლება ქრისტესგან, ადამიანის შემოქმედისგან მივიღეთ და შეგვახსენებს: "არათუ პირით შემავალი შეაგინებ კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცს" (მათ. 15,11) მსგავსი აზრია სხვა ციტატაშიც: "რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი" (მათ. 15.19) გრიგოლ პალამას მოჰყავს მაკარი დიდის სიტყვებიც: "გული მართავს ადამიანის მთელ არსებას, თუ მადლი ივანებს გულში, ის მეუფებს აზრებზე და სხეულის ნაწილებზე; სულის ყველა აზრი, თავმოყრილია გულში". აქედან გამომდინარე, კურნების მთავარი მიზანი შეგრძნებებში (αισθήεις) გაბნეული გონების" მოკრებაა გარე სამყაროდან გულში, "აზრთა ამ საუნჯეში", "სხეულის უმთავრეს ლოგოსურ (λογική) ორგანოში".

       ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხს. მაგრამ ახლა შევაჯერებთ ნათქვამს; წმინდა მამათა სწავლებით, სული მართავს სხეულს და საკუთარ ორგანოდ იყენებს გულს. სული სხეულთან ერთად მთლიანობას ქმნის და მისთვის უცხო არ არის. ნემესიოს ემესელი გვასწავლის, რომ "სული უხილავი და უსაზღვროა. ის ყველაფერში აღწევს და სინათლით მთელს სხეულში გადის; სხეულში არ არსებობს ერთი განათებული ნაწილი, სადაც იგი სრულად არ იმყოფებოდეს". მიუხედავად ამისა "სული სხეულთან შეერთებელი რჩება შეურევნელი", სული ამოძრავებს სხეულს, მართავს მის ყველა ნაწილს. მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით ღმერთი სამყაროს მართავს არა თავისი ქმნილი შუამავლების მეშვეობით, არამედ თავისი უქმნელი ენერგიით. ამგვარად, როგორც უფალი მართავს სამყაროს, სწორედ ასევე "სული ამოძრავებს სხეულის ნაწილებს და თითოეულს საკუთარ, შესაბამის მიმართულებას აძლევს". "უფლის საქმეა სამყაროს მართვა, სულისა კი სხეულის მართვა".

       გრიგოლ პალამა სულსა და სხეულს შორის კავშირზე მსჯელობისას ამბობს, რომ სულს იგივე ესადაგება, რაც ღმერთს. სულში უცვლელად არსებობს, "სხეულის განმგებელი ძალები" თუკი სხეულის რომელიმე ნაწილი დაზიანებულია "თვალი დაბრმავებულია და ყური დაყრუებული". სხეულის განმგებელი ძალა სულში არ მცირდება. სული არ არის თავად განმგებელი, მაგრამ ფლობს ამ ძალას. მიუხედავად იმისა, რომ სულში განმგებელი ძალა მყოფობს, იგი "ერთი, მარტივი და შეუდგენელია", არ არის "გამრავლებადი და შედგენადი".

       გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ სული უსხეულოა და უხილავი, "იგი" მოქმედებს და მოძრაობს თავისი ბუნებით და მოქმედებას ავლენს სხეულის ორგანოებით". წმინდა მამა აფორისტულად ხსნის: სხეული კი არ ფლობს სულს, არამედ ეს უკანასკნელი ფლობს სხეულს. სული არ აღწევს სხეულში თითქოს ძარღვებში ან ტომარაში შედიოდეს, სხეული შედის მასში და "არ არსებობს ამის ერთი ნაწილი მისი ნათლის გარეშე, ის ყველგან მყოფობს სრულად".

       ჩვენი მსჯელობის მთავარი დასკვნაა, რომ სული მთელ სხეულში არსებობს. გული მისი უმთავრესი საუნჯეა, იქ არის სულის ცენტრი. სული განსხვავდება სხეულისაგან, მაგრამ მჭიდროდ უკავშირდება მას. ვერ გავიაზრებთ სულის დაცემის და უძლურების მიზეზს, თუ არ გვეცოდინება ზუსტად რა არის სული და როგორ უკავშირდება იგი სხეულს.

 

სულის სნეულება და სიკვდილი

       ეკლესიის წიაღში ხშირად საუბრობენ ადამიანის დაცემაზე და ამ დაცემიდან გამომდინარე სიკვდილზე. სხეულებრივი სიკვდილი სულიერ სიკვდილს მოჰყვა. სულმა ღვთიური უქმნელი მადლი დაკარგა, გონებამ - უფალთან კავშირი და დაბნელდა. ეს დაბნელება და სიკვდილი გადაეცა სხეულს. გრიგოლ სინელის სიტყვებით "ადამიანის სხეული უხრწნელი იყო შექმნისას და ასეთივე აღდგება", სული კი უვნებო. სულსა და სხეულს შორის მჭიდრო კავშირისა და ურთიერთდამოკიდებულების გამო ორივე გაიხრწნა. "სული ვნებებით, ანუ ეშმაკის მიერ, სხეული კი დაემსგავსა პირუტყვს და ხრწნას მიეცა". სული და სხეული ერთად რომ გაიხრწნა, გადაიქცა "პირუტყვის მსგავს არსებად, უგუნურ და ულოგოსო, მრისხანების და სურვილის მორჩილად". "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა ყო; ჰბაძავდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ" (ფს. 48.13). ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანის სული აივსო ვნებებით, სხეული პირუტყვს მიემსგავსა. ადამიანი ხრწნასა და სიკვდილს დაემორჩილა. 

       ეს უძლურება, ტყვეობა, განუწმენდელობა და სულის სიკვდილი შესანიშნავად არის გადმოცემული წმინდა მამათა ნაწერებში. ყოველი ცოდვა ადამიანის პირველი ცოდვით დაცემის განმეორებაა, თითოეული შეცოდებით ვადასტურებთ დაცემული სულის დაბნელებას და სიკვდილს. მოდით, სულის ამგვარი მდგომარეობა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ.

       ადამიანი თუ გრძნობებს აძლევს თავისუფლებას და გრძნობების მეშვეობით გონება გულიდან იფანტება, მაშინ სული დატყვევებულია. "გრძნობათა გათავისუფლება სულს ბორკილს ადებს". ბორკილები კი დაბნელების ტოლფასია. "მზის ჩასვლისას ღამდება, ქრისტე შორდება სულს და ვნებების ჩრდილი გარემოიცავს მას, გონებისმიერი მხეცები ნაწილებად გლეჯენ სულს". ადამიანს უმთვარო ღამე დაუდგება. 

       სწორედ ამგვარი მდგომარეობა იწვევს სულის უძლურებას. წმინდა თალასე ამბობს, რომ "სულის სნეულება ბოროტი მიდრეკილებაა; მისი სიკვდილი კი ცოდვაა, საქმით აღსრულებული". სნეული სული ნელ-ნელა უახლოვდება სიკვდილს. სულის სნეულება მისი განუწმინდაობიდან მომდინარეობს "მისი (სულის) განუწმინდაობა ნიშნავს, რომ იგი ბუნებრივად არ მოქმედებს, ამის გამო იბადება გონებაში ვნებებიანი აზრები". წაბილწული სული წმინდა მაქსიმეს სიტყვებით სურვილებით, ცდუნებებით და სიძულვილით აღსავსეა" ისიხიოს პრესვიტერი აღწერს, როგორ სნეულდება სული და იღუპება. ღმერთის მიერ შექმნილი სული მარტივია და კეთილი, იგი რთულდება "სიამოვნებას იღებს ეშმაკისმიერი წარმოსახვებით და იხიბლება, ისწრაფვის ბოროტისკენ, თითქოს კეთილისკენ (მიდიოდეს) და თავის საკუთარ აზრებს ურევს ეშმაკეულთან" ამის შემდეგ სხეულის საშუალებით ცდილობს განახორციელოს "ბილწი აზრები".

       გრიგოლ პალამას წმინდა წერილიდან და კერძოდ, პავლე მოციქულის ეპისტოლეებიდან მოჰყავს ადგილები: "რამეთუ ვიყვენით ჩუენ მკუდარ შეცოდებითა, ქრისტეს თანა განგუაცხოველნა (ეფეს. 2,5.) და იოანეს "არს ცოდვაჲ სასიკვდინე" (1 იოან. 5.16) ქრისტეს მიმართვა მოციქულისადმი: "აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა (მათ. 8, 22). და ამბობს, რომ სული მართლა მადლის გამო უკვდავია, მაგრამ "სიამოვნების ტრფიალით ცოცხლად კვდება. ამგვარად განმარტავს წმინდა მამა 1 ტიმ 5,6 ეპისტოლეს: "რომელ-იგი იშუებდეს, ცოცხლივე მკუდარ არს" სული ცოცხლობს, მაგრამ მკვდარია, რადგან ჭეშმარიტ სიცოცხლეს ღვთის მადლი არა აქვს. წინაპრებმა როცა დაივიწყეს ღმერთი, მისი მცნებები და სატანის მკვდარ სულს დაემორჩილნენ, მოაკლდათ ცხოველმყოფელი ნათელი და სულით მიემსგავსნენ ეშმაკს". ასე ხდება ყოველთვის, როცა ადამიანი ეშმაკის ნებას ემორჩილება, მისი სული კვდება, რადგან სატანა არა მხოლოდ თავად არის მკვდარი სული, არამედ მასთან მიახლოებულსაც კლავს".

       "როცა სულში არაფერი არ არის ჯანსაღი, ის ცოცხალი ჩანს, მაგრამ მკვდარია... თუ სული სათნოებისათვის არ მოქმედებს, იცოცხლებს და უსჯულებას სჩადის, მე ვერ ვიტყვი, რომ შენი სული ცოცხალია. რადგან დადიხარ? დადიან პირუტყვებიც. ჭამ და სვამ? იმავეს აკეთებენ პირუტყვები. იქნებ იმიტომ, რომ ორ ფეხზე გამართული დგახარ? აქედან ნათელია, შენ ადამიანის მსგავსი ცხოველი ხარ. პავლე მოციქულის სწავლებაში მკვდარ ადამიანს ხორციელი" ან "მშვინვიერი" ეწოდება. კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ვკითხულობთ: "მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა" (1 კორ. 2,14) და კიდევ: "სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელვე-რა ხართა და კაცობრივ იქცევით? (1 კორ. 3.3). პროფესორ იოანე რომანიდისის აზრით გამოთქმებს: "ხორციელი" "მშვენიერი" "კაცობრივი ქცევით" ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვთ. პროფ. რომანიდისი თავის სხვა გამოკვლევებში ამბობს, რომ "ხორციელი და მშვინვიერი ადამიანი ეწოდება სულისაგან და სხეულისაგან შემდგარ კაცს, რომელსაც აკლია სული წმიდის მოქმედება, რაც მას უხრწნელად აქცევს. "როცა ადამიანი არ მიჰყვება სული წმიდას, მას აკლდება ღვთის ცხოველმყოფელი ენერგია და ხდება მშვინვიერი".

        

სულის კურნება

       მართლმადიდებლური ეკლესიის გადმოცემა ცოდვით მკვდარი სულის კურნებას ეხება. ეკლესიის საიდუმლოებანი და ასკეტური ცხოვრება ამ კურნებას ემსახურება. ვისაც ეს გააზრებული არა აქვს, ვერ გაიგებს მართლმადიდებლურ ტრადიციას. ნაშრომის შემდგომ ნაწილებში დავინახავთ რა არის გაჯანსაღება და გაცოცხლება სულისა, ვიმსჯელებთ მისი მიღწევის გზებზე და ვნახავთ, როგორ მოქმედებს ცოცხალი სული.

       "სულის სიჯანსაღე უვნებობა და ცოდნაა". სრულყოფილია ღმერთისკენ მოსწრაფე სული, "წმინდა ღმერთისმოყვარე სული". "წმინდა ვნებებისაგან გათავისუფლებული და ღვთიური სიყვარულით გახარებული სული".

       წმინდა მამები აღწერენ სულის აღდგომის რამდენიმე გზას, როცა იგი ცხოველმყოფელი ხდება და იკურნება. უფლის მიმართ მწუხარება, ანუ სინანული, სიამოვნებას (ἡδονή) აქრობს. "სიამოვნებათაგან განთავისუფლება არის სულის აღდგომა". წმინდა ანტონი დიდი ამბობდა, რომ აუცილებელია გონების (διάνοια) განწმენდა; "მე მჯერა, რომ ყოველმხრივ განწმენდილი და თავის ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი გონებით შეიძლება გახდეს (ადამიანი) მჭვრეტელი და იხილოს დემონებზე უფრო მეტი და უფრო შორეული, რადგან განცხადებული უფალი იქნება მასში". წმინდა მამის სიტყვები ნათელყოფს, რომ უნდა განვწმინდოთ აზრები. თუ ადამიანი წმინდად იცავს გონებას სხვადასხვა წარმოსახვებისგან., მაშინ ის ინარჩუნებს სულის უბიწობასაც. ფილადელფიის მიტროპოლიტი თეოლიპტოსი გვასწავლის: "მას შემდეგ რაც გარეგნულ გართობას შეწყვეტ, შინაგანი მაცდუნებელი აზრებიდანაც გათავისუფლდები, მაშინ გონება სულიერი საქმეებისკენ იქნება მიმართული". გონების სუფთად დაცვის მცდელობა აღმოგვაჩენინებს თვით ამ გონებას, რომელიც უწინ მკვდარი იყო და თითქმის შეუმჩნეველი. თეოლიპტოსი მოგვიწოდებს "შეწყვიტე გარე საუბრები და ჩაუღრმავდი შენს თავს, იქამდე, სანამ არ შეძლებ წმინდა ლოცვას და არ იპოვი საცხოვრებელს, სადაც უფალი სუფევს". გული უფლის საცხოვრისია და ჩვენ შეგვიძლია მისი გაღება მაშინ, როცა ვიღწვით წმინდა ცხოვრებისთვის და ჩვენში არსებულ მაცდუნებელ აზრებს ვეწინააღმდეგებით. გონების სიწმინდეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს გზა მარტივია, მაგრამ ყოვლისმომცველი. მას ადამიანის სულისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს, მას სული წმინდის ტაძრად აქცევს. სული იკურნება, როცა მდაბალ მიდრეკილებს (საგნებს) არ ეჯაჭვება და ესწრაფვის საუკეთესოს-სიყვარულს". გრიგოლ პალამა მართლმადიდებლური ეკლესიის ტრადიციის მიხედვით ასკვნის, რომ ცოდვით დაცემით ადამიანმა დაკარგა ღვთის მსგავსება, მაგრამ "ხატი არ დაღუპულა". სწორედ ამიტომ შეგვიძლია აღვადგინოთ სული მიწიერ საგანთა უგულებელყოფით და სიყვარულით საუკეთესოსკენ მისწრაფებით. სული კეთილი საქმეებით და ზნეობით "ნათლდება და უკეთესი ხდება. იგი "საუკეთესოს" რჩევების მორჩილებით და მისივე წყალობით ეზიარება მარადიულ სიცოცხლეს". ღვთის რჯულის მორჩილებით სული თანდათან ჯანსაღდება. ნიკიტა სტითატს მოჰყავს სულის კურნების არა მარტო ქმედითი, არამედ ჭვრეტითი მეთოდიც. იქ, სადაც ღვთის სიყვარულია, გონების ქმედება და მიუწვდომელ სინათლესთან ზიარება, სულის სიმშვიდე სუფევს, გონება განწმენდილია და სული წმინდა მეუფებს". გონების წმინდად დაცვასთან ერთად საჭიროა გონებით ლოცვა. უფლის სიყვარულის და მასთან საუბრის მისაღწევად. სადაც სუფევს სიყვარული, იქ სულის სიმშვიდეა და გონებაც განწმენდილია.

       მოვიყვანთ გრიგოლ პალამას რამდენიმე მოსაზრებას. წმინდა მამა ამბობს, რომ ჩვენ ვიღვწით სხეულიდან "სჯულისა ცოდვის" (რომ. 8.2) განსადევნად, იმისთვის, რომ დავუმორჩილოთ გონების კონტროლს, შემდგომში სულის ყველა ძალას და სხეულის ნაწილებს განვუწესოთ შესაბამისი ქმედების წესი". შეგრძნებებს - თავშეკავება, სულის ვნებიან ნაწილს - სიყვარული, ლოგოსურს (λογική)განვწმენდთ, გზიდან ვაშორებთ ყველაფერს, რაც ხელს უშლის მის ამაღლებას ღმერთამდე და ამას მღვიძარებას ვუწოდებთ. ადამიანი სხეულს რომ განიწმენდს თავშეკავებით, დათრგუნავს მრისხანებას და სურვილს ღვთიური სიყვარულით და ღმერთს უძღვნის ლოცვით განწმენდილ გონებას, მაშინ "მიიღებს და იხილავს მადლს, რასაც უფალი ანიჭებს განწმენდილი გულის ადამიანებს". მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: "დააცხრე სულის მრისხანე ნაწილი სიყვარულით. სურვილით აგზნებული - თავშეკავებით, ლოგოსურს (λογική) ფრთა შეასხი ლოცვით და გონების ნათელი არასოდეს არ დაბნელდება შენში". სულის უძლურების განკურნება, მკვდარი გონების გაცოცხლება, უწმინდური გულის განწმენდა რჩევებითა და წამლებით კი არ მიიღწევა, არამედ ეკლესიის ასკეტური გზით: თავშეკავებით, სიყვარულით, ლოცვით, ეშმაკეული ცდუნებებისგან გონების დაცვით. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ჩვენს ეპოქაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებლურ ტრადიციას. მხოლოდ მართლმადიდებლობას შეუძლია გაანთავისუფლოს ადამიანი, განკურნოს სტრესისგან, დაუცველობის შიშისგან, რასაც შედეგად სულის კვდომა მოსდევს.

• ამოსაბეჭდი ვერსია

← სარჩევი

ტეგები: Hierotheos, Metropolitan, Orthodox, Psychotherapy, Qwelly, Spirit, Vlachos, არქიმანდრიტი, ვლახოსი, იეროთეოსი, მეტი...მართლმადიდებლობა, მიტროპოლიტი, სული, ფსიქოთერაპია

ნახვა: 1206

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters