ლიტერატურის, თუ ფსიქოლოგიის საგანია პიროვნება?

        გორდონ ოლპორტის მიხედვით ამ კითხვის დასმის მიზეზი ისაა, რომ მწერლები თავისი პერსონაჟების მართლაც შესანიშნავ ფსიქოლოგიურ პორტრეტებს გვაძლევენ. ცვაიგის სიტყვებით ფლობერი, დოსტოევსკი, ტოლსტოი როგორც ლიტერატურის, ისე ფსიქოლოგიური დაკვირვებისა და აღწერის გიგანტები არიან. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლიტერატურა ვითარდებოდა საუკუნეების მანძილზე, ხოლო პიროვნების მეცნიერული შესწავლა მხოლოდ მე-20 საუკუნიდან დაიწყო და ეს ფაქტი, სახელდობრ, რომ პიროვნება შესაძლებელია მეცნიერული გზით იქნას შესწავლილი, მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთ უდიდეს აღმოჩენად ითვლება. ხოლო რაკი ლიტერატურა საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა და მას კაცობრიობის გენიოსები აყალიბებდნენ და ავითარებდნენ, ხოლო ფსიქოლოგიური მეცნიერება კი ახალგაზრდაა, ამიტომ, ოლპორტის აზრით, ურიგო არ იქნება, რომ ზოგი რამ ფსიქოლოგიამ ლიტერატურისგან ისწავლოს. ლიტერატურა და ფსიქოლოგია, გარკვეული აზრით, კონკურენტები არიან. ლიტერატურა და ფსიქოლოგია პიროვნებას ორი განსხვავებული მეთოდით შეისწავლის - ლიტერატურის მეთოდი ხელოვნების მეთოდია, ხოლო ფსიქოლოგიისა კი მეცნიერული მეთოდი. რომელი მეთოდია უფრო ადექვატური პიროვნების შესასწავლად? რამდენადაც ეს არის ორი, პრინციპულად განსხვავებული მიდგომა - არც ერთი არ არის მეორეზე უკეთესი. თითოეულს თავისი უპირატესობა გააჩნია და თავისი მომხრე ჰყავს. შეიძლება ითქვას, რომ ლიტერატურა ყოფითფსიქოლოგიურ პრინციპებს იყენებს პიროვნების დახასიათებისას. ეს მეთოდი ჯერ კიდევ თეოფრასტემ, არისტოტელეს მოწაფემ, გამოიყენა თავისი ხასიათების დაწერისას (ლიტერატურული ქარაქტეროლოგია). თეოფრასტემ ორი ათასი წლის წინ გამოიყენა მეთოდი, რომელსაც ფსიქოლოგიურმა მეცნიერებამ მხოლოდ მე - 20 საუკუნეში აღმოაჩინა, კერძოდ, ხასათის ძირითადი ნიშნების გამოვლენის მეთოდი - გარკვეული სიტუაციების შექმნით შესაბამისი ქცევების გამოწვევა და აღწერა. უნდა ითქვას, რომ პიროვნების, პერსონაჟის ლიტერატურული დახასიათება, (სულ ერთია, იქნება ეს დრამა, სკეტჩი. ბიოგრაფია თუ სხვ.), თითქმის ყოველთვის, ემყარება ფსიქოლოგიურ დაშვებას, რომ ყოველ ხასათს გარკვეული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს და ხასიათის ეს ნიშნები შეიძლება ნაჩვენები იქნას შესაბამისი ცხოვრებისეული ეპიზოდების აღწერის და ამ ეპიზოდებში პერსონაჟის მოქმედების გზით.ამის შემდეგ ოლპორტი გამოჰყოფსგაკვეთილებს, თუ რა უნდა ისწავლოს ფსიქოლოგიამ ლიტერატურისგან.


1.პირველ რიგში, ამბობს იგი, ეს არის, პიროვნების სტაბილური, მყარი ნიშნების არსებობის შესახებ თვალსაზრისი, ანუ პიროვნული ნიშნის პრობლემა, რომელიც თავის სასარგებლოდ მწერლებმა უფრო ადრე გამოიყენეს, ვიდრე ფსიქოლოგმა მეცნიერებმა. მაგრამ, ამ მეთოდის გამოყენება, ანუ გარკვეულ სიტუაციაში შესაბამის პასუხზე დაკვირვება და აღწერა, ოლპორტის აზრით, მწერლებზე უფრო დიდი სიზუსტით და სანდოობის მაღალი ხარისხით ფსიქოლოგებს შეუძლიათ. თუ ფსიქოლოგები გამოიყენებენ თავისი ლაბორატორიული და კონტროლირებადი დაკვირვების შესაძლებლობებს, ისინი შეძლებენ მწერლებზე უფრო ზუსტად დაადგინონ ყოველი კონკრეტული ინდივიდისთვის ექვივალენტურ სიტუაციათა ნიმუშები და მათზე ერთი მნიშვნელობის მქონე პასუხთა რაოდენობა. (ოლპორტის აღნიშნული შრომა 30-იან წლებშია დაწერილი. დღეისთვის ეს  გაკვეთილი კარგად შეითვისა ფსიქოლოგიამ და პიროვნების კვლევის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად იქცა. დ.ფ. ).
2.მეორე გაკვეთილი, რომელიც უნდა გაითავისოს ფსიქოლოგიამ, ოლპორტის აზრით, არის თვისობრივი, შინაარსობრივი ხასიათის: არავის არასოდეს არ მოუთხოვია ჰამლეტის, ანა კარენინას, დონ-კიხოტის ავტორებისთვის დაესაბუთებინათ ამ პიროვნებათა ხასიათების უტყუარობა. ისინი თვითონ, აღწერის სიდიადით ამტკიცებენ თავის უტყუარობას. ისინი თავისით იწვევენ ნდობას. ყოველი მათი ნიშანი თითქოს აუცილებლობით არის ამა თუ იმ პიროვნებასთან დაკავშირებული. ქცევის ეს შინაგანი ლოგიკა განისაზღვრება, როგორც თვითკონფრონტაცია: ქცევის ერთი ელემენტი მეორეს ამაგრებს და მთელი, როგორც თანმიმდევრულად შეკრული ერთიანობა მოიაზრება. თვითკონფრონტაცია არის მხოლოდ მეთოდი კანონიერი ძალის მინიჭებისა, რომელსაც მწერლები იყენებენ (გამონაკლისს, ალბათ, ბიოგრაფები წარმოადგენენ, რომელთაც გარეშე საბუთი სჭირდებათ თავისი მსჯელობის დასამტკიცებლად). თვითკონფრონტაციის მეთოდის გამოყენებას ფსიქოლოგები მხოლოდ ახლა იწყებენ. ეს ძალიან რთული მეთოდია მეცნიერებისათვის. იგი მოითხოვს ბაზისური, მოტივაციური საფუძვლის, ძირების მონახვას და ფაქტების ამ კუთხით გაანალიზებას. შესაძლოა, ეს მთლიანობა, პიროვნული ერთიანობა ვერც მოინახოს. ხშირია კონფლიქტები პიროვნების შიგნით, ადგილი აქვს პიროვნების განვითარებასაც, ზოგჯერ პიროვნების გაორებასაც. ყველა მწერალიც ვერ ახერხებს შეკრული, ერთიანი ლოგიკის მქონე პერსონაჟის გამოძერწვას. ზოგჯერ ზედმეტად გამარტივება ხდება, ზედმეტად ურთიერთშეთანხმებულია პიროვნების ქცევები და პირიქით. მაგრამ კონფრონტაციის მეთოდის გარეშე ლიტერატურას გაუჭირდება არსებობა. მწერლის ნიჭზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შესძლებს ის შეკრას ერთ მთლიანობად განსხვავებული პიროვნული ნიშნები და დაარწმუნოს მკითხველი თავისი პერსონაჟის ქცევის ლოგიკაში. ცნობილი ინგლისელი მწერალი ჩესტერტონი ერთგან ენამწარედ შენიშნავს თეკერეის (ჩესტერტონზე არანაკლებად ცნობილ ინგლისელ მწერალზე) ერთ- ერთ პერსონაჟ ქალზე -  ის სვამდა, მაგრამ თეკერეიმ არ იცოდა ამის შესახებ. ეს შენიშვნა გამოხატავს ჩესტერტონის მოთხოვნას, რომ ყოველ ხასიათს შინაგანი ლოგიკა, შინაგანი თანმიმდევრობა უნდა ჰქონდეს. ყველა, ვინც ხასიათს აღწერს, უნდა სცადოს ჩასწვდეს მოცემულ მომენტში პიროვნების ქცევის ღრმა მოტივაციურ ნიშნებს. მაგრამ თუ ლიტერატურა ცდება ხშირად იმის გამო, რომ ზედმეტად დიდ ყურადღებას უთმობს პიროვნების ერთიანობას, ფსიქოლოგია დიდხანს ინტერესს არ იჩენდა ამ პრობლემისადმი და სტატისტიკით იყო გატაცებული მხოლოდ. თანაც ისთი ნიშნების ურთიერთკორელაციით, რომელიც პიროვნების არსს, მის ერთიან მთლიანობით ხასიათს არაფერს აძლევს. მიკროსკოპით და მათემატიკით გატაცებას ამბობს ოლპორტი, მკვლევარი მიჰყავს იქამდე, რომ იგი გაურბის სირთულეებს და ეძებს ქცევისა და აზროვნების სტანდარტულ ფორმებს. ბევრი ფსიქოლოგი, ოლპორტის აზრით, უარყოფს რეგისტრაციის ისეთ ფაქიზ მეთოდს, რომელიც სპეციალურად არის მოწოდებული ფაქტების სწორი დაჯგუფებისა და ურთიერთშედარებისთვის. ეს არის ადამიანის გონება.
3. დაბოლოს მესამე, რაც უნდა გადმოიღოს ფსიქოლოგიამ ლიტერატურისგან არის ის, რომ ყურადღება გაამახვილოს ინდივიდუალობაზე, კონკრეტულ პიროვნებაზე და არა ზოგადად პიროვნებაზე, აბსტრაქტულ პიროვნებაზე. პიროვნება ყოველთვის უნიკალურია. მაგრამ მაშინ რა ვუყოთ იმ ძირითად განსხვავებას, რომელიც არსებობს ხელოვნებასა და მეცნიერებას შორის? მეცნიერებას ყოველთვის საქმე აქვს ზოგადთან, ხოლო ხელოვნებას კერძოსთან, ერთეულთან. მაგრამ თუ ეს დაყოფა სწორია, რა ვუყოთ მაშინ პიროვნებას? პიროვნებას, ოლპორტის აზრით, აქვს როგორც ზოგადფსიქოლოგიური, ისე დიფერენციალურფსიქოლოგიური ასპექტები. დიფერენციალური ფსიქოლოგიას კონკრეტულ პიროვნებასთან აქვს საქმე. პიროვნების ნებისმიერი პრობლემა შეიძლება გადაწყდეს როგორც ზოგადფსიქოლოგიურ, ისე დიფერენციალურფსიქოლოგიურ პლანში. თვით ოლპორტი, მიუხედავად ასდეთი განცხადებებისა, პიროვნების ზოგადფსიქოლოგიურ თეორიას ავითარებს. მისი ნიშნის თეორია ზოგადფსიქოლოგიური თეორიაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი პიროვნებას, როგორც აბსტრაქციას უყურებს. ყოველი პიროვნება ამ პიროვნულ ნიშანთა უნიკალურ სისტემას ქმნის თავისი სტრუქტურით, მოტივაციით ენერგეტიკით და სხვ. პროფესიონალი მეცნიერი ფსიქოლოგის ცხოვრებაში, პრაქტიკაში გასვლა მხოლოდ პიროვნების შესახებ ზოგადი ცოდნით გამაგრებული კონკრეტული პიროვნების თავისებურებების, მისი ინდივიდუალობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს.
ლიტერატურის, როგორც პიროვნების შესწავლის მეთოდის უპირატესობების ჩვენების შემდეგ ოლპორტი გვიჩვენებს, თუ მეცნიერული სოზუსტის თვალსაზრისით, რამდენად სუსტია იგი და რა უპირატესობა აქვს ფსიქოლოგიას მასთან შედარებით. ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, მკაცრია და ამით იგი ლიტერატურული აღწერებისთვის დამახასიათებელი სუბიექტური დოგმატიზმის კომპენსაციას ახდენს. ზოგჯერ ლიტერატურა ფაქტების თვითკონფრონტაციაზე საკმაოდ ადვილად მიდის. ოლპორტს მაგალითისთვის მოჰყავს ერთი და იგივე ცნობილი პიროვნების შესახებ სხვადასხვა ბიოგრაფიების შემთსვევები. ამ პიროვნების ცხოვრების თითოეული ვერსია, თავისებურად დამარწმუნებელია, მაგრამ ერთ ბიოგრაფიაში მოცემული მოვლენების და ახსნების მხოლოდ ძალიან პატარა პროცენტი გვხვდება სხვა ბიოგრაფიებში.  კარგი მწერლებისათვის არ არის აუცილებელი შეთანხმებულობის ისეთი მაღალი ხარისხი დაკვირვებებსა და ახსნებს შორის, როგორც ფსიქოლოგიისთვის. ბიოგრაფები თავისუფლები არიან თავისი შეხედულებისამებრ და ამდენად, შეუძლიათ განსხვავებულად ახსნან და გაარჩიაონ ცხოვრებისეული მოვლენები, თანაც ისე, რომ ლიტერატურული მეთოდის დისკრედიტაცია არ მოახდინონ. მაშინ როდესაც ასეთი რამ ფსიქოლოგიისთვის დაუშვებელია, ექსპერტები თუ ვერ მოახერხებდნენ ურთიერთშეთანხმებას,  ფსიქოლოგიას მასხრად აიგდებდნენ ამისთვის. ლიტერატურის მეტაფორები, ხშირად, გროტესკული და მცდარია. მაგრამ ამისთვის მათ ნაკლებად აკრიტიკებენ. ლიტერატურაში, მაგალითად, შეიძლება შეგვხვდეს აზრი, რომრომელიღაც პერსონაჟის მორჩილი ხასათი აიხსნება იმით, რომ მის ძარღვებში ლაქიის სისხლი ჩქეფს, ხოლო მეორის სიფიცხე კი იმით, - რომ მას გახურებული თავი აქვს, ხოლო მესამის ინტელექტუალობა მისი მაღალი შუბლით აიხსნას. ფსიქოლოგი ნაფლეთებად იქნებოდა გაგლეჯილიო, - წერს ოლპორტი, თავისი თავისთვის უფლება რომ მიეცა მიზეზისა და შედეგის შესახებ ასეთი ფანტასტიკური გამონათქვამები რომ გაეკეთებინაო.  შემდეგ: მწერალს უფლება აქვს, უფრო მეტიც, ერთგვარი წახალისებაც კი ხდება ამის, რომ გაართოს მკითხველი. მას შეუძლია საკუთარი ხატებით გადმოსცეს სათქმელი, საკუთარი დამოკიდებულებები გამოხატოს. მისი წარმატება იზომება მკითხველის რეაქციით, რომელთაც ხშირად მხოლოდ ის სჭირდებათ, რომ თავისი თავი იცნოს პერსონაჟში ან თავის პრობლემებს თავი აარიდოს. ფსიქოლოგს კი არასოდეს არ აქვს უფლება მკითხველი გაართოს. მისი წარმატება გაცილებით უფრო მკაცრი კრიტერიუმებით იზომება, ვიდრე მკითხველის აღტაცებაა. მასალის სეგროვებისას მწერალი ცხოვრებაზე თავისი შემთხვევითი დაკვირვებებიდან ამოდის, თავისი ნებით გადააგდებს ხოლმე მისთვის არასასიამოვნო მონაცემებს. ფსიქოლოგმა კი უნდა იხელმძღვანელოს ყველა ფაქტის გათვალისწინების მოთხოვნით. ფსიქოლოგისგან ელიან, მას მოეთხოვება, რომ მისი ფაქტები კონტროლირებადი და შემოწმებადი იყოს. მისი ყოველი დასკვნა დასაბუტებული უნდა იყოს. მისი ტერმინოლოგია სტანდარტიზებულია და მას თითქმის ჩამორთმეული აქვს მეტაფორების გამოყენების უფლება. ყველა ეს სეზღუდვა ხელს უწყობს სანდოობის ხარისხის ამაღლებას, შემოწმების შესაძლებლობას და ამცირებს სუბიექტურობას. ოლპორტი ეთანხმება იმ აზრს, რომ ფსიქოლოგები, რომლებიც პიროვნებას შეისწავლიან, ცდილობენ, არსებითად, იგივე თქვან, რასაც მწერლობა ყოველთვის ამბობდა, და ამას ისინი კიდეც ამბობენ, ოღონდ, აუცილებლობის გამო ნაკლებად მხატვრულად. იმის შესახებ კი, რაშიც ფსიქოლოგებმა წინ წაიწიეს, თუმცა შეიძლება არც ისე ძალიან, ისინი ცდილობენ ილაპარაკონ უფრო დიდი სიზუსტით და კაცობრიობის პროგრესის თვალსაზრისით - უფრო მეტი სარგებლობის მოტანით

       თავის ნარკვევს ოლპორტი შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: "თუ პედაგოგიკის ინტერესებიდან გამომდინარე, თქვენ ჩემგან მოელით მნიშვნელოვან რჩევას, ეს რჩევა შემდეგია: თუ თქვენ ხართ სტუდენტი – ფსიქოლოგი, იკითხეთ ძალიან ბევრი რომანები, ხასიათთა დრამები და იკითხეთ ბიოგრაფიები (მემუარები). თუ თქვენ  სტუდენტი არ ხართ, იკითხეთეს ნაწარმოებები, მაგრამ ფსიქოლოგების ნაშრომებითაც დაინტერესდით!"

ნახვა: 862

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters