ყოველი წარმომჩენელი სხჳსაჲ უმჯობეს არს წარმოჩენილისა ბუნებასა. ანუ უმჯობეს არს, ანუ უდარეს, ანუ სწორ. ვინაჲცა ამისგან წარმოჩენილსა ანუ და მასცა აქუს ძალი, სხჳსა რომლისამე წარმომჩენელი, ანუ ყოვლითურთ უშვ და უნაყოფო არს ხოლო თუ უშვ და უნაყოფო იყოს, მართ თჳთ ამით დაკლებულ არს თჳსისა წარმომაჩენელისგან, და არა არს სწორ მისსა; რამეთუ არა აქუს ძალი ნაყოფიერებისაჲ წარმომჩენელ, რომლისგან უქმა და მოკლებულ. ხოლო თუ წარმოჩენილიცა იყოს და წარმომაჩენელ სხუათა, ანუ სწორთა იყოს წარმომაჩენელ, და ესრეთ ყოველთა ზედა მყოფთა. ვინაჲ იყვნენ ყოველნი მყოფნი სწორ ერთმანერთისა და არ იყოს სხუაჲ სხჳსა უმჯობეს, უკუეთუ წარმომაჩენელი სამარადისოდ შემდგომითი შემდგომად სწორსა თჳსსა წარმოაჩენდეს. არამედ არ ვიდრემე იყოს წარმოჩინებული სწორ წარმომჩენელისა, რამეთუ სწორისა ძალისა მიერ იქმნების წარმოჩენაჲ სწორთაჲ. ხოლო ესე არა სწორ ერთმანერთისა, არა ვიდრემე სწორ წარმოჩინებული წარმომჩინებელსა. და უფროჲს ხოლო არც ოდეს უდარეს. რამეთუ არსებასა თუ მისცემს წარმოჩინებულსა, და ძალსაცა შესაბამსა არსებისასა წარმოუყენებს. ხოლო თუ თჳთ იგი წარმომაყენებელი არს ძალსა ყოველთა მის შემდგომთასა, თჳთ თავი თჳსი ყოს უძლიერეს ყოველთასა; რამეთუ არცა უძალოობისგან დაიცილების, რომლისად წარმოდგომილ არს ძალი შემოქმედებითი; და არცა არა წადილისგან. რამეთუ ყოველივე კეთილისა მიმართ მოწადე გულმთქუმიერ არს ბუნებით; ვინაჲ სხუათა თჳსთა შემდგომთა სრულ მქმნელი პირველ მათსა თჳთ თჳსისა თავისა არს სრულ მყოფ. ვინაჲ არცა სწორ წარმომჩენელი წარმოჩენილსა და არცა უდარე. ყოვლითურთ უკუე უმჯობეს წარმომჩენელი წარმოჩენილისა ბუნებასა.

იოანე პეტრიწი

წიგნიდან: კავშირნი

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, თეოლოგია, კავშირნი, პეტრიწი, პროკლე, ფილოსოფია

ნახვა: 740

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters