ყოველი უმოქენოჲ ანუ არსებით ანუ მოქმედებით უმჯობეს არს მოქენესა და სხჳსა მიზეზისადმი აღმკრველსა მიზეზსა თჳსისა სისრულისასა. რამეთუ უკუეთუ ყოველნი მყოფნი ბუნებით ეტრფვიან კეთილობასა, და რომლისადმი თან წარმოდგომილა კეთილობაჲ, ხოლო რომელიმე მოქენე არს სხჳსადა და რომელსამე თან მოაქუს მიზეზი კეთილობისაჲ, ხოლო რომლისადამე კიდე არს. რამეთუ რაჲზომითა უმახლობელეს იყოს მომცემსა საწადოჲსასა, ეგზომცა იყოს უმჯობეს მისსა, რომელსა ჰქონდის თჳსი მიზეზი უშორეს, და სხუაჲგნით მიითუალვიდეს სისრულესა თჳსისა მყოფობისასა ანუ მოქმედებისასა. რამეთუ ვინაჲთგან შორს მყოფსა მსგავსსა და დაკლებულსა უფროჲს არს მსგავსი და უმახლობელესი კეთილობისაჲ და არ მოქენე. ხოლო დაკლებული არს რომელი არა თჳთ პირველი იყოს კეთილობაჲ, არამედ ეზიარებოდის. ვინაჲ რაჲთავე თჳს და თანმეტომე არს პირველსა კეთილობასა, რაჲზომითა იყოს შემძლე დატევნად თჳს შორის კეთილობასა. ხოლო მზიარებელი მესაშუვლეობითა სხჳსაჲთა უფრო განშორებულ პირველისა კეთილობისგან და რომელი არა არს სხუა თჳნიერ კეთილობაჲ. ყოველი უმოქენოჲ და სრული პირველსა და მარტივსა კეთილობასა უდარეს არს. რამეთუ რაჲმცა იყო სხუაჲ უმოქენეობაჲ და სისრულე თჳნიერ რომელ თჳს შორის კეთილობაჲ მოეგოს? ვინაჲცა ესე სავსე არს ზიარებისა მიერ კეთილობითა, მაგრა არა არს მარტივ თჳთკეთილობაჲ, რომელი იგი ზიარებასა და სისრულესა ზესთა ძეს, ვითარ აღმოიჩინა. რამეთუ უკუეთუ უმოქენეობამან და სრულმან აღავსო თავი თჳსი, იყოს ვიდრემე აღმავსებელი და სრულ მყოფელი ზესთა სისრულისა. არა მოქენე სხჳსა ვისდავე პირველი კეთილობაჲ. რამეთუ არა არს მეტრფე სხუასა თჳსსა უპირველესსა, რაჲთამცა იყო ნაკლულ და არა სრულ, და გულმთქუმელ კეთილობისადმი; და არცა სრულ არს, რამეთუ სრული სავსე ოდენ კეთილობითა არს, და არა თუ პირველი კეთილობაჲ.
იოანე პეტრიწი
წიგნიდან: კავშირნი
| |
ტეგები: Qwelly, თეოლოგია, კავშირნი, პეტრიწი, პროკლე, ფილოსოფია
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•