ამ თავში, ბიოლოგიის და ფიზიოლოგიის თანამედროვე მონაცემებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც ტვინი მუშაობს, როგორც აღგზნების წარმოშობა/ჩაქრობის რთული სისტემა, სხვადასხვა ენდოგენური ოპიოიდების გამოყოფის გზით, საბუთდება: 1. ის, რომ, თუკი სოციალური ქცევა არის ტვინის მოქმედების პროექცია სოციალურ სისტემაში, მაშინ სოციალური ქცევის მიზანიც სიამოვნების მიღება ყოფილა; 2. განათლების სისტემა არის სიამოვნების მიღების გზებისა და მეთოდების სწავლა/კონსტრუირების ინსტიტუციონიზირებული პროცესი; 3. გამოდინარე იქიდან, რომ ეს დრო (სიამოვნების მიღების მდგომარეობის მიღწევამდე) არ არის ერთი და იგივე ყველა ადამიანისათვის, განათლების უნიფიცირებული სისტემა სეგრეგაციულია და ემსახურება მხოლოდ ერთი ტიპის ადამიანების წარმატებას.
- - - - - -
თანამედროვე მეცნიერებაში სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ემოციური ბალანსის, ანუ სიამოვნების მიღება/მიუღებლობის მნიშვნელობას სოციალური და ფსიქიკური სისტემებისათვის (Cohen… 2004; Maulick... 2009): კონკრეტული მოქმედებებისას, რომელთა საბოლოო მიზანი სიამოვნების მიღებაა, ადამიანის ორგანიზმში წარმოიშობა კონკრეტული ნივთიერებები (ოპიოიდები), რომლებიც, თავის მხრივ, ხელს უწყობენ რელაქსაციას, აუქმებენ სტრესის მიერ გამოწვეული სხვა ნივთიერებების მოქმედებას (Drolett... 2001). ამ კონკრეტული ნივთიერებების (ოპიოიდების) წარმოშობის გამომწვევია სპეციფიკური სოციალური ქცევა. ეს ქცევა და მისი შედეგი, კონკრეტული ოპიოიდი, იცავს ადამიანის ტვინს სტრესისაგან, რომელიც მას ამ ინტერაქციის გარეშე ემართება. კონკრეტული სოციალური მოქმედებები ადამიანის ორგანიზმში ააქტიურებს სპეციალურ სისტემას (ენდოგენურ ოპიოიდურ სისტემას), რომელიც, თავის მხრივ, პასუხისმგებელია იმ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების (დოფამინი, ოქსიტოცინი) გამოყოფაზე, რომლებიც ჯერ მოქმედებს კონკრეტული ადამიანის ტვინზე და უზრუნველყოფს მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას (ტვინის და მთელი ორგანიზმის წონასწორობაში შენარჩუნებას (Eisenberger 2012, Valentino 2015), ხოლო შემდეგ - სოციალურ სისტემაზე და იწვევს სოციალური სისტემის წონასწორობას (თევზაძე et al 2016).
ოპიოიდური სისტემა ცენტრალურ როლს თამაშობს ტკივილის აღქმასა და გაუტკივარებაში [Holden... 2005]. გარდა ამისა, ის მონაწილეობს ორგანიზმის სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესში, ისეთებში, როგორებიცაა პასუხი სტრესზე, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების მუშაობა, ენდოკრინული და იმუნური პროცესების მიმდინარეობა, ჰედონისტური გუნება-განწყობილების და ხასიათის ფორმირება, ეიფორიული მდგომარეობის და მიჩვევის ფენომენის ჩამოყალიბება [Kelly 2004; Kelly... 2002].
ამრიგად, ოპიოიდური სისტემა, განსაკუთრებით ტვინის ის უბნები, რომლებიც ოპიოიდების გამოყოფაზეა პასუხისმგებელი, მონაწილეობას იღებს ყველა იმ მექანიზმის ფუნქციობაში, რომლებიც ქცევითი რეაქციების (როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი) განმტკიცებასთან (ანუ დასწავლასთან) და დადებითი შედეგის (სიამოვნების) მიღებასთან არის დაკავშირებული (Khachaturian... 1993).
როგორც ვხედავთ, ტვინში მუშაობს სტრესისა და ტკივილის ჩამქრობი პროცესი. სოციალური ქცევა იწვევს, როგორც სტრესს, ასევე, ამ სტრესის ჩამქრობი ნივთიერებების გამოყოფას, ანუ ტვინის მოქმედების პროექცია იწვევს, როგორც სტრესსა და ტკივილს, ასევე, ამ სტრესის და ტკივილის უვნებელყოფას. შესაბამისად, თუკი ტვინი მიმართულია სიამოვნების გამომწვევი ნივთიერებების გამოყოფაზე, მისი პროექციაც (სოციალური ქცევა) მიმართულია იმავეზე, ანუ სიამოვნების მიმნიჭებელი ქცევებისა და მექანიზმების ძიებაზე.
როგორც ზემოთ მოყვანილი განხილვიდან გამომდინარეობს, სოციალურ სისტემაში ტვინის მოქმედების პროექციის კონკრეტული ფორმა დამოკიდებულია ენდოგენული ოპიოიდების სისტემის მუშაობაზე: როგორ, რამდენად სწრაფად და რა პირობებში ხდება ოპიოიდების გამომუშავება და, შედეგად, კონკრეტული ქცევიდან გამომდინარე, სიამოვნების მიღება. ეს უკანასკნელი კი განამტკიცებს ქცევას, განაპირობებს დასწავლას და უზრუნველყოფს ტვინის დასვენება/მომზადებას ახალი გაღიზიანებისა და ახალი სიამოვნებისათვის.
შესაბამისად, წინა პარაგრაფში დასმულ საკითხს რომ დავუბრუნდეთ, უნდა ვიკითხოთ, არის თუ არა გაღიზიანებიდან სიამოვნების მიღებამდე დრო მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე? ანუ ხომ არ არის სოციალურ სისტემაში ადამიანის ტვინის მუშაობის პროექციის აღქმა (თვითცნობიერება) სტანდარტული? ანუ კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ ეს კითხვა, ხომ არ არის გაღიზიანების და გაღიზიანების ჩამქრობი ნივთიერების გამოყოფის დრო სტანდარტული ყველა ადამიანისათვის და, შესაბამისად, ყველა ტვინისათვის?
ეს არ არის ჩვეულებრივი კითხვა: თუკი დრო, რომელიც ადამიანს აქვს რეცეპტორების გაღიზიანებიდან დაწყნარებამდე, სტანდარტულია, მცირე გადახვევებით, მაშინ ეს აისახება სწავლების სისტემაზე: თუკი სიამოვნების მოთხოვნილებიდან სიამოვნებამდე დასაშვები დრო მეტ-ნაკლებად ერთნაირია, მაშინ, შესაძლებელია, ადამიანები მეტ-ნაკლებად ერთნაირად აღვზარდოთ: ერთნაირად ვასწავლოთ სიამოვნების მიღების ტექნიკები და უნარები.
ეს არ არის ჰედონიზმის ფილოსოფია, მისი ყოველდღიური გაგებით: მიუხედავად იმისა, რომ ტვინი რთული მექანიზმია, მისი პროექციის განვითარება აღგზება/დაწყნარებაზეა ორიენიტრებული: სხვა ყველაფერი - დამახსოვრების მექანიზმები, სარკისებური ნეირონები, ტვინის ქერქი - ამ ორი იმპულსის კონტექსტშია: როგორც ზემოთ დავწერე, ბავშვობის და მოზარდობის პერიოდში ხდება აღზრდა და განათლება, რაც, სხვა არაფერია, თუ არა სიამოვნების იმწამსვე დაკმაყოფილების სურვილის მართვის და სიამოვნების (ენდოგენული ოპიოიდების გამოყოფის) მიღწევის ტექნიკების სწავლა.
შესაბამისად, თუკი სოციალური ქცევა სოციალურ სისტემაში ტვინის მოქმედებს პროექციაა, მაშინ, ტვინი იმის პროეცირებასაც ახდენს, რაც მისი ნორმალური მუშაობის საფუძველია - ენდოგენური ოპიოიდების გამოყოფის გზებისა და საშუალებების ძიებას. შესაბამისად, კულტურული და პოეტური დანაშრევები რომ მოვაშოროთ, მივიღებთ, რომ ბავშვის სწავლების, აღზრდის და განათლების პროცესი სხვა არაფერია, თუ არა ტვინის გაღიზიანებიდან ენდოგენური ოპიოიდების გამოყოფამდე დროის პერიოდის მაქსიმალური გაზრდა და ენდოგენური ოპიოიდების გამოყოფის ტექნიკების შესწავლა.
ვინც ოდნავ მაინც იცნობს განათლების თეორიის და განათლების ფილოსოფიის ისტორიას, ადვილად მიხვდება, რომ ამ კითხვაზე პასუხი კულტურის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა იყო: შუა საუკუნეებში და ახალ დროში არსებობდა შეხედულება, რომ არსებობს სტანდარტული მოთხოვნები, რომელთა მიმართაც ადამიანი სხვადასხვანაირად ავლენს თავს: ან ვერ ასრულებს, ან ასრულებს, ან ასრულებს ძალიან კარგად. შესაბამისად, ისინი, ვინც ვერ ასრულებდნენ, იყვნენ წარუმატებლები, ვინც ასრულებდნენ, იყვნენ ნორმალურები, ხოლო ვინც ძალიან კარგად და ადვილად ასრულებდა, ანუ კარგად და ადვილად ითვისებდა სიამოვნების მიღების ტექნიკას და უნარებს, ისინი ითვლებოდნენ ძალიან წარმატებულებად.
თუმცა, ახალ დროში და, განსაკუთრებით, XX საუკუნეში, ცხადი გახდა, რომ უნიფიცირებული განათლების სისტემა წარუმატებელია იმ აზრით, რომ ის ვერ ახერხებს ყოველი ინდივიდის შესაძლებლობების გამოვლენა/განვითარებას. ეს, ზემოთ შემუშავებულ კოდირების სისტემის მიხედვით, ითარგმნება, როგორც სიამოვნების მიღების განსხვავებული ტექნიკებისადმი მიდრეკილებების უგულებელყოფა.
გიგი თევზაძე
წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია
| |
ტეგები: Qwelly, თევზაძე, პროექტია, სიამოვნება, ფილოსოფია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•